მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მდიდრები და ცნობილები ფუფუნებაზე უარს ამბობენ
მდიდრები და ცნობილები ფუფუნებაზე უარს ამბობენ

ისი­ნი გა­ურ­ბი­ან ელი­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის სი­ა­მე­ებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მი­ლი­ო­ნებს, მი­ლი­არ­დებს შო­უ­ლო­ბენ, მაგ­რამ ისე ცხოვ­რო­ბენ, რო­გორც სა­შუ­ა­ლო შეძ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი.

მსა­ხი­ობ სარა მი­შელ გე­ლა­რის ქო­ნე­ბა 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია, თუმ­ცა თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის კერ­პი ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რობს. სარა აქ­ტი­უ­რად ეც­ნო­ბა, სად რა ფას­დაკ­ლე­ბაა, აგ­რო­ვებს კუ­პო­ნებს და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, ფული და­ზო­გოს. სა­მა­გი­ე­როდ, და­ზო­გილ ფულს ქველ­მოქ­მე­დე­ბას ახ­მარს და უსახ­ლკა­რო­თათ­ვის სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში რი­ცხავს.

მთელ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ამე­რი­კელ დე­ვიდ ჩე­რი­ტონს "პრო­ფე­სორ-მი­ლი­არ­დერს" უწო­დე­ბენ. 3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის მფლო­ბე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი სიმ­დიდ­რი­სა, რო­მე­ლიც კორ­პო­რა­ცია"გუ­გლ­ში"ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან აქვს მი­ღე­ბუ­ლი, უწინ­დე­ბუ­რად იმ სახ­ლში ცხოვ­რობს, სა­დაც 30 წლის წინ ცხოვ­რობ­და. კვლავ ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თა­ვი­სით იჭ­რის თმას და 2002 წლის"ჰონ­და­თი"და­დის.

სუ­პერ­მო­დელ ტა­ი­რა ბენ­ქსს 90 მლნ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბა აქვს. ტა­ი­რას სა­კუ­თა­რი ბუ­ღალ­ტე­რი ჰყავს, რო­მელ­თა­ნაც გა­დის კონ­სულ­ტა­ცი­ას, სა­ნამ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვანს შე­ი­ძენს. ცნო­ბი­ლია, რომ ტა­ი­რა არას­დროს ყრის საჭ­მლის ნარ­ჩე­ნებს - მე­ო­რე დღეს აცხე­ლებს და ისევ იყე­ნებს, ბევ­რი მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ყო­ველ­თვის მო­აქვს სა­პო­ნი და შამ­პუ­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბი­დან, რომ მერე შინ გა­მო­ი­ყე­ნოს. არას­დროს და­დის ძვი­რად ღი­რე­ბულ რეს­ტორ­ნებ­ში, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ია­ფ­ფა­სი­ა­ნი და გემ­რი­ე­ლი კა­ფე­ე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად აკ­მა­ყო­ფი­ლებს მის მო­თხოვ­ნებს.

ინგვარ კამპრა­დი 4,1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის მფლო­ბე­ლია. შვე­დი მე­წარ­მე თა­ვი­სი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით არის ცნო­ბი­ლი, რაც ბევ­რს აღი­ზი­ა­ნებს კი­დეც. ინგვა­რი ეკო­ნომ­კლა­სით დაფ­რი­ნავს, ია­ფ­ფა­სი­ან მან­ქა­ნას ატა­რებს და სა­ერ­თოდ არ შე­უც­ვლია ცხოვ­რე­ბის წესი მას მერე, რაც მდი­და­რი გახ­და.

უო­რენ ბა­ფე­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნია, 63 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით, თუმ­ცა ერთი ყვე­ლა­ზე გუ­ლუხ­ვი ქველ­მოქ­მე­დის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მე­ტის­მე­ტად ჩვე­უ­ლებ­რი­ვია, სა­მა­გი­ე­როდ, და­ზო­გი­ლი თან­ხე­ბი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბას ხმარ­დე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

მდიდრები და ცნობილები ფუფუნებაზე უარს ამბობენ

მდიდრები და ცნობილები ფუფუნებაზე უარს ამბობენ

ისინი გაურბიან ელიტური ცხოვრების სიამეებს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შეძლებულები არიან. მილიონებს, მილიარდებს შოულობენ, მაგრამ ისე ცხოვრობენ, როგორც საშუალო შეძლების ადამიანები.

მსახიობ სარა მიშელ გელარის ქონება 15 მილიონი დოლარია, თუმცა თინეიჯერების კერპი ჩვეულებრივ ცხოვრობს. სარა აქტიურად ეცნობა, სად რა ფასდაკლებაა, აგროვებს კუპონებს და ყველანაირად ცდილობს, ფული დაზოგოს. სამაგიეროდ, დაზოგილ ფულს ქველმოქმედებას ახმარს და უსახლკაროთათვის სახლების მშენებლობაში რიცხავს.

მთელ მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ დევიდ ჩერიტონს ''პროფესორ-მილიარდერს'' უწოდებენ. 3 მილიარდი დოლარის მფლობელი, მიუხედავად თავისი სიმდიდრისა, რომელიც კორპორაცია''გუგლში''ინვესტიციიდან აქვს მიღებული, უწინდებურად იმ სახლში ცხოვრობს, სადაც 30 წლის წინ ცხოვრობდა. კვლავ ლექციებს კითხულობს სტენფორდის უნივერსიტეტში, თავისით იჭრის თმას და 2002 წლის''ჰონდათი''დადის.

სუპერმოდელ ტაირა ბენქსს 90 მლნ დოლარის ოდენობის ქონება აქვს. ტაირას საკუთარი ბუღალტერი ჰყავს, რომელთანაც გადის კონსულტაციას, სანამ რაიმე მნიშვნელოვანს შეიძენს. ცნობილია, რომ ტაირა არასდროს ყრის საჭმლის ნარჩენებს - მეორე დღეს აცხელებს და ისევ იყენებს, ბევრი მდიდარი ადამიანისთვის ეს სრულიად წარმოუდგენელია, ყოველთვის მოაქვს საპონი და შამპუნი სასტუმროებიდან, რომ მერე შინ გამოიყენოს. არასდროს დადის ძვირად ღირებულ რესტორნებში, რადგან მიაჩნია, რომ იაფფასიანი და გემრიელი კაფეები შესანიშნავად აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს.

ინგვარ კამპრადი 4,1 მილიარდი დოლარის მფლობელია. შვედი მეწარმე თავისი მოკრძალებული ცხოვრების წესით არის ცნობილი, რაც ბევრს აღიზიანებს კიდეც. ინგვარი ეკონომკლასით დაფრინავს, იაფფასიან მანქანას ატარებს და საერთოდ არ შეუცვლია ცხოვრების წესი მას მერე, რაც მდიდარი გახდა.

უორენ ბაფეტი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, 63 მილიარდი დოლარით, თუმცა ერთი ყველაზე გულუხვი ქველმოქმედის პირადი ცხოვრება მეტისმეტად ჩვეულებრივია, სამაგიეროდ, დაზოგილი თანხები ხალხის კეთილდღეობას ხმარდება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება