სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირია ბარბარობასა და ლობიანებს შორის?
რა კავშირია ბარბარობასა და ლობიანებს შორის?

17 დე­კემ­ბერს, წმი­და დიდ­მო­წა­მე ქალ­წუ­ლის, ბარ­ბა­რეს ხსე­ნე­ბის დღეს ლო­ბი­ა­ნებს აცხო­ბენ. რა კავ­შირ­შია ეს ტრა­დი­ცია დღე­სას­წა­ულ­თან?

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ბარ­ბა­რეს კულ­ტი წარ­მო­იშ­ვა და გავ­რცელ­და აღ­მო­სავ­ლე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა შო­რის. ევ­რო­პის კა­თო­ლი­კურ ქვეყ­ნებ­ში მი­აჩ­ნდათ ცე­ცხლი­სა და ქა­რიშ­ხლი­სა­გან მფარ­ველ წმინ­და­ნად, იგი აგ­რეთ­ვე მი­აჩ­ნდათ ხე­ლო­სან­თა მფარ­ვე­ლად. მორ­წმუ­ნე ქარ­თვე­ლებს იგი წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰყავ­დათ რო­გორც ქა­ლე­ბის, ფუ­რე­ბის და სა­ერ­თოდ ბუ­ნე­ბის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის მფარ­ვე­ლი ქალღვთა­ე­ბა. ბარ­ბა­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნის წარ­მოდ­გე­ნებ­საც შე­ი­ცავს.

ქარ­თვე­ლე­ბი ბარ­ბოლს, ბარბლა­შის (სვა­ნე­თი) და ბარ­ბა­ლეს სა­ხით თაყ­ვანს სცემ­დნენ ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი მზის ად­გი­ლობ­რივ ღვთა­ე­ბას.

ქარ­თულ წარ­მარ­თულ პან­თე­ონ­ში აქ­ტი­უ­რი ად­გი­ლი ეკა­ვა მზის ღვთა­ე­ბას და მის დე­დას აისს–ბარ­ბა­ლეს. მათ­და­მი პა­ტივ­სა­ცე­მად დღე­სას­წა­ულ­ზე აცხობ­დნენ მზის დის­კოს ფორ­მის ღვე­ზე­ლებს, ყვე­ლი­ან და კვერ­ცხი­ან კვე­რებს (და­ახ­ლო­ე­ბით ხა­ჭა­პუ­რის მსგავსს). ამ კვე­რებს მზის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მრგვა­ლი ფორ­მა და ყვი­თე­ლი გული ქონ­და...

რო­დე­საც გაქ­რის­ტი­ან­და ქვე­ყა­ნა, არ­სე­ბუ­ლი წარ­მარ­თუ­ლი წმინ­და­ნი­სა და ახა­ლი ბარ­ბა­რეს სა­ხე­ლე­ბის ფო­ნე­ტი­კუ­რი დამ­თხვე­ვის გამო მოხ­და მათი შერ­წყმა. შე­დე­გად აღი­ნიშ­ნე­ბო­და ბარ­ბა­რო­ბა ბარ­ბა­ლო­ბის წე­სე­ბის რამ­დე­ნად­მე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით. თუმ­ცა ბარ­ბა­რო­ბა მარ­ხვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ყვე­ლი და კვერ­ცხი კი აღარ გა­მოდ­გე­ბო­და. შე­დე­გად ფარ­შის სა­ხით მზის ფორ­მის კვე­რებ­ში გაჩ­ნდა ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­მარ­ხო პრო­დუქ­ტი - ლო­ბიო იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

ავტორი:

რა კავშირია ბარბარობასა და ლობიანებს შორის?

რა კავშირია ბარბარობასა და ლობიანებს შორის?

17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს ლობიანებს აცხობენ. რა კავშირშია ეს ტრადიცია დღესასწაულთან?

ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად, იგი აგრეთვე მიაჩნდათ ხელოსანთა მფარველად. მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების მფარველი ქალღვთაება. ბარბარობა საქართველოში წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს.

ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას.

ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს, ყველიან და კვერცხიან კვერებს (დაახლოებით ხაჭაპურის მსგავსს). ამ კვერებს მზის საპატივცემულოდ მრგვალი ფორმა და ყვითელი გული ქონდა...

როდესაც გაქრისტიანდა ქვეყანა, არსებული წარმართული წმინდანისა და ახალი ბარბარეს სახელების ფონეტიკური დამთხვევის გამო მოხდა მათი შერწყმა. შედეგად აღინიშნებოდა ბარბარობა ბარბალობის წესების რამდენადმე შენარჩუნებით. თუმცა ბარბარობა მარხვას ითვალისწინებდა, ყველი და კვერცხი კი აღარ გამოდგებოდა. შედეგად ფარშის სახით მზის ფორმის კვერებში გაჩნდა ყველაზე ხელმისაწვდომი სამარხო პროდუქტი - ლობიო იხილეთ სტატია სრულად

3 ქართული კერძის რეცეპტი, რომლებიც საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ - რჩევები კულინარისგან

როგორია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა

"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება