სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბებია, რომელმაც შვილიშვილს "სკანდალი წაართვა"
ბებია, რომელმაც შვილიშვილს "სკანდალი წაართვა"

2013 წლის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი იყო. მისი და მისი ოჯა­ხის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყუ­რა­დღე­ბა ნი­ნის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­სუ­ლი წლის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლურ პერ­სო­ნად ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ით­ვლე­ბო­და. 2014 წელს ნინი სკან­და­ლებ­ში აღარ გახ­ვე­უ­ლა, ის აღარ სა­უბ­რობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სიც ჩაქ­რა. სა­მა­გი­ე­როდ, შვი­ლიშ­ვილს 2014 წელს სკან­და­ლუ­რო­ბით გა­უს­წრო ბე­ბი­ამ, მსა­ხი­ობ­მა ლალი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა.

ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი შო­რე­ნას რო­ლით იც­ნობს, წელს საკ­მა­ოდ ხმა­მაღ­ლა გა­მო­ხა­ტავ­და სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ მო­საზ­რე­ბებს. ბოლო დროს სა­ა­კაშ­ვი­ლის გაკ­რი­ტი­კე­ბა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო. ჯერ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის "დაბ­ლოკ­ვა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ეს კი იმით ახ­სნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე იყო. ნო­ემ­ბერ­ში, ერთ-ერთ სა­გა­ზე­თო ინ­ტერ­ვი­უ­ში კი ის სა­ა­კაშ­ვი­ლის ბე­ბი­ას, მზია წე­რე­თელს და­უ­პი­რის­პირ­და. "რა ვქნა, მზია, მიშა ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი რომ იყოს, ჩემი ხე­ლით ჩავ­ქო­ლავ­დი იმ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა და­ატ­რი­ა­ლა. ერთხელ მა­ინც წა­გე­კი­თხა "გამ­ზრდე­ლი", გე­ცო­დი­ნე­ბო­და, რო­გორ უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი. სა­ა­კაშ­ვი­ლის ბე­ბია ისე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და უბ­რა­ლოა, მე­რი­დე­ბა, მაგ­რამ უნდა ვუ­თხრა, სა­ა­კაშ­ვი­ლი მარ­ტო მის შვი­ლიშ­ვი­ლად რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მისი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ახლა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მაა", - გა­ნა­ცხა­და ბა­დუ­რაშ­ვილ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში. ლალი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა "გამ­ზრდე­ლის" წა­კი­თხვა სა­ა­კაშ­ვილს 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­შიც ურ­ჩია, როცა ცი­ხის კად­რე­ბი გავ­რცელ­და და მას გეს­ტა­პო უწო­და.

ინ­ტერ­ვი­უს, რო­მელ­შიც ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ბე­ბი­ას და­უ­პი­რის­პირ­და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მას ის პე­რი­ო­დი შე­ახ­სე­ნა, როცა მისი შვი­ლიშ­ვი­ლი, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საყ­ვა­რელ მომ­ღერ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა ამა­ზე ბე­ბია ბა­დუ­რაშ­ვილს კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უმ გან­სა­კუთ­რე­ბით დო­დო­ნა კი­ზი­რია აღაშ­ფო­თა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ისი­ნი ერ­თად და­დი­ოდ­ნენ სა­ბავ­შვო ბაღ­ში. მსა­ხი­ობს კი­ზი­რი­ამ შე­ახ­სე­ნა, რომ ბაღ­ში ზე­იმ­ზე ლექ­სის და­მახ­სოვ­რე­ბა ვერ შეძ­ლო და სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბაც და­უ­წუ­ნა. "ალ­ბათ გე­გო­ნა, ყო­ველ­თვის კუდ­რა­ჭა, ლა­მა­ზი ლალი იქ­ნე­ბო­დი, არა? შენ კი იმ­დე­ნად უტვი­ნო ხარ, რომ არც კი გეს­მის შენი სი­ტყვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა - ბო­ლოს და ბო­ლოს მი­ახ­ვრი­ტეთ ეს ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი (რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ა­კაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი უნდა იყოს) და და­ვის­ვე­ნებ­თო. ასე­თი "სიბ­რძნე" თავ­გა­დაკ­ლუ­ლი მე­ოც­ნე­ბე­ე­ბის­გა­ნაც არ გა­მი­გო­ნია. რამ გა­გა­ცო­ფა ასე, იმან რომ შენი ქა­ლიშ­ვი­ლი პრი­მა მომ­ღე­რა­ლი არ გა­ხა­დეს? ამის გამო, შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გქონ­დეს, ათა­სო­ბით ადა­მი­ანს (ბევ­რნი ვართ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი) სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტებ­დი? მარ­თლა ასე­თი რეგ­ვე­ნი ხარ? თუ არ იცო­დი, რომ რეგ­ვე­ნი ხარ? აი, გე­უბ­ნე­ბი, რეგ­ვე­ნი კი არა, ხარ ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნი არ­სე­ბა - ინ­ფუ­ზო­რია-ფოს­ტა­ლი. თავს ნუ ირ­ცხვენ, პო­ლი­ტი­კა­ში ნუ ერე­ვი და გან­ცხა­დე­ბებს ნუ აკე­თებ. რა­ი­მე საქ­მე გა­ი­ჩი­ნე და გა­ერ­თე, სა­ნამ ჯერ კი­დევ ცო­ცხლე­ბი ვართ ამ ქვე­ყა­ნა­ზე. აბა, ჰე! კარ­გად იყა­ვი",- და­წე­რა დო­დო­ნა კი­ზი­რი­ამ ბა­დუ­რაშ­ვი­ლის პა­სუ­ხად.

ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭერს, მაია ორ­ჯო­ნი­კი­ძე­საც და­უ­პი­რის­პირ­და. ვერ გა­ვი­გე ეს "გიჟ მა­ი­კო" ასე გა­უ­თა­ვებ­ლად, მენ­ტო­რუ­ლი ტო­ნით რა­ტომ უნდა გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დეს, ვინ ხართ რა გა­გი­კე­თე­ბი­ათ, ასე­თი ტო­ნით სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი არ ლა­პა­რა­კობ­დნე­ნო...

"ძა­ლი­ან სა­წყე­ნია, რომ ამ დო­ნე­ზე და­ეშ­ვა ქალ­ბა­ტო­ნი ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი. მე ამ დო­ნე­ზე ვერ ვი­კად­რებ ამ ტო­ნა­ლო­ბა­ში სა­უ­ბარს. ეს არის პა­სუ­ხი ქალ­ბა­ტონ ლა­ლის მი­მართ, ეს არის პა­სუ­ხი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ამ­რთ, ვის­თვი­საც სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და კულ­ტუ­რა სხვა­დას­ხვა ცნე­ბაა",-ასე უპა­სუ­ხა მაია ორ­ჯო­ნი­კი­ძემ ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას.

ლალი ბა­დუ­რაშ­ვილს პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ ხში­რად იწ­ვე­ვენ ამა თუ იმ გა­და­ცე­მა­ში. ბო­ლოს ის ინგა გრი­გო­ლი­ას "ღია ეთერ­ში" იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს და­უ­პი­რის­პირ­და და შემ­დე­გი გა­ნა­ცხა­და: რა­ტომ არ უნდა ვიყო ამ მთავ­რო­ბის კმა­ყო­ფი­ლი, თა­ვი­სუფ­ლად რომ ვსუნ­თქავ?

მსა­ხი­ობ­მა ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ში კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის მი­მარ­თაც გა­მო­ხა­ტა სა­კუ­თა­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ახ­სე­ნა, რომ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს აშენ­და თე­ატ­რე­ბი, ვა­ზი­სუ­ბა­ნი, მუ­ხი­ა­ნი, დიღ­მის მა­სი­ვი და ა.შ. სა­ა­კაშ­ვი­ლის 9 წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის დროს კი ლტოლ­ვი­ლებს 10 კორ­პუ­სი ვერ აუ­შე­ნეს.

ინგა გრი­გო­ლი­ამ სა­კუ­თარ გა­და­ცე­მა­ში ლალი ბა­დუ­რაშ­ვილს ის პე­რი­ო­დი შე­ახ­სე­ნა, როცა ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი იყო, რა­ზეც ბა­დუ­რაშ­ვილ­მა შემ­დე­გი პა­სუ­ხი გას­ცა: "მე ნი­ნი­ზე არ ვპა­სუ­ხობ ხოლ­მე, ნინი მა­შინ იყო 20-22 წლის გოგო, სიმ­ღე­რა უნ­დო­და და ყვე­ლას­თან მღე­რო­და; ესტრა­დაა და ამას ნუ ჩავ­თვლით...", - აღ­ნიშ­ნა ლალი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა.

რა რე­აქ­ცია აქვს ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს ბე­ბი­ის სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებ­ზე და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლებ­ზე, უც­ნო­ბია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ბებია, რომელმაც შვილიშვილს "სკანდალი წაართვა"

ბებია, რომელმაც შვილიშვილს "სკანდალი წაართვა"

2013 წლის ყველაზე სკანდალური ქართველი მომღერალი ნინი ბადურაშვილი იყო. მისი და მისი ოჯახის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, თითქმის მთელი საქართველოს ყურადღება ნინისკენ იყო მიმართული. შესაბამისად, გასული წლის ყველაზე სკანდალურ პერსონად ნინი ბადურაშვილი ითვლებოდა. 2014 წელს ნინი სკანდალებში აღარ გახვეულა, ის აღარ საუბრობს პირად ცხოვრებაზე და შესაბამისად, მის მიმართ საზოგადოების ინტერესიც ჩაქრა. სამაგიეროდ, შვილიშვილს 2014 წელს სკანდალურობით გაუსწრო ბებიამ, მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა.

ლალი ბადურაშვილი, რომელსაც საზოგადოება "დიდოსტატის მარჯვენაში" შესრულებული შორენას როლით იცნობს, წელს საკმაოდ ხმამაღლა გამოხატავდა საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებს. ბოლო დროს სააკაშვილის გაკრიტიკება აქტიურად დაიწყო. ჯერ ნინი ბადურაშვილის "დაბლოკვაში" დაადანაშაულა სააკაშვილის ხელისუფლება, ეს კი იმით ახსნა, რომ სააკაშვილის ფავორიტი მომღერალი სოფო ნიჟარაძე იყო. ნოემბერში, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში კი ის სააკაშვილის ბებიას, მზია წერეთელს დაუპირისპირდა. "რა ვქნა, მზია, მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი იმდენი უბედურება დაატრიალა. ერთხელ მაინც წაგეკითხა "გამზრდელი", გეცოდინებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყავი. სააკაშვილის ბებია ისეთი არაჩვეულებრივი, კომუნიკაბელური და უბრალოა, მერიდება, მაგრამ უნდა ვუთხრა, სააკაშვილი მარტო მის შვილიშვილად რომ დარჩენილიყო, მისი პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ახლა მთელი საქართველოს პრობლემაა", - განაცხადა ბადურაშვილმა ინტერვიუში. ლალი ბადურაშვილმა "გამზრდელის" წაკითხვა სააკაშვილს 2012 წლის სექტემბერშიც ურჩია, როცა ციხის კადრები გავრცელდა და მას გესტაპო უწოდა.

ინტერვიუს, რომელშიც ლალი ბადურაშვილი სააკაშვილის ბებიას დაუპირისპირდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოებამ მას ის პერიოდი შეახსენა, როცა მისი შვილიშვილი, ნინი ბადურაშვილი წინა ხელისუფლების საყვარელ მომღერლად მიიჩნეოდა, თუმცა ამაზე ბებია ბადურაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. ლალი ბადურაშვილის ინტერვიუმ განსაკუთრებით დოდონა კიზირია აღაშფოთა. აღმოჩნდა, რომ ისინი ერთად დადიოდნენ საბავშვო ბაღში. მსახიობს კიზირიამ შეახსენა, რომ ბაღში ზეიმზე ლექსის დამახსოვრება ვერ შეძლო და სამსახიობო ოსტატობაც დაუწუნა. "ალბათ გეგონა, ყოველთვის კუდრაჭა, ლამაზი ლალი იქნებოდი, არა? შენ კი იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა - ბოლოს და ბოლოს მიახვრიტეთ ეს ნაციონალები (რასაკვირველია, სააკაშვილი პირველი უნდა იყოს) და დავისვენებთო. ასეთი "სიბრძნე" თავგადაკლული მეოცნებეებისგანაც არ გამიგონია. რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს? ამის გამო, შესაძლებლობა რომ გქონდეს, ათასობით ადამიანს (ბევრნი ვართ ნაციონალები) სასიკვდილოდ გაიმეტებდი? მართლა ასეთი რეგვენი ხარ? თუ არ იცოდი, რომ რეგვენი ხარ? აი, გეუბნები, რეგვენი კი არა, ხარ ერთუჯრედიანი არსება - ინფუზორია-ფოსტალი. თავს ნუ ირცხვენ, პოლიტიკაში ნუ ერევი და განცხადებებს ნუ აკეთებ. რაიმე საქმე გაიჩინე და გაერთე, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ამ ქვეყანაზე. აბა, ჰე! კარგად იყავი",- დაწერა დოდონა კიზირიამ ბადურაშვილის პასუხად.

ლალი ბადურაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს, მაია ორჯონიკიძესაც დაუპირისპირდა. ვერ გავიგე ეს "გიჟ მაიკო" ასე გაუთავებლად, მენტორული ტონით რატომ უნდა გველაპარაკებოდეს, ვინ ხართ რა გაგიკეთებიათ, ასეთი ტონით სიმონ ყაუხჩიშვილი და ივანე ჯავახიშვილი არ ლაპარაკობდნენო...

"ძალიან საწყენია, რომ ამ დონეზე დაეშვა ქალბატონი ლალი ბადურაშვილი. მე ამ დონეზე ვერ ვიკადრებ ამ ტონალობაში საუბარს. ეს არის პასუხი ქალბატონ ლალის მიმართ, ეს არის პასუხი იმ ადამიანების მიამრთ, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება და კულტურა სხვადასხვა ცნებაა",-ასე უპასუხა მაია ორჯონიკიძემ ლალი ბადურაშვილის განცხადებას.

ლალი ბადურაშვილს პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ ხშირად იწვევენ ამა თუ იმ გადაცემაში. ბოლოს ის ინგა გრიგოლიას "ღია ეთერში" იმყოფებოდა, სადაც ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დაუპირისპირდა და შემდეგი განაცხადა: რატომ არ უნდა ვიყო ამ მთავრობის კმაყოფილი, თავისუფლად რომ ვსუნთქავ?

მსახიობმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში კომუნისტური რეჟიმის მიმართაც გამოხატა საკუთარი კმაყოფილება და საზოგადოებას შეახსენა, რომ კომუნისტების დროს აშენდა თეატრები, ვაზისუბანი, მუხიანი, დიღმის მასივი და ა.შ. სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის დროს კი ლტოლვილებს 10 კორპუსი ვერ აუშენეს.

ინგა გრიგოლიამ საკუთარ გადაცემაში ლალი ბადურაშვილს ის პერიოდი შეახსენა, როცა ნინი ბადურაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო, რაზეც ბადურაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: "მე ნინიზე არ ვპასუხობ ხოლმე, ნინი მაშინ იყო 20-22 წლის გოგო, სიმღერა უნდოდა და ყველასთან მღეროდა; ესტრადაა და ამას ნუ ჩავთვლით...", - აღნიშნა ლალი ბადურაშვილმა.

რა რეაქცია აქვს ნინი ბადურაშვილს ბებიის სკანდალურ განცხადებებზე და სატელევიზიო გამოსვლებზე, უცნობია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია