მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიდსის ვირუსი დროთა განმავლობაში ძალას კარგავს
შიდსის ვირუსი დროთა განმავლობაში ძალას კარგავს

ადა­მი­ა­ნის შე­ძე­ნი­ლი იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის სინ­დრო­მი (შიდსი) დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლას კარ­გავს და ნაკ­ლე­ბად გა­დამ­დე­ბი ხდე­ბა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. მკვლე­ვა­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ვირუ­სი მუ­ტა­ცი­ას გა­ნიც­დის. რო­გორც გა­ირ­კვა, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, ვირუსს გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი დრო სჭირ­დე­ბა შიდსის გა­მო­საწ­ვე­ვად. მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან, რომ ვირუს­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბი, და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლას უფრო ეფექ­ტურს ხდის. ზო­გი­ერ­თი ვირუ­სო­ლო­გის აზ­რით, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შიდსი თით­ქმის უსაფრ­თხო გახ­დე­ბა, თუკი მუ­ტა­ცი­ას გა­აგ­რძე­ლებს.

"ჩვენ თვალს ვა­დევ­ნებთ ევო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც ჩვენს თვალ­წინ ხდე­ბა, სა­ო­ცა­რია, რა სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი, ვირუ­სი კარ­გავს და­ა­ვა­დე­ბის გა­მოწ­ვე­ვის უნარს და ეს მის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა", - აცხა­დებს პრო­ფე­სო­რი გოლ­დე­რი "ბი-ბი-სი"-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მეც­ნი­ე­რე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ ვა­რა­უდს, რომ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი აი­ძუ­ლე­ბენ შიდსის ვირუსს, გა­ნი­ცა­დოს მუ­ტა­ცია. "20 წლის წი­ნათ, შიდსის გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ო­დი 10 წელს უდ­რი­და. უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ციფ­რი 12,5-მდე გა­ი­ზარ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იგი შე­საძ­ლოა, კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს და ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ იგ­რძნო­ბენ და­ა­ვა­დე­ბის არა­ნა­ირ სიმპტო­მებს".

თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბი ხაზ­გას­მით ამ­ბო­ბენ, რომ ვირუ­სის და­სუს­ტე­ბუ­ლი ვერ­სია ჯერ კი­დევ სა­ხი­ფა­თოა და შიდსის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

შიდსის ვირუსი დროთა განმავლობაში ძალას კარგავს

შიდსის ვირუსი დროთა განმავლობაში ძალას კარგავს

ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) დროთა განმავლობაში ძალას კარგავს და ნაკლებად გადამდები ხდება, - ინფორმაციას ამის შესახებ, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ავრცელებენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის. როგორც გაირკვა, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ვირუსს გაცილებით უფრო დიდი დრო სჭირდება შიდსის გამოსაწვევად. მეცნიერები თვლიან, რომ ვირუსში მიმდინარე ცვლილებები, დაავადებასთან ბრძოლას უფრო ეფექტურს ხდის. ზოგიერთი ვირუსოლოგის აზრით, დროთა განმავლობაში შიდსი თითქმის უსაფრთხო გახდება, თუკი მუტაციას გააგრძელებს.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ ევოლუციას, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება, საოცარია, რა სწრაფად ვითარდება ეს პროცესი, ვირუსი კარგავს დაავადების გამოწვევის უნარს და ეს მის განადგურებაში დაგვეხმარება", - აცხადებს პროფესორი გოლდერი "ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში.

მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ანტივირუსული პრეპარატები აიძულებენ შიდსის ვირუსს, განიცადოს მუტაცია. "20 წლის წინათ, შიდსის განვითარების პერიოდი 10 წელს უდრიდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ეს ციფრი 12,5-მდე გაიზარდა. დროთა განმავლობაში იგი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და ადამიანები აღარ იგრძნობენ დაავადების არანაირ სიმპტომებს".

თუმცა, მეცნიერები ხაზგასმით ამბობენ, რომ ვირუსის დასუსტებული ვერსია ჯერ კიდევ სახიფათოა და შიდსის გამოწვევა შეუძლია.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს