მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასთან ერთად სცენაზე არ დავდგები" - ვის უცხადებს პროტესტს ხატია ბუნიათიშვილი და როგორ აფასებს უკრაინის კონფლიქტს
"მასთან ერთად სცენაზე არ დავდგები" - ვის უცხადებს პროტესტს ხატია ბუნიათიშვილი და როგორ აფასებს უკრაინის კონფლიქტს

პი­ა­ნისტ ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე Crescendo magazine-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს თარ­გმა­ნი ქვეყ­ნდე­ბა, სა­ი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რიდს გთა­ვა­ზობთ. ინ­ტერ­ვი­უ­ში პი­ა­ნის­ტი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის, სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის, ახა­ლი ალ­ბო­მი­სა და უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

"ამ­ჟა­მად პა­რიზ­ში მცხოვ­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრის ოს­ტა­ტო­ბას თბი­ლის­სა და ვე­ნა­ში და­ე­უფ­ლა. მან ჩვე­ნი სა­უბ­რის და­სა­წყის­ში­ვე ახ­სნა პა­ტა­რა გა­უ­გებ­რო­ბა: ის ფაქ­ტი, რომ ის თბი­ლის­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზია. "ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში" ხა­ტია თა­ვის ვებგ­ვერ­დსა და უფრო ხში­რად ხმა­რე­ბულ ონ­ლა­ინ-ენ­ციკ­ლო­პე­დი­ას გუ­ლის­ხმობს. ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, თურ­ქე­თის მო­სა­ზღვრე ზღვის­პი­რა ქა­ლაქ ბა­თუმ­ში და რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, სხვა­თა შო­რის: "შემ­თხვე­ვით". "თბი­ლის­ში უნდა დავ­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ამ დროს დე­და­ჩე­მი ბა­თუმ­ში მა­მა­ჩე­მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, მამა კი იქ სამ­ხედ­რო მო­ვა­ლე­ო­ბას იხ­დი­და".

ხა­ტი­ას ახა­ლი ალ­ბო­მი საკ­მა­რის სა­სა­უბ­რო მა­სა­ლას გვთა­ვა­ზობს. ამ ალ­ბო­მის სა­ხელ­წო­დე­ბაა "Motherland". სა­თა­უ­რის გა­გე­ბი­სას პირ­ვე­ლი ასო­ცი­ა­ცია სამ­შობ­ლო, მო­ნატ­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოა - იმა­საც თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა ამ­ჯე­რა­დაც მო­ა­ხერ­ხა ძალ­ზედ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პროგ­რა­მის ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბით გამ­დიდ­რე­ბა. იქ­ნებ ალ­ბო­მი "Motherland" სამ­შობ­ლო­სად­მი რე­ვე­რან­სის გა­მომ­ხატ­ვე­ლია? არა მხო­ლოდ! (არა სწო­რად გა­მი­გეთ!) ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილს ამის სხვაგ­ვა­რი ახ­სნა აქვს: "ჩემი აზ­რით, "Motherland" არის სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც ქალ­ში არ­სე­ბობს. გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან ხარ, ერთი რამ ყვე­ლას სა­ერ­თო გვაქვს: ყვე­ლა­ნი დე­დის მიერ ვართ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას მოვ­ლე­ნილ­ნი. ეს არის პირ­ვე­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. ეს ალ­ბო­მი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა დე­და­ჩემს ეძღვნე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ფე­ნო­მენ­საც მო­ი­ცავს. დე­და­მი­წის ფე­ნო­მე­ნი გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ყვე­ლა ქალ­თან, მათ შო­რის ჩემ­თან. შერ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კაც იმ სამ­ყა­როს ანა­რეკ­ლია, რო­მელ­საც ჩემს "Motherland"-ად აღ­ვიქ­ვამ". ასე­ვე იშიფ­რე­ბა ალ­ბო­მის ყდა (cover) თა­ვად პი­ა­ნის­ტის მიერ: "ის წარ­მო­ა­ჩენს ქალს - მე - შერ­წყმულ­სა და გაჟ­ღენ­თილს ბუ­ნე­ბას­თან, დე­და­მი­წას­თან. და­ხუ­ჭუ­ლი თვა­ლე­ბი ამ ქა­ლის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს­კენ მიგ­ვა­ნიშ­ნებს"...

რო­გორ აფა­სებს ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქტს?

"სა­ქარ­თვე­ლო­სა და ამ­ჟა­მინ­დელ უკ­რა­ი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას შო­რის ბევ­რი პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ჩემი დიდი სურ­ვი­ლია, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი ამ რე­გი­ონ­ში ერ­თად დად­გნენ. რუ­სეთ­სა და სამ­ყა­როს ამ ნა­წილს შო­რის არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­ცი­ლე­ბით ად­რე­ულ ხა­ნას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, ვიდ­რე ეს და­სავ­ლეთ ევ­რო­პის თვალ­ში ჩანს. გარ­კვე­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი ჯერ კი­დევ ივა­ნე მრის­ხა­ნის ეპო­ქი­დან იწყე­ბა და მხო­ლოდ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლით არ გაღ­ვი­ვე­ბუ­ლა. რუ­სეთ­ში იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა ძვე­ლი ფე­ნო­მე­ნია. ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი, - რომ­ლის­კე­ნაც მი­ის­წრაფ­ვის რუ­სე­თი, - ჩემი აზ­რით ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სუს­ტი იმი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბაა. უკ­რა­ი­ნა კი მო­მავ­ლის­კენ იყუ­რე­ბა, სა­დაც ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი ვერ მო­ი­აზ­რე­ბა".

ამ ძლი­ერ სი­ტყვებ­ში იკ­ვე­თე­ბა ნა­თე­ლი და გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცია. სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ პო­ლი­ტი­კურ კონ­ფლიქტს თუ აქვს მუ­სი­კა­ზე რა­ი­მე გავ­ლე­ნა. პუ­ტი­ნის თა­ნა­მო­აზ­რე ვა­ლე­რი გერ­გი­ე­ვი და ხა­ტია ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთ სცე­ნა­ზე წარ­მო­იდ­გი­ნო. "ეს არ მოხ­დე­ბა", ხაზ­გას­მით ამ­ბობს პი­ა­ნის­ტი. "მე ვა­ლე­რი გერ­გი­ევ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე არ დავ­დგე­ბი". რა არის ამის მი­ზე­ზი, მუ­სი­კა­ლუ­რად თუ პო­ლი­ტი­კუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი? "ამას პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს: ის, ვინც დღეს არ დგას ადა­მი­ა­ნო­ბის მხა­რეს, არა­მედ ძა­ლა­უფ­ლე­ბას უჭერს მხარს (ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ჩემი აზ­რით დიდი ხანი ვე­ღარ იარ­სე­ბებს), ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნუ­ლია Crescendo magazine-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

111
0

მეხი კი დაგეცეს მაგ ტილიან თავზე? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
მკითხველის რჩევით

"მასთან ერთად სცენაზე არ დავდგები" - ვის უცხადებს პროტესტს ხატია ბუნიათიშვილი და როგორ აფასებს უკრაინის კონფლიქტს

"მასთან ერთად სცენაზე არ დავდგები" - ვის უცხადებს პროტესტს ხატია ბუნიათიშვილი და როგორ აფასებს უკრაინის კონფლიქტს

პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე Crescendo magazine-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს თარგმანი ქვეყნდება, საიდანაც რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ. ინტერვიუში პიანისტი მშობლიური ქალაქის, საკუთარი შემოქმედების, ახალი ალბომისა და უკრაინის კონფლიქტის შესახებ საუბრობს.

"ამჟამად პარიზში მცხოვრები, საქართველოში დაბადებული ხატია ბუნიათიშვილი ფორტეპიანოზე დაკვრის ოსტატობას თბილისსა და ვენაში დაეუფლა. მან ჩვენი საუბრის დასაწყისშივე ახსნა პატარა გაუგებრობა: ის ფაქტი, რომ ის თბილისშია დაბადებული, მხოლოდ ბიოგრაფიაში არსებული ხარვეზია. "ბიოგრაფიაში" ხატია თავის ვებგვერდსა და უფრო ხშირად ხმარებულ ონლაინ-ენციკლოპედიას გულისხმობს. ხატია ბუნიათიშვილი დაიბადა შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ბათუმში და როგორც თავად აღნიშნავს, სხვათა შორის: "შემთხვევით". "თბილისში უნდა დავბადებულიყავი, მაგრამ ამ დროს დედაჩემი ბათუმში მამაჩემის მოსანახულებლად იმყოფებოდა, მამა კი იქ სამხედრო მოვალეობას იხდიდა".

ხატიას ახალი ალბომი საკმარის სასაუბრო მასალას გვთავაზობს. ამ ალბომის სახელწოდებაა "Motherland". სათაურის გაგებისას პირველი ასოციაცია სამშობლო, მონატრება, საქართველოა - იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ხატია ბუნიათიშვილმა ამჯერადაც მოახერხა ძალზედ მრავალფეროვანი პროგრამის ქართული ფოლკლორული ნაწარმოებით გამდიდრება. იქნებ ალბომი "Motherland" სამშობლოსადმი რევერანსის გამომხატველია? არა მხოლოდ! (არა სწორად გამიგეთ!) ხატია ბუნიათიშვილს ამის სხვაგვარი ახსნა აქვს: "ჩემი აზრით, "Motherland" არის სამყარო, რომელიც ქალში არსებობს. განურჩევლად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან ხარ, ერთი რამ ყველას საერთო გვაქვს: ყველანი დედის მიერ ვართ ქვეყნიერებას მოვლენილნი. ეს არის პირველი ჭეშმარიტება. ეს ალბომი უპირველეს ყოვლისა დედაჩემს ეძღვნება, რაც თავისთავად ნაყოფიერების ფენომენსაც მოიცავს. დედამიწის ფენომენი გაიგივებულია ყველა ქალთან, მათ შორის ჩემთან. შერჩეული მუსიკაც იმ სამყაროს ანარეკლია, რომელსაც ჩემს "Motherland"-ად აღვიქვამ". ასევე იშიფრება ალბომის ყდა (cover) თავად პიანისტის მიერ: "ის წარმოაჩენს ქალს - მე - შერწყმულსა და გაჟღენთილს ბუნებასთან, დედამიწასთან. დახუჭული თვალები ამ ქალის შინაგანი სამყაროსკენ მიგვანიშნებს"...

როგორ აფასებს ხატია ბუნიათიშვილი უკრაინის კონფლიქტს?

"საქართველოსა და ამჟამინდელ უკრაინის მდგომარეობას შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩვენი ქვეყნები ამ რეგიონში ერთად დადგნენ. რუსეთსა და სამყაროს ამ ნაწილს შორის არსებული პრობლემები გაცილებით ადრეულ ხანას მიეკუთვნება, ვიდრე ეს დასავლეთ ევროპის თვალში ჩანს. გარკვეული კონფლიქტები ჯერ კიდევ ივანე მრისხანის ეპოქიდან იწყება და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლით არ გაღვივებულა. რუსეთში იმპერიალისტული აზროვნება ძველი ფენომენია. ევრაზიული კავშირი, - რომლისკენაც მიისწრაფვის რუსეთი, - ჩემი აზრით ყოფილი საბჭოთა კავშირის სუსტი იმიტაციის მცდელობაა. უკრაინა კი მომავლისკენ იყურება, სადაც ევრაზიული კავშირი ვერ მოიაზრება".

ამ ძლიერ სიტყვებში იკვეთება ნათელი და გარკვეული პოზიცია. საინტერესოა, ამ პოლიტიკურ კონფლიქტს თუ აქვს მუსიკაზე რაიმე გავლენა. პუტინის თანამოაზრე ვალერი გერგიევი და ხატია ხომ შეუძლებელია ერთ სცენაზე წარმოიდგინო. "ეს არ მოხდება", ხაზგასმით ამბობს პიანისტი. "მე ვალერი გერგიევთან ერთად სცენაზე არ დავდგები". რა არის ამის მიზეზი, მუსიკალურად თუ პოლიტიკურად განსხვავებული პოზიციები? "ამას პოლიტიკური საფუძველი აქვს: ის, ვინც დღეს არ დგას ადამიანობის მხარეს, არამედ ძალაუფლებას უჭერს მხარს (ეს ძალაუფლება, ჩემი აზრით დიდი ხანი ვეღარ იარსებებს), ჩემთვის მიუღებელია", - აღნიშნულია Crescendo magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

"სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ პროცესმა დატვირთა ცოდვებით და წარმატებებით" - ხუხაშვილი

გახარიას გამოსამშვიდობებელი "სელფი" "ფეისბუქზე" რეკორდს ხსნის

გიორგი გახარია თანამშრომლებს დაემშვიდობა - ფოტო მთავრობის ადმინისტრაციიდან