პოლიტიკა
სამართალი

15

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 19:06-ზე, მთვარე ლომშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. მოერიდეთ ოპერაციებს გულსა და ზურგზე.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანა, სადაც ერთმანეთის სიკვდილით სიხარულს ვერ მალავენ, ჩინოსნები თუ უჩინოები, უმომავლოა"
"ქვეყანა, სადაც ერთმანეთის სიკვდილით სიხარულს ვერ მალავენ, ჩინოსნები თუ უჩინოები, უმომავლოა"

ტუ­ბინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი, რე­ლი­გი­ის­მცოდ­ნე ზე­ლიმ­ხან უძი­ლა­უ­რი ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლის, კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­გა­ტი­ურ გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს აფა­სებს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­რო­ტე­ბამ გა­ი­მარ­ჯვა!

ეს ოპუ­სი გა­მო­ნაკ­ლი­სია. ამას­წი­ნათ ამ ფე­ის­ბუ­კურ ამა­ო­ე­ბას გან­ვე­რი­დე! და სა­ერ­თოდ, რაც ნაკ­ლე­ბი მე­ცო­დი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, მით უკე­თე­სია. რა ძა­ლაა, ისე­დაც ბევ­რს გა­უს­კდა გული! სად შე­მიძ­ლია მე ამ სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის, სიბ­რიყ­ვე­ე­ბის და აშ­კა­რა მო­ღა­ლა­ტუ­რი სი­ტყვის თუ საქ­მის ცქე­რა, რაც იმათ ბა­გი­დან და ხე­ლი­დან მო­დის, ვი­საც პი­რი­ქით, ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა ევა­ლე­ბა და სა­ა­მი­სოდ ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბი­ან? ქვე­ყა­ნა ჩემ­თვის არა­ვის ჩა­უ­ბა­რე­ბია, არა­სო­დეს მი­მუ­შა­ვია ბი­უ­ჯე­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, ჩემი ცოლი - 5 შვი­ლის დედა, ერ­თა­დერ­თხელ, 90-ია­ნებ­ში მი­ვი­და რა­ღაც დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად და სა­ბო­ლო­ო­დაც: ვინ გეხ­ვე­წო­ბო­და, ამ­დენ შვილს რომ აჩენ­დიო?! ასე, რომ, არა­ვი­თა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე არ მა­კის­რია. არც ოდეს­მე რო­მე­ლი­მე მთავ­რო­ბა ამირ­ჩე­ვია იმი­ტომ, რომ ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლი მათ­თვის მო­მე­თხო­ვა. მე მარ­ტოს გა­მაქვს თავი ამ უც­ნა­ურ ქვე­ყა­ნა­ში და ალ­ბათ სიკ­ვდი­ლიც მარ­ტო­ო­ბა­ში მი­წე­რია.

ჰოდა, რა­ხან სიკ­ვდი­ლამ­დე მი­ვე­დით, - სწო­რედ ამით კი უნდა და­მე­წყო, - არ შე­მიძ­ლია არ ვთქვა, სიკ­ვდი­ლი ის სა­ი­დუმ­ლო სა­კურ­თხე­ვე­ლია, რომ­ლის წი­ნა­შეც მო­წი­წე­ბა ზო­გა­და­და­მი­ა­ნუ­რი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია. მო­სის­ხლე მტრის სიკ­ვდი­ლიც კი სიკ­ვდი­ლია. ხში­რად მა­საც ტი­რი­ან, თუ ღირ­სე­უ­ლი მტე­რი იყო, ყო­ველ­შემ­თხვე­ვა­ში, დუ­მი­ლი, ტაბუ და სი­ნა­ნუ­ლი ადევს ამ აუხ­სნელ მოვ­ლე­ნას - ადა­მი­ა­ნის ხორ­ცი­ელ და­სას­რულს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი რა ხდე­ბა დღეს? გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის დიდი თუ პა­ტა­რა კაცი რომ მოკ­ვდე­ბა, მა­შინ­ვე ლან­ძღა­ვენ, შუ­რა­ცხყო­ფენ. ხალ­ხს ერ­თმა­ნე­თის სიკ­ვდი­ლი უხა­რია, ნიშნს უგე­ბენ სიკ­ვდი­ლით. დღეს სიკ­ვდი­ლის, რბე­ვის, ცი­ხის ბე­დის­წე­რამ ერთ პარ­ტი­ას და მის მიმ­დევ­რებს უწია, მაგ­რამ ხვალ რომ პი­რი­ქით მოხ­დეს? ალ­ბათ იგი­ვე გან­მე­ორ­დე­ბა. დიდსუ­ლოვ­ნე­ბას ვე­რა­ვის მოვ­თხოვთ, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლით სპე­კუ­ლა­ცია და სი­ხა­რუ­ლი? რა­ღაც ახა­ლია მგო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში. რა­ტომ და­ვი­ვი­წყეთ, memento mori, 'ყვე­ლა ცო­ცხლობს, ყვე­ლა კვდე­ბა'? განა რო­ბერტ სტუ­რუა ან რეზო ამა­შუ­კე­ლი არ მოკ­ვდე­ბი­ან? ინ ოდეს­მე ის ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტიც, ვინ­მე ია­კო­ბი­ძე, ასე არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად რომ "შე­ამ­კო" კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა? და სხვე­ბი კი­დევ, მსგავ­სნი? განა სიკ­ვდილ­საც აქვს 7 მი­ლი­არ­დის დიდი ხათ­რი?

ალ­ბათ ასე­თი ზნე­ობ­რი­ვი და­ცე­მა რა­ღაც სა­ყო­ველ­თაო უბე­დუ­რე­ბის წინმსწრე­ბია. თუკი ბო­რო­ტე­ბამ დაგ­ვი­პყრო, თვით სიკ­ვდილ­შიც კი, რუ­სუ­ლი სიკ­ვდი­ლის მან­ქა­ნას და იმ­პე­რი­ას რაღა და­უდ­გე­ბა წინ?!

ყვე­ლა რე­ლი­გია, მაგ­რამ ქრის­ტი­ა­ნო­ბა ხაზ­გას­მუ­ლად სიკ­ვდი­ლის ძლე­ვაა, თვით­შე­წირ­ვის გზით სიკ­ვდი­ლის­გან გა­მოხ­სნა, მაგ­რამ დღეს სიკ­ვდილ­მა ძლია სა­ქარ­თვე­ლოს, რად­გან მისი სა­კურ­თხე­ვე­ლი შე­ინ­გრა და აოხრდა. ეს მხო­ლოდ ცუდს და ისევ სიკ­ვდილს მო­ი­ტანს. ქვე­ყა­ნა, სა­დაც ერ­თმა­ნე­თის სიკ­ვდი­ლით სი­ხა­რულს ვერ მა­ლა­ვენ, ჩი­ნოს­ნე­ბი თუ უჩი­ნო­ე­ბი, უმო­მავ­ლოა. ეს გზაა ქვეყ­ნის სიკ­ვდი­ლის­კენ.

მე მი­ხა­რო­და კახა ბენ­დუ­ქი­ძის სი­ცო­ცხლე ჩემ ქვე­ყა­ნა­ში და ვოც­ნებ­დი გა­მეც­ნო იგი, მას­თან ჩემ პრო­ფე­სი­ულ მიზ­ნებ­ზე მე­სა­უბ­რა.

ამ პა­ტა­რა მი­ნი­ა­ტუ­რით, რო­გორც რი­გით­მა ქარ­თველ­მა, მინ­და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მოვ­თქვა კახა ბენ­დუ­ქი­ძის სი­ცო­ცხლით და მოღ­ვა­წე­ო­ბით, პა­ტი­ვი ვცე მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და ვი­სურ­ვო მას და მის იდე­ებს უკ­ვდა­ვე­ბა მო­მავ­ლის თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად! ამინ!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს

"ქვეყანა, სადაც ერთმანეთის სიკვდილით სიხარულს ვერ მალავენ, ჩინოსნები თუ უჩინოები, უმომავლოა"

"ქვეყანა, სადაც ერთმანეთის სიკვდილით სიხარულს ვერ მალავენ, ჩინოსნები თუ უჩინოები, უმომავლოა"

ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რელიგიისმცოდნე ზელიმხან უძილაური ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების ნეგატიურ გამოხმაურებებს აფასებს.

"საქართველოში ბოროტებამ გაიმარჯვა!

ეს ოპუსი გამონაკლისია. ამასწინათ ამ ფეისბუკურ ამაოებას განვერიდე! და საერთოდ, რაც ნაკლები მეცოდინება საქართველოზე, მით უკეთესია. რა ძალაა, ისედაც ბევრს გაუსკდა გული! სად შემიძლია მე ამ სისულელეების, სიბრიყვეების და აშკარა მოღალატური სიტყვის თუ საქმის ცქერა, რაც იმათ ბაგიდან და ხელიდან მოდის, ვისაც პირიქით, ქვეყნის ინტერესების დაცვა ევალება და საამისოდ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან? ქვეყანა ჩემთვის არავის ჩაუბარებია, არასოდეს მიმუშავია ბიუჯეტურ ორგანიზაციაში, ჩემი ცოლი - 5 შვილის დედა, ერთადერთხელ, 90-იანებში მივიდა რაღაც დახმარების სათხოვნელად და საბოლოოდაც: ვინ გეხვეწობოდა, ამდენ შვილს რომ აჩენდიო?! ასე, რომ, არავითარი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე არ მაკისრია. არც ოდესმე რომელიმე მთავრობა ამირჩევია იმიტომ, რომ ჩემი გასაკეთებელი მათთვის მომეთხოვა. მე მარტოს გამაქვს თავი ამ უცნაურ ქვეყანაში და ალბათ სიკვდილიც მარტოობაში მიწერია.

ჰოდა, რახან სიკვდილამდე მივედით, - სწორედ ამით კი უნდა დამეწყო, - არ შემიძლია არ ვთქვა, სიკვდილი ის საიდუმლო საკურთხეველია, რომლის წინაშეც მოწიწება ზოგადადამიანური კულტურის ნაწილია. მოსისხლე მტრის სიკვდილიც კი სიკვდილია. ხშირად მასაც ტირიან, თუ ღირსეული მტერი იყო, ყოველშემთხვევაში, დუმილი, ტაბუ და სინანული ადევს ამ აუხსნელ მოვლენას - ადამიანის ხორციელ დასასრულს.

საქართველოში კი რა ხდება დღეს? განსხვავებული აზრის დიდი თუ პატარა კაცი რომ მოკვდება, მაშინვე ლანძღავენ, შურაცხყოფენ. ხალხს ერთმანეთის სიკვდილი უხარია, ნიშნს უგებენ სიკვდილით. დღეს სიკვდილის, რბევის, ციხის ბედისწერამ ერთ პარტიას და მის მიმდევრებს უწია, მაგრამ ხვალ რომ პირიქით მოხდეს? ალბათ იგივე განმეორდება. დიდსულოვნებას ვერავის მოვთხოვთ, მაგრამ სიკვდილით სპეკულაცია და სიხარული? რაღაც ახალია მგონი საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში. რატომ დავივიწყეთ, memento mori, 'ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება'? განა რობერტ სტურუა ან რეზო ამაშუკელი არ მოკვდებიან? ინ ოდესმე ის ახალგაზრდა იურისტიც, ვინმე იაკობიძე, ასე არაადამიანურად რომ "შეამკო" კახა ბენდუქიძის გარდაცვალება? და სხვები კიდევ, მსგავსნი? განა სიკვდილსაც აქვს 7 მილიარდის დიდი ხათრი?

ალბათ ასეთი ზნეობრივი დაცემა რაღაც საყოველთაო უბედურების წინმსწრებია. თუკი ბოროტებამ დაგვიპყრო, თვით სიკვდილშიც კი, რუსული სიკვდილის მანქანას და იმპერიას რაღა დაუდგება წინ?!

ყველა რელიგია, მაგრამ ქრისტიანობა ხაზგასმულად სიკვდილის ძლევაა, თვითშეწირვის გზით სიკვდილისგან გამოხსნა, მაგრამ დღეს სიკვდილმა ძლია საქართველოს, რადგან მისი საკურთხეველი შეინგრა და აოხრდა. ეს მხოლოდ ცუდს და ისევ სიკვდილს მოიტანს. ქვეყანა, სადაც ერთმანეთის სიკვდილით სიხარულს ვერ მალავენ, ჩინოსნები თუ უჩინოები, უმომავლოა. ეს გზაა ქვეყნის სიკვდილისკენ.

მე მიხაროდა კახა ბენდუქიძის სიცოცხლე ჩემ ქვეყანაში და ვოცნებდი გამეცნო იგი, მასთან ჩემ პროფესიულ მიზნებზე მესაუბრა.

ამ პატარა მინიატურით, როგორც რიგითმა ქართველმა, მინდა აღფრთოვანება გამოვთქვა კახა ბენდუქიძის სიცოცხლით და მოღვაწეობით, პატივი ვცე მის გარდაცვალებას და ვისურვო მას და მის იდეებს უკვდავება მომავლის თავისუფალ საქართველოსთან ერთად! ამინ!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს