Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ასწავლა მსოფლიო ომმა ადამიანებს მაჯის საათის ტარება
როგორ ასწავლა მსოფლიო ომმა ადამიანებს მაჯის საათის ტარება

პო­პუ­ლა­რუ­ლი მა­ჯის სა­ა­თე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ხელი, რო­გო­რი გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, პირ­ველ­მა მსოფ­ლიო ომმა შე­უ­წყო. 1914 წელს მა­ჯის სა­ა­თი მებ­რძო­ლი არ­მი­ე­ბის ოფი­ცერ­თა საშ­ტა­ტო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბად იქცა. ომის და­წყე­ბას­თან ერ­თად, მე­სა­ა­თე კომ­პა­ნი­ებ­მა სამ­ხედ­რო უწყე­ბე­ბის­გან მა­ჯის სა­ა­თე­ბის მსხვი­ლი პარ­ტი­ე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ზე მრა­ვა­ლი შეკ­ვე­თა მი­ი­ღეს. ერთი სა­უ­კუ­ნის წინ შექ­მნი­ლი ზო­გი­ერ­თი მო­დე­ლი დღე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლია.

ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქა­ში, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში დრო­ის გა­სა­გე­ბად მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს სულ უფრო ხშრად ვი­ყე­ნებთ. მა­ჯა­ზე გა­კე­თე­ბულ­მა კლა­სი­კურ­მა სა­ათ­მა კი თან­და­თან აქ­სე­სუ­ა­რის სტა­ტუ­სი მო­ირ­გო. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მსგავ­სი აქ­სე­სუ­ა­რი მისი მფლო­ბე­ლის სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუს­საც გან­სა­ზღვრავს. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ასე არ იყო.

ევ­რო­პულ ქრო­ნი­კებ­ში მა­ჯის სა­ა­თი პირ­ვე­ლად XVI სა­უ­კუ­ნე­შია ნახ­სე­ნე­ბი. 1571 წელს რო­ბერტ დად­ლიმ, ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ პირ­ველს ბრი­ლი­ან­ტე­ბი­თა და მარ­გა­ლი­ტე­ბით მორ­თუ­ლი სა­მა­ჯუ­რი მი­არ­თვა, რო­მელ­საც პა­ტა­რა სა­ა­თი ჰქონ­და. ბრი­ლი­ან­ტე­ბით იყო გა­წყო­ბი­ლი სა­ა­თის სა­ხელ­გან­თქმუ­ლი მო­დე­ლი Reine de Naples, რო­მე­ლიც 1812 წელს ოს­ტატ­მა აბ­რა­ამ-ლუი ბრე­გეტ­მა იმ­პე­რა­ტორ ნა­პო­ლე­ო­ნის უმ­ცროს დას - ნე­ა­პო­ლის დე­დო­ფალ კა­რო­ლი­ნა მი­უ­რატს მი­არ­თვა. თა­ვად იმ­პე­რა­ტო­რიც ლაშ­ქრო­ბებ­ში Breguet-ის სა­ათს ატა­რებ­და.

იმ დროს სა­ა­თი ძალ­ზე ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო და მისი ქო­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა მხო­ლოდ მდი­დარ დიდ­გვა­როვ­ნებს ჰქონ­დათ. სი­ტუ­ა­ცია XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­იც­ვა­ლა. მას­შტა­ბურ ბრძო­ლებ­ში, სა­კუ­თა­რი სა­ჯა­რი­სო შე­ნა­ერ­თე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბის­თვის, ოფიც­რებს ზუს­ტი დრო­ის ცოდ­ნა სჭირ­დე­ბო­დათ. მსოფ­ლი­ოს მსხვი­ლი მე­სა­ა­თე­ე­ბის წი­ნა­შე ორი ამო­ცა­ნა და­ი­სა­ხა. პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­რო იყო მარ­ტი­ვი კონ­სტრუქ­ცი­ის სა­ა­თე­ბის შექ­მნა, რომ­ლე­ბიც სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­შიც გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვებ­დნენ. მე­ო­რე, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი - სა­ა­თებ­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი ფა­სის და­წე­სე­ბა იყო.

ბრა­ზი­ლი­ელ­მა ავი­ა­ტორ­მა ალ­ბერ­ტო სან­ტუშ-დი­უ­მონტმა მა­ჯის სა­ა­თი სა­კუ­თარ მე­გო­ბარს - ლუი კარ­ტი­ეს და­უკ­ვე­თა. ფრე­ნის ხან­გრძლი­ვო­ბი­სა და საწ­ვა­ვის მა­რა­გის გან­სა­ზღვრის­თვის, პი­ლოტს ზუს­ტი სა­ა­თი სჭირ­დე­ბო­და.

წარ­მო­ე­ბის მას­შტა­ბე­ბის გაზ­რდი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის პრობ­ლე­მა ამე­რი­კე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს. სა­ა­თე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში მათ "კოლ­ტის" რე­ვოლ­ვე­რე­ბის ფაბ­რი­კის­გან ნა­სეს­ხე­ბი იდეა - კონ­ვე­ე­რის პრინ­ცი­პი გა­მო­ი­ყე­ნეს. "კოლ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ით" დამ­ზა­დე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სა­ა­თი ამე­რი­კე­ლებ­მა ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, 1867 წელს გა­მარ­თულ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მო­ად­გი­ნეს.

მა­ჯის სა­ა­თე­ბის მა­სი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბა პირ­ველ­მა მსოფ­ლიო ომმა გა­ნა­პი­რო­ბა. მა­ლე­ვე მა­ჯის სა­ა­თი ოფიც­რე­ბის ეკი­პი­რე­ბის გა­ნუყ­რე­ლი ატ­რი­ბუ­ტი გახ­და. მო­დე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას სტან­დარ­ტუ­ლი კონ­ფი­გუ­რა­ცია ჰქონ­და. თუმ­ცა ცალ­კე­უ­ლი ფირ­მე­ბი ექ­სპე­რი­მენ­ტებს აქ­ტი­უ­რად ატა­რებ­დნენ. 1915 წელს Rolex-მა ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ფლო­ტის დაკ­ვე­თით მე­ტა­ლის­კორ­პუ­სი­ა­ნი წყალ­გა­უმ­ტა­რი სა­ა­თი და­ამ­ზა­და.

Breguet-მა თავი ავი­ა­ტო­რე­ბის­თვის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მა­ჯის ქრო­ნო­მეტ­რის შექ­მნით გა­ით­ქვა. დიდი სი­ზუს­ტის სა­ა­თის ცდო­მი­ლე­ბა 24 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ +/- 5 წმ იყო. დღე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლი კვად­რა­ტუ­ლი ფორ­მის მა­ჯის სა­ა­თი (მო­დე­ლი "ტან­კი") ფირ­მა Cartier-მ ახა­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის პა­ტივ­სა­ცე­მად შექ­მნა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი

როგორ ასწავლა მსოფლიო ომმა ადამიანებს მაჯის საათის ტარება

როგორ ასწავლა მსოფლიო ომმა ადამიანებს მაჯის საათის ტარება

პოპულარული მაჯის საათების გავრცელებას ხელი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველმა მსოფლიო ომმა შეუწყო. 1914 წელს მაჯის საათი მებრძოლი არმიების ოფიცერთა საშტატო აღჭურვილობად იქცა. ომის დაწყებასთან ერთად, მესაათე კომპანიებმა სამხედრო უწყებებისგან მაჯის საათების მსხვილი პარტიების დამზადებაზე მრავალი შეკვეთა მიიღეს. ერთი საუკუნის წინ შექმნილი ზოგიერთი მოდელი დღესაც პოპულარულია.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში დროის გასაგებად მობილურ ტელეფონს სულ უფრო ხშრად ვიყენებთ. მაჯაზე გაკეთებულმა კლასიკურმა საათმა კი თანდათან აქსესუარის სტატუსი მოირგო. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი აქსესუარი მისი მფლობელის სოციალურ სტატუსსაც განსაზღვრავს. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო.

ევროპულ ქრონიკებში მაჯის საათი პირველად XVI საუკუნეშია ნახსენები. 1571 წელს რობერტ დადლიმ, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ პირველს ბრილიანტებითა და მარგალიტებით მორთული სამაჯური მიართვა, რომელსაც პატარა საათი ჰქონდა. ბრილიანტებით იყო გაწყობილი საათის სახელგანთქმული მოდელი Reine de Naples, რომელიც 1812 წელს ოსტატმა აბრაამ-ლუი ბრეგეტმა იმპერატორ ნაპოლეონის უმცროს დას - ნეაპოლის დედოფალ კაროლინა მიურატს მიართვა. თავად იმპერატორიც ლაშქრობებში Breguet-ის საათს ატარებდა.

იმ დროს საათი ძალზე ძვირი სიამოვნება იყო და მისი ქონის ბედნიერება მხოლოდ მდიდარ დიდგვაროვნებს ჰქონდათ. სიტუაცია XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვალა. მასშტაბურ ბრძოლებში, საკუთარი საჯარისო შენაერთების კოორდინირებისთვის, ოფიცრებს ზუსტი დროის ცოდნა სჭირდებოდათ. მსოფლიოს მსხვილი მესაათეების წინაშე ორი ამოცანა დაისახა. პირველ რიგში, საჭირო იყო მარტივი კონსტრუქციის საათების შექმნა, რომლებიც საველე პირობებშიც გამართულად იმუშავებდნენ. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი - საათებზე ოპტიმალური ფასის დაწესება იყო.

ბრაზილიელმა ავიატორმა ალბერტო სანტუშ-დიუმონტმა მაჯის საათი საკუთარ მეგობარს - ლუი კარტიეს დაუკვეთა. ფრენის ხანგრძლივობისა და საწვავის მარაგის განსაზღვრისთვის, პილოტს ზუსტი საათი სჭირდებოდა.

წარმოების მასშტაბების გაზრდისა და ღირებულების შემცირების პრობლემა ამერიკელებმა გადაწყვიტეს. საათების წარმოებაში მათ "კოლტის" რევოლვერების ფაბრიკისგან ნასესხები იდეა - კონვეერის პრინციპი გამოიყენეს. "კოლტის ტექნოლოგიით" დამზადებული პირველი საათი ამერიკელებმა ფილადელფიაში, 1867 წელს გამართულ გამოფენაზე წარმოადგინეს.

მაჯის საათების მასიური გავრცელება პირველმა მსოფლიო ომმა განაპირობა. მალევე მაჯის საათი ოფიცრების ეკიპირების განუყრელი ატრიბუტი გახდა. მოდელების უმეტესობას სტანდარტული კონფიგურაცია ჰქონდა. თუმცა ცალკეული ფირმები ექსპერიმენტებს აქტიურად ატარებდნენ. 1915 წელს Rolex-მა ბრიტანეთის სამეფო ფლოტის დაკვეთით მეტალისკორპუსიანი წყალგაუმტარი საათი დაამზადა.

Breguet-მა თავი ავიატორებისთვის მსოფლიოში პირველი მაჯის ქრონომეტრის შექმნით გაითქვა. დიდი სიზუსტის საათის ცდომილება 24 სთ-ის განმავლობაში მხოლოდ +/- 5 წმ იყო. დღესაც პოპულარული კვადრატული ფორმის მაჯის საათი (მოდელი "ტანკი") ფირმა Cartier-მ ახალი სამხედრო ტექნიკის პატივსაცემად შექმნა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე