პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიდნეის ცენტრი კვლავ პოლიციის ალყაში რჩება
სიდნეის ცენტრი კვლავ პოლიციის ალყაში რჩება

ავ­სტრა­ლი­ის ქა­ლაქ სიდ­ნე­ის ცენ­ტრი კვლავ პო­ლი­ცი­ის ალ­ყა­ში რჩე­ბა. "ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცია ამ დრომ­დე უშე­დე­გოდ ცდი­ლობს კაფე "ლინ­დტში" შეჭ­რილ მა­მა­კაც­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. ცოტა ხნის წინ კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ტონი ებოტ­მა, რო­მელ­მაც ავ­სტრა­ლი­ე­ლებს მო­უ­წო­და, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ გა­აგ­რძე­ლონ საქ­მი­ა­ნო­ბა. "ავ­სტრა­ლია ეს მშვი­დო­ბი­ა­ნი, ღია და გუ­ლუხ­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა და ამას ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ავ­სტრა­ლი­ელს, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ გა­აგ­რძე­ლონ საქ­მი­ა­ნო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ტონი ებოტ­მა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ის, რაც კაფე "ლინ­დტში" ხდე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია.

"ბი­ბი­სის" ცნო­ბით, კაფე "ლინ­დტში" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი დღეს დი­ლით შე­იჭ­რა და მძევ­ლად აიყ­ვა­ნა იქ მყო­ფე­ბი. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, კა­ფე­ში იმ დრო­ის­თვის 40-მდე ადა­მი­ა­ნი იყო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ფე­ში შეჭ­რილ­მა პირ­მა ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ტონი ებოტ­თან შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვა. თუმ­ცა, ამ დრომ­დე და­ზუს­ტე­ბით უც­ნო­ბია, რა კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი აქვს კა­ფე­ში შეჭ­რილ პირს.

"ბი­ბი­სის" ავ­სტრა­ლი­ე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი კა­ფეს ფან­ჯა­რას­თან რამ­დე­ნი­მე მძე­ვალს აყე­ნებს და არა­ბულ­წარ­წე­რე­ბი­ან დრო­შას აჭე­რი­ნებს ხელ­ში. ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ ახ­ლომ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბი­დან, მათ შო­რის სიდ­ნე­ის ოპე­რი­დან ხალ­ხის ევა­კუ­ი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში ასე­ვე და­ი­ხუ­რა სა­ჰა­ე­რო სივ­რცე ფრე­ნე­ბის­თვის.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ და­დას­ტურ­და კა­ფე­დან მე­ექ­ვსე მძე­ვა­ლის გა­მოს­ვლა. და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის კა­ფე­დან გა­მოქ­ცე­ვა მხო­ლოდ ხუთ­მა მძე­ვალ­მა შეძ­ლო, რო­მელ­თა­გან სამი კა­ფეს თა­ნამ­შრო­მე­ლია, ორი კი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. დღეს­ვე ბელ­გი­ის ქა­ლაქ გენ­ტში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში ოთხი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა და მძევ­ლად აიყ­ვა­ნა ბი­ნა­ში მყო­ფი მა­მა­კა­ცი. გენ­ტის პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ბელ­გი­ა­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს კავ­ში­რი არ აქვს ავ­სტრა­ლი­ა­ში მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნას­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

სიდნეის ცენტრი კვლავ პოლიციის ალყაში რჩება

სიდნეის ცენტრი კვლავ პოლიციის ალყაში რჩება

ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ცენტრი კვლავ პოლიციის ალყაში რჩება. "ბიბისის" ინფორმაციით, პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს კაფე "ლინდტში" შეჭრილ მამაკაცთან მოლაპარაკებებს. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა, რომელმაც ავსტრალიელებს მოუწოდა, ჩვეულებისამებრ გააგრძელონ საქმიანობა. "ავსტრალია ეს მშვიდობიანი, ღია და გულუხვი საზოგადოებაა და ამას ვერაფერი შეცვლის. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ავსტრალიელს, ჩვეულებისამებრ გააგრძელონ საქმიანობა", - განაცხადა ტონი ებოტმა. მისივე განცხადებით, ის, რაც კაფე "ლინდტში" ხდება, პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ბიბისის" ცნობით, კაფე "ლინდტში" შეიარაღებული პირი დღეს დილით შეიჭრა და მძევლად აიყვანა იქ მყოფები. დაუზუსტებელი მონაცემებით, კაფეში იმ დროისთვის 40-მდე ადამიანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, კაფეში შეჭრილმა პირმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ტონი ებოტთან შეხვედრა მოითხოვა. თუმცა, ამ დრომდე დაზუსტებით უცნობია, რა კონკრეტული მოთხოვნები აქვს კაფეში შეჭრილ პირს.

"ბიბისის" ავსტრალიელი კორესპონდენტის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი კაფეს ფანჯარასთან რამდენიმე მძევალს აყენებს და არაბულწარწერებიან დროშას აჭერინებს ხელში. ადგილობრივმა პოლიციამ ახლომდებარე შენობებიდან, მათ შორის სიდნეის ოპერიდან ხალხის ევაკუირება მოახდინა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ასევე დაიხურა საჰაერო სივრცე ფრენებისთვის.

ბოლო ინფორმაციით, არ დადასტურდა კაფედან მეექვსე მძევალის გამოსვლა. დაზუსტებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კაფედან გამოქცევა მხოლოდ ხუთმა მძევალმა შეძლო, რომელთაგან სამი კაფეს თანამშრომელია, ორი კი მომხმარებელი. დღესვე ბელგიის ქალაქ გენტში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ოთხი შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლად აიყვანა ბინაში მყოფი მამაკაცი. გენტის პროკურორის განცხადებით, ბელგიაში მომხდარ ინციდენტს კავშირი არ აქვს ავსტრალიაში მძევლების აყვანასთან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა