მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოუცხადებელი მკვლელობების ქრონიკა - 2010-1011 წწ
გამოუცხადებელი მკვლელობების ქრონიკა - 2010-1011 წწ

2010 წლის აგ­ვის­ტო­ში მომ­ხდა­რი 17 მკვლე­ლო­ბი­დან შსს-ს ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე police. ge- ზე არ­ცერ­თი არაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

2011 წელს მომ­ხდა­რი 11 მკვლე­ლო­ბი­დან კი შსს-ს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მხო­ლოდ ერთი ფაქ­ტია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. არ­ცერ­თხელ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა სა­იტ­ზე სტა­ტის­ტი­კა მომ­ხდა­რი და გახ­სნი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ. იმ დროს, შსს-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი შოთა უტი­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ.

დღეს, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დამ­დგა­რი შოთა უტი­აშ­ვი­ლი შსს-ს უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს: "შსს ამ­ტკი­ცებს, რომ 2014 წლის 5 თვე­ში, 2013 წლის 5 თვეს­თან შე­და­რე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი შემ­ცირ­და. იმ­სა­ხუ­რებს თუ არა ნდო­ბას შსს-ს ციფ­რე­ბი? ჩემი პა­სუ­ხია – ეს სტა­ტის­ტი­კა ტო­ტა­ლუ­რად ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ის ნდო­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს." _ წერს უტი­აშ­ვი­ლი თა­ვის ანა­ლი­ტი­კურ წე­რილ­ში.

შსს-ს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი შოთა უტი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ისე­თი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­შიც ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­დე­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლი არ მოხ­და, რა თქმა უნდა, არ უნდა აღი­რი­ცხოს. ასეთ მა­გა­ლი­თად უტი­აშ­ვი­ლი ასა­ხე­ლებს თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებს, რო­დე­საც დგინ­დე­ბო­და, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და სუ­ი­ციდს და, შე­სა­ბა­მი­სად, მა­შინ­დე­ლი შსს ამ და­ნა­შა­ულს არ აღ­რი­ცხავ­და, მიმ­დი­ნა­რე წლი­დან კი ასე­თი საქ­მე­ე­ბი თავს იყ­რის "კრიმ ქე­ის­ში." _ აღ­ნიშ­ნავს ის.

ამა­ვე წე­რილ­ში და თა­ვის გან­ცხა­დე­ბებ­ში არც უტი­აშ­ვი­ლი და არც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შსს-ს ამ­ჟა­მინ­დელ სტა­ტის­ტი­კას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დე­ბენ, არა­ფერს ამ­ბო­ბენ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მელ "კრიმ ქე­ის­ში" იყ­რი­და თავს 2010-2011 წლებ­ში უგ­ზო­უკვლოდ და­კარ­გულ­თა საქ­მე­ე­ბი...

ცნო­ბის­თვის, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2010 წლი­დან 2013 წლამ­დე 631 ადა­მი­ა­ნია გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი 2011 წელ­ზე მო­დის – 198 ადა­მი­ა­ნი. ასე მა­გა­ლი­თად:

2008 წლის 27 აგ­ვის­ტოს ზუგ­დიდ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი პა­ა­ტა ქარ­და­ვა;

2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს ქუ­თა­ის­ში გა­უ­ჩი­ნარ­და ხა­ი­შის სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბის რე­ინ­ჯე­რი, და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნი.

2012 წლის 19 იან­ვარს, სო­ფელ ანაკ­ლი­ა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და სას­ტუმ­რო "ანაკ­ლი­ის" თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გი­ტა აბუ­ლა­ძე;

2012 წლის 13 მა­ისს, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორულ­ში, რა­მაზ ლა­ტა­რია, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში და­ი­კარ­გა.

აქე­დან ორი უგ­ზო­უკვლოდ და­კარ­გუ­ლის საქ­მე (პა­ა­ტა ქარ­და­ვა­სა და და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნის), რო­მელ­ზეც "გუ­რია ნი­უ­სი" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, ამ წელს გა­იხ­სნა. რო­გორც გა­ირ­კვა, ისი­ნი მოკ­ლეს. მათ მკვლე­ლო­ბა­ში კი ბრა­ლი ტე­რაქ­ტის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ უფ­როსს, რო­მან შა­მა­თა­ვას წა­უ­ყე­ნეს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს­და გა­უ­ა­რეს­და კრი­მი­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, პირ­და­პირ ვამ­ბობ, არის ტყუ­ი­ლი და წმინ­და წყლის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვარ რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველ­საა მოკ­ლე­ბუ­ლი. მათი მი­ზა­ნია ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ახ­დი­ნონ. მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ ყვე­ლა მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია.

ასე­ვე მინ­და ვუ­თხრა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და და­ვამ­შვი­დო, არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, ვი­ფიქ­როთ, რომ კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და არ არ­სე­ბობს. ამის­თვის მე მინ­და სტა­ტის­ტი­კა მო­ვიხ­მო. კერ­ძოდ, 2011 წლის აგ­ვის­ტო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ზუს­ტად იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბა გვქონ­და მკვლე­ლო­ბე­ბის, რაც ამა წლის აგ­ვის­ტო­ში, კერ­ძოდ, 11 მკვლე­ლო­ბა. აქე­დან გა­იხ­სნა 10 საქ­მე, ხოლო 2014 მოხ­და იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის მკვლე­ლო­ბა, აქე­და­ნაც გა­იხ­სნა 10 მკვლე­ლო­ბა. დღეს, გან­სხვა­ვე­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პე­რი­ო­დის­გან, ყვე­ლას სა­ჯა­როდ ხელი მი­უწ­ვდე­ბა სტა­ტის­ტი­კა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს". ამი­ტომ დას­ხდნენ, და­ა­ფიქ­სი­რონ რა­ო­დე­ნო­ბა ამ მკვლე­ლო­ბე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ელა­პა­რა­კონ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბით და არა, ტყუ­ი­ლე­ბით... ისი­ნი ტყუ­ი­ლე­ბით მე­ტად და­კარ­გა­ვენ ნდო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ტყუ­ი­ლე­ბი ხომ მათი სტი­ლია..." _ ასეთ კო­მენ­ტარს აკე­თებს შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რია ოპო­ნენ­ტე­ბის ბრალ­დე­ბებ­ზე.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

gurianews.com

გამოუცხადებელი მკვლელობების ქრონიკა - 2010-1011 წწ

გამოუცხადებელი მკვლელობების ქრონიკა - 2010-1011 წწ

2010 წლის აგვისტოში მომხდარი 17 მკვლელობიდან შსს-ს ოფიციალურ საიტზე police. ge- ზე არცერთი არაა დაფიქსირებული.

2011 წელს მომხდარი 11 მკვლელობიდან კი შსს-ს ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ ერთი ფაქტია დაფიქსირებული. არცერთხელ არ გამოქვეყნებულა საიტზე სტატისტიკა მომხდარი და გახსნილი მკვლელობების შესახებ. იმ დროს, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი გახლდათ.

დღეს, თანამდებობიდან გადამდგარი შოთა უტიაშვილი შსს-ს უნდობლობას უცხადებს: "შსს ამტკიცებს, რომ 2014 წლის 5 თვეში, 2013 წლის 5 თვესთან შედარებით, დანაშაული შემცირდა. იმსახურებს თუ არა ნდობას შსს-ს ციფრები? ჩემი პასუხია – ეს სტატისტიკა ტოტალურად ფალსიფიცირებულია. ის ნდობას არ იმსახურებს." _ წერს უტიაშვილი თავის ანალიტიკურ წერილში.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთი დანაშაული, რომელშიც ძიების შედეგად დადგინდება, რომ დანაშაული არ მოხდა, რა თქმა უნდა, არ უნდა აღირიცხოს. ასეთ მაგალითად უტიაშვილი ასახელებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, როდესაც დგინდებოდა, რომ ადგილი ჰქონდა სუიციდს და, შესაბამისად, მაშინდელი შსს ამ დანაშაულს არ აღრიცხავდა, მიმდინარე წლიდან კი ასეთი საქმეები თავს იყრის "კრიმ ქეისში." _ აღნიშნავს ის.

ამავე წერილში და თავის განცხადებებში არც უტიაშვილი და არც საპარლამენტო უმცირესობის ის წევრები, რომლებიც შსს-ს ამჟამინდელ სტატისტიკას უნდობლობას უცხადებენ, არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რომელ "კრიმ ქეისში" იყრიდა თავს 2010-2011 წლებში უგზოუკვლოდ დაკარგულთა საქმეები...

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2010 წლიდან 2013 წლამდე 631 ადამიანია გაუჩინარებული. მათ შორის ყველაზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული 2011 წელზე მოდის – 198 ადამიანი. ასე მაგალითად:

2008 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდში გაუჩინარდა სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომელი პაატა ქარდავა;

2008 წლის 16 აგვისტოს ქუთაისში გაუჩინარდა ხაიშის სატყეო მეურნეობის რეინჯერი, დავით ცინდელიანი.

2012 წლის 19 იანვარს, სოფელ ანაკლიაში გაუჩინარდა სასტუმრო "ანაკლიის" თანამშრომელი გოგიტა აბულაძე;

2012 წლის 13 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულში, რამაზ ლატარია, რომელიც საკუთარი სახლის ეზოში დაიკარგა.

აქედან ორი უგზოუკვლოდ დაკარგულის საქმე (პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის), რომელზეც "გურია ნიუსი" წლების განმავლობაში მუშაობდა, ამ წელს გაიხსნა. როგორც გაირკვა, ისინი მოკლეს. მათ მკვლელობაში კი ბრალი ტერაქტის ბრალდებით დაკავებულ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, რომან შამათავას წაუყენეს.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები, თითქოსდა გაუარესდა კრიმინალური ვითარება, პირდაპირ ვამბობ, არის ტყუილი და წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ყოველგვარ რეალურ საფუძველსაა მოკლებული. მათი მიზანია ჩვენი სამინისტროს დისკრედიტაცია მოახდინონ. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა მკვლელობა გახსნილია.

ასევე მინდა ვუთხრა საზოგადოებას და დავამშვიდო, არავითარი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენული მდგომარეობა გაუარესდა არ არსებობს. ამისთვის მე მინდა სტატისტიკა მოვიხმო. კერძოდ, 2011 წლის აგვისტოში, სამწუხაროდ, ზუსტად იგივე რაოდენობა გვქონდა მკვლელობების, რაც ამა წლის აგვისტოში, კერძოდ, 11 მკვლელობა. აქედან გაიხსნა 10 საქმე, ხოლო 2014 მოხდა იგივე რაოდენობის მკვლელობა, აქედანაც გაიხსნა 10 მკვლელობა. დღეს, განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდისგან, ყველას საჯაროდ ხელი მიუწვდება სტატისტიკაზე და განსაკუთრებით, "ნაციონალებს". ამიტომ დასხდნენ, დააფიქსირონ რაოდენობა ამ მკვლელობებისა და საზოგადოებას ელაპარაკონ კონკრეტული ფაქტებით და არა, ტყუილებით... ისინი ტყუილებით მეტად დაკარგავენ ნდობას საზოგადოებაში, ტყუილები ხომ მათი სტილია..." _ ასეთ კომენტარს აკეთებს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ოპონენტების ბრალდებებზე.

წაიკითხეთ სრულად

gurianews.com

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ