მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხუდონჰესი", შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს
"ხუდონჰესი", შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს

კერ­ძო კომ­პა­ნი­ის ნაც­ვლად, "ხუ­დო­ნ­ჰე­სი" შე­საძ­ლოა, სა­ხელ­მწი­ფომ აა­შე­ნოს. რო­გორც ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ დღეს სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, ხუ­დო­ნ­ჰეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბა მსჯე­ლობს იმ ვა­რი­ანტზეც, რომ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვის თავ­ზე აი­ღოს.

"ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით "ხუ­დო­ნ­ჰე­სის" პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. დღეს­დღე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ­სე­ბულ ინ­დურ კომ­პა­ნია "ტრან­სე­ლექტრი­კას­თან". ჩვენ მოვ­თხო­ვეთ, რომ სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლედ წა­რი­მარ­თოს ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­ცე­სი. ეს კომ­პა­ნია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო ოფ­შორ­ში, ჩვენ კი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია, ყვე­ლა­ფე­რი იყოს გახ­სნი­ლი, რად­გან ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სი ამ პრო­ექტთან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და და­ფა­რუ­ლი არა­ფე­რი უნდა იყოს. მოვ­თხო­ვეთ, წარ­მო­ად­გი­ნონ, ვინ არი­ან დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და ასე­ვე, გვინ­და დაგ­ვა­ნა­ხონ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შეს­წევთ თუ არა ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უნა­რი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ძა­ლი­ან ცუდი იყო ის, რომ კომ­პა­ნი­ას მი­წე­ბი 1 ლა­რად გა­დას­ცეს ისე, რომ იქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არა­ფე­რი უკი­თხავთ.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ იყო მი­წე­ბი იქ მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებ­ზე, თუმ­ცა, ისი­ნი მო­იხ­მარ­დნენ ამ მი­წებს. ჩვენ ვთხო­ვეთ ამ კომ­პა­ნი­ას, რომ პირ­ველ რიგ­ში უნდა მომ­ხდა­რი­ყო მი­წე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო აზომ­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, შე­ფა­სე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ანა­ზღა­უ­რე­ბა. ამ ეტაპ­ზე ვართ მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში, რად­გა­ნაც ჩემს მიერ ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი უნდა იყოს გათ­ვლი­ლი და შემ­დეგ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე არ და­გი­მა­ლავთ, ჩვენ გვქონ­და სა­უ­ბა­რი იმა­ზეც, ხომ არ და­ვიბ­რუ­ნოთ სა­ხელ­მწი­ფომ ეს პრო­ექ­ტი და თვი­თონ სა­ხელ­მწი­ფომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ეს პრო­ექ­ტი, მისი სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მთავ­რო­ბა­ში ამა­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ყვე­ლას­თვის ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ხუდონჰესი", შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს

"ხუდონჰესი", შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს

კერძო კომპანიის ნაცვლად, "ხუდონჰესი" შესაძლოა, სახელმწიფომ ააშენოს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს სასტუმრო "რედისონში" სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ხუდონჰესთან დაკავშირებით მთავრობა მსჯელობს იმ ვარიანტზეც, რომ პროექტის განხორციელება სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით "ხუდონჰესის" პროექტის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. დღესდღეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება არსებულ ინდურ კომპანია "ტრანსელექტრიკასთან". ჩვენ მოვთხოვეთ, რომ სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველანაირი პროცესი. ეს კომპანია დარეგისტრირებული იყო ოფშორში, ჩვენ კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ყველაფერი იყოს გახსნილი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი ამ პროექტთან მიმართებაში ძალიან მაღალია და დაფარული არაფერი უნდა იყოს. მოვთხოვეთ, წარმოადგინონ, ვინ არიან დამფუძნებლები და ასევე, გვინდა დაგვანახონ შესაძლებლობა, შესწევთ თუ არა ამ პროექტის განხორციელების უნარი", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ძალიან ცუდი იყო ის, რომ კომპანიას მიწები 1 ლარად გადასცეს ისე, რომ იქ მცხოვრები ადამიანებისთვის არაფერი უკითხავთ.

"სიმართლე გითხრათ, დარეგისტრირებული არ იყო მიწები იქ მცხოვრებ ადამიანებზე, თუმცა, ისინი მოიხმარდნენ ამ მიწებს. ჩვენ ვთხოვეთ ამ კომპანიას, რომ პირველ რიგში უნდა მომხდარიყო მიწების დაბრუნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, უნდა ჩატარებულიყო აზომვითი სამუშაოები, შეფასება და შესაბამისად, ანაზღაურება. ამ ეტაპზე ვართ მოლაპარაკების პროცესში, რადგანაც ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა დეტალი უნდა იყოს გათვლილი და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით. მე არ დაგიმალავთ, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზეც, ხომ არ დავიბრუნოთ სახელმწიფომ ეს პროექტი და თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს ეს პროექტი, მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. მთავრობაში ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა და უახლოეს მომავალში ყველასთვის ყველაფერი იქნება ცნობილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა