სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
SOS! თრუსოს ხეობაში ტრავერტინები განადგურებულია
SOS! თრუსოს ხეობაში ტრავერტინები განადგურებულია

თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე ფე­რა­დი ტრა­ვერ­ტი­ნე­ბი, რო­მელ­საც ბუ­ნე­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი აქვს, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ისი­ნი გა­შა­ვე­ბუ­ლი, ათხრი­ლი და ატა­ლა­ხე­ბუ­ლია. ხე­ო­ბის შუ­ა­გულ­ში ნახ­შირმ­ჟა­ვა აი­რის მომ­პო­ვე­ბე­ლი ჭა­ბურ­ღი­ლის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რო­ბით ჩქეფს ე.წ. აბა­ნოს ბუყ­ბუ­ყა ტბაც.

თრუ­სოს ხე­ო­ბა მდი­და­რია ჰიდ­რო­კარ­ბო­ნა­ტუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბით. დიდ­დე­ბე­ტი­ა­ნი წყა­რო­ე­ბია ქე­თე­რი­სი და აბა­ნო. მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­როს წყლე­ბი მო­ე­დი­ნე­ბა ფერ­დობ­ზე, მდი­ნა­რე თერ­გი­სა­კენ და გზა და გზა ტო­ვებს მი­ნე­რა­ლურ ქანს - ტრა­ვერ­ტინს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ტრა­ვერ­ტი­ნი წარ­მო­იქ­მნე­ბა წნე­ვის და­ცე­მის გამო, მი­წის­ქვე­შა წყლე­ბის ზე­და­პირ­ზე გა­მოს­ვლი­სას, ნახ­შირ­ბა­დის ორ­ჟან­გის გა­მო­ყო­ფის შე­დე­გად ხსნა­რე­ბი­დან, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს გახ­სნილ კალ­ცი­უ­მის ბი­კარ­ბო­ნატს.

ტრა­ვერ­ტი­ნის ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მცე­ნა­რე­ე­ბის ანა­ბეჭ­დებს და მტკნა­რი წყლე­ბის მო­ლუს­კე­ბის ნი­ჟა­რებს ინა­ხავს, თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში უამ­რავ ტუ­რისტს იზი­დავ­და. ტრა­ვერ­ტი­ნულ "მინ­დვ­რებს" ხე­ო­ბის 20 ჰექ­ტა­რი უკა­ვია.

თრუ­სოს ხე­ო­ბამ მე­წარ­მე­ე­ბი ნახ­შირმ­ჟა­ვა აი­რის შემ­ცვე­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბით მი­ი­ზი­და. CO2-ს გა­ზი­რე­ბუ­ლი სას­მე­ლე­ბის და ნა­ყი­ნის წარ­მო­ე­ბა­ში იყე­ნე­ბენ.

შპს "კა­სა­რამ" თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში CO2-ის მო­პო­ვე­ბა­ზე ლი­ცენ­ზი­ის მი­ღე­ბის მო­თხოვ­ნით გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 2005 წელს მი­მარ­თა. სა­მი­ნის­ტროს მიერ მიწ­ვე­ულ­მა ექ­სპერ­ტმა, ნო­დარ ცერ­ცვა­ძემ ლი­ცენ­ზი­ის გა­ცე­მას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა იმ მი­ზე­ზით, რომ შპს "კა­სა­რა" პირ­ვან­დე­ლი გა­ნა­ცხა­დის მი­ხედ­ვით, ქარ­ხნის გა­მარ­თვას შიგ ხე­ო­ბა­ში გეგ­მავ­და. ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, ეს თრუ­სოს ხე­ო­ბის ტრა­ვერ­ტი­ნებ­სა და წარ­მო­ნაქ­მნებ­ზე და ნახ­შირმ­ჟა­ვა მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის რე­ჟიმ­ზე უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, 2005 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს შპს "კა­სა­რას" თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში CO2-ის მო­პო­ვე­ბა­ზე 25 წლი­ა­ნი ლი­ცენ­ზია მის­ცა. კომ­პა­ნი­ას თრუ­სოს მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის სა­ბა­დო­ებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ნახ­შირმ­ჟა­ვა აირი გა­ზი­რე­ბუ­ლი სი­თხის სა­ხით სა­გან­გე­ბო ჭურ­ჭელ­ში უნდა ჩა­მო­ეს­ხა და მისი რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ეხ­დი­ნა.

იხი­ლეთ ვრცლად

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom

SOS! თრუსოს ხეობაში ტრავერტინები განადგურებულია

SOS! თრუსოს ხეობაში ტრავერტინები განადგურებულია

თრუსოს ხეობაში მდებარე ფერადი ტრავერტინები, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს, განადგურებულია. ისინი გაშავებული, ათხრილი და ატალახებულია. ხეობის შუაგულში ნახშირმჟავა აირის მომპოვებელი ჭაბურღილის ამოქმედების შემდეგ, ნაკლები ინტენსიურობით ჩქეფს ე.წ. აბანოს ბუყბუყა ტბაც.

თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებეტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო. მინერალური წყაროს წყლები მოედინება ფერდობზე, მდინარე თერგისაკენ და გზა და გზა ტოვებს მინერალურ ქანს - ტრავერტინს. სპეციალისტების თქმით, ტრავერტინი წარმოიქმნება წნევის დაცემის გამო, მიწისქვეშა წყლების ზედაპირზე გამოსვლისას, ნახშირბადის ორჟანგის გამოყოფის შედეგად ხსნარებიდან, რომელიც შეიცავს გახსნილ კალციუმის ბიკარბონატს.

ტრავერტინის ქანები, რომლებიც მცენარეების ანაბეჭდებს და მტკნარი წყლების მოლუსკების ნიჟარებს ინახავს, თრუსოს ხეობაში უამრავ ტურისტს იზიდავდა. ტრავერტინულ "მინდვრებს" ხეობის 20 ჰექტარი უკავია.

თრუსოს ხეობამ მეწარმეები ნახშირმჟავა აირის შემცველი მინერალური წყაროებით მიიზიდა. CO2-ს გაზირებული სასმელების და ნაყინის წარმოებაში იყენებენ.

შპს "კასარამ" თრუსოს ხეობაში CO2-ის მოპოვებაზე ლიცენზიის მიღების მოთხოვნით გარემოს დაცვის სამინისტროს 2005 წელს მიმართა. სამინისტროს მიერ მიწვეულმა ექსპერტმა, ნოდარ ცერცვაძემ ლიცენზიის გაცემას მხარი არ დაუჭირა იმ მიზეზით, რომ შპს "კასარა" პირვანდელი განაცხადის მიხედვით, ქარხნის გამართვას შიგ ხეობაში გეგმავდა. ექსპერტის შეფასებით, ეს თრუსოს ხეობის ტრავერტინებსა და წარმონაქმნებზე და ნახშირმჟავა მინერალური წყლების რეჟიმზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენდა.

ამის მიუხედავად, გარემოს დაცვის სამინისტრომ, 2005 წლის 27 ოქტომბერს შპს "კასარას" თრუსოს ხეობაში CO2-ის მოპოვებაზე 25 წლიანი ლიცენზია მისცა. კომპანიას თრუსოს მინერალური წყლების საბადოებში მოპოვებული ნახშირმჟავა აირი გაზირებული სითხის სახით საგანგებო ჭურჭელში უნდა ჩამოესხა და მისი რეალიზაცია მოეხდინა.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა