მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"24 წლის ირაკლი ბერად აღიკვეცა და მას ილია ეწოდა" - საინტერესო ცნობები პატრიარქზე, რომლის აღსაყდრებიდან 47 წელი გავიდა: ილია II ბავშვობიდან დღემდე
"24 წლის ირაკლი ბერად აღიკვეცა და მას ილია ეწოდა" - საინტერესო ცნობები პატრიარქზე, რომლის აღსაყდრებიდან 47 წელი გავიდა: ილია II ბავშვობიდან დღემდე

დღე, რო­დე­საც 47 წელი პატ­რი­არ­ქის აღ­საყ­დრე­ბი­დან - ილია II ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე

25 დე­კემ­ბე­რი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის აღ­საყ­დრე­ბის დღეა.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ინ­ტრო­ნი­ზა­ცია 1977 წლის 25 დე­კემ­ბერს სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მოხ­და. მას სა­ხე­ლად ილია მე­ო­რე ეწო­და.

პატ­რი­არ­ქის აღ­საყ­დრე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში 15 ეპარ­ქია და 30-ზე მეტი მოქ­მე­დი ტა­ძა­რი იყო. დღე­ი­სათ­ვის სულ 46 ეპარ­ქია, და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სამ­დე მოქ­მე­დი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტე­რი და 3 ათა­სამ­დე სა­სუ­ლი­ე­რო პირი და ბერ-მო­ნა­ზო­ნია.

უწ­მინ­დე­სის აღ­საყ­დრე­ბა 1977 წლის 25 დე­კემ­ბერს მოხ­და. ამ დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წმინ­და მღვდელმთავ­რის სპი­რი­დონ ტრი­მი­ფუნ­ტე­ლის ხსე­ნე­ბას აღ­ნიშ­ნავს.

მცხე­თა, სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, 1977 წლის 25 დე­კემ­ბე­რი. ილია მე­ო­რის ინ­ტრო­ნი­ზა­ცია. ილია მე­ო­რე და მიტ­რო­პო­ლი­ტი გა­ი­ო­ზი

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა: იშ­ვი­ა­თი ფო­ტო­მა­სა­ლა ილია მე­ო­რეს ცხოვ­რე­ბი­დან

პატ­რი­არ­ქი, რო­გორც ერის სუ­ლი­ე­რი მამა და უპი­რო­ბო ლი­დე­რი, უკვე 47 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას უძღვე­ბა.

ის არის მე­თა­უ­რი, რომ­ლის სი­ტყვას ყო­ველ­თვის აქვს ფასი, ყვე­ლა კონ­ფე­სი­ის, პრო­ფე­სი­ის თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­თვის. გავ­ლე­ნაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი აქვს, მაგ­რამ მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვებ­ში ერე­ვა.

ილია მე­ო­რე პირ­ველ წირ­ვას ატა­რებს, 1977 წლის 25 დე­კემ­ბე­რი

მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, მო­უ­წო­დებს, მი­მარ­თავს, მო­ი­თხოვს... უს­მე­ნენ და, რო­გორც წესი, უჯე­რე­ბენ, უმე­ტე­სად მა­ინც.

უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი მცხე­თა-თბი­ლი­სი­სა და მიტ­რო­პო­ლი­ტი ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის, ილია II (ერის­კა­ცო­ბა­ში ირაკ­ლი გი­ორ­გის ძე ღუ­დუ­შა­უ­რი-ში­ო­ლაშ­ვი­ლი) 1933 წლის 4 იან­ვარს, ქა­ლაქ ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში და­ი­ბა­და, (ახ­ლან­დე­ლი ვლა­დი­კავ­კა­ზი), გი­ორ­გი ღუ­დუ­შა­ურ-ში­ო­ლაშ­ვი­ლის და ნა­ტა­ლია კო­ბა­ი­ძის ოჯახ­ში.

2010 წლის 21 დე­კემ­ბრის სი­ნო­დის სხდო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ტი­ტუ­ლა­ტუ­რა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­ნი­სა­ზღვრა: უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი მცხე­თა-თბი­ლი­სი­სა და მიტ­რო­პო­ლი­ტი ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი­სა და პატ­რი­არ­ქის ურ­თი­ერ­თო­ბის ქრო­ნი­კა 1991-2014 წლებ­ში

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან იყ­ვნენ: მამა, გი­ორ­გი სი­მო­ნის ძე ში­ო­ლაშ­ვი­ლი - სო­ფელ სნო­დან. დედა, ნა­ტა­ლია იო­სე­ბის ასუ­ლი კო­ბა­ი­ძე კი - სო­ფელ სი­ო­ნი­დან. 1927 წელს მათ სახ­ლი შე­ი­ძი­ნეს ვლა­დი­კავ­კაზ­შიც, სა­დაც შემ­დეგ და­ი­ბა­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქი. მშობ­ლებ­მა სამი დღის ახალ­შო­ბი­ლი ქრის­ტე­შო­ბის დღეს მო­ნათ­ლეს ქარ­თულ ტა­ძარ­ში და ყრმას ერეკ­ლე II-ის პა­ტივ­სა­ცე­მად ირაკ­ლი უწო­დეს. ნათ­ლი­ე­ბი იყ­ვნენ: არ­ქი­მან­დრი­ტი ტა­რა­სი (კან­დე­ლა­კი) და მო­ნა­ზო­ნი ზო­ი­ლე (დვა­ლიშ­ვი­ლი). დედა ზო­ი­ლეს პა­ტა­რა ირაკ­ლი სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში ხში­რად დაჰ­ყავ­და, სა­დაც მა­შინ­დე­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე­სა­გან სამი წლის ირაკ­ლის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მი­უ­ღია.

  • 1957 წლის 16 აპ­რილს, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის II კურ­სის სტუ­დენ­ტი, 24 წლის ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მელ­ქი­სე­დეკ III-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, თბი­ლი­სის ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ტა­ძარ­ში ბე­რად აღიკ­ვე­ცა და სა­ხე­ლად წმი­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად, ილია ეწო­და. ბე­რად აღ­კვე­ცის სა­ი­დუმ­ლო შე­ას­რუ­ლა ეპის­კო­პოს­მა ზი­ნო­ბიმ (მა­ჟუ­გა).

1957 წლის 18 აპ­რილს სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ბერი ილია ხელ­დას­ხმულ იქნა იე­რო­დი­აკ­ვნად, ხოლო 1959 წლის 10 მა­ისს წმინ­და სერ­გის მო­ნას­ტრის ლავ­რა­ში იე­რო­დი­აკ­ვა­ნი ილია, მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დეს ალექ­სი II მიერ ხელ­დას­ხმულ იქნა მღვდელ­მო­ნა­ზო­ნად.

იხი­ლეთ ვი­დეო: დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი ილია მე­ო­რე­ზე, რო­მე­ლიც ჯერ არა­ვის უნა­ხავს და წა­უ­კი­თხავს

1960 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის დიპ­ლო­მით, სა­დაც მე­ო­თხე კურ­სზე და­წე­რა სა­კან­დი­და­ტო შრო­მა: „ათო­ნის ივე­რი­ის მო­ნას­ტრის ის­ტო­რია“, - რის­თვი­საც მი­ე­ნი­ჭა ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის კან­დი­და­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი. რის შემ­დე­გაც აკა­დე­მი­ის საბ­ჭომ საპრო­ფე­სო­რო სტი­პენ­დი­ან­ტად დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა და სთხო­ვეს, გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბა. მას სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და, ლექ­ცი­ე­ბი წა­ე­კი­თხა სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­სა და აკა­დე­მი­ა­ში, მაგ­რამ უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ეფ­რემ II-ის კურ­თხე­ვა სხვაგ­ვა­რი იყო: მღვდელ­მო­ნა­ზონ ილი­ას სამ­შობ­ლო­ში უნდა და­ე­წყო მოღ­ვა­წე­ო­ბა. მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა ილი­ამ უარი თქვა სა­პა­ტიო კა­რი­ე­რა­ზე, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და და და­ი­ნიშ­ნა ბა­თუ­მის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მღვდელმსა­ხუ­რად.

ერ­თგუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სათ­ვის იგი 1960 წლის 19 დე­კემ­ბერს აღყ­ვა­ნილ იქნა იღუ­მე­ნის ხა­რისხში. შემ­დეგ კი - 1961 წლის 16 სექ­ტემ­ბერს - არ­ქი­მან­დრი­ტის ხა­რისხში.

1963 წელს, ხრუშ­ჩო­ვის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, როცა რუ­სეთ­ში ხუთი სე­მი­ნა­რია, მრა­ვა­ლი ტა­ძა­რი და მო­ნას­ტე­რი და­ი­ხუ­რა, უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ეფ­რემ II-მ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლის გახ­სნა მო­ა­ხერ­ხა, რო­მელ­საც, მეტი სიფრ­თხი­ლი­სათ­ვის, „საღვთის­მე­ტყვე­ლო კურ­სე­ბი“ და­არ­ქვეს. სწო­რედ ამ „საღვთის­მე­ტყვე­ლო კურ­სე­ბის“ პირ­ველ რექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა არ­ქი­მან­დრი­ტი ილია. 1963 წლი­დან 1972 წლამ­დე იგი იყო მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის - იმ დრო­ი­სათ­ვის ერ­თა­დერ­თი სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლის - პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი. ამავდრო­უ­ლად, იგი მოღ­ვა­წე­ობ­და ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მღვდელმსა­ხურ­თა ახა­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის სფე­რო­ში.

1963 წლის 26 აგ­ვის­ტოს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მი­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ეფ­რემ II-ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მღვდელმთა­ვარ­თა თა­ნამ­წირ­ვე­ლო­ბით, არ­ქი­მად­რი­ტი ილია ხელ­დას­ხმულ იქნა შე­მოქ­მე­დელ ეპის­კო­პო­სად და და­ი­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პოს­კო­პო­სად.

1967 წელს, აჭა­რა­ში შვი­დი წლის მოღ­ვა­წე­ო­ბის შემ­დეგ, პარ­ტი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპის­კო­პო­სად გა­და­იყ­ვა­ნეს.

1969 წელს აღყ­ვა­ნილ იქნა მიტ­რო­პო­ლი­ტის ხა­რისხში. მიტ­რო­პო­ლიტ­მა ილი­ამ სო­ხუმ­ში 11 წელი დაჰ­ყო.

1977 წელს გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და­ვით V (დევ­და­რი­ა­ნი). 1977 წლის 9 ნო­ემ­ბერს, წმი­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბით, პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრე გახ­და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია.

1977 წლის 23 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში გა­მარ­თულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის XII ად­გი­ლობ­რივ­მა კრე­ბამ გა­ნი­ხი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი და მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია ერ­თხმად იქნა არ­ჩე­უ­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად და ეწო­და ილია II. ილია I სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას მარ­თავ­და 1600 წლის წინ 390-400 წლებ­ში.

1977 წლის 25 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტზე, რო­მე­ლიც ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი­სა და სვი­მონ კა­ნა­ნე­ლი­სა­გან იღებს და­სა­ბამს, ახა­ლი პატ­რი­არ­ქი იქნა აღყ­ვა­ნი­ლი: მცხე­თის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში შეს­რულ­და ახა­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია მე­ო­რის აღ­საყ­დრე­ბა.

1990 წელს უწ­მი­დეს­სა და უნე­ტა­რესს ილია II მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქომ მი­ა­ნი­ჭა მტკი­ცე­ბის სი­გე­ლი, რი­თაც მთელ­მა მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა სამ­ყა­რომ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია.

უწ­მი­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ი­ცა ბიბ­ლია, საღვთის­მე­ტყვე­ლო კრე­ბუ­ლე­ბი, ბრო­შუ­რე­ბი და წიგ­ნე­ბი, ჟურ­ნა­ლე­ბი, სამი სა­ხის კა­ლენ­და­რი, და­არ­სდა გა­ზე­თე­ბი.

ოცი წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ეპარ­ქი­ა­თა რი­ცხვი 15-დან 33-მდე გა­ი­ზარ­და, მო­ნას­ტრე­ბი­სა - 53-მდე, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა - 1000-მდე. მოხ­და კა­ნო­ნი­ზი­რე­ბა ახა­ლი წმინ­და­ნე­ბი­სა. აშენ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ეკ­ლე­სი­ის - წმინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი.

  • 1978-1983 წლებ­ში კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II იყო ეკ­ლე­სი­ა­თა მსოფ­ლიო საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი.
  • 1997 წელს მისი უწ­მი­დე­სო­ბა კრე­ტის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ამ თა­ვის სა­პა­ტიო წევ­რად აირ­ჩია. ამა­ვე წელს იგი არ­ჩე­ულ იქნა გა­ე­როს­თან არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ტი­ზა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ის წევ­რად.
  • 1998 წელს კი ამე­რი­კის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და ტი­ხო­ნის საღვთის­მე­ტყვე­ლო სე­მი­ნა­რი­ამ ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის დოქ­ტო­რის სა­პა­ტიო წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა.
  • 2002 წელს თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და თბი­ლი­სის სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პე­და­გო­გი­ურ­მა უნი­ვე­რის­ტეტ­მა სა­პა­ტიო დოქ­ტო­რი­სა და პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"24 წლის ირაკლი ბერად აღიკვეცა და მას ილია ეწოდა" - საინტერესო ცნობები პატრიარქზე, რომლის აღსაყდრებიდან 47 წელი გავიდა: ილია II ბავშვობიდან დღემდე

"24 წლის ირაკლი ბერად აღიკვეცა და მას ილია ეწოდა" - საინტერესო ცნობები პატრიარქზე, რომლის აღსაყდრებიდან 47 წელი გავიდა: ილია II ბავშვობიდან დღემდე

დღე, როდესაც 47 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან - ილია II ბავშვობიდან დღემდე

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქია, დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.

უწმინდესის აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს მოხდა. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მღვდელმთავრის სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებას აღნიშნავს.

მცხეთა, სვეტიცხოველი, 1977 წლის 25 დეკემბერი. ილია მეორის ინტრონიზაცია. ილია მეორე და მიტროპოლიტი გაიოზი

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა: იშვიათი ფოტომასალა ილია მეორეს ცხოვრებიდან

პატრიარქი, როგორც ერის სულიერი მამა და უპირობო ლიდერი, უკვე 47 წელია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უძღვება.

ის არის მეთაური, რომლის სიტყვას ყოველთვის აქვს ფასი, ყველა კონფესიის, პროფესიის თუ თანამდებობის პირისთვის. გავლენაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე დიდი აქვს, მაგრამ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ერევა.

ილია მეორე პირველ წირვას ატარებს, 1977 წლის 25 დეკემბერი

მოსაზრებას გამოთქვამს, მოუწოდებს, მიმართავს, მოითხოვს... უსმენენ და, როგორც წესი, უჯერებენ, უმეტესად მაინც.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის, ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს, ქალაქ ორჯონიკიძეში დაიბადა, (ახლანდელი ვლადიკავკაზი), გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილის და ნატალია კობაიძის ოჯახში.

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

ასევე დაგაინტერესებთ| ქვეყნის პირველი პირებისა და პატრიარქის ურთიერთობის ქრონიკა 1991-2014 წლებში

კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ: მამა, გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი - სოფელ სნოდან. დედა, ნატალია იოსების ასული კობაიძე კი - სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ: არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძესაგან სამი წლის ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.

  • 1957 წლის 16 აპრილს, სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის პატივსაცემად, ილია ეწოდა. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა).

1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკვანი ილია, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს ალექსი II მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზონად.

იხილეთ ვიდეო: დოკუმენტური მასალები ილია მეორეზე, რომელიც ჯერ არავის უნახავს და წაუკითხავს

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, სადაც მეოთხე კურსზე დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, - რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა და სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა. მას საშუალება ეძლეოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მღვდელმონაზონმა ილიამ უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად.

ერთგული მოღვაწეობისათვის იგი 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. შემდეგ კი - 1961 წლის 16 სექტემბერს - არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ რექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის - იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის - პირველი რექტორი. ამავდროულად, იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში.

1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმადრიტი ილია ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად.

1967 წელს, აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წლებში.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

1990 წელს უწმიდესსა და უნეტარესს ილია II მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები.

ოცი წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა - 53-მდე, სასულიერო პირთა - 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის - წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

  • 1978-1983 წლებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი.
  • 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამავე წელს იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის წევრად.
  • 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.
  • 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.