სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის შეთავაზებას არ დათანხმდებიან
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის შეთავაზებას არ დათანხმდებიან

ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბას, რო­მე­ლიც მათ­თვის საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად ოთა­ხე­ბის გა­მო­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს, არ და­თან­ხმდე­ბი­ან.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კატ­მა ლე­ვან სა­მუ­ში­ამ გა­ნუ­ცხა­და, პრო­კუ­რა­ტუ­რა ცდი­ლობს, რომ დაც­ვის მხა­რეს მო­ა­წე­რი­ნოს ოქ­მზე ხელი, რომ გა­ეც­ნო საქ­მის მა­სა­ლებს.

"ბუ­ნებ­რი­ვია, არ დავ­თან­ხმდე­ბით და ბუ­ნებ­რი­ვია ვერ შე­ვუქ­მნით პრო­კუ­რა­ტუ­რას იმ ფუ­ფუ­ნე­ბას, რომ ჩვენ არ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი. მათი მი­ზა­ნია, ოქ­მზე მო­ვუ­წე­როთ ხელი, რომ ვი­თომ ვიც­ნობთ საქ­მის მა­სა­ლებს და ვი­თომ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ დაც­ვას. ჩვენ გვსურს რე­ა­ლუ­რი დაც­ვა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ და პრო­კუ­რა­ტუ­რას მო­ვუ­წო­დებთ გად­მოგ­ვცეს საქ­მის მა­სა­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სა­მუ­ში­ამ.

მი­სი­ვე თქმით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ათო­ბით ტომს შე­ხე­დო, და­ი­მახ­სოვ­რო და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო დაც­ვა. "მათ არ სურთ ჩა­ვა­ტა­როთ შე­სა­ბა­მი­სი გა­მო­ძი­ე­ბა, ექ­სპერ­ტი­ზე­ბი დავ­ნიშ­ნოთ. მათ სურთ "გა­ვუპ­რა­ვოთ" საქ­მე და ვუ­თხრათ, რომ კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ და საქ­მის მა­სა­ლებს ვიც­ნობთ, რაც გა­მო­რი­ცხუ­ლია. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ ათო­ბით ტომს შევ­ხე­დო, და­ვი­მახ­სოვ­რო და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო დაც­ვა. ელე­მენ­ტა­რუ­ლად მჭირ­დე­ბა დო­კუ­მენ­ტი, რომ ექ­სპერ­ტი­ზას გა­დავ­ცე და ჩა­ვა­ტა­რო შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა. ესე­ნი კარ­გად იცის პრო­კუ­რა­ტუ­რამ და ნაც­ვლად იმი­სა, რომ აღას­რუ­ლოს მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეჰ­ყავს სიც­რუ­ე­ში", - გა­ნა­ცხა­და სა­მუ­ში­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მო­ლო­დი­ნი იყო, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა გონს მო­ე­გე­ბო­და, ადეკ­ვა­ტუ­რად, სა­მარ­თლებ­რივ კა­ლა­პოტ­ში მო­ექ­ცე­ო­და, საქ­მის მა­სა­ლებს დაც­ვის მხა­რეს გა­დას­ცემ­და და ად­ვო­კა­ტებს მის­ცემ­და საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, თუმ­ცა არ გა­მარ­თლდა.

"ნაც­ვლად ამი­სა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ლა­მის პირ­და­პირ ეთერ­ში ბრა­ლი წაგ­ვიყ­ვა­ნა და გად­მო­ვი­და ად­ვო­კა­ტე­ბის "შავ პი­არ­ზე". სა­მარ­ცხვი­ნო, უსა­ფუძ­ვლო და ტყუ­ი­ლე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა პრო­კუ­რა­ტუ­რამ. პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა იყო. ნაც­ვლად იმი­სა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღას­რუ­ლოს მას­ზე კა­ნო­ნით და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა, გა­მო­ი­ძი­ოს საქ­მე ობი­ექ­ტუ­რად და დაც­ვას მის­ცეს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში საქ­მის მა­სა­ლე­ბი, ეწე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

სა­მუ­შია მი­მარ­თავს პრო­კუ­რა­ტუ­რას და ითხოვს მი­უ­თი­თოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სი კო­დექ­სის ერთი მუხ­ლი მა­ინც, რო­მე­ლიც ად­ვო­კატს უწე­სებს შე­ზღუდ­ვას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბის გად­მო­ცე­მა­ზე.

"ამას ისი­ნი ვერ მი­მი­თი­თე­ბენ და გა­მო­დი­ან და საქ­მის მა­სა­ლებს რომ არ გვაძ­ლე­ვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კვე­ბა­ვენ სიც­რუ­ით. პრო­კუ­რა­ტუ­რას და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს არ სურთ საქ­მე­ზე გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლოს" მოხ­სნა, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა უმალ­ვე დარ­წმუნ­დე­ბა ამ ხალ­ხის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­დე­ნილ სი­ბინ­ძუ­რე­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ საქ­მე­ზე ფორ­მა­ლუ­რად გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" არ მო­იხ­სნას. ფორ­მა­ლუ­რად, რად­გან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­კა­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ვი­საც კი არ ეზა­რე­ბო­და ამ საქ­მის შიგ­თავ­სი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. იქ მეტი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა არ არის და­ტო­ვე­ბუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან ეს არის თა­მა­ში. ჩვენ ვი­თხოვთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი მა­სა­ლე­ბის გად­მო­ცე­მას. ბუ­ტა­ფო­რი­ას და ან­ტუ­რაჟს, რომ ამ ხალ­ხს ვი­ცავთ, ამას ვერ შევ­ქმნით, რად­გან ეს იქ­ნე­ბა დაც­ვის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა. ჩვენ გვსურს ხალ­ხის რე­ა­ლუ­რი დაც­ვა და არა ისე დაც­ვა, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რას სურს", - აღ­ნიშ­ნა სა­მუ­ში­ამ.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ად­ვო­კა­ტებს თავ­დაც­ვის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბას გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­ში სთა­ვა­ზობს. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა კოკა კა­ცი­ტა­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ად­ვო­კა­ტე­ბის თვით­მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა, რად­გან მათ არა­ერ­თხელ ჰქონ­დათ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ჯი­უ­ტად არ სარ­გებ­ლო­ბენ მი­ცე­მუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბით.

"გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაჩ­ვე­ნოთ, თუ რა პი­რო­ბებ­ში სთა­ვა­ზობს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ად­ვო­კა­ტებს საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბას. კერ­ძოდ, მათ სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­და­ე­ცე­მათ ოთა­ხე­ბი, საქ­მის მა­სა­ლე­ბით, სა­დაც მათ ექ­ნე­ბათ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­ეც­ნონ ამ მა­სა­ლებს და გა­ა­კე­თონ ამო­ნა­წე­რე­ბი 24-სა­ა­თი­ან შე­უ­ზღუ­დავ რე­ჟიმ­ში. ერ­თა­დერ­თი მათი შე­ზღუდ­ვა იქ­ნე­ბა ის, რომ მათ არ მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ეს მა­სა­ლე­ბი გა­ი­ტა­ნონ სა­მუ­შაო ოთა­ხი­დან და მო­ახ­დი­ნონ ას­ლე­ბის გა­და­ღე­ბა, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი იკ­რძა­ლე­ბა კა­ნო­ნით", - გა­ნა­ცხა­და კა­ცი­ტა­ძემ.

ად­ვო­კა­ტებს ოთა­ხი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბა­ში გა­მო­ე­ყო­ფათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის შეთავაზებას არ დათანხმდებიან

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის შეთავაზებას არ დათანხმდებიან

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის შეთავაზებას, რომელიც მათთვის საქმის მასალების გასაცნობად ოთახების გამოყოფას გულისხმობს, არ დათანხმდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, პროკურატურა ცდილობს, რომ დაცვის მხარეს მოაწერინოს ოქმზე ხელი, რომ გაეცნო საქმის მასალებს.

"ბუნებრივია, არ დავთანხმდებით და ბუნებრივია ვერ შევუქმნით პროკურატურას იმ ფუფუნებას, რომ ჩვენ არ დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესები. მათი მიზანია, ოქმზე მოვუწეროთ ხელი, რომ ვითომ ვიცნობთ საქმის მასალებს და ვითომ ვახორციელებთ დაცვას. ჩვენ გვსურს რეალური დაცვა განვახორციელოთ და პროკურატურას მოვუწოდებთ გადმოგვცეს საქმის მასალები", - განაცხადა სამუშიამ.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ათობით ტომს შეხედო, დაიმახსოვრო და განახორციელო დაცვა. "მათ არ სურთ ჩავატაროთ შესაბამისი გამოძიება, ექსპერტიზები დავნიშნოთ. მათ სურთ "გავუპრავოთ" საქმე და ვუთხრათ, რომ კმაყოფილები ვართ და საქმის მასალებს ვიცნობთ, რაც გამორიცხულია. წარმოუდგენელია, რომ ათობით ტომს შევხედო, დავიმახსოვრო და განვახორციელო დაცვა. ელემენტარულად მჭირდება დოკუმენტი, რომ ექსპერტიზას გადავცე და ჩავატარო შესაბამისი ექსპერტიზა. ესენი კარგად იცის პროკურატურამ და ნაცვლად იმისა, რომ აღასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, საზოგადოება შეჰყავს სიცრუეში", - განაცხადა სამუშიამ.

მისივე თქმით, მოლოდინი იყო, რომ პროკურატურა გონს მოეგებოდა, ადეკვატურად, სამართლებრივ კალაპოტში მოექცეოდა, საქმის მასალებს დაცვის მხარეს გადასცემდა და ადვოკატებს მისცემდა საქმეზე მუშაობის საშუალებას, თუმცა არ გამართლდა.

"ნაცვლად ამისა, პროკურატურამ ლამის პირდაპირ ეთერში ბრალი წაგვიყვანა და გადმოვიდა ადვოკატების "შავ პიარზე". სამარცხვინო, უსაფუძვლო და ტყუილებით გაჯერებული განცხადება გააკეთა პროკურატურამ. პროკურატურის მხრიდან აღნიშნული განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო. ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურამ აღასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, გამოიძიოს საქმე ობიექტურად და დაცვას მისცეს კანონის ფარგლებში საქმის მასალები, ეწევა საზოგადოების დეზინფორმირებას", - აღნიშნა ადვოკატმა.

სამუშია მიმართავს პროკურატურას და ითხოვს მიუთითოს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის ერთი მუხლი მაინც, რომელიც ადვოკატს უწესებს შეზღუდვას სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოცემაზე.

"ამას ისინი ვერ მიმითითებენ და გამოდიან და საქმის მასალებს რომ არ გვაძლევენ, საზოგადოებას კვებავენ სიცრუით. პროკურატურას და სახელმწიფო უწყებებს არ სურთ საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა, რადგან ამ შემთხვევაში საზოგადოება უმალვე დარწმუნდება ამ ხალხის უდანაშაულობაში და პროკურატურის მიერ ჩადენილ სიბინძურეში. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქმეზე ფორმალურად გრიფი "საიდუმლო" არ მოიხსნას. ფორმალურად, რადგან ბრალდებულების დაკავების პირველივე დღიდან პროკურატურიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული, ვისაც კი არ ეზარებოდა ამ საქმის შიგთავსი გაასაჯაროვა. იქ მეტი საიდუმლოება არ არის დატოვებული. პროკურატურის მხრიდან ეს არის თამაში. ჩვენ ვითხოვთ კანონმდებლობით განსაზღვრული მასალების გადმოცემას. ბუტაფორიას და ანტურაჟს, რომ ამ ხალხს ვიცავთ, ამას ვერ შევქმნით, რადგან ეს იქნება დაცვის უფლების დარღვევა. ჩვენ გვსურს ხალხის რეალური დაცვა და არა ისე დაცვა, როგორც პროკურატურას სურს", - აღნიშნა სამუშიამ.

მთავარი პროკურატურა ადვოკატებს თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმის მასალების გაცნობას გარკვეულ პირობებში სთავაზობს. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადვოკატების თვითმიზანი არ ყოფილა საქმის მასალების გაცნობა, რადგან მათ არაერთხელ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და ჯიუტად არ სარგებლობენ მიცემული შესაძლებლობით.

"გვსურს საზოგადოებას ვაჩვენოთ, თუ რა პირობებში სთავაზობს საქართველოს პროკურატურა ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობას. კერძოდ, მათ სარგებლობაში გადაეცემათ ოთახები, საქმის მასალებით, სადაც მათ ექნებათ სრული თავისუფლება გაეცნონ ამ მასალებს და გააკეთონ ამონაწერები 24-საათიან შეუზღუდავ რეჟიმში. ერთადერთი მათი შეზღუდვა იქნება ის, რომ მათ არ მიეცემათ საშუალება ეს მასალები გაიტანონ სამუშაო ოთახიდან და მოახდინონ ასლების გადაღება, ვინაიდან აღნიშნული იკრძალება კანონით", - განაცხადა კაციტაძემ.

ადვოკატებს ოთახი პროკურატურის შენობაში გამოეყოფათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ