მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალბატონები, რომელთაც წლებმა ვერაფერი დააკლო
ქალბატონები, რომელთაც წლებმა ვერაფერი დააკლო

გა­სულ კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი ტოპ­მო­დე­ლის ლინ­და ევან­გე­ლის­ტას ახა­ლი ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და. სი­ლა­მა­ზით ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მის­მა ერ­თგულ­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მაც ვერ იც­ნეს. ლა­მაზ­მა­ნი, რო­მე­ლიც ერთ დროს სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი­თა და სი­ლა­მა­ზით მსოფ­ლი­ოს აო­ცებ­და, დღეს ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ გა­სუ­ქე­ბულ დი­ა­სახ­ლი­სად გა­დაქ­ცე­უ­ლა. მის თვა­ლებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ძვე­ლე­ბუ­რი შუ­ქიც აღარ ჩანს. ლინ­დას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ნა­წი­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დი­ე­ტა­ზე მყო­ფი და მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბით შე­წუ­ხე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ახლა უფრო ბედ­ნი­ე­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე­ვე შოკ­ში ჩა­აგ­დო ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ფო­ტო­ებ­მა. ულა­მა­ზე­სი მა­რი­ტა, რო­მე­ლიც დღემ­დე ატყვე­ვებს ეკ­რა­ნი­დან მა­ყუ­რე­ბელს, კი­ნოს წლე­ბის წინ ჩა­მო­შორ­და და არა­ვის სჯე­რო­და, რომ ერთ დროს ულა­მა­ზე­სი მა­რი­ტა ასე შე­იც­ვლე­ბო­და.

ლა­მა­ზად და­ბე­რე­ბა­საც ალ­ბათ ბედი უნდა. უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბა­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. პირ­ვე­ლი მა­ინც გე­ნე­ტი­კაა, შემ­დეგ ცხოვ­რე­ბის წესი, გა­და­ტა­ნი­ლი ტრავ­მე­ბი და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის გა­რეგ­ნო­ბა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად ტო­ვებს თა­ვის კვალს.

ამ­ჯე­რად წარ­მო­გიდ­გენთ ქარ­თველ და უცხო­ელ ვარ­სკვლა­ვებს, რომ­ლებ­საც დრო­ის ქარ­ტე­ხი­ლებ­მა ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლეს და სი­ბე­რე­შიც ინარ­ჩუ­ნე­ბენ სი­ლა­მა­ზეს. უფრო მე­ტიც, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სი­ბე­რე­ში უფრო გა­ლა­მაზ­და.

იტა­ლი­უ­რი კი­ნოს შე­უც­ვლე­ლი ვარ­სკვლა­ვი, 80 წლის სოფი ლო­რე­ნი ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი გახ­ლავთ იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა, ქალ­მა ამ ასაკ­შიც და­ა­კარ­გვი­ნოს თავი ნე­ბის­მი­ერ მა­მა­კაცს. მას­ზე ოც­ნე­ბობ­დნენ, მის­თვის იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ ის მა­ინც ბევ­რის­თვის მი­უწ­ვდო­მელ ქა­ლად დარ­ჩა, რად­გან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რე­ჟი­სორ კარ­ლო პონ­ტის ერ­თგუ­ლია და მა­მა­კაცს ორი ვა­ჟიშ­ვი­ლი აჩუ­ქა.

ყვე­ლა დრო­ის ქარ­თუ­ლი სცე­ნის დე­დო­ფა­ლი ნანი ბრეგ­ვა­ძე ის გა­მო­ნაკ­ლი­სი გახ­ლავთ, რო­მელ­საც წლებ­მა ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო. პი­რი­ქით, მის ფო­ტო­ებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ქალ­ბა­ტო­ნი ნანი ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უფრო გა­ლა­მაზ­და. მარ­თა­ლია, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი, ცნო­ბი­ლია, რომ ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რდა იყო, რო­დე­საც მე­უღ­ლეს და­შორ­და, მაგ­რამ ლე­გენ­და­რულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ისე იცხოვ­რა, რომ არა­სო­დეს გახ­ვე­უ­ლა სკან­და­ლებ­ში. მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კი ყო­ველ­თვის იდუ­მა­ლე­ბით იყო მო­ცუ­ლი და ბო­ლომ­დე ასე დარ­ჩა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ქალბატონები, რომელთაც წლებმა ვერაფერი დააკლო

ქალბატონები, რომელთაც წლებმა ვერაფერი დააკლო

გასულ კვირას სოციალურ ქსელში წარსულში ცნობილი ტოპმოდელის ლინდა ევანგელისტას ახალი ფოტოები გავრცელდა. სილამაზით ცნობილი ქალბატონი მისმა ერთგულმა თაყვანისმცემლებმაც ვერ იცნეს. ლამაზმანი, რომელიც ერთ დროს სხეულის ფორმებითა და სილამაზით მსოფლიოს აოცებდა, დღეს ერთ ჩვეულებრივ გასუქებულ დიასახლისად გადაქცეულა. მის თვალებში, სამწუხაროდ, ძველებური შუქიც აღარ ჩანს. ლინდას გულშემატკივრების ნაწილი ამტკიცებს, რომ მთელი ცხოვრება დიეტაზე მყოფი და მსოფლიოს ყურადღებით შეწუხებული ყოფილი მოდელი ახლა უფრო ბედნიერად გამოიყურება.

რამდენიმე წლის წინ საზოგადოება ასევე შოკში ჩააგდო ლიკა ქავჟარაძის ფოტოებმა. ულამაზესი მარიტა, რომელიც დღემდე ატყვევებს ეკრანიდან მაყურებელს, კინოს წლების წინ ჩამოშორდა და არავის სჯეროდა, რომ ერთ დროს ულამაზესი მარიტა ასე შეიცვლებოდა.

ლამაზად დაბერებასაც ალბათ ბედი უნდა. უამრავი ფაქტორია, რომელიც ადამიანის გარეგნობაზე ახდენს გავლენას. პირველი მაინც გენეტიკაა, შემდეგ ცხოვრების წესი, გადატანილი ტრავმები და ხშირ შემთხვევაში, მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრებაც, რომელიც ქალების გარეგნობაზე აუცილებლად ტოვებს თავის კვალს.

ამჯერად წარმოგიდგენთ ქართველ და უცხოელ ვარსკვლავებს, რომლებსაც დროის ქარტეხილებმა ვერაფერი დააკლეს და სიბერეშიც ინარჩუნებენ სილამაზეს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი სიბერეში უფრო გალამაზდა.

იტალიური კინოს შეუცვლელი ვარსკვლავი, 80 წლის სოფი ლორენი ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ იმისა, რომ შეიძლება, ქალმა ამ ასაკშიც დააკარგვინოს თავი ნებისმიერ მამაკაცს. მასზე ოცნებობდნენ, მისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ის მაინც ბევრისთვის მიუწვდომელ ქალად დარჩა, რადგან მთელი ცხოვრება რეჟისორ კარლო პონტის ერთგულია და მამაკაცს ორი ვაჟიშვილი აჩუქა.

ყველა დროის ქართული სცენის დედოფალი ნანი ბრეგვაძე ის გამონაკლისი გახლავთ, რომელსაც წლებმა ვერაფერი დააკლო. პირიქით, მის ფოტოებს თუ გადავხედავთ, ქალბატონი ნანი ასაკის მატებასთან ერთად უფრო გალამაზდა. მართალია, მისი პირადი ცხოვრება არ ყოფილა მარტივი, ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც მეუღლეს დაშორდა, მაგრამ ლეგენდარულმა ქალბატონმა ისე იცხოვრა, რომ არასოდეს გახვეულა სკანდალებში. მისი პირადი ცხოვრება კი ყოველთვის იდუმალებით იყო მოცული და ბოლომდე ასე დარჩა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება