პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვუაროთ სახის კანს კოსმეტოლოგის რჩევები
როგორ მოვუაროთ სახის კანს კოსმეტოლოგის რჩევები

ნატა ტა­რი­ე­ლაშ­ვი­ლი ექი­მი-ლა­ბო­რან­ტია, 16 წელი აფხა­ზეთ­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ყო­ველ­თვის იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი კოს­მე­ტო­ლო­გი­ით, უყ­ვარ­და თა­ვის მოვ­ლა. სულ უნ­დო­და, აკა­დე­მი­ურ დო­ნე­ზე ეს­წავ­ლა ეს საქ­მე და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მი-კოს­მე­ტო­ლო­გი გამ­ხდა­რი­ყო. იმის დრო არ ჰქონ­და, რომ თვე­ო­ბით სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი­ყო, ამი­ტომ ერთ-ერთ სი­ლა­მა­ზის აკა­დე­მი­ა­ში გა­ი­ა­რა კურ­სი და მოხ­ვდა სპა­ცენ­ტრში. დღე­ვან­დე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ტრე­ნინ­გებ­ზე უწევს სი­ა­რუ­ლი და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია იმ საქ­მით, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ თუ კრე­მე­ბი, შრა­ტე­ბი ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დის არ იქ­ნე­ბა, ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია, მაგ­რამ ასე არ არის. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კარ­გია, თუ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ას გა­მო­ი­ყე­ნებთ, ეს უფრო შე­დე­გი­ა­ნია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქალ­მა მო­ირ­გოს კრე­მი, თუნ­დაც ია­ფ­ფა­სი­ა­ნი. გა­მო­ი­ყე­ნეთ ია­ფი­ა­ნი ხაზი, მა­გა­ლი­თად, რუ­სუ­ლი კოს­მე­ტი­კა სუ­ლაც არაა ცუდი. ჯობს, გა­მო­ი­ყე­ნოთ ნამ­დვი­ლი რუ­სუ­ლი კოს­მე­ტი­კა, ვიდ­რე ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, თურ­ქეთ­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი "ლო­რე­ა­ლი" ან "გარ­ნიე". მშრა­ლი და ნორ­მა­ლუ­რი კანი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­ტე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი, ცხი­მი­ა­ნი კა­ნის მქო­ნე­ებს კი ასე რჩე­ვას ვერ მივ­ცემ, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია სა­ჭი­რო, რათა და­ბა­ლანსდეს ცხი­მის გა­მო­ყო­ფა. თუ გა­მო­ნა­ყა­რი და აკ­ნეს პრობ­ლე­მაა, ჯერ დერ­მა­ტო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია უნდა მი­ი­ღონ და შემ­დეგ კოს­მე­ტო­ლო­გის, მად­ლო­ბა ღმერ­თს, კოს­მე­ტო­ლო­გი­ა­ში არის ისე­თი ხაზი, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლად კურ­ნავს აკ­ნეს.

ძა­ლი­ან გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და კა­ნის მოვ­ლა, ახალ­გაზ­რდებს გა­ცი­ლე­ბით მეტი პრობ­ლე­მა აქვთ, ვიდ­რე 40 წლის ქალ­ბა­ტო­ნებს, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მოქ­მე­დებს კან­ზე. ახალ­გაზ­რდებს კი არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის წესი აქვთ, დი­ე­ტა, უძი­ლო ღა­მე­ე­ბი, თამ­ბა­ქო, ყავა და უძი­ლო­ბა კა­ნის გა­ფუ­ჭე­ბის პირ­ვე­ლი მი­ზე­ზია. ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არას­წო­რი მა­კი­ა­ჟის თე­მაც. რა­ტომ­ღაც მო­დუ­რი გახ­და ტო­ნა­ლუ­რი კრე­მის ყო­ველ­დღი­უ­რად წას­მა, რაც კანს ელას­ტი­კუ­რო­ბას აკარ­გვი­ნებს და სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

კა­ნის მოვ­ლა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში

- ადრე სახ­ლის პი­რო­ბებ­ში კანს ინ­ტენ­სი­უ­რად უვ­ლიდ­ნენ, რისი მომ­ხრეც ვი­ყა­ვი, ახლა კი ეს გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, რად­გან ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტის მო­ძი­ე­ბა უფრო ძნე­ლია, ვიდ­რე ქარ­ხნუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი კრე­მის. თუმ­ცა, თუ ქალ­ბა­ტონს ხელი მი­უწ­ვდე­ბა ბუ­ნებ­რივ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე, აქვს თა­ვი­სი ბოს­ტა­ნი, ან აგა­რაკ­ზე ხილი, შე­უძ­ლია, ნიღ­ბე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის­გან გა­ი­კე­თოს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როგორ მოვუაროთ სახის კანს კოსმეტოლოგის რჩევები

როგორ მოვუაროთ სახის კანს კოსმეტოლოგის რჩევები

ნატა ტარიელაშვილი ექიმი-ლაბორანტია, 16 წელი აფხაზეთში ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. პარალელურ რეჟიმში ყოველთვის იყო გატაცებული კოსმეტოლოგიით, უყვარდა თავის მოვლა. სულ უნდოდა, აკადემიურ დონეზე ესწავლა ეს საქმე და კვალიფიციური ექიმი-კოსმეტოლოგი გამხდარიყო. იმის დრო არ ჰქონდა, რომ თვეობით საზღვარგარეთ წასულიყო, ამიტომ ერთ-ერთ სილამაზის აკადემიაში გაიარა კურსი და მოხვდა სპაცენტრში. დღევანდელი სამსახურიდან გამომდინარე, წელიწადში ორჯერ ტრენინგებზე უწევს სიარული და ძალიან კმაყოფილია იმ საქმით, რომელსაც ემსახურება.

- არსებობს მოსაზრება, რომ თუ კრემები, შრატები ძალიან ძვირად ღირებული ბრენდის არ იქნება, ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ასე არ არის. რასაკვირველია, კარგია, თუ მაღალი ხარისხის პროდუქციას გამოიყენებთ, ეს უფრო შედეგიანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალმა მოირგოს კრემი, თუნდაც იაფფასიანი. გამოიყენეთ იაფიანი ხაზი, მაგალითად, რუსული კოსმეტიკა სულაც არაა ცუდი. ჯობს, გამოიყენოთ ნამდვილი რუსული კოსმეტიკა, ვიდრე ფალსიფიცირებული, თურქეთში დამზადებული ''ლორეალი'' ან ''გარნიე''. მშრალი და ნორმალური კანი აუცილებლად უნდა იყოს დატენიანებული, ცხიმიანი კანის მქონეებს კი ასე რჩევას ვერ მივცემ, სპეციალური საშუალებებია საჭირო, რათა დაბალანსდეს ცხიმის გამოყოფა. თუ გამონაყარი და აკნეს პრობლემაა, ჯერ დერმატოლოგის კონსულტაცია უნდა მიიღონ და შემდეგ კოსმეტოლოგის, მადლობა ღმერთს, კოსმეტოლოგიაში არის ისეთი ხაზი, რომელიც წარმატებულად კურნავს აკნეს.

ძალიან გაახალგაზრდავდა კანის მოვლა, ახალგაზრდებს გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ, ვიდრე 40 წლის ქალბატონებს, ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი მოქმედებს კანზე. ახალგაზრდებს კი არასწორი ცხოვრების წესი აქვთ, დიეტა, უძილო ღამეები, თამბაქო, ყავა და უძილობა კანის გაფუჭების პირველი მიზეზია. ამასთან, მნიშვნელოვანია არასწორი მაკიაჟის თემაც. რატომღაც მოდური გახდა ტონალური კრემის ყოველდღიურად წასმა, რაც კანს ელასტიკურობას აკარგვინებს და სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

კანის მოვლა სახლის პირობებში

- ადრე სახლის პირობებში კანს ინტენსიურად უვლიდნენ, რისი მომხრეც ვიყავი, ახლა კი ეს გართულებულია, რადგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოძიება უფრო ძნელია, ვიდრე ქარხნული წესით დამზადებული კრემის. თუმცა, თუ ქალბატონს ხელი მიუწვდება ბუნებრივ კომპონენტებზე, აქვს თავისი ბოსტანი, ან აგარაკზე ხილი, შეუძლია, ნიღბები ნებისმიერი პროდუქტისგან გაიკეთოს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს