საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი გასეირნება" - ავთანდილ ბერიძე ზღვაში "სეირნობს"
"დიდი გასეირნება" - ავთანდილ ბერიძე ზღვაში "სეირნობს"

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ავ­თან­დილ ბე­რი­ძის ფოტო ვრცელ­დე­ბა. ფო­ტოს ფე­ის­ბუ­ქის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით ასა­თა­უ­რე­ბენ.

"ჯიპი არაო...ქოლ­გა არაო..ხოდა ანეგ­დო­ტის არ იყოს..თევ­ზებს გაგ­ვა­ნე­ბეთ რა თა­ვიო..",- წერს ერ­თერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

სად, ან ვის მიერ არის ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აჭა­რის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ავ­თან­დილ ბე­რი­ძე რამ­დენ­ჯერ­მე გახ­და სკან­და­ლე­ბის გმი­რი. მან სა­კუ­თარ თავს VIP პერ­სო­ნის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა და ამით ახ­სნა, თუ რა­ტომ გა­და­ად­გილ­დე­ბა ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით. შემ­დეგ კი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ფოტო, სა­დაც მას ქოლ­გის დამ­ჭე­რი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ემ­სა­ხუ­რე­ბა. "თუ ხე­ლე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი მექ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, მე ვერ და­ვი­ჭერ. იცით, ვერ ვხვდე­ბი, რაა ამა­ში გა­საკ­ვი­რი, რომ თქვენ­ზე ასა­კით უმ­ცროს­მა და­ი­კა­ვოს ქოლ­გა?", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ავ­თან­დილ ბე­რი­ძემ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­ცერთ ფო­ტო­ზე, სა­დაც ავ­თან­დილ ბე­რი­ძეს ქოლ­გის დამ­ჭე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა, მას ხე­ლე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი არ აქვს.

ხმა­უ­რი­ა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა აჭა­რის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მე­ო­რე ფო­ტო­საც, სა­დაც ის შიშ­ვე­ლი ზის სა­ვარ­ძელ­ში და მხარ­ზე თეთ­რი ბა­ჭია ჰყავს. ავ­თან­დილ ბე­რი­ძის და­წი­ნა­უ­რე­ბამ მისი მე­ზობ­ლე­ბიც შე­ა­წუ­ხა, ლერ­მონ­ტო­ვის N1-ში მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ნაგ­ვე ბუნ­კერს ავ­თან­დილ ბე­რი­ძის ოჯა­ხის მი­ზე­ზით ვერ აუქ­მებ­და. მათი გან­ცხა­დე­ბით, ავ­თან­დილ ბე­რი­ძის მე­უღ­ლე, რო­გორც მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნის ოჯა­ხის წევ­რი ეზო­ში ნაგ­ვის ჩა­ტა­ნას არ კად­რუ­ლობ­და, რის გა­მოც სა­დარ­ბა­ზო ვირ­თხე­ბით და პა­რა­ზი­ტე­ბით გა­ივ­სო. სკან­და­ლუ­რი იყო ასე­ვე ავ­თან­დილ ბე­რი­ძის მო­რი­გი ფოტო, სა­დაც ის ბუ­რან­ზე ზის. აჟი­ო­ტა­ჟი ავ­თან­დილ ბე­რი­ძის გარ­შე­მო მხო­ლოდ მა­შინ შე­წყდა, როცა მისი საქ­მი­ა­ნო­ბით კახა კა­ლა­ძე და­ინ­ტე­რეს­და.

ასე­ვე და­გა­ინ­ტერ­სებთ:

ავ­თო­მო­ბი­ლი და ავ­თო­ფა­რე­ხი - რო­გორ ამ­კო­ბენ "VIP" ავთო ბე­რი­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

"დიდი გასეირნება" - ავთანდილ ბერიძე ზღვაში "სეირნობს"

"დიდი გასეირნება" - ავთანდილ ბერიძე ზღვაში "სეირნობს"

სოციალურ ქსელში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ფოტო ვრცელდება. ფოტოს ფეისბუქის მომხმარებლები სხვადასხვა ინტერპრეტაციით ასათაურებენ.

"ჯიპი არაო...ქოლგა არაო..ხოდა ანეგდოტის არ იყოს..თევზებს გაგვანებეთ რა თავიო..",- წერს ერთერთი მომხმარებელი.

სად, ან ვის მიერ არის ფოტო გადაღებული, სოციალურ ქსელში არ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე რამდენჯერმე გახდა სკანდალების გმირი. მან საკუთარ თავს VIP პერსონის სტატუსი მიანიჭა და ამით ახსნა, თუ რატომ გადაადგილდება ბათუმის ბულვარში ავტომობილით. შემდეგ კი ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც მას ქოლგის დამჭერი ახალგაზრდა მამაკაცი ემსახურება. "თუ ხელები დაკავებული მექნება, რა თქმა უნდა, მე ვერ დავიჭერ. იცით, ვერ ვხვდები, რაა ამაში გასაკვირი, რომ თქვენზე ასაკით უმცროსმა დაიკავოს ქოლგა?", - განუცხადა ჟურნალისტებს ავთანდილ ბერიძემ. აღსანიშნავია, რომ არცერთ ფოტოზე, სადაც ავთანდილ ბერიძეს ქოლგის დამჭერი ემსახურება, მას ხელები დაკავებული არ აქვს.

ხმაურიანი შეფასებები მოჰყვა აჭარის საბჭოს თავმჯდომარის მეორე ფოტოსაც, სადაც ის შიშველი ზის სავარძელში და მხარზე თეთრი ბაჭია ჰყავს. ავთანდილ ბერიძის დაწინაურებამ მისი მეზობლებიც შეაწუხა, ლერმონტოვის N1-ში მოსახლეობა სანაგვე ბუნკერს ავთანდილ ბერიძის ოჯახის მიზეზით ვერ აუქმებდა. მათი განცხადებით, ავთანდილ ბერიძის მეუღლე, როგორც მაღალჩინოსანის ოჯახის წევრი ეზოში ნაგვის ჩატანას არ კადრულობდა, რის გამოც სადარბაზო ვირთხებით და პარაზიტებით გაივსო. სკანდალური იყო ასევე ავთანდილ ბერიძის მორიგი ფოტო, სადაც ის ბურანზე ზის. აჟიოტაჟი ავთანდილ ბერიძის გარშემო მხოლოდ მაშინ შეწყდა, როცა მისი საქმიანობით კახა კალაძე დაინტერესდა.

ასევე დაგაინტერსებთ:

ავთომობილი და ავთოფარეხი - როგორ ამკობენ "VIP" ავთო ბერიძეს სოციალურ ქსელში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს