კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ყოფილი მაზლები მეორედ გათხოვებას მიკრძალავენ...''
''ყოფილი მაზლები მეორედ გათხოვებას მიკრძალავენ...''

31 წლის მზია სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს გახ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთი მსხვერ­პლია. ქმრის­გან მი­ტო­ვე­ბულ ქალს მაზ­ლე­ბი მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბას უკ­რძა­ლა­ვენ და ამას მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ძმის სა­ხე­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად აკე­თე­ბენ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვად ასე ამ­ბო­ბენ.

მზია:

- 21 წლის ვი­ყა­ვი, რომ გავ­თხოვ­დი. მო­მა­ვა­ლი ქმა­რი გა­მი­რი­გეს, არ მიყ­ვარ­და, მაგ­რამ რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ­დი და ლა­პა­რა­კით თავ­ბრუ და­მახ­ვი­ეს, დე­და­ქა­ლაქ­ში გა­თხო­ვე­ბა კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვა იქ­ნე­ბაო. ჩემი ქმა­რი მუ­შა­ობ­და და ცალ­კე ცხოვ­რობ­და. პრო­ფე­სი­ით ექი­მი იყო, ჩემ­ზე 12 წლით უფ­რო­სი. ორი ძმა ჰყავ­და, ორი­ვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, რომ კახა შემყვა­რე­ბო­და, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მის­თვის არა­ფე­რი მიგ­რძნო­ბი­ნე­ბია და ხუ­თწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში იდე­ა­ლუ­რი ცოლი ვი­ყა­ვი. ერთი გო­გო­ნა შეგ­ვე­ძი­ნა. მე­ო­რე შვილს არ ვჩ­ქა­რობ­დით. ერთ დღეს გა­მო­მი­ცხა­და, რომ მიწ­ვე­ვით გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში აგ­ზავ­ნიდ­ნენ. ექ­ვსი თვე პრაქ­ტი­კა უნდა გა­ევ­ლო და მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ მაგ­რამ მას შემ­დეგ ხუთი წელი გა­ვი­და და ისე გა­მო­ვი­და, რომ მიგ­ვა­ტო­ვა.

- რო­გორ, არაფ­რის ახ­სნა არ უც­დია?

- ახა­ლი წა­სუ­ლი რომ იყო, კვი­რა­ში ერთხელ რე­კავ­და. ექ­ვსი თვის შემ­დეგ მი­თხრა, რომ სა­მუ­შა­ოდ იქ რჩე­ბო­და და მალე ჩვენც წაგ­ვიყ­ვან­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ პი­რა­დად ჩემ­თვის აღარ და­უ­რე­კავს. ჩემი დე­დამ­თი­ლის­გან გა­ვი­გე, რომ გერ­მა­ნელ მედ­და­ზე და­ო­ჯახ­და და ბავ­შვს ელო­დე­ბოდ­ნენ. დავ­რჩი ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ჩემს შვილ­თან ერ­თად. რძლე­ბი და დე­დამ­თი­ლი ჩემ­თან იშ­ვი­ა­თად მო­დი­ოდ­ნენ, ვერ შე­მიყ­ვა­რეს. დე­დამ­თი­ლი ვიცი, რომ ზურგს უკან უდიპ­ლო­მო გა­უ­ნათ­ლე­ბელს მე­ძახ­და. ჩემი გო­გო­ნა იშ­ვი­ა­თად მიჰ­ყავ­დათ და ერთი ღა­მით თა­ვის­თან ტო­ვებ­დნენ.

- რით არ­სე­ბობ­დით, მა­შინ ხომ არ მუ­შა­ობ­დით?

- ბესო, წავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე თვი­დან, დღემ­დე მიგ­ზავ­ნის თვე­ში 300 დო­ლარს. თა­ვი­დან მყოფ­ნი­და, შემ­დეგ კი, ბავ­შვი რომ გა­ი­ზარ­და, სკო­ლა, სხვა­დას­ხვა წრე­ე­ბი, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, სა­მუ­შაო მო­მე­ძებ­ნა და ერთ მყუდ­რო კა­ფე­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. სწო­რედ იქ გა­ვი­ცა­ნი ფრი­დო­ნი, რომ­ლის ცო­ლო­ბა­ზეც ორი წე­ლია ვოც­ნე­ბობ, მაგ­რამ მაზ­ლე­ბი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვენ.

- ფრი­დო­ნი რა პრო­ფე­სი­ი­საა?

- ოპე­რა­ტო­რია, ძი­რი­თა­დად, კერ­ძო შეკ­ვე­თებ­ზე და­დის. მშვი­დი, წყნა­რი ადა­მი­ა­ნია, უკონ­ფლიქ­ტო და მო­რი­დე­ბუ­ლი. თა­ვი­დან ძა­ლი­ან უჭირ­და ჩემ­თან კონ­ტაქ­ტში შე­მოს­ვლა, შემ­დეგ კი ნელ-ნელა შე­მეჩ­ვია და ჩვენ­თან ყა­ვა­ზე ხში­რად მო­დი­ო­და. შემ­დეგ შეხ­ვედ­რე­ბი და­ვი­წყეთ და ერთ დღეს სახ­ლში რომ დავ­პა­ტი­ჟე, ჯო­ჯო­ხე­თი მა­შინ და­ი­წყო. ეჭვი მაქვს, მე­ზო­ბელ­მა დაგ­ვი­ნა­ხა და ჩემს მაზ­ლებს და­უ­რე­კა. მე­ო­რე დღეს ღა­მის 12 სა­ათ­ზე მო­მად­გნენ. კარი კი­ნა­ღამ ჩა­მო­ი­ღეს. ყვი­რილ­ზე ბავ­შვს გა­ეღ­ვი­ძა და ტი­რი­ლი და­ი­წყო. ჩხუ­ბი და­მი­წყეს, რო­გორ ბე­დავ ჩემი ძმის ბი­ნა­ში უცხო კა­ცე­ბის მოყ­ვა­ნა­სო. ვუ­თხა­რი, რომ მე და ფრი­დონს ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და და და­ქორ­წი­ნე­ბას ვა­პი­რებ­დით. არ აინ­ტე­რე­სებთ, რომ მათ­მა ძმამ შვილ­თან ერ­თად მი­მა­ტო­ვა და გერ­მა­ნი­ა­ში მე­ო­რე ოჯა­ხი აქვს. მე­უბ­ნე­ბი­ან, ჭკუ­ა­ზე მოვა და ისევ აქ დაბ­რუნ­დე­ბაო. უმ­ცროს­მა მი­თხრა, ეგღა მაკ­ლია, ჩემი ძმის ყო­ფი­ლი ცოლი სხვი­სი ცოლი გახ­დე­სო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

''ყოფილი მაზლები მეორედ გათხოვებას მიკრძალავენ...''

''ყოფილი მაზლები მეორედ გათხოვებას მიკრძალავენ...''

31 წლის მზია საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლია. ქმრისგან მიტოვებულ ქალს მაზლები მეორედ დაოჯახებას უკრძალავენ და ამას მხოლოდ საკუთარი ძმის სახელის გადასარჩენად აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობენ.

მზია:

- 21 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. მომავალი ქმარი გამირიგეს, არ მიყვარდა, მაგრამ რაიონში ვცხოვრობდი და ლაპარაკით თავბრუ დამახვიეს, დედაქალაქში გათხოვება კარგი პერსპექტივა იქნებაო. ჩემი ქმარი მუშაობდა და ცალკე ცხოვრობდა. პროფესიით ექიმი იყო, ჩემზე 12 წლით უფროსი. ორი ძმა ჰყავდა, ორივე დაოჯახებული. ყველანაირად ვეცადე, რომ კახა შემყვარებოდა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამის მიუხედავად, მისთვის არაფერი მიგრძნობინებია და ხუთწლიანი თანაცხოვრების პერიოდში იდეალური ცოლი ვიყავი. ერთი გოგონა შეგვეძინა. მეორე შვილს არ ვჩქარობდით. ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მიწვევით გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში აგზავნიდნენ. ექვსი თვე პრაქტიკა უნდა გაევლო და მერე საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ მაგრამ მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ისე გამოვიდა, რომ მიგვატოვა.

- როგორ, არაფრის ახსნა არ უცდია?

- ახალი წასული რომ იყო, კვირაში ერთხელ რეკავდა. ექვსი თვის შემდეგ მითხრა, რომ სამუშაოდ იქ რჩებოდა და მალე ჩვენც წაგვიყვანდა, მაგრამ მას შემდეგ პირადად ჩემთვის აღარ დაურეკავს. ჩემი დედამთილისგან გავიგე, რომ გერმანელ მედდაზე დაოჯახდა და ბავშვს ელოდებოდნენ. დავრჩი ოროთახიან ბინაში ჩემს შვილთან ერთად. რძლები და დედამთილი ჩემთან იშვიათად მოდიოდნენ, ვერ შემიყვარეს. დედამთილი ვიცი, რომ ზურგს უკან უდიპლომო გაუნათლებელს მეძახდა. ჩემი გოგონა იშვიათად მიჰყავდათ და ერთი ღამით თავისთან ტოვებდნენ.

- რით არსებობდით, მაშინ ხომ არ მუშაობდით?

- ბესო, წავლის პირველივე თვიდან, დღემდე მიგზავნის თვეში 300 დოლარს. თავიდან მყოფნიდა, შემდეგ კი, ბავშვი რომ გაიზარდა, სკოლა, სხვადასხვა წრეები, იძულებული გავხდი, სამუშაო მომეძებნა და ერთ მყუდრო კაფეში დავიწყე მუშაობა. სწორედ იქ გავიცანი ფრიდონი, რომლის ცოლობაზეც ორი წელია ვოცნებობ, მაგრამ მაზლები ამის საშუალებას არ მაძლევენ.

- ფრიდონი რა პროფესიისაა?

- ოპერატორია, ძირითადად, კერძო შეკვეთებზე დადის. მშვიდი, წყნარი ადამიანია, უკონფლიქტო და მორიდებული. თავიდან ძალიან უჭირდა ჩემთან კონტაქტში შემოსვლა, შემდეგ კი ნელ-ნელა შემეჩვია და ჩვენთან ყავაზე ხშირად მოდიოდა. შემდეგ შეხვედრები დავიწყეთ და ერთ დღეს სახლში რომ დავპატიჟე, ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო. ეჭვი მაქვს, მეზობელმა დაგვინახა და ჩემს მაზლებს დაურეკა. მეორე დღეს ღამის 12 საათზე მომადგნენ. კარი კინაღამ ჩამოიღეს. ყვირილზე ბავშვს გაეღვიძა და ტირილი დაიწყო. ჩხუბი დამიწყეს, როგორ ბედავ ჩემი ძმის ბინაში უცხო კაცების მოყვანასო. ვუთხარი, რომ მე და ფრიდონს ერთმანეთი გვიყვარდა და დაქორწინებას ვაპირებდით. არ აინტერესებთ, რომ მათმა ძმამ შვილთან ერთად მიმატოვა და გერმანიაში მეორე ოჯახი აქვს. მეუბნებიან, ჭკუაზე მოვა და ისევ აქ დაბრუნდებაო. უმცროსმა მითხრა, ეგღა მაკლია, ჩემი ძმის ყოფილი ცოლი სხვისი ცოლი გახდესო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს