სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ყველაზე გავლენიანი ოჯახი მოდის ინდუსტრიაში
10 ყველაზე გავლენიანი ოჯახი მოდის ინდუსტრიაში

არ­მა­ნე­ბი

იტა­ლი­ელ­მა მო­დის გი­გან­ტმა ჯორ­ჯო არ­მა­ნიმ კომ­პა­ნია 1973 წელს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. 2013 წლის­თვის მისი ქო­ნე­ბა 8,3 მი­ლი­არდ ამე­რი­კულ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

არ­ნო­ე­ბი

ბერ­ნარდ არ­ნოს ბიზ­ნეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რად მოყ­ვე­ბა - მისი ორი შვი­ლი დელ­ფი­ნა და ან­ტუ­ა­ნი (ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვას ქმა­რი) ფრან­გუ­ლი კონ­გლო­მე­რა­ტის ბიზ­ნესს მა­მას­თან ერ­თად უძღვე­ბი­ან.

დელა ვა­ლე­ე­ბი

ფი­ლი­პო დელა ვა­ლემ ფეხ­საც­მლის წარ­მო­ე­ბა 1920 წლი­დან და­ი­წყო, მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა დი­ე­გო დელა ვა­ლემ კი გლო­ბა­ლურ ბრენ­დად აქ­ცია (Tod’s).

ფენ­დი

ადელ კა­საგ­რან­დემ და­ა­არ­სა ტყა­ვის მწარ­მო­ე­ბე­ლი ბრენ­დი, მაგ­რამ სა­ხე­ლი მხო­ლოდ გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ და­ერ­ქვა, რაც ედუ­არ­დო ფენ­დის გაყ­ვა ცო­ლად.

ლო­რე­ნე­ბი

ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი არ­სე­ბო­ბის მქო­ნე გვა­რი ამე­რი­კულ მო­და­ში რალფ ლო­რე­ნის იმ­პე­რი­აა. ლო­რენ­მა ტან­საც­მლის შექ­მნა ცო­ლის­თვის და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბიზ­ნეს ბრენ­დად აქ­ცია, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 14 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რია.

მი­სო­ნე­ბი

ოტა­ვიო მი­სო­ნი და მისი მე­უღ­ლე, რო­ზი­ტა საქ­მე­ში 1953 წელს ჩერ­თვნენ. დღეს კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რი მათი ქა­ლიშ­ვი­ლი ან­ჯე­ლაა, მისი ძმა ლუკა კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რია, მისი შვი­ლი მარ­გა­რე­ტა კი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დი­ზა­ი­ნე­რი.

ოლ­სე­ნე­ბი

მერი კეიტ და ესლი ოლ­სე­ნებ­მა მოღ­ვა­წე­ო­ბა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რით და­ი­წყეს, მაგ­რამ 2006 წელს სა­კუ­თა­რი ბრენ­დი The Row და­ა­არ­სეს. მათი კომ­პა­ნია ამ დრო­ის­თვის მი­ლი­არდ ამე­რი­კულ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

პრა­და

1913 წელს ძმებ­მა მა­რიო და მარ­ტი­ნო პრა­დამ ტან­საც­მლის მა­ღა­ზია გახ­სნეს მი­ლან­ში. მა­რი­ოს რძა­ლი, ლუ­სია მარ­თავ­და კომ­პა­ნი­ას 1958 წლამ­დე. შემ­დეგ მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, მი­უ­ჩი­ამ აიღო ხელ­ში ბიზ­ნე­სის სა­თა­ვე­ე­ბი და მე­უღ­ლეს­თან, პატ­რი­ციო ბარ­ტე­ლის­თან ერ­თად მო­დის სახ­ლი ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნა. დღე­ი­სათ­ვის პრა­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი ბრენ­დია მსოფ­ლი­ო­ში.

ვერ­სა­ჩე­ე­ბი

ამ­ჟა­მად ვერ­სა­ჩეს მო­დის სახ­ლს დო­ნა­ტე­ლა ვერ­სა­ჩე უძღვე­ბა, ტრა­გი­კუ­ლად და­რუ­პუ­ლი და­მა­არ­სებ­ლის, ჯანი ვერ­სა­ჩის და.

ვერ­თჰე­ი­მე­რე­ბი (შა­ნე­ლი)

თქვენ შე­იძ­ლე­ბა შა­ნელს კარლ ლა­გერ­ჰილდთან აი­გი­ვებ­დეთ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ყვე­ლაფ­რის უკან ძმე­ბი ალან და ჟერ­არ ვერ­თჰე­ი­მე­რე­ბი დგა­ნან. ძმე­ბის ბა­ბუ­ამ, პი­ერ­მა 1924 წელს შა­ნე­ლის პარ­ფი­უ­მე­რი­ის 70% შე­ი­ძი­ნა. შა­ნე­ლი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მო­დუ­რი ბრენ­დია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია harpersbazaar.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

10 ყველაზე გავლენიანი ოჯახი მოდის ინდუსტრიაში

10 ყველაზე გავლენიანი ოჯახი მოდის ინდუსტრიაში

არმანები

იტალიელმა მოდის გიგანტმა ჯორჯო არმანიმ კომპანია 1973 წელს ჩამოაყალიბა. 2013 წლისთვის მისი ქონება 8,3 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული.

არნოები

ბერნარდ არნოს ბიზნეს შესაძლებლობები გენეტიკურად მოყვება - მისი ორი შვილი დელფინა და ანტუანი (ნატალია ვოდიანოვას ქმარი) ფრანგული კონგლომერატის ბიზნესს მამასთან ერთად უძღვებიან.

დელა ვალეები

ფილიპო დელა ვალემ ფეხსაცმლის წარმოება 1920 წლიდან დაიწყო, მისმა შვილიშვილმა დიეგო დელა ვალემ კი გლობალურ ბრენდად აქცია (Tod’s).

ფენდი

ადელ კასაგრანდემ დააარსა ტყავის მწარმოებელი ბრენდი, მაგრამ სახელი მხოლოდ გათხოვების შემდეგ დაერქვა, რაც ედუარდო ფენდის გაყვა ცოლად.

ლორენები

ყველაზე ხანგრძლივი არსებობის მქონე გვარი ამერიკულ მოდაში რალფ ლორენის იმპერიაა. ლორენმა ტანსაცმლის შექმნა ცოლისთვის დაიწყო, შემდეგ კი ბიზნეს ბრენდად აქცია, რომლის ღირებულებაც 14 მილიარდი დოლარია.

მისონები

ოტავიო მისონი და მისი მეუღლე, როზიტა საქმეში 1953 წელს ჩერთვნენ. დღეს კომპანიის მთავარი დიზაინერი მათი ქალიშვილი ანჯელაა, მისი ძმა ლუკა კრეატიული დირექტორია, მისი შვილი მარგარეტა კი აქსესუარების დიზაინერი.

ოლსენები

მერი კეიტ და ესლი ოლსენებმა მოღვაწეობა სამსახიობო კარიერით დაიწყეს, მაგრამ 2006 წელს საკუთარი ბრენდი The Row დააარსეს. მათი კომპანია ამ დროისთვის მილიარდ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული.

პრადა

1913 წელს ძმებმა მარიო და მარტინო პრადამ ტანსაცმლის მაღაზია გახსნეს მილანში. მარიოს რძალი, ლუსია მართავდა კომპანიას 1958 წლამდე. შემდეგ მისმა ქალიშვილმა, მიუჩიამ აიღო ხელში ბიზნესის სათავეები და მეუღლესთან, პატრიციო ბარტელისთან ერთად მოდის სახლი ახალ საფეხურზე აიყვანა.  დღეისათვის პრადა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბრენდია მსოფლიოში.

ვერსაჩეები

ამჟამად ვერსაჩეს მოდის სახლს დონატელა ვერსაჩე უძღვება, ტრაგიკულად დარუპული დამაარსებლის, ჯანი ვერსაჩის და.

ვერთჰეიმერები (შანელი)

თქვენ შეიძლება შანელს კარლ ლაგერჰილდთან აიგივებდეთ, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფრის უკან ძმები ალან და ჟერარ ვერთჰეიმერები დგანან. ძმების ბაბუამ, პიერმა 1924 წელს შანელის პარფიუმერიის 70% შეიძინა. შანელი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოდური ბრენდია.

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს