მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვილბავშვიანი ოჯახი უსახურავო ქოხში ცხოვრობს
ჩვილბავშვიანი ოჯახი უსახურავო ქოხში ცხოვრობს

ავ­თან­დილ და ხა­თუ­ნა ცი­ნა­რი­ძე­ე­ბი ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭა­ნი­ეთ­ში, სა­ხელ­და­ხე­ლოდ აგე­ბულ პა­ტა­რა ფიც­რულ­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავთ.

ოჯა­ხი აქ სა­ცხოვ­რებ­ლად მა­ღალმთი­ა­ნი ლე­ჩხუ­მის ერთ-ერთი სოფ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე წლის წინ გად­მო­ვი­და. პა­ტა­რა სახ­ლი, რო­მელ­საც უფრო ქოხი შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს, მა­შინ დად­გეს და დღე­ის­თვის უკვე ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. წვი­მე­ბი­სა და წყალ­დი­დო­ბის დროს, ცი­ნა­რი­ძე­ე­ბის სახ­ლში ჭე­რი­დან და კედ­ლე­ბი­დან წვი­მა ისე ჩა­მო­დის, ოთა­ხი­დან წყა­ლი მე­ზობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­აქვთ.

"მხო­ლოდ დარ­ში შე­იძ­ლე­ბა ჩვენს სახ­ლში თა­ვის შე­ფა­რე­ბა. რომ მო­იღ­რუბ­ლე­ბა, მა­ში­ნაც ისე ცივა, პა­ტა­რას­თვის გა­უ­საძ­ლი­სია, თან უკვე ზამ­თა­რი მო­დის და შიში მი­პყრობს, რა უნდა ვქნათ. ქარს, წვი­მას და თოვლს ეს სახ­ლი ვერ გა­უძ­ლებს, თუ ირ­გვლივ არ შე­იკ­რა და სა­ხუ­რა­ვიც არ შე­კეთ­და, სა­ი­და­ნაც წვი­მა ჩა­მო­დის" , - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ცი­ნა­რი­ძე.

ცოლ-ქმა­რი ცი­ნა­რი­ძე­ე­ბი უმუ­შევ­რე­ბი არი­ან. მათ ერთი ძრო­ხა ჰყავთ, რომ­ლიც ოჯახს სარ­ჩე­ნად არ ყოფ­ნის.

"უკი­დუ­რეს­მა გა­სა­ჭირ­მა წა­მიყ­ვა­ნა თურ­ქეთ­ში, თო­რემ თუ იქ მოვკრეფ ჩაის, აქ რა­ტომ და­ვი­ხევ უკან ჩვი­ლი ბავ­შვე­ბის პატ­რო­ნი? მაგ­რამ, სა­დაა სა­მუ­შაო? დღი­უ­რად ხან­და­ხან თუ ვინ­მეს მი­ვეხ­მა­რე­ბი, ეს პუ­რის ფუ­ლად არ კმა­რა. რო­გორც კი თურ­ქეთ­ში წა­ვე­დი, მო­ვიდ­ნენ და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა მოგ­ვიხ­სნეს. ასე გა­და­მი­ხა­დეს "და­ნა­შა­უ­ლის­თვის" სა­მა­გი­ე­რო. ჩემ შვი­ლებ­თან ყოფ­ნას რა მირ­ჩევ­ნია? კაცი ვარ, ხომ არ ვი­ტი­რებ, თო­რემ იქ რომ მივ­დი­ო­დი, ყელ­ში ქვა მეჩ­რე­ბო­და. ერთი თვე წე­ლი­წა­დად მო­მეჩ­ვე­ნა. აქ ჩა­მო­ვე­დი და და­მესხნენ თავს, თურ­მე, დახ­მა­რე­ბა არ გვჭირ­დე­ბა, რად­გან თურ­ქეთ­ში ჩაის საკ­რე­ფად წა­ვე­დი... თით­ქოს, იქ და­სას­ვე­ნებ­ლად გა­ვემ­გზავ­რე..." - ამ­ბობს ავ­თან­დილ ცი­ნა­რი­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ჩვილბავშვიანი ოჯახი უსახურავო ქოხში ცხოვრობს

ჩვილბავშვიანი ოჯახი უსახურავო ქოხში ცხოვრობს

ავთანდილ და ხათუნა ცინარიძეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, სახელდახელოდ აგებულ პატარა ფიცრულში ცხოვრობენ. მათ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

ოჯახი აქ საცხოვრებლად მაღალმთიანი ლეჩხუმის ერთ-ერთი სოფლიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვიდა. პატარა სახლი, რომელსაც უფრო ქოხი შეიძლება ეწოდოს, მაშინ დადგეს და დღეისთვის უკვე ავარიულ მდგომარეობაშია. წვიმებისა და წყალდიდობის დროს, ცინარიძეების სახლში ჭერიდან და კედლებიდან წვიმა ისე ჩამოდის, ოთახიდან წყალი მეზობლების დახმარებით გააქვთ.

"მხოლოდ დარში შეიძლება ჩვენს სახლში თავის შეფარება. რომ მოიღრუბლება, მაშინაც ისე ცივა, პატარასთვის გაუსაძლისია, თან უკვე ზამთარი მოდის და შიში მიპყრობს, რა უნდა ვქნათ. ქარს, წვიმას და თოვლს ეს სახლი ვერ გაუძლებს, თუ ირგვლივ არ შეიკრა და სახურავიც არ შეკეთდა, საიდანაც წვიმა ჩამოდის" , - ამბობს ხათუნა ცინარიძე.

ცოლ-ქმარი ცინარიძეები უმუშევრები არიან. მათ ერთი ძროხა ჰყავთ, რომლიც ოჯახს სარჩენად არ ყოფნის.

"უკიდურესმა გასაჭირმა წამიყვანა თურქეთში, თორემ თუ იქ მოვკრეფ ჩაის, აქ რატომ დავიხევ უკან ჩვილი ბავშვების პატრონი? მაგრამ, სადაა სამუშაო? დღიურად ხანდახან თუ ვინმეს მივეხმარები, ეს პურის ფულად არ კმარა. როგორც კი თურქეთში წავედი, მოვიდნენ და სოციალური დახმარება მოგვიხსნეს. ასე გადამიხადეს "დანაშაულისთვის" სამაგიერო. ჩემ შვილებთან ყოფნას რა მირჩევნია? კაცი ვარ, ხომ არ ვიტირებ, თორემ იქ რომ მივდიოდი, ყელში ქვა მეჩრებოდა. ერთი თვე წელიწადად მომეჩვენა. აქ ჩამოვედი და დამესხნენ თავს, თურმე, დახმარება არ გვჭირდება, რადგან თურქეთში ჩაის საკრეფად წავედი... თითქოს, იქ დასასვენებლად გავემგზავრე..." - ამბობს ავთანდილ ცინარიძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა