სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ქორქიას შვილს სიარული ძაღლმა ასწავლა
გიორგი ქორქიას შვილს სიარული ძაღლმა ასწავლა

ცხო­ვე­ლე­ბი არის თემა, რო­მელ­ზეც გი­ორ­გი ქორ­ქია სი­ა­მოვ­ნე­ბით სა­უბ­რობს. ალ­ბათ ცო­ტამ თუ იცის, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ერთი პე­რი­ო­დი ზო­ო­პარკში ცხო­ვე­ლე­ბის მომ­ვლე­ლად მუ­შა­ობ­და. ახლა ციმ­ბი­რუ­ლი ჰას­კი ჰყავს, სი­უქ­სი, რო­მე­ლიც უკვე 5 წლი­საა. ერთი თვი­საც არ იყო, სახ­ლში რომ მო­იყ­ვა­ნა და მას­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო.

- სა­ნამ ვა­კე­ში, დე­და­ჩე­მის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, ქუ­ჩის ძაღ­ლი გვყავ­და. მა­შინ 3-4 წლის ვი­ყა­ვი, კარ­გად არც მახ­სოვს, მაგ­რამ ცხო­ვე­ლებ­თან შე­ხე­ბა იმ დრო­ი­დან მქონ­და. 8-9 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე ცხე­ნოს­ნო­ბა­ზე სი­ა­რუ­ლი. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაკ­რებ­შიც ვთა­მა­შობ­დი და სულ მყავ­და ცხე­ნი. 12 წელი ვი­ყა­ვი ამ სპორ­ტით და­კა­ვე­ბუ­ლი. თბი­ლი­სის ჩემ­პი­ო­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის პრი­ზი­ო­რიც გახ­ლდით. სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბებ­ზე არ გავ­სულ­ვარ. ერთ ცხენს, რომ­ლი­თაც ვას­პა­რე­ზობ­დი, დე­ვი­ზი ერ­ქვა.

- თა­ვი­დან ცხენ­ზე ჯდო­მის არ შე­გე­შინ­და?

- არა. რაც არ მაქვს, ეს ცხო­ვე­ლის ში­შია. არც გა­რე­უ­ლის მე­ში­ნია და არც ში­ნა­უ­რის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 300-ჯერ მა­ინც ვარ ცხე­ნი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი, აქე­დან ნა­ხე­ვა­რი მა­ინც ჩემი ბრა­ლი იყო. ცხე­ნი­დან თუ გად­მო­ვარ­დე­ბი, იმ­წუ­თას­ვე თუ არ ადე­ქი და ისევ არ და­ჯე­ქი, შიში შე­გი­პყრობს და იმა­ვეს გა­კე­თე­ბა მერე მარ­თლა გა­გი­ჭირ­დე­ბა. ერთხელ ტურ­ნი­რი ხელ­მო­ტე­ხილ­მა გა­ვაგ­რძე­ლე. მერე, 90-ია­ნებ­ში ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი სწავ­ლას, მუ­შა­ო­ბას და ცხე­ნოს­ნო­ბას ერ­თად. თან ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი აი­რია და შე­ვეშ­ვი ამ სპორ­ტს.

- ნოს­ტალ­გია არ გაქვს?

- კი, ყო­ველ­თვის მქონ­და. და როცა მო­მინ­დე­ბა ხოლ­მე, იპოდ­რომ­ზე ავ­დი­ვარ და ცხენ­ზე ვჯდე­ბი. ახალ ცხენ­ზე რომ ჯდე­ბი, ის გა­მოც­დას გი­წყობს. თავს ცხენ­ზე მუხ­ლე­ბით იმაგ­რებ, თუ მუხ­ლი აგი­კან­კალ­და, ჩათ­ვა­ლე, რომ ძირს ხარ. ცხე­ნი გრძნობს, რომ გე­ში­ნია და გაგ­დებს. ძაღ­ლი რა­ტომ გკბენს? ად­რე­ნა­ლინს გა­მო­ყოფ და ამას გრძნობს ძაღ­ლი. ასე­ვეა ცხე­ნიც.

- შენ­თვის ძაღლს თუ უკბე­ნია?

- კი, სა­კუ­თარ­საც.

- რა ძაღ­ლი გყავს?

- ხუთი წლის წინ მო­მინ­და, მყო­ლო­და ციმ­ბი­რუ­ლი ჰას­კი. მა­შინ ეს ჯიში ბევ­რი არ იყო ქა­ლაქ­ში, სულ რამ­დე­ნი­მე ცალი. ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ნორ­მა­ლუ­რად შეხ­ვდნენ ჩემს ამ ახი­რე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­და­ჩე­მი სულ ამ­ბობ­და, სახ­ლში ძაღლს რა უნ­დაო. ეზო გვაქვს, მაგ­რამ ჰას­კის ეზო­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს ის ჯი­შია, რო­მე­ლიც გარ­ბის, იმი­ტომ არა, რომ პატ­რონს გა­ურ­ბის, ამ ჯი­შის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა სირ­ბი­ლია. მარ­ხილ­ში აბა­მენ. ჰო­რი­ზონტს რომ ხე­დავს, გარ­ბის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

გიორგი ქორქიას შვილს სიარული ძაღლმა ასწავლა

გიორგი ქორქიას შვილს სიარული ძაღლმა ასწავლა

ცხოველები არის თემა, რომელზეც გიორგი ქორქია სიამოვნებით საუბრობს. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ''რუსთავი 2''-ის ტელეწამყვანი ერთი პერიოდი ზოოპარკში ცხოველების მომვლელად მუშაობდა. ახლა ციმბირული ჰასკი ჰყავს, სიუქსი, რომელიც უკვე 5 წლისაა. ერთი თვისაც არ იყო, სახლში რომ მოიყვანა და მასზე პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.

- სანამ ვაკეში, დედაჩემის სახლში ვცხოვრობდით, ქუჩის ძაღლი გვყავდა. მაშინ 3-4 წლის ვიყავი, კარგად არც მახსოვს, მაგრამ ცხოველებთან შეხება იმ დროიდან მქონდა. 8-9 წლის ასაკში დავიწყე ცხენოსნობაზე სიარული. დიდი ხნის განმავლობაში ნაკრებშიც ვთამაშობდი და სულ მყავდა ცხენი. 12 წელი ვიყავი ამ სპორტით დაკავებული. თბილისის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორიც გახლდით. საერთაშორისო მასშტაბებზე არ გავსულვარ. ერთ ცხენს, რომლითაც ვასპარეზობდი, დევიზი ერქვა.

- თავიდან ცხენზე ჯდომის არ შეგეშინდა?

- არა. რაც არ მაქვს, ეს ცხოველის შიშია. არც გარეულის მეშინია და არც შინაურის. მიუხედავად იმისა, რომ 300-ჯერ მაინც ვარ ცხენიდან გადმოვარდნილი, აქედან ნახევარი მაინც ჩემი ბრალი იყო. ცხენიდან თუ გადმოვარდები, იმწუთასვე თუ არ ადექი და ისევ არ დაჯექი, შიში შეგიპყრობს და იმავეს გაკეთება მერე მართლა გაგიჭირდება. ერთხელ ტურნირი ხელმოტეხილმა გავაგრძელე. მერე, 90-იანებში ვეღარ ვახერხებდი სწავლას, მუშაობას და ცხენოსნობას ერთად. თან ქვეყანაში ყველაფერი აირია და შევეშვი ამ სპორტს.

- ნოსტალგია არ გაქვს?

- კი, ყოველთვის მქონდა. და როცა მომინდება ხოლმე, იპოდრომზე ავდივარ და ცხენზე ვჯდები. ახალ ცხენზე რომ ჯდები, ის გამოცდას გიწყობს. თავს ცხენზე მუხლებით იმაგრებ, თუ მუხლი აგიკანკალდა, ჩათვალე, რომ ძირს ხარ. ცხენი გრძნობს, რომ გეშინია და გაგდებს. ძაღლი რატომ გკბენს? ადრენალინს გამოყოფ და ამას გრძნობს ძაღლი. ასევეა ცხენიც.

- შენთვის ძაღლს თუ უკბენია?

- კი, საკუთარსაც.

- რა ძაღლი გყავს?

- ხუთი წლის წინ მომინდა, მყოლოდა ციმბირული ჰასკი. მაშინ ეს ჯიში ბევრი არ იყო ქალაქში, სულ რამდენიმე ცალი. ოჯახის წევრებიც ნორმალურად შეხვდნენ ჩემს ამ ახირებას, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი სულ ამბობდა, სახლში ძაღლს რა უნდაო. ეზო გვაქვს, მაგრამ ჰასკის ეზოში ცხოვრება არ შეიძლება. ეს ის ჯიშია, რომელიც გარბის, იმიტომ არა, რომ პატრონს გაურბის, ამ ჯიშის დანიშნულება სირბილია. მარხილში აბამენ. ჰორიზონტს რომ ხედავს, გარბის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება