სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელფასის მეოთხედი კომუნალურ გადასახადებში იხარჯება
ხელფასის მეოთხედი კომუნალურ გადასახადებში იხარჯება

ხელ­ფა­სის და­ახ­ლო­ე­ბით მე­ო­თხედს მო­სახ­ლე­ო­ბა კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ში ხარ­ჯავს. სა­შუ­ა­ლო ხელ­ფას­სა და და­ნა­ხარჯს შო­რის აშ­კა­რა უთა­ნაბ­რო­ბაა, რაც ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლურ ფონს ქმნის. რამ­დენს ხარ­ჯა­ვენ კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ში? - ამ კი­თხვით, "რე­ზო­ნან­სმა" 100 ადა­მი­ა­ნი გა­მო­კი­თხა. შე­დეგ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გა­მო­კი­თხუ­ლი ასი რეს­პონ­დენ­ტი­დან, ყო­ვე­ლი მე­ო­რე კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ში 100-150 ლარს იხ­დის. ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ადა­მი­ა­ნის­თვის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 50-დან 100 ლა­რამ­დეა, ხოლო ყო­ვე­ლი მეშ­ვი­დე ადა­მი­ა­ნი 50-ლა­რი­ან ლი­მი­ტში ეტე­ვა. მო­სახ­ლე­ო­ბის 10-12% კი კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ში 200 ლარ­ზე მეტს ხარ­ჯავს.

ამ მო­ნა­ცე­მებს თუ და­ვუ­მა­ტებთ ინ­ტერ­ნე­ტის, ტე­ლე­ფო­ნი­სა და სხვა ტი­პის გა­და­სა­ხა­დის ხარჯს, რაც ასე­ვე აწ­ვე­ბა ოჯა­ხის ბი­უ­ჯეტს, საკ­მა­ოდ დიდ თან­ხას მი­ვი­ღებთ. "რე­ზო­ნან­სმა" სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზრი შე­ა­ჯა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­ფა­სი­სა და ხარ­ჯის თა­ნა­ფარ­დო­ბი­სა და "მოკ­ლე საბ­ნის" პრინ­ცი­პით მცხოვ­რე­ბი ხალ­ხის შე­სა­ხებ.

აკა­დე­მი­კოს ავთო სი­ლა­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა აქვს. გა­ცი­ლე­ბით მეტ თავ­სა­ტეხს მათ ზამ­თრის სე­ზო­ნი უქ­მნის და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ამ ხარჯთან გამ­კლა­ვე­ბა ბევ­რმა ოჯახ­მა ვერც შეძ­ლოს.

"დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის მაჩ­ვე­ნე­ბელს, თუ რის მი­ხედ­ვით მოხ­და მისი გან­სა­ზღვრა. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი მაღ­ლა­ხელ­ფა­სი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მო­ი­სო­ბი­თაა გაზ­რდი­ლი. მა­ღა­ლი და და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ებს შო­რის უთა­ნაბ­რო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად დი­დია. მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მცი­რე­ხელ­ფა­სი­ა­ნია. გა­მო­კი­თხვის შე­დე­გით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის 15% მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, მათ არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი ხარ­ჯი გას­წი­ონ. სხვა­თა შო­რის, არც 200 ლა­რია ის თან­ხა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ამ თან­ხით კარ­გი ცხოვ­რე­ბა მო­ი­წყონ. თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ხარჯთან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა აქვს. ის კა­ტე­გო­რია, ვინც კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ში 50 ლა­რამ­დე ხარ­ჯავს, ზამ­თრის სე­ზონ­ზე სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას აწყდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი შე­უ­სა­ბა­მო­ბა ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლურ ფონს ქმნის", - აცხა­დებს სი­ლა­გა­ძე.

მისი აზ­რით, მთავ­რო­ბას ამ პრობ­ლე­მის გა­სამ­კლა­ვებ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა მო­უ­წევს და მისი შემ­დგო­მი წარ­მა­ტე­ბაც ამ სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა­ზე დიდ­წი­ლად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. "ცხა­დია, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის გარ­და, არის სხვა ხარ­ჯიც, ბევ­რი ოჯა­ხის­თვის ასე­თია სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი. აშ­კა­რა უთა­ნას­წო­რო­ბაა, მთლი­ა­ნო­ბა­ში, საქ­მე გვაქვს პრობ­ლე­მას­თან, რო­მელ­თა­ნაც მთავ­რო­ბას შე­ჯა­ხე­ბა უხ­დე­ბა. რო­გორ გა­არ­თმევს თავს, დიდ­წი­ლად ამა­ზეა დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა-წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - დას­ძენს იგი.

ანა­ლო­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბა აქვს ექ­სპერტს სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში ნო­დარ კა­პა­ნა­ძეს, რომ­ლის შე­ფა­სე­ბი­თაც, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­ზე დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა უკი­დუ­რე­სო­ბის წი­ნა­შეა.

"ოჯა­ხის ხარ­ჯებ­ში კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის წილი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, იმ­დე­ნად დიდი, რომ არ რჩე­ბა ად­გი­ლი ისე­თი ხარ­ჯის­თვის, რო­გო­რი­ცაა ჯან­დაც­ვა და გა­ნათ­ლე­ბა. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ადა­მი­ა­ნე­ბი საკ­ვე­ბის შე­ძე­ნას ვერ ახერ­ხე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ლი­ო­ნი ოჯა­ხი­დან 800 ათასს ფუ­ლა­დი შე­მო­სა­ვა­ლი თვით­და­საქ­მე­ბის გზით აქვს. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იმ­დე­ნად დი­დია კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის ხარ­ჯი, რომ სხვა არაფ­რის­თვის რჩე­ბა ად­გი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თრის სე­ზონ­ზე. ჩვენ გვჭირ­დე­ბა სი­ღა­რი­ბი­სა და უთა­ნას­წო­რო­ბის ანა­ლი­ზი. კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბაა ოჯა­ხის რო­გორც შე­მო­სა­ვალ-გა­სა­ვალ­ში, ასე­ვე პრი­ო­რი­ტე­ტებ­შიც", - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი.

"რე­ზო­ნან­სის" მიერ გა­მო­კი­თხულ­თა­გან 37 წლის ლია გაგ­ნი­ძე პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გია. იგი ამ­ბობს, რომ მისი ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი 300 ლა­რამ­დეც არ არის, ხოლო კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ში ოჯახს 100 ლარი ეხარ­ჯე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ხელფასის მეოთხედი კომუნალურ გადასახადებში იხარჯება

ხელფასის მეოთხედი კომუნალურ გადასახადებში იხარჯება

ხელფასის დაახლოებით მეოთხედს მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებში ხარჯავს. საშუალო ხელფასსა და დანახარჯს შორის აშკარა უთანაბრობაა, რაც ქვეყანაში მძიმე სოციალურ ფონს ქმნის. რამდენს ხარჯავენ კომუნალურ გადასახადებში? - ამ კითხვით, "რეზონანსმა" 100 ადამიანი გამოკითხა. შედეგმა აჩვენა, რომ გამოკითხული ასი რესპონდენტიდან, ყოველი მეორე კომუნალურ გადასახადებში 100-150 ლარს იხდის. ყოველი მეხუთე ადამიანისთვის ეს მაჩვენებელი 50-დან 100 ლარამდეა, ხოლო ყოველი მეშვიდე ადამიანი 50-ლარიან ლიმიტში ეტევა. მოსახლეობის 10-12% კი კომუნალურ გადასახადებში 200 ლარზე მეტს ხარჯავს.

ამ მონაცემებს თუ დავუმატებთ ინტერნეტის, ტელეფონისა და სხვა ტიპის გადასახადის ხარჯს, რაც ასევე აწვება ოჯახის ბიუჯეტს, საკმაოდ დიდ თანხას მივიღებთ. "რეზონანსმა" სპეციალისტების აზრი შეაჯამა საქართველოში ხელფასისა და ხარჯის თანაფარდობისა და "მოკლე საბნის" პრინციპით მცხოვრები ხალხის შესახებ.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობას კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს. გაცილებით მეტ თავსატეხს მათ ზამთრის სეზონი უქმნის და არ არის გამორიცხული, ამ ხარჯთან გამკლავება ბევრმა ოჯახმა ვერც შეძლოს.

"დიდი მნიშვნელობა აქვს საშუალო ხელფასის მაჩვენებელს, თუ რის მიხედვით მოხდა მისი განსაზღვრა. რამდენადაც ვიცით, საშუალო ხელფასი მაღლახელფასიანი მოქალაქეების გამოისობითაა გაზრდილი. მაღალი და დაბალი შემოსავლების კატეგორიებს შორის უთანაბრობა კატასტროფულად დიდია. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მცირეხელფასიანია. გამოკითხვის შედეგით თუ ვიმსჯელებთ, დასაქმებულების 15% მძიმე მდგომარეობაშია. ელემენტარულად, მათ არ აქვთ საშუალება მინიმალური ხარჯი გასწიონ. სხვათა შორის, არც 200 ლარია ის თანხა, რომ ადამიანებმა ამ თანხით კარგი ცხოვრება მოიწყონ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ხარჯთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. ის კატეგორია, ვინც კომუნალურ გადასახადებში 50 ლარამდე ხარჯავს, ზამთრის სეზონზე სერიოზულ პრობლემას აწყდება. სამწუხაროდ, ასეთი შეუსაბამობა ქვეყანაში მძიმე სოციალურ ფონს ქმნის", - აცხადებს სილაგაძე.

მისი აზრით, მთავრობას ამ პრობლემის გასამკლავებლად სერიოზული მუშაობა მოუწევს და მისი შემდგომი წარმატებაც ამ სოციალური პრობლემის დაძლევაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული. "ცხადია, კომუნალური გადასახადის გარდა, არის სხვა ხარჯიც, ბევრი ოჯახისთვის ასეთია სწავლის გადასახადი. აშკარა უთანასწორობაა, მთლიანობაში, საქმე გვაქვს პრობლემასთან, რომელთანაც მთავრობას შეჯახება უხდება. როგორ გაართმევს თავს, დიდწილად ამაზეა დღევანდელი ხელისუფლების წარმატება-წარუმატებლობა დამოკიდებული", - დასძენს იგი.

ანალოგიური მოსაზრება აქვს ექსპერტს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძეს, რომლის შეფასებითაც, საქართველოს მოსახლეობის დიდზე დიდი უმრავლესობა უკიდურესობის წინაშეა.

"ოჯახის ხარჯებში კომუნალური გადასახადის წილი ძალიან მაღალია, იმდენად დიდი, რომ არ რჩება ადგილი ისეთი ხარჯისთვის, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება. ელემენტარულად, ადამიანები საკვების შეძენას ვერ ახერხებენ. საქართველოში მილიონი ოჯახიდან 800 ათასს ფულადი შემოსავალი თვითდასაქმების გზით აქვს. ამ ადამიანებისთვის იმდენად დიდია კომუნალური გადასახადის ხარჯი, რომ სხვა არაფრისთვის რჩება ადგილი, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე. ჩვენ გვჭირდება სიღარიბისა და უთანასწორობის ანალიზი. კატასტროფული შეუსაბამობაა ოჯახის როგორც შემოსავალ-გასავალში, ასევე პრიორიტეტებშიც", - აცხადებს ექსპერტი.

"რეზონანსის" მიერ გამოკითხულთაგან 37 წლის ლია გაგნიძე პროფესიით პედაგოგია. იგი ამბობს, რომ მისი ყოველთვიური ხელფასი 300 ლარამდეც არ არის, ხოლო კომუნალურ გადასახადებში ოჯახს 100 ლარი ეხარჯება.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია