მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებები
2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებები

ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი გრძელ­დე­ბა და დღი­თი­დღე უფრო ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით იმ დროს, რო­მელ­საც სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ფილ­მებ­ში ვხე­დავთ ხოლ­მე. წარ­მო­გიდ­გენთ 2014 წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან 5 გა­მო­გო­ნე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენს მო­მა­ვალს საგ­რძნობ­ლად შეც­ვლის.

ნამ­დვი­ლი მფრი­ნა­ვი სკე­იტ­ბორ­დი

სა­კულ­ტო ფილმ "უკან მო­მა­ვალ­ში 2" ნაჩ­ვე­ნე­ბი მფრი­ნა­ვი სკე­იტ­ბორ­დე­ბი ფილ­მის გა­მოს­ვლის დღი­დან ყვე­ლას ოც­ნე­ბად იქცა, ვინც ეს სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა იხი­ლა. წელს ფირ­მა "ჰენ­დომ" კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში შექ­მნა რე­ა­ლუ­რი მფრი­ნა­ვი სკე­ი­ტის პრო­ტო­ტი­პი.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი აქვს. "ჰენ­დოს" სკე­იტს მხო­ლოდ სამი სან­ტი­მეტ­რით შე­უძ­ლია ფრე­ნა მი­წი­დან. ბა­ტა­რე­ე­ბის ენერ­გია კი მხო­ლოდ 15 წუთი ჰყოფ­ნის. თუმ­ცა ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ამ გა­მო­გო­ნე­ბას უდებს სა­ფუძ­ველს, შე­საძ­ლოა, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდეს. ფირ­მის და­მა­არ­სებ­ლე­ბი აპი­რე­ბენ, გა­ნაგ­რძონ მაგ­ნი­ტუ­რი ფრე­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა და მისი გან­ვი­თა­რე­ბა.

ჭკვი­ა­ნი ინ­დუ­რი კოს­მი­უ­რი ხო­მალ­დი

24 სექ­ტემ­ბერს ინ­დუ­რი პლა­ნეტშო­რი­სი კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რი მარ­სის ორ­ბი­ტა­ზე გა­ვი­და. ეს იქცა ერ­თგვარ ტექ­ნო­ლო­გი­ურ მიღ­წე­ვად, რომ­ლის გა­მე­ო­რე­ბაც ვერც ერ­თმა აზი­ურ­მა ქვე­ყა­ნამ ვერ მო­ა­ხერ­ხა. ამ ხო­მალ­დის აგე­ბა ინ­დო­ეთს 74 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის უსა­დე­ნო გავ­რცე­ლე­ბა

ჩვენ უკვე გვაქვს უკა­ბე­ლო ინ­ტერ­ნე­ტი და უკა­ბე­ლო ტე­ლე­ფო­ნე­ბი. ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ა­ში "ვა­ით­რი­სი­თი", რო­მე­ლიც მა­სა­ჩუ­სე­ცის შტატ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რი, რო­მე­ლიც მაგ­ნი­ტურ ველს შე­ი­წოვს და 2,4 მეტ­რის რა­დი­უს­ში არ­სე­ბულ ნე­ბის­მი­ერ აპა­რატს ტე­ნის. კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის თქმით, ათი წლის შემ­დეგ დამ­ტე­ნი უკა­ბე­ლო ტექ­ნო­ლო­გია შეძ­ლებს მა­ცივ­რე­ბის, მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრე­ბის, ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის და ა.შ. ენერ­გი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი პრინ­ტე­რი

მან­ქა­ნა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ობი­ექ­ტის შექ­მნა. აპა­რა­ტი ქმნის ები­ექ­ტებს ციფ­რუ­ლი მო­ნა­ხა­ზის მი­ხედ­ვით, ამის­თვის კი იყე­ნებს პლასტმასს და სხვა მა­სა­ლებს. ეს 21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­გო­ნე­ბაა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ძა­ლი­ან ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ა­ჩენს.

სა­ა­თი, რო­მე­ლიც ახალ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს სი­ტყვას "ჭკვი­ა­ნი"

კომ­პა­ნია "ეფ­ლის" სა­ა­თი არის სრულ­ფა­სო­ვა­ნი კომ­პი­უ­ტე­რი ახა­ლი ინ­ტერ­ფე­ი­სით, რო­მელ­საც სენ­სო­რუ­ლი ეკ­რა­ნი აქვს ფი­ზი­კურ ღი­ლა­კებ­თან ერ­თად. ამ სა­ა­თით შე­საძ­ლე­ბე­ლია არა მხო­ლოდ დრო­ის გა­გე­ბა, არა­მედ მე­სი­ჯე­ბის გაგ­ზავ­ნა, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და და მრა­ვა­ლი სხვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებები

2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებები

ტექნიკური პროგრესი გრძელდება და დღითიდღე უფრო ვუახლოვდებით იმ დროს, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში ვხედავთ ხოლმე. წარმოგიდგენთ 2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვან 5 გამოგონებას, რომელიც ჩვენს მომავალს საგრძნობლად შეცვლის.

ნამდვილი მფრინავი სკეიტბორდი

საკულტო ფილმ ”უკან მომავალში 2” ნაჩვენები მფრინავი სკეიტბორდები ფილმის გამოსვლის დღიდან ყველას ოცნებად იქცა, ვინც ეს სამეცნიერო ფანტასტიკა იხილა. წელს ფირმა ”ჰენდომ” კალიფორნიაში შექმნა რეალური მფრინავი სკეიტის პროტოტიპი.

რასაკვირველია, მას მთელი რიგი შეზღუდვები აქვს. ”ჰენდოს” სკეიტს მხოლოდ სამი სანტიმეტრით შეუძლია ფრენა მიწიდან. ბატარეების ენერგია კი მხოლოდ 15 წუთი ჰყოფნის. თუმცა ტექნოლოგია, რომელიც ამ გამოგონებას უდებს საფუძველს, შესაძლოა, რევოლუციური აღმოჩნდეს. ფირმის დამაარსებლები აპირებენ, განაგრძონ მაგნიტური ფრენის ტექნოლოგიაზე მუშაობა და მისი განვითარება.

ჭკვიანი ინდური კოსმიური ხომალდი

24 სექტემბერს ინდური პლანეტშორისი კოსმოსური სადგური მარსის ორბიტაზე გავიდა. ეს იქცა ერთგვარ ტექნოლოგიურ მიღწევად, რომლის გამეორებაც ვერც ერთმა აზიურმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. ამ ხომალდის აგება ინდოეთს 74 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ელექტროენერგიის უსადენო გავრცელება

ჩვენ უკვე გვაქვს უკაბელო ინტერნეტი და უკაბელო ტელეფონები. ტექნოლოგიურ კომპანიაში ”ვაითრისითი”, რომელიც მასაჩუსეცის შტატშია განთავსებული, გამოიყენება სპეციალური დანადგარი, რომელიც მაგნიტურ ველს შეიწოვს და 2,4 მეტრის რადიუსში არსებულ ნებისმიერ აპარატს ტენის. კომპანიის დირექტორის თქმით, ათი წლის შემდეგ დამტენი უკაბელო ტექნოლოგია შეძლებს მაცივრების, მუსიკალური ცენტრების, ტელევიზორების და ა.შ. ენერგიით უზრუნველყოფას.

სამგანზომილებიანი პრინტერი

მანქანა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ობიექტის შექმნა. აპარატი ქმნის ებიექტებს ციფრული მონახაზის მიხედვით, ამისთვის კი იყენებს პლასტმასს და სხვა მასალებს. ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა, რომელიც მომავალში ძალიან ბევრ შესაძლებლობას გააჩენს.

საათი, რომელიც ახალ მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვას ”ჭკვიანი”

კომპანია ”ეფლის” საათი არის სრულფასოვანი კომპიუტერი ახალი ინტერფეისით, რომელსაც სენსორული ეკრანი აქვს ფიზიკურ ღილაკებთან ერთად. ამ საათით შესაძლებელია არა მხოლოდ დროის გაგება, არამედ მესიჯების გაგზავნა, ჯანმრთელობისთვის თვალყურის დევნება, გადასახადების გადახდა და მრავალი სხვა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს