სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი, რის გამოც საქართველო უნდა მოინახულოთ
მთავარი, რის გამოც საქართველო უნდა მოინახულოთ

"კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ულა­მა­ზეს ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის დე­და­ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი არის ხვე­უ­ლი ქუ­ჩე­ბის, პარ­კე­ბის და ეკ­ლე­სი­ე­ბის ძვე­ლი ქა­ლა­ქი", - წერს ჟურ­ნალ ბა­ზ­ფი­დის ჟურ­ნა­ლის­ტი. სტა­ტი­ა­ში ავ­ტორს მოჰ­ყავს 25 მი­ზე­ზი, რის გა­მოც ტუ­რის­ტებს მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­ხუ­ლე­ბას.

სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ თბი­ლის­ში უხ­ვა­დაა კა­ფე­ე­ბი ღია ცის ქვეშ, რომ ყო­ველ შე­სახ­ვევ­ში ეზო­ე­ბია და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი კა­ტე­ბი. ნათ­ქვა­მია, რომ ქა­ლა­ქი გა­მუდ­მე­ბით იც­ვლე­ბა და ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ინ­ტე­რე­სო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბი შე­იქ­მნა. ფო­ტოდ მოყ­ვა­ნი­ლია მშვი­დო­ბის ხიდი. სტა­ტი­ა­ში დარ­თუ­ლია აბა­ნო­თუბ­ნის, სვე­ტი­ცხოვ­ლის, ჯვრის ფო­ტო­ე­ბი და ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო უფრთხილ­დე­ბა თა­ვის ტრა­დი­ცი­ებს და ის­ტო­რი­ას.

გან­სა­კუთ­რე­ბით არის აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო. "სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლა ლა­მა­ზია, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში გემ­რი­ე­ლია", - წერს ავ­ტო­რი. ნახ­სე­ნე­ბია ხა­ჭა­პუ­რი, აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი, ხინ­კა­ლი და ჩურ­ჩხე­ლა, რომ­ლის გა­სინ­ჯვა­საც მკი­თხველს აუ­ცი­ლებ­ლად ურ­ჩე­ვენ, რად­გან "არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რად გემ­რი­ე­ლია".

ხაზ­გას­მუ­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გემო, ხოლო სა­ფე­რა­ვი სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლა­დაა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ნა­ბა­ხუ­სევ­ზე კი ბორ­ჯო­მით გა­მოს­ვლას ურ­ჩე­ვენ მკი­თხველს. ნახ­სე­ნე­ბია ყაზ­ბე­გი და ბა­თუ­მი, რო­გორც სე­ზო­ნუ­რი კუ­რორ­ტე­ბი. "თბი­ლის­ში უხ­ვად არი­ან არ­ტის­ტე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი და დი­ზა­ი­ნე­რე­ბი. უკა­ნას­კნელ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ომე­ბი, რე­ვო­ლუ­ცია და ბინ­ძუ­რი პო­ლი­ტი­კა. ამის გამო ხალ­ხი ხში­რად გა­მო­დი­ო­და უშიშ­რად ქუ­ჩებ­ში და მო­ი­თხოვ­და ცვლი­ლე­ბებს. ქარ­თვე­ლებს უყ­ვართ თა­ვი­ან­თი ქვე­ყა­ნა და დე­და­ქა­ლა­ქი და არ­ცაა გა­საკ­ვი­რი, რა­ტომ", - ამ სი­ტყვე­ბით მთავ­რდე­ბა სტა­ტია.

კო­მენ­ტა­რებ­ში უცხო­ე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, თუ რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის აქ ჩა­მოს­ვლა. მათ ურ­ჩე­ვენ, რომ თუ და­ა­პი­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­ხუ­ლე­ბას, მარ­ტო არ ჩა­მო­ვიდ­ნენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია buzzfeed.com-ს მი­ხედ­ვით.

მთავარი, რის გამოც საქართველო უნდა მოინახულოთ

მთავარი, რის გამოც საქართველო უნდა მოინახულოთ

”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ულამაზეს ქვეყანაში, რომლის დედაქალაქი თბილისი არის ხვეული ქუჩების, პარკების და ეკლესიების ძველი ქალაქი”, - წერს ჟურნალ ბაზფიდის ჟურნალისტი. სტატიაში ავტორს მოჰყავს 25 მიზეზი, რის გამოც ტურისტებს მოუწოდებს საქართველოს მონახულებას.

სტატიაში ნათქვამია, რომ თბილისში უხვადაა კაფეები ღია ცის ქვეშ, რომ ყოველ შესახვევში ეზოებია და ძალიან საყვარელი კატები. ნათქვამია, რომ ქალაქი გამუდმებით იცვლება და ბოლო პერიოდში საინტერესო არქიტექტურული ნაგებობები შეიქმნა. ფოტოდ მოყვანილია მშვიდობის ხიდი. სტატიაში დართულია აბანოთუბნის, სვეტიცხოვლის, ჯვრის ფოტოები და ნათქვამია, რომ საქართველო უფრთხილდება თავის ტრადიციებს და ისტორიას.

განსაკუთრებით არის აღნიშნული ქართული სამზარეულო. ”საქართველო მართლა ლამაზია, მაგრამ პირველ რიგში გემრიელია”, - წერს ავტორი. ნახსენებია ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური, ხინკალი და ჩურჩხელა, რომლის გასინჯვასაც მკითხველს აუცილებლად ურჩევენ, რადგან ”არაამქვეყნიურად გემრიელია”.

ხაზგასმულია ქართული ღვინის გემო, ხოლო საფერავი საუკეთესო წარმომადგენლადაა დასახელებული, ნაბახუსევზე კი ბორჯომით გამოსვლას ურჩევენ მკითხველს. ნახსენებია ყაზბეგი და ბათუმი, როგორც სეზონური კურორტები. ”თბილისში უხვად არიან არტისტები, მუსიკოსები და დიზაინერები. უკანასკნელ წლებში საქართველოში იყო ომები, რევოლუცია და ბინძური პოლიტიკა. ამის გამო ხალხი ხშირად გამოდიოდა უშიშრად ქუჩებში და მოითხოვდა ცვლილებებს. ქართველებს უყვართ თავიანთი ქვეყანა და დედაქალაქი და არცაა გასაკვირი, რატომ”, - ამ სიტყვებით მთავრდება სტატია.

კომენტარებში უცხოელი მომხმარებლები ინტერესდებიან, თუ რამდენად უსაფრთხოა ფერადკანიანი ადამიანებისთვის აქ ჩამოსვლა. მათ ურჩევენ, რომ თუ დააპირებენ საქართველოს მონახულებას, მარტო არ ჩამოვიდნენ.

მომზადებულია buzzfeed.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება