Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას ვერასოდეს ვაპატიებ, რომ რძალი სახლიდან გამიქცია"
"მას ვერასოდეს ვაპატიებ, რომ რძალი სახლიდან გამიქცია"

რძლებ­ზე აუ­გის მთქმე­ლი ბევ­რი დე­დამ­თი­ლი მი­ნა­ხავს, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად შევ­ხვედ­რი­ვარ ქალს, რო­მელ­საც თა­ვი­სი რძა­ლი გულ­წრფე­ლად ექოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია ქალ­ბა­ტო­ნი ნანა და მისი აწ უკვე ყო­ფი­ლი რძა­ლი ქეთი ერთ ჭერ­ქვეშ აღარ ცხოვ­რო­ბენ, მათ დღემ­დე სა­უ­ცხოო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ...

- მე­ექ­ვსე წე­ლია ჩემი რძა­ლი ჩემ­თან აღარ ცხოვ­რობს, მაგ­რამ მას და ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვნა­ხუ­ლობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­მი­ვე და გული მწყდე­ბა, რომ დღეს ქეთი ჩემი შვი­ლის ცოლი აღარ არის. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე ჩემი შვი­ლია და მას ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ, რომ რძა­ლი სახ­ლი­დან გა­მიქ­ცია.

- რა მოხ­და? მოგ­ვი­ყე­ვით...

- ჩემი შვი­ლი 25 წლის იყო, როცა ცო­ლის მოყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა. ქეთი გა­საც­ნო­ბად ჩვენს ოჯახ­ში რომ მო­იყ­ვა­ნა, მის მი­მართ მა­შინ­ვე სიმ­პა­თია გა­მიჩ­ნდა. ხში­რად გა­ი­გო­ნებთ, რომ დე­დე­ბი ბი­ჭე­ბის მი­მართ ეგო­ის­ტუ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი და რაც უნდა კარ­გი რძა­ლი ჰყავ­დეთ, ფა­რუ­ლი თუ და­უ­ფა­რა­ვი აგ­რე­სია აქ­ვთო. თუმ­ცა ამას ჩემ­ზე ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი. ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ უნდა შე­ვი­ძუ­ლო ის ქალი, ვინც ჩემი შვი­ლის რჩე­უ­ლია?! მით უფრო, როცა და­ი­ნა­ხავ, რომ მას შენი შვი­ლი უყ­ვარს, ზრუ­ნავს და სა­უ­კე­თე­სო მე­უღ­ლეა. მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რძა­ლი მყავ­და, მაგ­რამ ჩემ­მა ბიჭ­მა ვერ შე­იშ­ნო­ვა. გია ისე­თი ეჭ­ვი­ა­ნი გა­მოდ­გა, რომ ქე­თის არც მე­ზო­ბელ­თან უშ­ვებ­და, არც მა­ღა­ზი­ა­ში –და ყვე­ლა მე­გო­ბარ­საც ჩა­მო­ა­შო­რა. ტე­ლე­ფო­ნის ზა­რებს უმოწ­მებ­და, უკონ­ტრო­ლებ­და ჩაც­მის სტილ­საც, თუმ­ცა მე არა­სო­დეს მახ­სოვს, ქე­თის გა­მომ­წვე­ვად ჩა­ეც­ვა.

მის ტან­ზე მუხლს ზე­მოთ კაბა არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. არ ვიცი, ჩემს ბიჭს რა და­ე­მარ­თა, გი­ჟი­ვით იყო, ვერ ვცნობ­დი. ხან მა­მა­მი­სი ელა­პა­რა­კე­ბო­და, ხა­ნაც მე ვუ­ჩი­ჩი­ნებ­დი, რომ ცოლს პა­ტი­ვის­ცე­მით მო­პყრო­ბო­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გავ­ხდით. ქე­თიმ სამ წე­ლი­წად­ში ორი ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. პრო­ფე­სი­ით სტო­მა­ტო­ლო­გია და ერთ-ერთ სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და. ბავ­შვე­ბის და­ტო­ვე­ბას და მოვ­ლას რო­გორ და­ვა­მად­ლი­დი, პი­რი­ქით, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუვ­ლი­დი შვი­ლიშ­ვი­ლებს, მაგ­რამ ჩემ­მა ბიჭ­მა ცოლს სამ­სა­ხუ­რის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა მოს­თხო­ვა. ქეთი და­ე­მორ­ჩი­ლა. მე არ ვმუ­შა­ობ­დი და მთე­ლი დღე რძალ­თან ერ­თად შინ ვი­ყა­ვი. მა­შინ კი­დევ უფრო კარ­გად გა­ვი­ცა­ნი ის გოგო, მივ­ხვდი, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი შე­მოგ­ვი­ვი­და ოჯახ­ში. ერთ დღე­საც ჩემი შვი­ლი შინ უგო­ნოდ მთვრა­ლი მო­ვი­და. ქე­თიმ კარი რომ გა­უ­ღო, ხმა არ ამო­უ­ღია, ქმა­რი ისე შე­იყ­ვა­ნა თა­ვი­ანთ ოთახ­ში და ლო­გინ­ში ჩა­წო­ლა­ში და­ეხ­მა­რა. გიას მა­შინ­ვე ჩა­ე­ძი­ნა.

რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ბავ­შვე­ბი რომ და­ვა­ძი­ნეთ, ჩვენც დავ­წე­ქით. ღა­მით ჩემი რძლის გან­წი­რულ­მა კი­ვილ­მა გა­მაღ­ვი­ძა. მივ­ხვდი, სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და. გია ცოლს სცემ­და! ამა­სო­ბა­ში ბავ­შვებ­საც გა­ეღ­ვი­ძათ და ტი­რი­ლი მორ­თეს. ჩემი მე­უღ­ლე ცუ­დად გახ­და, გულ­ზე ხელი მი­ი­დო და სკამ­ზე მი­ეს­ვე­ნა. აღარ ვი­ცო­დი რა მექ­ნა, და­ვი­ბე­ნი, მაგ­რამ სას­წრა­ფო და­ხა­რე­ბა მა­ინც გა­მო­ვი­ძა­ხე. გიამ რომ და­ი­ნა­ხა, მა­მა­მი­სი ცუ­დად გახ­და, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­მო­ფხიზ­ლდა, მა­შინ­ვე მის გვერ­დით გაჩ­ნდა და დამ­შვი­დე­ბა და­უ­წყო. კი­დევ კარ­გი, ექი­მე­ბი მალე მო­ვიდ­ნენ და ჩემს მე­უღ­ლეს სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი სჭირ­და, გა­დავ­რჩით.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რა­ხან თქვე­ნი შვი­ლი ცოლს ხე­ლით ერთხელ შე­ე­ხო, ამას მე­ო­რე­დაც გა­ა­კე­თებ­და...

- სამ­წუ­ხა­როდ, კი და ამ ყვე­ლა­ფერ­მა სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. რო­გორ არ ვთხო­ვე, რა არ ვუ­თხა­რი, და­ვე­მუქ­რე კი­დეც - მოვ­კი­დებ ამ გო­გოს და ბავ­შვებს ხელს და სო­ფელ­ში წა­ვიყ­ვან-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ფერ­მა გაჭ­რა. ხან­და­ხან ისე მძულ­და, თით­ქოს ჩემი შვი­ლი კი არა, ვი­ღაც უცხო, მტე­რი ყო­ფი­ლი­ყო! მე და ჩემს მე­უღ­ლეს არა­ერ­თი ღამე გაგ­ვი­თე­ნე­ბია თეთ­რად, როცა გვერ­დით ოთა­ხი­დან ჩემი შვი­ლის ყვი­რი­ლი და ქე­თის ტი­რი­ლის ხმა გა­მო­დი­ო­და. ხან ვფიქ­რობ­დი, ცოლ-ქმრის ჩხუბ­ში არ ჩა­ვე­რე­ვი-მეთ­ქი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ერთხე­ლაც, ჩემი რძა­ლი ოთა­ხი­დან თვა­ლებ ჩა­წით­ლე­ბუ­ლი და ტან­და­ლი­ლა­ვე­ბუ­ლი რომ გა­მო­ვი­და, ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე, ფე­ხებ­ში ჩა­ვუ­ვარ­დი და ავ­ტირ­დი.

სა­ნამ რა­მეს მე­ტყო­და, მე ვუ­თხა­რი, შვი­ლო, ამ მხეცს თავს ნუ შეს­წი­რავ, ჩა­ა­ლა­გე ბარ­გი, მოჰ­კი­დე ბავ­შვებს ხელი და წადი ჩვე­ნი სახ­ლი­დან. თუ მშობ­ლებ­თან დაბ­რუ­ნე­ბა არ გინ­და, ბი­ნას გი­ქი­რა­ვებ და იქ გა­და­დით-მეთ­ქი. ჩა­მე­ხუ­ტა და მი­თხრა, რომ ბინა უკვე ერთი კვი­რის ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და, ბარ­გიც ჩა­ა­ლა­გა და ჩვე­ნი სახ­ლი­დან გა­დას­ვლას აპი­რებ­და. გა­მი­ხარ­და-მეთ­ქი, რომ გი­თხრათ, და­მი­ჯე­რებთ?! მაგ­რამ მარ­თლა ასე იყო, რად­გან მე ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავ­დი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გიას და­ვუ­მა­ლეთ იმ ბი­ნის მი­სა­მარ­თი, სა­დაც მისი ცოლ-შვი­ლი გა­და­ვი­და. ვუ­თხა­რი, რომ ჩემ­გან ამას ვერ გა­ი­გებ­და და ხომ არ მომ­კლავ­და?! გა­გიჟ­და, გა­და­ი­რია, ორი კვი­რა გა­დაბ­მუ­ლად სვამ­და, მაგ­რამ როცა გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­ბუ­თი მო­უ­ვი­და, ვე­ღა­რა­ფე­რი თქვა... რა­ტომ ვერ შე­იშ­ნო­ვა ამ კაც­მა ან­გე­ლო­ზი­ვით ცოლ-შვი­ლი, დღემ­დე ვერ გა­მი­გია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი

"მას ვერასოდეს ვაპატიებ, რომ რძალი სახლიდან გამიქცია"

"მას ვერასოდეს ვაპატიებ, რომ რძალი სახლიდან გამიქცია"

რძლებზე აუგის მთქმელი ბევრი დედამთილი მინახავს, მაგრამ იშვიათად შევხვედრივარ ქალს, რომელსაც თავისი რძალი გულწრფელად ექოს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეექვსე წელია ქალბატონი ნანა და მისი აწ უკვე ყოფილი რძალი ქეთი ერთ ჭერქვეშ აღარ ცხოვრობენ, მათ დღემდე საუცხოო ურთიერთობა აქვთ...

- მეექვსე წელია ჩემი რძალი ჩემთან აღარ ცხოვრობს, მაგრამ მას და ჩემს შვილიშვილებს კვირაში რამდენჯერმე ვნახულობ. ძალიან მიყვარს სამივე და გული მწყდება, რომ დღეს ქეთი ჩემი შვილის ცოლი აღარ არის. თუმცა, ყველაფერში დამნაშავე ჩემი შვილია და მას ვერასოდეს ვაპატიებ, რომ რძალი სახლიდან გამიქცია.

- რა მოხდა? მოგვიყევით...

- ჩემი შვილი 25 წლის იყო, როცა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. ქეთი გასაცნობად ჩვენს ოჯახში რომ მოიყვანა, მის მიმართ მაშინვე სიმპათია გამიჩნდა. ხშირად გაიგონებთ, რომ დედები ბიჭების მიმართ ეგოისტურად არიან განწყობილი და რაც უნდა კარგი რძალი ჰყავდეთ, ფარული თუ დაუფარავი აგრესია აქვთო. თუმცა ამას ჩემზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ვერ ვხვდები, რატომ უნდა შევიძულო ის ქალი, ვინც ჩემი შვილის რჩეულია?! მით უფრო, როცა დაინახავ, რომ მას შენი შვილი უყვარს, ზრუნავს და საუკეთესო მეუღლეა. მართლაც არაჩვეულებრივი რძალი მყავდა, მაგრამ ჩემმა ბიჭმა ვერ შეიშნოვა. გია ისეთი ეჭვიანი გამოდგა, რომ ქეთის არც მეზობელთან უშვებდა, არც მაღაზიაში –და ყველა მეგობარსაც ჩამოაშორა. ტელეფონის ზარებს უმოწმებდა, უკონტროლებდა ჩაცმის სტილსაც, თუმცა მე არასოდეს მახსოვს, ქეთის გამომწვევად ჩაეცვა.

მის ტანზე მუხლს ზემოთ კაბა არასოდეს მინახავს. არ ვიცი, ჩემს ბიჭს რა დაემართა, გიჟივით იყო, ვერ ვცნობდი. ხან მამამისი ელაპარაკებოდა, ხანაც მე ვუჩიჩინებდი, რომ ცოლს პატივისცემით მოპყრობოდა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ქეთიმ სამ წელიწადში ორი ბავშვი გააჩინა. პროფესიით სტომატოლოგია და ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა. ბავშვების დატოვებას და მოვლას როგორ დავამადლიდი, პირიქით, სიამოვნებით ვუვლიდი შვილიშვილებს, მაგრამ ჩემმა ბიჭმა ცოლს სამსახურისთვის თავის დანებება მოსთხოვა. ქეთი დაემორჩილა. მე არ ვმუშაობდი და მთელი დღე რძალთან ერთად შინ ვიყავი. მაშინ კიდევ უფრო კარგად გავიცანი ის გოგო, მივხვდი, რომ არაჩვეულებრივი ხასიათის ადამიანი შემოგვივიდა ოჯახში. ერთ დღესაც ჩემი შვილი შინ უგონოდ მთვრალი მოვიდა. ქეთიმ კარი რომ გაუღო, ხმა არ ამოუღია, ქმარი ისე შეიყვანა თავიანთ ოთახში და ლოგინში ჩაწოლაში დაეხმარა. გიას მაშინვე ჩაეძინა.

რამდენიმე საათში ბავშვები რომ დავაძინეთ, ჩვენც დავწექით. ღამით ჩემი რძლის განწირულმა კივილმა გამაღვიძა. მივხვდი, საშინელება ხდებოდა. გია ცოლს სცემდა! ამასობაში ბავშვებსაც გაეღვიძათ და ტირილი მორთეს. ჩემი მეუღლე ცუდად გახდა, გულზე ხელი მიიდო და სკამზე მიესვენა. აღარ ვიცოდი რა მექნა, დავიბენი, მაგრამ სასწრაფო დახარება მაინც გამოვიძახე. გიამ რომ დაინახა, მამამისი ცუდად გახდა, მომენტალურად გამოფხიზლდა, მაშინვე მის გვერდით გაჩნდა და დამშვიდება დაუწყო. კიდევ კარგი, ექიმები მალე მოვიდნენ და ჩემს მეუღლეს სერიოზული არაფერი სჭირდა, გადავრჩით.

- დარწმუნებული ვარ, რახან თქვენი შვილი ცოლს ხელით ერთხელ შეეხო, ამას მეორედაც გააკეთებდა...

- სამწუხაროდ, კი და ამ ყველაფერმა სისტემატური ხასიათი მიიღო. როგორ არ ვთხოვე, რა არ ვუთხარი, დავემუქრე კიდეც - მოვკიდებ ამ გოგოს და ბავშვებს ხელს და სოფელში წავიყვან-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ხანდახან ისე მძულდა, თითქოს ჩემი შვილი კი არა, ვიღაც უცხო, მტერი ყოფილიყო! მე და ჩემს მეუღლეს არაერთი ღამე გაგვითენებია თეთრად, როცა გვერდით ოთახიდან ჩემი შვილის ყვირილი და ქეთის ტირილის ხმა გამოდიოდა. ხან ვფიქრობდი, ცოლ-ქმრის ჩხუბში არ ჩავერევი-მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო. ერთხელაც, ჩემი რძალი ოთახიდან თვალებ ჩაწითლებული და ტანდალილავებული რომ გამოვიდა, ვეღარ მოვითმინე, ფეხებში ჩავუვარდი და ავტირდი.

სანამ რამეს მეტყოდა, მე ვუთხარი, შვილო, ამ მხეცს თავს ნუ შესწირავ, ჩაალაგე ბარგი, მოჰკიდე ბავშვებს ხელი და წადი ჩვენი სახლიდან. თუ მშობლებთან დაბრუნება არ გინდა, ბინას გიქირავებ და იქ გადადით-მეთქი. ჩამეხუტა და მითხრა, რომ ბინა უკვე ერთი კვირის ნაქირავები ჰქონდა, ბარგიც ჩაალაგა და ჩვენი სახლიდან გადასვლას აპირებდა. გამიხარდა-მეთქი, რომ გითხრათ, დამიჯერებთ?! მაგრამ მართლა ასე იყო, რადგან მე ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. რასაკვირველია, გიას დავუმალეთ იმ ბინის მისამართი, სადაც მისი ცოლ-შვილი გადავიდა. ვუთხარი, რომ ჩემგან ამას ვერ გაიგებდა და ხომ არ მომკლავდა?! გაგიჟდა, გადაირია, ორი კვირა გადაბმულად სვამდა, მაგრამ როცა განქორწინების საბუთი მოუვიდა, ვეღარაფერი თქვა... რატომ ვერ შეიშნოვა ამ კაცმა ანგელოზივით ცოლ-შვილი, დღემდე ვერ გამიგია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია