კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არა 15 ნოემბრის აქციას და კონტრაქციასაც!" - კოკო გამსახურდია "ნაციონალების" წინააღმდეგ
"არა 15 ნოემბრის აქციას და კონტრაქციასაც!" - კოკო გამსახურდია "ნაციონალების" წინააღმდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" 15 ნო­ემ­ბერს და­გეგ­მილ აქ­ცი­ას პრო­ტესტს უცხა­დებს.

"რომ გა­მოვ­რი­ცხოთ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით ოპე­რი­რე­ბა, ყო­ველ­გვა­რი მი­კიბ-მო­კიბ­ვის და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­რე­შე გა­ვა­ცხა­დებ ჩემს თვალ­საზ­რისს:

უარი 15 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ას!

მი­მაჩ­ნია, რომ ასე­თი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის პო­ზი­ცი­აც", - და­წე­რა გამ­სა­ხურ­დი­ამ.

რო­გორც კოკო გამ­სა­ხურ­დია წერს, მის პოსტს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მომ­ხრე­ე­ბის მხრი­დან აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბა მოჰ­ყვა.

"ჩემ­მა პოს­ტინ­გმა 15 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის შე­სა­ხებ დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია - ყუ­რა­დღე­ბით წა­ვი­კი­თხე ნა­ცი­ო­ნალ­თა მომ­ხრე­ე­ბის გვერ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დაჭ­რე­ლე­ბუ­ლია ჩემი ძა­გე­ბით და სა­გი­ნე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით. ახ­მა­ურ­და ღვარ­ძლი­ა­ნი კა­ცუ­ნე­ბის და ქა­ლუ­კე­ბის დიდი გუნ­დი. ბრა­ლად მე­დე­ბა საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ, უაზ­რო­ბი­დან და სი­ბე­ცი­დამ პუ­ტი­ნის აგენ­ტო­ბამ­დე და რუ­სე­თის ინ­ტე­რეს­თა გა­ტა­რე­ბამ­დე. აქ ჩანს ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სექ­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რად­გან ერთი კა­ციც არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, რომ ეთ­ქვა: შე­იძ­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია რა­საც წერს აქ­ცი­ა­ზე, მაგ­რამ იქ­ნებ სხვა კუ­თხი­და­ნაც შეგ­ვე­ხე­და სა­კი­თხის­თვი­სო. მოკ­ლედ ბუზი ასაფ­რე­ნად მზად იყო, მხო­ლოდ ხე­ლის აქ­ნე­ვას ელო­და....

ახლა კი სხვა მხა­რე­საც მი­ვა­პყროთ მზე­რა: ეს არის ის კონ­ტრაქ­ცია, რომ­ლი­თაც მა­ვა­ნი იმუქ­რე­ბა. ცრუ­ინ­ტე­ლი­გენ­ტთა, ცრუ­პატ­რი­ოტ­თა, თა­ვის დრო­ზე ავ­ტო­მა­ტე­ბით მორ­ბე­ნა­ლი აბუ­ე­ტე­ბის ამ სეგ­მენტს უნდა ეთ­ქვას:

არა 15 ნო­ემ­ბრის კონ­ტრაქ­ცი­ა­საც! არა ცემა-ტყე­პას, ძალ­მომ­რე­ო­ბას, არა­ქარ­თულ საქ­ცი­ელს! ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლოო ჯამ­ში აფხა­ზე­თის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­კარ­გვას ემ­სა­ხუ­რე­ბა!", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

15 ნო­ემ­ბერს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა აქ­ცი­ას გა­მარ­თავს და რუ­სე­თის ანექ­სი­ის ღია მცდე­ლო­ბას გა­აპ­რო­ტეს­ტებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"არა 15 ნოემბრის აქციას და კონტრაქციასაც!" - კოკო გამსახურდია "ნაციონალების" წინააღმდეგ

"არა 15 ნოემბრის აქციას და კონტრაქციასაც!" - კოკო გამსახურდია "ნაციონალების" წინააღმდეგ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ნაციონალური მოძრაობის" 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციას პროტესტს უცხადებს.

"რომ გამოვრიცხოთ სპეკულაციები და ყალბი ინფორმაციებით ოპერირება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის და ახსნა-განმარტებების გარეშე გავაცხადებ ჩემს თვალსაზრისს:

უარი 15 ნოემბრის აქციას!

მიმაჩნია, რომ ასეთი იქნება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის პოზიციაც", - დაწერა გამსახურდიამ.

როგორც კოკო გამსახურდია წერს, მის პოსტს "ნაციონალების" მომხრეების მხრიდან აქტიური გამოხმაურება და სხვადასხვა ბრალდება მოჰყვა.

"ჩემმა პოსტინგმა 15 ნოემბრის აქციის შესახებ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია - ყურადღებით წავიკითხე ნაციონალთა მომხრეების გვერდები, რომლებიც გადაჭრელებულია ჩემი ძაგებით და საგინებელი კომენტარებით. ახმაურდა ღვარძლიანი კაცუნების და ქალუკების დიდი გუნდი. ბრალად მედება საკმაოდ ბევრი რამ, უაზრობიდან და სიბეციდამ პუტინის აგენტობამდე და რუსეთის ინტერესთა გატარებამდე. აქ ჩანს ტოტალიტარული სექტისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება, რადგან ერთი კაციც არ გამოჩენილა, რომ ეთქვა: შეიძლება მიუღებელია რასაც წერს აქციაზე, მაგრამ იქნებ სხვა კუთხიდანაც შეგვეხედა საკითხისთვისო. მოკლედ ბუზი ასაფრენად მზად იყო, მხოლოდ ხელის აქნევას ელოდა....

ახლა კი სხვა მხარესაც მივაპყროთ მზერა: ეს არის ის კონტრაქცია, რომლითაც მავანი იმუქრება. ცრუინტელიგენტთა, ცრუპატრიოტთა, თავის დროზე ავტომატებით მორბენალი აბუეტების ამ სეგმენტს უნდა ეთქვას:

არა 15 ნოემბრის კონტრაქციასაც! არა ცემა-ტყეპას, ძალმომრეობას, არაქართულ საქციელს! ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აფხაზეთის და მთელი საქართველოს დაკარგვას ემსახურება!", - წერს გამსახურდია.

15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქციას გამართავს და რუსეთის ანექსიის ღია მცდელობას გააპროტესტებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს