სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმია
აჭარის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმია

აჭა­რის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე 5 ბა­ლამ­დე შტორ­მია. დი­ლის 04:00 სა­ა­თის­თვის აჭა­რა­ში ამინ­დი გა­უ­ა­რეს­და, წვიმს და ქარი გაძ­ლი­ერ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრის უფ­როს­მა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად წაქ­ცე­უ­ლია ხე­ე­ბი, ქა­ლა­ქის უბ­ნე­ბის დატ­ბორ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში ჯერ შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ შე­სუ­ლა.

"და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­ა­თია, გა­და­უ­ღებ­ლად წვიმს. შტორ­მი მი­უ­ახ­ლოვ­და 5 ბა­ლი­ან ნიშ­ნულს. ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, მა­ჭა­ხე­ლა­ში წაქ­ცე­უ­ლია ხე, ასე­ვე, ბა­თუმ­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე წა­იქ­ცა ხე და ქო­ბუ­ლეთ­სა და ფიჭვნარ­ში წა­იქ­ცა ხე­ე­ბი. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის მიერ პრობ­ლე­მა უკვე აღ­მო­ფხვრი­ლია. დატ­ბორ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ჯერ არ შე­მო­სუ­ლა", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე არ­სე­ბულ კო­ლექ­ტო­რებ­თან, სა­დაც ქა­ლაქ­ში დაგ­რო­ვი­ლი წყა­ლი გა­ე­დი­ნე­ბა, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სპე­ცტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც შტორ­მის მო­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კო­ლექ­ტო­რე­ბის გაწ­მენ­დას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

"კო­ლექ­ტო­რებ­თან, სა­დაც ქა­ლაქ­ში დაგ­რო­ვი­ლი წყა­ლი გა­დის, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ტრაქ­ტო­რე­ბი, იმი­ტომ, რომ თუ შტორ­მი 5 ბა­ლი­ან ნიშ­ნულს გას­ცდე­ბა, ზღვა აუ­ცი­ლებ­ლად ამოყ­რის ნა­ტანს და ჩა­ხერ­გავს გა­სას­ვლე­ლებს. ტრაქ­ტო­რე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, რომ კო­ლექ­ტო­რე­ბის გაწ­მენ­და უზ­რუნ­ველ­ყონ", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შექ­მნი­ლია სა­გან­გე­ბო შტა­ბი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოფი­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

აჭარის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმია

აჭარის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმია

აჭარის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმია. დილის 04:00 საათისთვის აჭარაში ამინდი გაუარესდა, წვიმს და ქარი გაძლიერდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, ქალაქის უბნების დატბორვასთან დაკავშირებით კი, სამაშველო სამსახურში ჯერ შეტყობინება არ შესულა.

"დაახლოებით სამი საათია, გადაუღებლად წვიმს. შტორმი მიუახლოვდა 5 ბალიან ნიშნულს. ძლიერი ქარის შედეგად ხელვაჩაურში, მაჭახელაში წაქცეულია ხე, ასევე, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე წაიქცა ხე და ქობულეთსა და ფიჭვნარში წაიქცა ხეები. სამაშველო სამსახურის მიერ პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. დატბორვებთან დაკავშირებით შეტყობინებები ჯერ არ შემოსულა", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე განმარტებით, ზღვის სანაპიროზე არსებულ კოლექტორებთან, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი გაედინება, მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც შტორმის მომატების შემთხვევაში კოლექტორების გაწმენდას უზრუნველყოფს.

"კოლექტორებთან, სადაც ქალაქში დაგროვილი წყალი გადის, მობილიზებულია ტრაქტორები, იმიტომ, რომ თუ შტორმი 5 ბალიან ნიშნულს გასცდება, ზღვა აუცილებლად ამოყრის ნატანს და ჩახერგავს გასასვლელებს. ტრაქტორები მობილიზებულია, რომ კოლექტორების გაწმენდა უზრუნველყონ", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე თქმით, მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოფისი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია