სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საჩუქარს მიიღებენ მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სახელმწიფოსგან
რა საჩუქარს მიიღებენ მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სახელმწიფოსგან

სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­თან ერ­თად, სა­უ­კე­თე­სო მდგო­მა­რე­ო­ბის მე­ო­რად წიგ­ნებს მი­ი­ღე­ბენ. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გან­გვი­ცხა­დეს, შარ­შან­დე­ლის მსგავ­სად, ახალ სას­წავ­ლო წელ­საც, მოს­წავ­ლე­ებს უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცე­მათ რო­გორც ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, ასე­ვე მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით შე­ფა­სე­ბუ­ლი, სა­უ­კე­თე­სო მდგო­მა­რე­ო­ბის წიგ­ნე­ბი.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, წელს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა გა­მოთ­ვლი­ლია 2013-2014 წლე­ბის ცვე­თის მაჩ­ვე­ნებ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით.

"სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი პროგ­რა­მით, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დენ­ჯერ­მე შე­ფას­და სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და სას­წავ­ლო წლის და­სას­რუ­ლი­სათ­ვის, დად­გინ­და ვარ­გი­სი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის მო­სა­ლოდ­ნე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ცვე­თა უფრო მა­ღა­ლი პირ­ველკ­ლა­სელ­თა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­შია", - აცხა­დე­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რი­ვი სტამ­ბე­ბი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­დან 2014-2015 სას­წავ­ლო წლის­თვის თორ­მე­ტი­ვე კლა­სის­თვის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის სრუ­ლი სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 50-60%-მდე ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შეს­ყიდ­ვა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სას­წავ­ლო წლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლა 195 მოს­წავ­ლის მშო­ბელ­მა (289 სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო). ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის და­კარ­გვა გახ­და.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის 80% და­ბეჭ­დი­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით არ­სე­ბულ სკო­ლებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია.

უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს წელს ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნამ­დე მოს­წავ­ლე მი­ი­ღებს. უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მი­ი­ღებს პირ­ვე­ლი­დან მე­თორ­მე­ტე კლა­სის ჩათ­ვლით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ყვე­ლა მოს­წავ­ლე. ასე­ვე კერ­ძო სკო­ლე­ბის სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყო­ფი ოჯა­ხე­ბის წევ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რე­ბის შვი­ლე­ბი, იმ კერ­ძო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სკო­ლის პრი­ვა­ტი­ზე­ბამ­დე ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სწავ­ლობ­დნენ, ასე­ვე ახალ­გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და გა­ლის რა­ი­ო­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბუ­ლი იმ სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­დაც სწავ­ლე­ბა ქარ­თულ ენა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

გა­სულ წელს პროგ­რა­მა­ზე 18 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა, წელს კი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 12-13 მი­ლი­ო­ნი ლარი დაჯ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა საჩუქარს მიიღებენ მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სახელმწიფოსგან

რა საჩუქარს მიიღებენ მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სახელმწიფოსგან

სკოლის მოსწავლეები, ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, საუკეთესო მდგომარეობის მეორად წიგნებს მიიღებენ. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თემის კომენტირებისას განგვიცხადეს, შარშანდელის მსგავსად, ახალ სასწავლო წელსაც, მოსწავლეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ როგორც ახალი სახელმძღვანელოები, ასევე მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ქულებით შეფასებული, საუკეთესო მდგომარეობის წიგნები.

უწყების განმარტებით, წელს სახელმძღვანელოების საჭირო რაოდენობა გამოთვლილია 2013-2014 წლების ცვეთის მაჩვენებლის გამოყენებითა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით.

"სპეციალურად შექმნილი პროგრამით, წლის განმავლობაში, რამდენჯერმე შეფასდა სისტემაში არსებული სახელმძღვანელოების მდგომარეობა და სასწავლო წლის დასასრულისათვის, დადგინდა ვარგისი სახელმძღვანელოების მოსალოდნელი მაჩვენებელი. კვლევის მიხედვით, ცვეთა უფრო მაღალი პირველკლასელთა სახელმძღვანელოების შემთხვევაშია", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი სტამბებისა და გამომცემლობებიდან 2014-2015 სასწავლო წლისთვის თორმეტივე კლასისთვის სახელმძღვანელოების სრული საჭირო რაოდენობიდან, დაახლოებით 50-60%-მდე ახალი სახელმძღვანელოს შესყიდვა განხორციელდება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, სასწავლო წლის მიმდინარეობისას სახელმძღვანელოები ჩაანაცვლა 195 მოსწავლის მშობელმა (289 სახელმძღვანელო). ძირითადი მიზეზი სახელმძღვანელოების დაკარგვა გახდა.

დღეის მდგომარეობით, სასკოლო სახელმძღვანელოების 80% დაბეჭდილია და საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში გადანაწილებულია.

უფასო სახელმძღვანელოებს წელს ნახევარ მილიონამდე მოსწავლე მიიღებს. უფასო სახელმძღვანელოს მიიღებს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე. ასევე კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრი მოსწავლეები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები, იმ კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ, ასევე ახალგორის მუნიციპალიტეტისა და გალის რაიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეები, სადაც სწავლება ქართულ ენაზე ხორციელდება.

გასულ წელს პროგრამაზე 18 მილიონი ლარი დაიხარჯა, წელს კი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა, სავარაუდოდ, 12-13 მილიონი ლარი დაჯდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია