საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

უკ­რა­ი­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ავ­სტრა­ლი­ამ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი გა­ამ­კაც­რა. ამის შე­სა­ხებ ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ტონი ებოტ­მა გა­ნა­ცხა­და.

"რო­ი­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი ეხე­ბა სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექსს, ფი­ნან­სურ და ნავ­თობმ­რეწ­ვე­ლო­ბას.

ავ­სტრა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს რუ­სეთ­ში ია­რა­ღის ექ­სპორ­ტის აკ­რძალ­ვას. ასე­ვე ავ­სტრა­ლი­ამ აკ­რძალ­ვა და­ა­წე­სა ყი­რიმ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე.

"კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად 2 500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი. მო­დით, გან­ვმარ­ტოთ, რა ხდე­ბა. ეს კონ­ფლიქ­ტი რუ­სეთ­მა და­ი­წყო და რუ­სე­თია ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. მინ­და გი­თხრათ, რომ ავ­სტრა­ლია რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს აფარ­თო­ებს", - გა­ნა­ცხა­და ტონი ებე­ტო­მა.

ავ­სტრა­ლი­ის მიერ რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სი­ა­ში მა­ნამ­დე რვა რუსი და ოთხი უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მოხ­ვდა.

უკ­რა­ი­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გამო, კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ახალ ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს მო­ამ­ზა­დებს ევ­რო­კავ­ში­რიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

უკრაინაში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაამკაცრა. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა განაცხადა.

"როიტერის" ინფორმაციით, ახალი სანქციები ეხება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ფინანსურ და ნავთობმრეწველობას.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი სანქციები ითვალისწინებს რუსეთში იარაღის ექსპორტის აკრძალვას. ასევე ავსტრალიამ აკრძალვა დააწესა ყირიმში ინვესტიციებზე.

"კონფლიქტის შედეგად 2 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მოდით, განვმარტოთ, რა ხდება. ეს კონფლიქტი რუსეთმა დაიწყო და რუსეთია ამ ადამიანების დაღუპვაზე პასუხისმგებელი. მინდა გითხრათ, რომ ავსტრალია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს", - განაცხადა ტონი ებეტომა.

ავსტრალიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში მანამდე რვა რუსი და ოთხი უკრაინელი მაღალჩინოსანი მოხვდა.

უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, კვირის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს მოამზადებს ევროკავშირიც.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა