პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ვინმეს შვილობით ''სუხიშვილებში'' ვერ მოხვდები''
''ვინმეს შვილობით ''სუხიშვილებში'' ვერ მოხვდები''

ცოტა ხნის წინ ან­სამ­ბლმა "სუ­ხიშ­ვი­ლებ­მა" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­დერნ­ბა­ლეტ "რა­მიშ­ვი­ლე­ბით" კი­დევ ერთხელ გა­ავ­სო თბი­ლი­სის დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ახ­ლე, ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა სცე­ნა­ზე, სი­ლა­მა­ზე და რიტ­მი ან­სამ­ბლმა მა­ყუ­რე­ბელს ერთი ამო­სუნ­თქვით აჩ­ვე­ნა. პროგ­რა­მის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, მა­რი­ამ მა­თი­აშ­ვი­ლი, დღეს ჩვე­ნი სტუ­მა­რია. მა­რი­ა­მი ან­სამ­ბლის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სო­ლის­ტის, თეა დარ­ჩი­ას შვი­ლი გახ­ლავთ. თეამ მე­ო­თხე შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი" და­ტო­ვა და ახლა თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის ყუ­რე­ბით ტკბე­ბა.

- რო­გო­რი გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, დე­დის პრო­ფე­სია არას­დროს მნდო­მე­ბია. ბავ­შვო­ბა­ში თე­ას­თან დავ­დი­ო­დი სტუ­დი­ა­ში, ვსწავ­ლობ­დი არა კონ­კრე­ტუ­ლად ქარ­თულ ცეკ­ვას, არა­მედ შე­რე­ულ პროგ­რა­მას, სა­დაც იყო ევ­რო­პუ­ლი ცეკ­ვე­ბიც, ბერ­ძნუ­ლიც, ქარ­თუ­ლიც. მა­შინ 3-4 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. ახლა იო­ა­ნა, ჩემი პა­ტა­რა და და­დის ზუს­ტად ამ პრინ­ცი­პით. რაც შე­ე­ხე­ბა სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის კლა­სი­კურ პროგ­რა­მას, ჩემი პე­და­გო­გი სტუ­დი­ა­ში იყო ტატა გო­მე­ლა­უ­რი, რის­თვი­საც მას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მე დღეს ან­სამ­ბლში ვარ. ერთხელ უბ­რა­ლოდ მი­თხრა, თუ გინ­და, იარე ჩემ­თან, ის­წავ­ლე, თუ მო­გე­წო­ნე­ბა, გა­აგ­რძე­ლე ცეკ­ვა, თუ არა­და, ის­წავ­ლი მა­ინ­ცო. მი­ვე­დი და რო­გორც იტყვი­ან, მო­ვი­წამ­ლე.

- რა­ტომ არ გინ­დო­და, დე­დის პრო­ფე­სი­ას გაჰ­ყო­ლო­დი?

- არ მინ­დო­და-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ ეს არ ყო­ფი­ლა ჩემი იდე­ა­ფიქ­სი. მე მყავს მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვო­ბი­დან ოც­ნე­ბო­ბენ "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" ცეკ­ვა­ზე. ყო­ველ­თვის მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ოც­ნე­ბა ვერ ავიხ­დი­ნე. ეს სურ­ვი­ლი ცეკ­ვა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, იყო მო­ცეკ­ვა­ვე და არ იყო მსა­ხი­ო­ბი. ასე რომ, ჩემ­თვის ორი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე ერთ პრო­ფე­სი­ა­ში გა­ვა­ერ­თი­ა­ნე. სულ 5 წე­ლია ვცეკ­ვავ, აქე­დან 4 წე­ლია, რაც ან­სამ­ბლში ვარ.

- ერთ წე­ლი­წად­ში ის­წავ­ლე პროგ­რა­მა?

- დღემ­დე ვსწავ­ლობ. ვე­რას­დროს ვი­ტყვი, რომ ვის­წავ­ლე. ცეკ­ვა ამო­უ­წუ­რა­ვი ფე­ნო­მე­ნია. მგო­ნია, რომ სულ სწავ­ლა­ში ვიქ­ნე­ბი. უბ­რა­ლოდ, გა­მი­მარ­თლა, რომ მოვ­ხვდი სტა­ჟი­ო­რებ­ში, სა­ი­და­ნაც ან­სამ­ბლის­თვის კად­რე­ბი აირ­ჩი­ეს. სწო­რედ მა­შინ გა­და­მიყ­ვა­ნეს ან­სამ­ბლში.

- ალ­ბათ, ხში­რად გა­გი­გია ფრა­ზა, რომ დარ­ჩი­ას შვი­ლო­ბამ შენს კა­რი­ე­რა­ში ბევ­რი რამ გა­ნა­პი­რო­ბა. ეს გულს გტ­კენს?

- მარ­თლაც სა­წყე­ნია. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ვინ­მეს შვი­ლო­ბა ჩვენს ან­სამ­ბლში არა­ფერს წყვეტს. თუ არ გაქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ნიჭი, რომ იდგე სცე­ნა­ზე სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლით, ვინ­მეს ხათ­რით ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. მსგავ­სი ფრა­ზე­ბი მეც ხში­რად მსმე­ნია. თა­ვი­დან ძა­ლი­ან მტკენ­და გულს, ახლა ვცდი­ლობ, ძლი­ე­რი ვიყო და ამას ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

''ვინმეს შვილობით ''სუხიშვილებში'' ვერ მოხვდები''

''ვინმეს შვილობით ''სუხიშვილებში'' ვერ მოხვდები''

ცოტა ხნის წინ ანსამბლმა ''სუხიშვილებმა'' განახლებული მოდერნბალეტ ''რამიშვილებით'' კიდევ ერთხელ გაავსო თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი. წარმოუდგენელი სიახლე, ცოცხალი მუსიკა სცენაზე, სილამაზე და რიტმი ანსამბლმა მაყურებელს ერთი ამოსუნთქვით აჩვენა. პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ მათიაშვილი, დღეს ჩვენი სტუმარია. მარიამი ანსამბლის ერთ-ერთი გამორჩეული სოლისტის, თეა დარჩიას შვილი გახლავთ. თეამ მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ ''სუხიშვილები'' დატოვა და ახლა თავისი ქალიშვილის ყურებით ტკბება.

- როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, დედის პროფესია არასდროს მნდომებია. ბავშვობაში თეასთან დავდიოდი სტუდიაში, ვსწავლობდი არა კონკრეტულად ქართულ ცეკვას, არამედ შერეულ პროგრამას, სადაც იყო ევროპული ცეკვებიც, ბერძნულიც, ქართულიც. მაშინ 3-4 წლის ვიქნებოდი. ახლა იოანა, ჩემი პატარა და დადის ზუსტად ამ პრინციპით. რაც შეეხება სუხიშვილების კლასიკურ პროგრამას, ჩემი პედაგოგი სტუდიაში იყო ტატა გომელაური, რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს ანსამბლში ვარ. ერთხელ უბრალოდ მითხრა, თუ გინდა, იარე ჩემთან, ისწავლე, თუ მოგეწონება, გააგრძელე ცეკვა, თუ არადა, ისწავლი მაინცო. მივედი და როგორც იტყვიან, მოვიწამლე.

- რატომ არ გინდოდა, დედის პროფესიას გაჰყოლოდი?

- არ მინდოდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი იდეაფიქსი. მე მყავს მეგობრები, რომლებიც ბავშვობიდან ოცნებობენ ''სუხიშვილებში'' ცეკვაზე. ყოველთვის მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ოცნება ვერ ავიხდინე. ეს სურვილი ცეკვაში განვახორციელე. წარმოუდგენელია, იყო მოცეკვავე და არ იყო მსახიობი. ასე რომ, ჩემთვის ორი საყვარელი საქმე ერთ პროფესიაში გავაერთიანე. სულ 5 წელია ვცეკვავ, აქედან 4 წელია, რაც ანსამბლში ვარ.

- ერთ წელიწადში ისწავლე პროგრამა?

- დღემდე ვსწავლობ. ვერასდროს ვიტყვი, რომ ვისწავლე. ცეკვა ამოუწურავი ფენომენია. მგონია, რომ სულ სწავლაში ვიქნები. უბრალოდ, გამიმართლა, რომ მოვხვდი სტაჟიორებში, საიდანაც ანსამბლისთვის კადრები აირჩიეს. სწორედ მაშინ გადამიყვანეს ანსამბლში.

- ალბათ, ხშირად გაგიგია ფრაზა, რომ დარჩიას შვილობამ შენს კარიერაში ბევრი რამ განაპირობა. ეს გულს გტკენს?

- მართლაც საწყენია. წარმოუდგენელია, ვინმეს შვილობა ჩვენს ანსამბლში არაფერს წყვეტს. თუ არ გაქვს იმის შესაძლებლობა და ნიჭი, რომ იდგე სცენაზე სუხიშვილების სახელით, ვინმეს ხათრით ეს გამორიცხულია. მსგავსი ფრაზები მეც ხშირად მსმენია. თავიდან ძალიან მტკენდა გულს, ახლა ვცდილობ, ძლიერი ვიყო და ამას ყურადღება არ მივაქციო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება