საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ბურჯანაძე - პუტინი არ არის საქართველოს მტერი
ნინო ბურჯანაძე - პუტინი არ არის საქართველოს მტერი

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს ჟურ­ნა­ლის­ტის მხრი­დან არას­წო­რად მი­აჩ­ნია შე­კი­თხვის იმ ფორ­მუ­ლი­რე­ბით დას­მა, არის თუ არა პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი.

"რა უნდა ეპა­სუ­ხა ქვეყ­ნის პრე­მი­ერ მი­ნისტრს?! ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ნამ­დვი­ლად ვერ გა­ვაკ­რი­ტი­კებ ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს ოდ­ნავ ნორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რი რას გა­ა­კე­თებ­და მის ად­გილ­ზე?! რას გა­ა­კე­თებ­და გნე­ბავთ პო­რო­შენ­კო, გნე­ბავთ ობა­მა, გნე­ბავთ მერ­კე­ლი, რას იტყო­და?! ასე­თი ფორ­მით შე­კი­თხვის დას­მა არას­წო­რად მი­აჩ­ნია", - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი კუ­თხით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, პუ­ტი­ნი არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი. "ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ მე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­თან არა­ერ­თი სა­უ­ბა­რი მქო­ნია - ის არ არის სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი. ჩვენ ნუ ვუმტრობთ ჩვენს თავს და ისე ნუ მო­ვიქ­ცე­ვით, რომ ჩვე­ნი საქ­მე გა­ვა­ფუ­ჭოთ. ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ჩვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად ვნებთ ხოლ­მე სა­კუ­თარ თავს, გა­ცი­ლე­ბით მე­ტად, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ სხვას შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს და ჩვენს ქვე­ყა­ნას ავ­ნოს. ის აკე­თებს იმას, რაც შე­დის მისი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ში, ჩვენ რომ ვა­კე­თებ­დეთ იმას, რაც შე­დის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში და არ ვი­ყოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის მტრე­ბი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ეს ნა­ბი­ჯე­ბი რუ­სე­თის მხრი­დან არ გა­და­იდ­გმე­ბო­და. ეს შე­მიძ­ლია და­ზუს­ტე­ბით და და­ბე­ჯი­თე­ბით გი­თხრათ, " - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ნინო ბურჯანაძე - პუტინი არ არის საქართველოს მტერი

ნინო ბურჯანაძე - პუტინი არ არის საქართველოს მტერი

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს ჟურნალისტის მხრიდან არასწორად მიაჩნია შეკითხვის იმ ფორმულირებით დასმა, არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი.

"რა უნდა ეპასუხა ქვეყნის პრემიერ მინისტრს?! ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად ვერ გავაკრიტიკებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. ნებისმიერი სახელმწიფოს ოდნავ ნორმალური ლიდერი რას გააკეთებდა მის ადგილზე?! რას გააკეთებდა გნებავთ პოროშენკო, გნებავთ ობამა, გნებავთ მერკელი, რას იტყოდა?! ასეთი ფორმით შეკითხვის დასმა არასწორად მიაჩნია", - განაცხადა ბურჯანაძემ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნული კუთხით განვითარებულ მოვლენაზე კომენტირებისას.

მისივე შეფასებით, პუტინი არ არის საქართველოს მტერი. "ეს შემიძლია გითხრათ მე, მიუხედავად იმისა, რომ მასთან არაერთი საუბარი მქონია - ის არ არის საქართველოს მტერი. ჩვენ ნუ ვუმტრობთ ჩვენს თავს და ისე ნუ მოვიქცევით, რომ ჩვენი საქმე გავაფუჭოთ. ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენ ყველაზე მეტად ვნებთ ხოლმე საკუთარ თავს, გაცილებით მეტად, ვიდრე ნებისმიერ სხვას შეუძლია საქართველოს და ჩვენს ქვეყანას ავნოს. ის აკეთებს იმას, რაც შედის მისი სახელმწიფოს ინტერესებში, ჩვენ რომ ვაკეთებდეთ იმას, რაც შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და არ ვიყოთ საკუთარი თავის მტრები, ასეთ შემთხვევაში ეს ნაბიჯები რუსეთის მხრიდან არ გადაიდგმებოდა. ეს შემიძლია დაზუსტებით და დაბეჯითებით გითხრათ, " - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა