პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელოვნური თოვლი 25 მილიონად - სამთო კურორტებს ხელოვნურად გაათოვლიანებენ
ხელოვნური თოვლი 25 მილიონად - სამთო კურორტებს ხელოვნურად გაათოვლიანებენ

გუ­და­ურ­სა და დიდ­ველ­ზე წლე­ულს ხე­ლოვ­ნუ­რი თოვ­ლი მოვა. გუ­და­უ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და ავ­სტრი­ულ კომ­პა­ნია "დე­მაკ­ლენ­კოს" შო­რის გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, სამ­თო კუ­რორ­ტებს ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ა­თოვ­ლი­ა­ნე­ბენ და სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნის და­წყე­ბა-დას­რუ­ლე­ბა აღარ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რივ პი­რო­ბებ­ზე. წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბით, გუ­და­უ­რი­სა და დიდ­ვე­ლის გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ტბე­ბის მო­წყო­ბის­თვის 25 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე და­ი­ხარ­ჯე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა კი­თხვა, ხომ არ გა­აძ­ვი­რებს ეს ინ­ვეს­ტი­ცია დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ამ კუ­რორ­ტებს?

სან­დრო ონოფ­რიშ­ვი­ლი, გუ­და­უ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი: - მას შემ­დეგ, რაც გაჩ­ნდა იდეა, გუ­და­ურ­სა და დიდ­ველ­ზე გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის სის­ტე­მა მო­წყო­ბი­ლი­ყო, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ ბაზ­რის შეს­წავ­ლა დაგ­ვა­ვა­ლა. მო­ვი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლი­ო­ში ორი უდი­დე­სი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ათას­ზე მეტ კუ­რორტზე აქვთ შექ­მნი­ლი ასე­თი სის­ტე­მა. "დე­მაკ­ლენ­კო" და "ტექ­ნო­ალ­პი­ნი" ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი არი­ან. ორი­ვე კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­ა­წყვეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი.

სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბა ტექ­ნი­კუ­რი ამო­ცა­ნაა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ­თან ერ­თად ვა­ზუს­ტებ­დით ყვე­ლა დე­ტალს: გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის რამ­დე­ნი ია­რა­ღი გვჭირ­დე­ბა, რა სიგ­რძი­სა და დი­ა­მეტ­რის მილი და სხვ.

ამ ორ კომ­პა­ნი­ას შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას გა­დამ­წყვე­ტი ფასი აღ­მოჩ­ნდა. "დე­მაკ­ლენ­კომ" შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი თან­ხა მო­ი­თხო­ვა და თა­ნაც უფრო მოკ­ლე ვა­და­ში ას­წრებს სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. ამ ეტაპ­ზე ავ­სტრი­ულ კომ­პა­ნია "დე­მაკ­ლენ­კოს­თან" 2,3 მლნ ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის კონ­ტრაქ­ტი გა­ვა­ფორ­მეთ. პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ფაზა გუ­ლის­ხმობს გუ­და­უ­რის პირ­ვე­ლი ტრა­სი­სა და დიდ­ვე­ლის კუ­რორ­ტის სრულ გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბას და მის აღ­ჭურ­ვას. მე­ო­რე ფაზა კი 2015 წელს და­ი­წყე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მოხ­დე­ბა ორი წყალ­სა­ცა­ვი რე­ზერ­ვუ­ა­რის - ხე­ლოვ­ნუ­რი ტბე­ბის მო­წყო­ბა. მთლი­ა­ნად პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლი გა­ან­გა­რი­შე­ბით 25 მი­ლი­ონ ლა­რად შე­ფას­და, მაგ­რამ ხარ­ჯი, შე­საძ­ლოა, 2-3 მი­ლი­ო­ნით შემ­ცირ­დეს.

- ხე­ლოვ­ნუ­რი გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი ხნით გა­ხან­გრძლივ­დე­ბა სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი?

- გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბის სის­ტე­მის და­ნერგვა, უპირ­ვე­ლე­სად, იმას მო­ი­ტანს, რომ ზუს­ტად გვე­ცო­დი­ნე­ბა, რო­დის გა­იხ­სნე­ბა კუ­რორ­ტი. ეს კი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ტუ­რის­ტე­ბის­თვის, ასე­ვე სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. სას­ტუმ­რო­ში ან სას­ტუმ­რო სახ­ლებ­ში ნომ­რის და­ჯავ­შნა ზა­ფხულ­ში ან შე­მოდ­გო­მით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. რო­გორც კი ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ნულ გრა­დუსს ჩას­ცდე­ბა, გუ­და­ურ­სა და დიდ­ველ­ზე კი ასე­თი ტემ­პე­რა­ტუ­რა უკვე ნო­ემ­ბერ­შია, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩავ­რთოთ მო­წყო­ბი­ლო­ბა და ორ კვი­რა­ში ტრა­სე­ბი სრუ­ლად გა­ვა­თოვ­ლი­ა­ნოთ.

- ფული, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტის­თვის იხარ­ჯე­ბა, სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბია. რო­დის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ფუ­ლის უკან ამო­ღე­ბა?

- ჩვე­ნი გა­ან­გა­რი­შე­ბით, ამ პრო­ექ­ტის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კუ­რორ­ტებ­ზე ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად 20-25%-ით გა­იზ­რდე­ბა. ასე­ვე მო­ი­მა­ტებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის, სას­ტუმ­რო­ე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი და ბი­უ­ჯეტ­ში მათ მიერ გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი. ამას ემა­ტე­ბა სა­ბა­გი­როს ბი­ლე­თის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი. ვფიქ­რობთ, სა­ხელ­მწი­ფო ამ პრო­ექ­ტში და­ბან­დე­ბულ თან­ხას 6-7 წე­ლი­წად­ში ამო­ი­ღებს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ხელოვნური თოვლი 25 მილიონად - სამთო კურორტებს ხელოვნურად გაათოვლიანებენ

ხელოვნური თოვლი 25 მილიონად - სამთო კურორტებს ხელოვნურად გაათოვლიანებენ

გუდაურსა და დიდველზე წლეულს ხელოვნური თოვლი მოვა. გუდაურის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიულ კომპანია "დემაკლენკოს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სამთო კურორტებს ხელოვნურად გაათოვლიანებენ და საკურორტო სეზონის დაწყება-დასრულება აღარ იქნება დამოკიდებული ბუნებრივ პირობებზე. წინასწარი შეფასებით, გუდაურისა და დიდველის გათოვლიანებისა და ხელოვნური ტბების მოწყობისთვის 25 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ხომ არ გააძვირებს ეს ინვესტიცია დამსვენებლებისთვის საქართველოს ამ კურორტებს?

სანდრო ონოფრიშვილი, გუდაურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი: - მას შემდეგ, რაც გაჩნდა იდეა, გუდაურსა და დიდველზე გათოვლიანების სისტემა მოწყობილიყო, ეკონომიკის სამინისტრომ ბაზრის შესწავლა დაგვავალა. მოვიძიეთ ინფორმაცია მსოფლიოში ორი უდიდესი კომპანიის შესახებ, რომლებსაც ათასზე მეტ კურორტზე აქვთ შექმნილი ასეთი სისტემა. "დემაკლენკო" და "ტექნოალპინი" ამ მიმართულებით, ფაქტობრივად, მსოფლიო ლიდერები არიან. ორივე კომპანიის ხელმძღვანელები იყვნენ ჩამოსული საქართველოში, მოაწყვეს პრეზენტაციები.

სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება ტექნიკური ამოცანაა, რამდენიმე კვირის განმავლობაში მათთან ერთად ვაზუსტებდით ყველა დეტალს: გათოვლიანების რამდენი იარაღი გვჭირდება, რა სიგრძისა და დიამეტრის მილი და სხვ.

ამ ორ კომპანიას შორის არჩევანის გაკეთებისას გადამწყვეტი ფასი აღმოჩნდა. "დემაკლენკომ" შედარებით ნაკლები თანხა მოითხოვა და თანაც უფრო მოკლე ვადაში ასწრებს სამუშაოების შესრულებას. ამ ეტაპზე ავსტრიულ კომპანია "დემაკლენკოსთან" 2,3 მლნ ევროს ღირებულების კონტრაქტი გავაფორმეთ. პროექტის პირველი ფაზა გულისხმობს გუდაურის პირველი ტრასისა და დიდველის კურორტის სრულ გათოვლიანებას და მის აღჭურვას. მეორე ფაზა კი 2015 წელს დაიწყება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ორი წყალსაცავი რეზერვუარის - ხელოვნური ტბების მოწყობა. მთლიანად პროექტის ღირებულება თავდაპირველი გაანგარიშებით 25 მილიონ ლარად შეფასდა, მაგრამ ხარჯი, შესაძლოა, 2-3 მილიონით შემცირდეს.

- ხელოვნური გათოვლიანების შემთხვევაში რამდენი ხნით გახანგრძლივდება საკურორტო სეზონი?

- გათოვლიანების სისტემის დანერგვა, უპირველესად, იმას მოიტანს, რომ ზუსტად გვეცოდინება, როდის გაიხსნება კურორტი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის, ასევე სასტუმროს მფლობელებისა და მოსახლეობისთვის. სასტუმროში ან სასტუმრო სახლებში ნომრის დაჯავშნა ზაფხულში ან შემოდგომით იქნება შესაძლებელი. როგორც კი ჰაერის ტემპერატურა ნულ გრადუსს ჩასცდება, გუდაურსა და დიდველზე კი ასეთი ტემპერატურა უკვე ნოემბერშია, შესაძლებელი იქნება ჩავრთოთ მოწყობილობა და ორ კვირაში ტრასები სრულად გავათოვლიანოთ.

- ფული, რომელიც ამ პროექტისთვის იხარჯება, საბიუჯეტო სახსრებია. როდის იქნება შესაძლებელი ამ ფულის უკან ამოღება?

- ჩვენი გაანგარიშებით, ამ პროექტის შესრულების შემდეგ კურორტებზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად 20-25%-ით გაიზრდება. ასევე მოიმატებს ადგილობრივი მოსახლეობის, სასტუმროების შემოსავალი და ბიუჯეტში მათ მიერ გადახდილი გადასახადები. ამას ემატება საბაგიროს ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. ვფიქრობთ, სახელმწიფო ამ პროექტში დაბანდებულ თანხას 6-7 წელიწადში ამოიღებს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია