ტყიბულში, ბარათაშვილის ქუჩაზე დღეს ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, შემთხვევის დროს სახლში 88 წლის თამარ ბარათაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მხოლოდ დამწვარი ქალის სხეულის ნაწილები იპოვეს, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შეშის ღუმელიდან გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ტყიბულის სახანძრო-სამაშველო სამსახური. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილზე მისულ მეხანძრეებს სახლი უკვე დამწვარი დახვდათ.