მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ესტაკადა - რეალობით ნაკარნახევი აუცილებლობა?!
ახალი ესტაკადა - რეალობით ნაკარნახევი აუცილებლობა?!

ქა­რიშ­ხა­ლი ჭი­ქა­ში ანუ ხმა­უ­რი არაფ­რის გამო - ასე აფა­სე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლის აჟი­ო­ტაჟს პუშ­კი­ნის ქუ­ჩის ეს­ტა­კა­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხმა­უ­რი მას შემ­დეგ ატყდა, რაც თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის ერ­თმა­ნეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ორ­მხრი­ვი სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. 26 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­და­წყდა, რომ იქ, სა­დაც დღეს სა­ფეხ­მავ­ლო გზაა და ძვე­ლისძვე­ლი ცი­ხის ბურ­ჯე­ბი ჩანს, კვლავ სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ბა, რის­თვი­საც ეს­ტა­კა­და ბურ­ჯებს თავ­ზე მო­ექ­ცე­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სი­ტყვა ეს­ტა­კა­და მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვა და რა­ტომ­ღაც წარ­მო­იდ­გი­ნა, რომ პუშ­კი­ნის ვიწ­რო ქუ­ჩა­ზე რამ­დე­ნი­მე­სარ­თუ­ლი­ა­ნი გზა უნდა აშენ­დეს. საქ­მეს ვერ უშ­ვე­ლა მე­რი­ის მომ­ზა­დე­ბულ­მა ფო­ტო­ეს­კი­ზებ­მაც... სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის­ტე­რი­ას ხელი შე­უ­წყო საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­ძა­ო­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებ­მაც. მათ მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექტს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ასე და­ი­მარ­ხე­ბა თბი­ლის­ში შე­მო­სას­ვლე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი კე­დე­ლი და გა­ლა­ვა­ნი, მშე­ნებ­ლო­ბის შე­დე­გად გაჩ­ნდე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის საფრ­თხე.

"კვი­რის პა­ლიტ­რას" მე­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ავ­თან­დილ სუ­და­ძე ესა­უბ­რა: - კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თან გა­კეთ­დე­ბა ბურ­ჯე­ბი და ლი­თო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით გა­და­სას­ვლე­ლი ხიდი აშენ­დე­ბა. გზა, რო­მე­ლიც ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დი­დან მი­დის მო­ედ­ნის­კენ, რჩე­ბა უც­ვლე­ლად, შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ ას­ფალ­ტის სა­ფა­რი შე­იც­ვა­ლოს, ისიც - თუ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია.

უსა­ფუძ­ვლოა პა­ნი­კა, რომ ეს­ტა­კა­და ძა­ლი­ან მაღ­ლა აი­წევს და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ფან­ჯრე­ბის წინ ივ­ლი­ან, ან თით­ქოს არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ან­სამ­ბლს და­ვა­მა­ხინ­ჯებთ. ავა­შე­ნებთ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლის შე­სა­ბა­მის სა­მან­ქა­ნო გზას, მსუ­ბუქ ეს­ტა­კა­დას და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში - ბე­ტო­ნის ნა­გე­ბო­ბებს, რო­გო­რიც არის გმირ­თა მო­ე­დან­ზე ან სხვა­გან. ჩვენ ხომ მი­წაყ­რილს ვე­ღარ გა­ვა­კე­თებთ, ისევ ხომ არ დავ­მარ­ხავთ ძეგლს, ამი­ტო­მაც ვა­კე­თებთ ეს­ტა­კა­დას. კა­ტას­ტრო­ფუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა. ამა­საც ვა­კე­თებთ იმი­ტომ, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბა იოლი გახ­დეს.

- გა­ნა­ცხა­დეთ, რომ ეს მშე­ნებ­ლო­ბა ორი მი­ლი­ო­ნი ლარი დაჯ­დე­ბა. რო­დის­თვის აპი­რებთ დას­რუ­ლე­ბას?

- თან­ხა, შე­საძ­ლოა იყოს მეტი ან ნაკ­ლე­ბი. ვვა­რა­უ­დობთ, რომ პრო­ექ­ტი 2015 წლის ბო­ლოს­თვის უნდა დას­რულ­დეს და ამი­ტო­მაც ახ­ლა­ვე ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას. და­ახ­ლო­ე­ბით 160-დღი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რა გვექ­ნე­ბა ტენ­დე­რის­თვის. ვფიქ­რობთ, 2015 წლის მა­ი­სი­დან და­ი­წყე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა, რაც 7-8 თვე­ში უნდა დას­რულ­დეს. საპ­რო­ექ­ტო, სამ­შე­ნებ­ლო, ურ­ბა­ნუ­ლი და სატ­რან­სპორ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი დიდი ხანი მუ­შა­ობ­დნენ ამ სა­კი­თხზე.

- ოპო­ნენ­ტებ­მა მე­რია და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის და­სა­მა­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში.

- პი­რი­ქით, ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სწო­რედ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას და­ი­ცავს. ვინც ამ აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბას გვი­ყე­ნებს, რა­ტომ­ღაც არ ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, რო­გორ ნად­გურ­დე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა თუნ­დაც სო­ლო­ლაკ­ში, სა­დაც ინ­ტენ­სი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა, ვიბ­რა­ცია ან­გრევს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ ვცდი­ლობთ, ერთი მხრივ, სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძი გავ­ხსნათ და მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მთაწ­მინ­დი­დან, ოქ­რო­ყა­ნი­დან და სხვა ზედა ქუ­ჩე­ბი­დან სწრა­ფად მოხ­ვდეს მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე. მე­ო­რე მხრივ, გა­ნიტ­ვირ­თე­ბა სო­ლო­ლა­კიც, მოძ­რა­ო­ბის გან­ტვირ­თვის შე­დე­გად კი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბიც გა­დარ­ჩე­ბა.

რო­ბერტ იანტბე­ლი­ძე, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი: - იდეა შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მთა­ვა­რია, ჭკვი­ა­ნუ­რად და­ი­გეგ­მოს და არა ისე, რო­გორც უგუ­ლა­ვამ გა­ა­კე­თა არა მხო­ლოდ გმირ­თა მო­ე­დან­ზე, არა­მედ მთელ ქა­ლაქ­ში ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის ხი­დე­ბის სა­ხით. ამ ხი­დებ­ზე ხომ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა 1 პრო­ცენ­ტიც არ გა­და­დის.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ახალი ესტაკადა - რეალობით ნაკარნახევი აუცილებლობა?!

ახალი ესტაკადა - რეალობით ნაკარნახევი აუცილებლობა?!

ქარიშხალი ჭიქაში ანუ ხმაური არაფრის გამო - ასე აფასებენ ექსპერტები საზოგადოების ერთი ნაწილის აჟიოტაჟს პუშკინის ქუჩის ესტაკადასთან დაკავშირებით. ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მარჯვენა სანაპიროსა და თავისუფლების მოედნის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის შესახებ განაცხადა. 26 სექტემბერს თბილისის საკრებულოში გადაწყდა, რომ იქ, სადაც დღეს საფეხმავლო გზაა და ძველისძველი ციხის ბურჯები ჩანს, კვლავ სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება, რისთვისაც ესტაკადა ბურჯებს თავზე მოექცევა. საზოგადოებამ სიტყვა ესტაკადა მტკივნეულად აღიქვა და რატომღაც წარმოიდგინა, რომ პუშკინის ვიწრო ქუჩაზე რამდენიმესართულიანი გზა უნდა აშენდეს. საქმეს ვერ უშველა მერიის მომზადებულმა ფოტოესკიზებმაც... საზოგადოების ისტერიას ხელი შეუწყო საკრებულოს "ნაციონალური მოძაობის" დეპუტატების განცხადებებმაც. მათ მხარი არ დაუჭირეს ესტაკადის მშენებლობის პროექტს და განაცხადეს, რომ ასე დაიმარხება თბილისში შემოსასვლელი ისტორიული კედელი და გალავანი, მშენებლობის შედეგად გაჩნდება ისტორიული მემკვიდრეობის დაზიანების საფრთხე.

"კვირის პალიტრას" მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე ესაუბრა: - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან გაკეთდება ბურჯები და ლითონის კონსტრუქციებით გადასასვლელი ხიდი აშენდება. გზა, რომელიც ბარათაშვილის ხიდიდან მიდის მოედნისკენ, რჩება უცვლელად, შესაძლოა, მხოლოდ ასფალტის საფარი შეიცვალოს, ისიც - თუ დაზიანებულია.

უსაფუძვლოა პანიკა, რომ ესტაკადა ძალიან მაღლა აიწევს და ავტომობილები ფანჯრების წინ ივლიან, ან თითქოს არქიტექტურულ ანსამბლს დავამახინჯებთ. ავაშენებთ არქიტექტურული სტილის შესაბამის სამანქანო გზას, მსუბუქ ესტაკადას და არავითარ შემთხვევაში - ბეტონის ნაგებობებს, როგორიც არის გმირთა მოედანზე ან სხვაგან. ჩვენ ხომ მიწაყრილს ვეღარ გავაკეთებთ, ისევ ხომ არ დავმარხავთ ძეგლს, ამიტომაც ვაკეთებთ ესტაკადას. კატასტროფული არაფერი ხდება. ამასაც ვაკეთებთ იმიტომ, რომ გადაადგილება იოლი გახდეს.

- განაცხადეთ, რომ ეს მშენებლობა ორი მილიონი ლარი დაჯდება. როდისთვის აპირებთ დასრულებას?

- თანხა, შესაძლოა იყოს მეტი ან ნაკლები. ვვარაუდობთ, რომ პროექტი 2015 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს და ამიტომაც ახლავე ვიწყებთ მუშაობას. დაახლოებით 160-დღიანი პროცედურა გვექნება ტენდერისთვის. ვფიქრობთ, 2015 წლის მაისიდან დაიწყება მშენებლობა, რაც 7-8 თვეში უნდა დასრულდეს. საპროექტო, სამშენებლო, ურბანული და სატრანსპორტო ორგანიზაციები დიდი ხანი მუშაობდნენ ამ საკითხზე.

- ოპონენტებმა მერია დაადანაშაულეს კულტურული მემკვიდრეობის დასამარების მცდელობაში.

- პირიქით, ეს არის პროექტი, რომელიც სწორედ კულტურულ მემკვიდრეობას დაიცავს. ვინც ამ აბსურდულ ბრალდებას გვიყენებს, რატომღაც არ ამახვილებს ყურადღებას, როგორ ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა თუნდაც სოლოლაკში, სადაც ინტენსიური მოძრაობა, ვიბრაცია ანგრევს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ერთი მხრივ, სატრანსპორტო კვანძი გავხსნათ და მოსახლეობას მიეცეს საშუალება, მთაწმინდიდან, ოქროყანიდან და სხვა ზედა ქუჩებიდან სწრაფად მოხვდეს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. მეორე მხრივ, განიტვირთება სოლოლაკიც, მოძრაობის განტვირთვის შედეგად კი კულტურული ძეგლებიც გადარჩება.

რობერტ იანტბელიძე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი: - იდეა შესანიშნავია, მთავარია, ჭკვიანურად დაიგეგმოს და არა ისე, როგორც უგულავამ გააკეთა არა მხოლოდ გმირთა მოედანზე, არამედ მთელ ქალაქში ქვეითად მოსიარულეთათვის ხიდების სახით. ამ ხიდებზე ხომ ფეხით მოსიარულეთა 1 პროცენტიც არ გადადის.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია