მსოფლიო
საზოგადოება

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''როცა იგებენ, რომ ბერას ტელევიზიიდან ვართ, დიდ თანხებს გვიბრახუნებენ''
''როცა იგებენ, რომ ბერას ტელევიზიიდან ვართ, დიდ თანხებს გვიბრახუნებენ''

მსა­ხი­ო­ბი გიო ცა­ა­ვა "ტიფ­ლის­ში" ყა­ჩაღს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, რო­მელ­საც ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი შე­ემ­თხვა. რო­გორც ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა გვი­თხრა, გა­და­ღე­ბე­ბის წინ, ლო­კა­ცი­ე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს აწყდე­ბი­ან. მსა­ხი­ო­ბი იმა­საც ამ­ბობს, რომ სე­რი­ალს წარ­მო­უდ­გენ­ლად მწი­რი ბი­უ­ჯე­ტით იღე­ბენ. ამ თე­მე­ბის შე­სა­ხებ თა­ვად გი­ორ­გი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სე­რი­ა­ლის რე­ჟი­სორს, ლე­ვან დაბ­რუნ­დაშ­ვილს, დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. თა­ვი­დან პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და დღემ­დე ტკბი­ლად და კარ­გად ვართ. მისი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ზა­ფხულ­ში შე­ვი­ტყვე, გა­და­ღე­ბე­ბი 12 აგ­ვის­ტოს და­ვი­წყეთ. გარ­და იმი­სა, რომ სე­რი­ალ­ში, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი ვმო­ნა­წი­ლე­ობ, იმავდრო­უ­ლად ლო­კა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რი ვარ და რა ად­გი­ლებ­საც ხე­დავს მა­ყუ­რე­ბე­ლი, ჩემი და ჩემი თა­ნა­შემ­წის გა­კე­თე­ბუ­ლია. უმ­თავ­რე­სი გა­და­ღე­ბე­ბი ფო­ნი­ჭა­ლა­ში, სა­პატ­რი­არ­ქოს ტყე-პარკში გვაქვს. იქ არის ყა­ჩა­ღე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, ტრაქ­ტი­რი, არ­ჩი­ლის სახ­ლი. გვერ­დში დგო­მის­თვის დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მამა და­ვით კე­მუ­ლა­რი­ას. თა­ვა­დე­ბის სცე­ნე­ბის ინ­ტე­რი­ე­რი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მუ­ზე­უმ­ში­ცაა გა­და­ღე­ბუ­ლი, ექ­სტე­რი­ე­რი - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ვიპ­დარ­ბაზ­ში. ერთი თხოვ­ნა მექ­ნე­ბა ყვე­ლას­თან, ვის­თა­ნაც მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად მი­ვალ. ლო­კა­ცი­ის შერ­ჩე­ვი­სას, როცა ტე­ლე­ვი­ზი­ას ვა­სა­ხე­ლებ, რა­ხან "ჯი­დი­ე­სია" და ბერა ივა­ნიშ­ვილს ეკუთ­ვნის, ისეთ თან­ხებს აბ­რა­ხუ­ნე­ბენ, გა­გე­ცი­ნე­ბა. ვფიქ­რობ, მეტი თა­ნად­გო­მის უნა­რია სა­ჭი­რო, ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი, კი­ნოს გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა.

- ეს არ უნდა გიკ­ვირ­დეთ, "ჯი­დი­ე­სი" დღეს ყვე­ლა­ზე მდი­დარ ტე­ლე­ვი­ზი­ად მი­იჩ­ნე­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში...

- შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ ფილ­მის ბი­უ­ჯე­ტი არის წარ­მო­უდ­გენ­ლად მცი­რე და ვა­კე­თებთ ხა­რის­ხი­ან პრო­დუქტს, ძა­ლი­ან ია­ფად.

- გიო, თქვენს გმირ­ზე მე­სა­უბ­რეთ...

- ერთ-ერთ გა­ვარ­დნილს ვთა­მა­შობ, ასე გვე­ძა­ხი­ან ფილმში და არა ყა­ჩაღს. ქი­ა­რი­მა ჰქვია. ის­ლა­მუ­რი სა­ხე­ლია, მუ­ჰა­მედს ჰყავ­და 99 წმინ­და­ნი, რომ­ლე­ბიც მის სი­ტყვას ავ­რცე­ლებ­დნენ და მათ­გან ერთ-ერთი ქი­ა­რი­მი იყო. ნიშ­ნავს ბრძენს, ხელ­გაშ­ლილს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ინ­ტერპრე­ტა­ცია აქვს. ჩემს პერ­სო­ნაჟს სა­ხე­ლი ლე­ვან­მა შე­ურ­ჩია, მაგ­რამ ვდა­ვობთ და ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით, ვინ არის (იღი­მის). ხან ქარ­თლე­ლი ვარ, ხან კა­ხე­ლი, ვერ "მო­ვუ­ძებ­ნეთ" ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, ანუ სა­ი­და­ნაა წარ­მო­შო­ბით. ქი­ა­რი­მა ცივ­სის­ხლი­ა­ნი მკვლე­ლია, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან დრა­მა­ტუ­ლი და სევ­დი­ა­ნი გმი­რი.

- ერთ-ერთი სევ­დი­ა­ნი ეპი­ზო­დი იყო, როცა თქვე­ნი გმი­რი ჰყვე­ბა, რომ სა­ცო­ლე ოთხმა კაც­მა გა­უ­უ­პა­ტი­უ­რა, რის შემ­დე­გაც ქალ­მა თავი მო­იკ­ლა...

- "ოთხმა მუტ­რუკ­მა გა­მი­უ­პა­ტი­უ­რა სა­ცო­ლე". ამის გამო ჩემს გმირს სამი გა­რე­წა­რი თა­ვა­დი მოკ­ლუ­ლი ჰყავს, მე­ო­თხეს ტრაქ­ტირ­ში შემ­თხვე­ვით შე­ე­ფე­თე­ბა და იქვე გა­მო­ა­სალ­მებს სი­ცო­ცხლეს.

- მო­მა­ვალ მსა­ხი­ო­ბებს თე­ატ­რა­ლურ­ში არ აქვთ კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, ცხენ­ზე ჯი­რი­თი არ იცი­ან და სხვა უამ­რა­ვი დე­ტა­ლია პრობ­ლე­მუ­რი...

- დიახ, სამ­წუ­ხა­როდ, თე­ატ­რა­ლურ­ში არ არის ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. პი­რა­დად ჩემ­ზე რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ, გე­ტყვით, რომ ბავ­შვო­ბი­დან ვი­ყა­ვი სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლი. საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას "კიო კუ­შინ კაი კა­რა­ტეს" 9 წელი ვე­უფ­ლე­ბო­დი. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა რო­გორც ფი­ზი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ისე სიბ­რძნეც მას­წავ­ლა. ეს სა­ერ­თოდ ცალ­კე სკო­ლა და კულ­ტუ­რაა. ჯი­რით­საც ბავ­შვო­ბი­დან­ვე შე­ვეჩ­ვიე და სა­ა­მი­სოდ იპოდ­რომ­ზე დავ­დი­ო­დი. პა­ტა­რა­ო­ბა­ში მიყ­ვარ­და სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმა, ხან რო­ბინ ჰუდს ვა­სა­ხი­ე­რებ­დი და ხან მუშ­კე­ტე­რებს.

- კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბაც უჭირს ბევ­რს, ზედ­მე­ტად ხე­ლოვ­ნუ­რე­ბი არი­ან...

- კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბას სულ სხვა სპე­ცი­ფი­კა აქვს და გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ლე­ვა­ნიც ამ­ბობს, რომ ბევრ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თე­ატ­რში მუ­შა­ობს, კი­ნო­ში თა­მა­ში უჭირს. მე ნაკ­ლე­ბი დრო მაქვს თე­ატ­რში გა­ტა­რე­ბუ­ლი. ინ­სტი­ტუ­ტის მერე რამ­დე­ნი­მე წელი მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი, მაქ­სი­მუმ, 10 სა­ბავ­შვო სპექ­ტაკლში მექ­ნე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ 18 წე­ლია კი­ნო­ში ვარ, ალ­ბათ, ეს ფაქ­ტო­რიც მოქ­მე­დებს იმა­ზე, რომ ნაკ­ლე­ბად თე­ატ­რა­ლუ­რი ვარ კა­მე­რის წინ. თუმ­ცა ეს უკვე მა­ყუ­რე­ბელ­მა უნდა შე­ა­ფა­სოს. ვფიქ­რობ, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. არ მახ­სოვს, უარი მეთ­ქვას რა­მე­ზე, თუნ­დაც ეს მე­სა­მე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი ყო­ფი­ლი­ყო. თუ მსა­ხი­ო­ბი ხარ, ყვე­ლა როლს უნდა და­თან­ხმდე, ამით იღებ გა­მოც­დი­ლე­ბას და იხ­ვე­წე­ბი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

''როცა იგებენ, რომ ბერას ტელევიზიიდან ვართ, დიდ თანხებს გვიბრახუნებენ''

''როცა იგებენ, რომ ბერას ტელევიზიიდან ვართ, დიდ თანხებს გვიბრახუნებენ''

მსახიობი გიო ცაავა ''ტიფლისში'' ყაჩაღს განასახიერებს, რომელსაც ტრაგიკული ამბავი შეემთხვა. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, გადაღებების წინ, ლოკაციების შერჩევისას, საკმაოდ საინტერესო ამბებს აწყდებიან. მსახიობი იმასაც ამბობს, რომ სერიალს წარმოუდგენლად მწირი ბიუჯეტით იღებენ. ამ თემების შესახებ თავად გიორგი გვესაუბრება.

- სერიალის რეჟისორს, ლევან დაბრუნდაშვილს, დიდი ხანია ვიცნობ. თავიდან პროფესიიდან გამომდინარე ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ ყველაფერი მეგობრობაში გადაიზარდა და დღემდე ტკბილად და კარგად ვართ. მისი პროექტის შესახებ ზაფხულში შევიტყვე, გადაღებები 12 აგვისტოს დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ სერიალში, როგორც მსახიობი ვმონაწილეობ, იმავდროულად ლოკაციის მენეჯერი ვარ და რა ადგილებსაც ხედავს მაყურებელი, ჩემი და ჩემი თანაშემწის გაკეთებულია. უმთავრესი გადაღებები ფონიჭალაში, საპატრიარქოს ტყე-პარკში გვაქვს. იქ არის ყაჩაღების საცხოვრებელი ადგილი, ტრაქტირი, არჩილის სახლი. გვერდში დგომისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მამა დავით კემულარიას. თავადების სცენების ინტერიერი კინოსა და თეატრის მუზეუმშიცაა გადაღებული, ექსტერიერი - რუსთაველის თეატრის ვიპდარბაზში. ერთი თხოვნა მექნება ყველასთან, ვისთანაც მოსალაპარაკებლად მივალ. ლოკაციის შერჩევისას, როცა ტელევიზიას ვასახელებ, რახან ''ჯიდიესია'' და ბერა ივანიშვილს ეკუთვნის, ისეთ თანხებს აბრახუნებენ, გაგეცინება. ვფიქრობ, მეტი თანადგომის უნარია საჭირო, ქვეყნის სიყვარული, კინოს განვითარების მხარდაჭერა.

- ეს არ უნდა გიკვირდეთ, ''ჯიდიესი'' დღეს ყველაზე მდიდარ ტელევიზიად მიიჩნევა ჩვენს ქვეყანაში...

- შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ფილმის ბიუჯეტი არის წარმოუდგენლად მცირე და ვაკეთებთ ხარისხიან პროდუქტს, ძალიან იაფად.

- გიო, თქვენს გმირზე მესაუბრეთ...

- ერთ-ერთ გავარდნილს ვთამაშობ, ასე გვეძახიან ფილმში და არა ყაჩაღს. ქიარიმა ჰქვია. ისლამური სახელია, მუჰამედს ჰყავდა 99 წმინდანი, რომლებიც მის სიტყვას ავრცელებდნენ და მათგან ერთ-ერთი ქიარიმი იყო. ნიშნავს ბრძენს, ხელგაშლილს და კიდევ რამდენიმე ინტერპრეტაცია აქვს. ჩემს პერსონაჟს სახელი ლევანმა შეურჩია, მაგრამ ვდავობთ და ვერ ჩამოვყალიბდით, ვინ არის (იღიმის). ხან ქართლელი ვარ, ხან კახელი, ვერ ''მოვუძებნეთ'' ადგილმდებარეობა, ანუ საიდანაა წარმოშობით. ქიარიმა ცივსისხლიანი მკვლელია, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან დრამატული და სევდიანი გმირი.

- ერთ-ერთი სევდიანი ეპიზოდი იყო, როცა თქვენი გმირი ჰყვება, რომ საცოლე ოთხმა კაცმა გაუუპატიურა, რის შემდეგაც ქალმა თავი მოიკლა...

- ''ოთხმა მუტრუკმა გამიუპატიურა საცოლე''. ამის გამო ჩემს გმირს სამი გარეწარი თავადი მოკლული ჰყავს, მეოთხეს ტრაქტირში შემთხვევით შეეფეთება და იქვე გამოასალმებს სიცოცხლეს.

- მომავალ მსახიობებს თეატრალურში არ აქვთ კამერასთან მუშაობის გამოცდილება, ცხენზე ჯირითი არ იციან და სხვა უამრავი დეტალია პრობლემური...

- დიახ, სამწუხაროდ, თეატრალურში არ არის ამის საშუალება. პირადად ჩემზე რომ ვილაპარაკოთ, გეტყვით, რომ ბავშვობიდან ვიყავი სპორტით დაკავებული. საბრძოლო ხელოვნებას ''კიო კუშინ კაი კარატეს'' 9 წელი ვეუფლებოდი. ძალიან დამეხმარა როგორც ფიზიკური თვალსაზრისით, ისე სიბრძნეც მასწავლა. ეს საერთოდ ცალკე სკოლა და კულტურაა. ჯირითსაც ბავშვობიდანვე შევეჩვიე და საამისოდ იპოდრომზე დავდიოდი. პატარაობაში მიყვარდა სპექტაკლების დადგმა, ხან რობინ ჰუდს ვასახიერებდი და ხან მუშკეტერებს.

- კამერასთან მუშაობაც უჭირს ბევრს, ზედმეტად ხელოვნურები არიან...

- კამერასთან მუშაობას სულ სხვა სპეციფიკა აქვს და გამოცდილება სჭირდება. ლევანიც ამბობს, რომ ბევრ ადამიანს, რომელიც თეატრში მუშაობს, კინოში თამაში უჭირს. მე ნაკლები დრო მაქვს თეატრში გატარებული. ინსტიტუტის მერე რამდენიმე წელი მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობდი, მაქსიმუმ, 10 საბავშვო სპექტაკლში მექნება მონაწილეობა მიღებული. მას შემდეგ 18 წელია კინოში ვარ, ალბათ, ეს ფაქტორიც მოქმედებს იმაზე, რომ ნაკლებად თეატრალური ვარ კამერის წინ. თუმცა ეს უკვე მაყურებელმა უნდა შეაფასოს. ვფიქრობ, ამ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე. არ მახსოვს, უარი მეთქვას რამეზე, თუნდაც ეს მესამეხარისხოვანი როლი ყოფილიყო. თუ მსახიობი ხარ, ყველა როლს უნდა დათანხმდე, ამით იღებ გამოცდილებას და იხვეწები.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება