მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც მოგვწონს იმას ვაკეთებთ, ჩვენ ჩვენი გაგება გვაქვს" - "ვეფხისტყაოსნის" რეჟისორის პირველი კომენტარი მწვავე კრიტიკაზე
"რაც მოგვწონს იმას ვაკეთებთ, ჩვენ ჩვენი გაგება გვაქვს" - "ვეფხისტყაოსნის" რეჟისორის პირველი კომენტარი მწვავე კრიტიკაზე

მას მერე, რაც "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" რე­ჟი­სორ­თან, ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ, ნი­კო­ლო­ზის და ზო­გა­დად ამ პრო­ექ­ტის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი გაჩ­ნდა. ამი­ტომ მას ისევ და­ვუ­კავ­შირ­დით, რათა გაგ­ვერ­კვია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის უარ­ყო­ფით შე­ფა­სე­ბებ­ზე რას ფიქ­რობს.

- შენი პრო­ექ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა და­დე­ბი­თად ვერ მი­ი­ღო. სხვა­დას­ხვა არ­გუ­მენ­ტი სა­ხელ­დე­ბა: ვი­ღა­ცას არ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არ მოს­წონს, ვი­ღა­ცას კი­დევ პერ­სო­ნა­ჟე­ბის სა­მო­სი (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ტა­რი­ე­ლის). ზოგი ამ­ბობს, რომ ცეკ­ვით გა­და­წყვე­ტი­ლი "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია და აინ­ტე­რე­სებთ - რა­ტომ მუ­ზიკ­ლი? მოკ­ლედ, ჯერ არ შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტის მი­მართ ასე­თი შე­ნიშ­ვნე­ბი გაჩ­ნდა.

- ამა თუ იმ სა­კი­თხზე ცხა­დია, ყვე­ლას თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა აქვს. ჩემი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნებს ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში მეტი სიყ­ვა­რუ­ლი და ნაკ­ლე­ბი აგ­რე­სია ჰქონ­დეთ. გა­უ­გე­ბა­რი და უც­ნა­უ­რია სხვი­სი საქ­მის მი­მართ გა­მოვ­ლე­ნი­ლი ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­ვი. მით უმე­ტეს, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც რა­ღაც გა­და­წყვი­ტეს და მას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მიჰ­ყვე­ბი­ან...

თუ ვინ­მეს კოს­ტი­უ­მი არ მო­ე­წო­ნა, ან თუ რა­ტომ მოხ­და მი­უ­ზიკ­ლის ჟანრ­ში ამ ნა­მუ­შევ­რის გა­და­წყვე­ტა და კი­დევ სხვა რამ, ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლას თა­ვის გა­გე­ბა აქვს, მაგ­რამ აქვე ვი­ტყვი, რომ ჩვენ ჩვე­ნი გა­გე­ბა გვაქვს. ასე რომ, რაც მოგ­ვწონს და ჩა­ვი­ფიქ­რეთ, იმას ვა­კე­თებთ. ჯერ ერთი, ახლა პი­ლოტ­ზე ვმუ­შა­ობთ, რაც საც­დელ გა­და­ღე­ბას ნიშ­ნავს, ის არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია. წე­სით, ფო­ტო­სუ­რა­თით სა­ბო­ლოო დას­კვნის გა­კე­თე­ბა, წი­ნას­წა­რი მსჯე­ლო­ბა, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ნა­მუ­შე­ვა­რი და მით უმე­ტეს, საპ­რე­ზენ­ტა­ცი­ოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ამი­ტომ, მი­მაჩ­ნია, რომ ამ კო­მენ­ტა­რე­ბის 99% ძა­ლი­ან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია. ამას­თან, ისი­ნი სი­ძულ­ვი­ლით არის გა­კე­თე­ბუ­ლი და ეს სი­ძულ­ვი­ლი დღეს­დე­ღე­ო­ბით გა­მე­ფე­ბუ­ლია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც. დიახ, ერ­თმა­ნე­თის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა, აგ­რე­სია, შური, ბოღ­მა, - რაც გინ­დათ, ის და­არ­ქვით, რა­საც ვერ მი­ვე­სალ­მე­ბი და ვერც არა­კომ­პე­ტენ­ტურ შე­ნიშ­ვნებს გა­ვი­ზი­ა­რებ.

- რა­ტომ?

- არა­ვის­თან ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არ ვართ, რად­გა­ნაც ჩვენ საქ­მეს ვა­კე­თებთ! ვცდი­ლობთ, სა­კუ­თა­რი ხედ­ვით შევ­ქმნათ ეს პრო­ექ­ტი. სხვას რო­გორც უნდა და შე­უძ­ლია, ისე გა­ა­კე­თოს. რაც მეტი იქ­ნე­ბა "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" ეკ­რა­ნი­ზე­ბუ­ლი, სცე­ნა­ზე დად­გმუ­ლი, უკე­თე­სი და გა­სა­ხა­რე­ლია. პირ­ქით, ყვე­ლა უნდა ცდი­ლობ­დეს, რომ ამ ნა­მუ­შე­ვარ­ზე მეტი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი შე­იქ­მნას, მაგ­რამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ვინ არა­ფერს ცდი­ლობს...

მსოფ­ლი­ო­ში შექ­სპი­რის ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვა­რი ზე­პი­რად იცი­ან, რად­გა­ნაც გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მე­ბიც და დად­გმუ­ლია სპექ­ტაკ­ლე­ბიც. ასე­ვეა ალექ­სან­დრე დი­უ­მა, ყვე­ლამ იცის "სამი მუშ­კე­ტე­რი". "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" კი ადა­მი­ა­ნე­ბის მცი­რე ჯგუ­ფის გარ­და არა­ვინ, რად­გა­ნაც სა­თა­ნა­დოდ არ ხდე­ბა მისი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

- ელო­დე­ბო­დი ასეთ შე­მო­ტე­ვას?

- ვე­ლო­დე­ბო­დი, მაგ­რამ თუ ამ­დე­ნი ღვარ­ძლი და აგ­რე­სია იყო ხალ­ხში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი, არ მე­გო­ნა. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, რომ ქვე­ყა­ნას მაგ­რად უჭირს და ასე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა რთუ­ლია. ეს რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კის ბა­რა­ლია, რად­გა­ნაც ძა­ლი­ან დათ­რგუნ­ვი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმის­გან, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა და ამის გა­მოა ასე­თი და­ძა­ბუ­ლო­ბა, ერ­თმა­ნე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფა.

ქვე­ყა­ნამ კულ­ტუ­რა­ზე უნდა გა­ა­კე­თოს აქ­ცენ­ტი და უძ­ვე­ლე­სი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კე­რას უნდა მი­ე­ნი­ჭოს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ჩვე­ნი მო­წო­დე­ბა კი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შექ­მნაა. რაც ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოგ­ვდი­ო­და აქამ­დე და მო­მა­ვალ­შიც გა­მოგ­ვი­ვა. მაგ­რამ თუ ვი­ღა­ცის წა­მო­წყე­ბას ასეთ და ამ­ხე­ლა აგ­რე­სი­ას და­ახ­ვედ­რე­ბენ, ის შე­იძ­ლე­ბა გა­ჩერ­დეს, და­კომ­პლექსდეს, მაგ­რამ ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით, რად­გა­ნაც საქ­მე გვაქვს! გეგ­მას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მივ­ყვე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმსა, რომ წა­ხა­ლი­სე­ბი­სა და კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის ნაც­ვლად, ამ­ხე­ლა უარ­ყო­ფი­თი და უსა­მარ­თლო შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ვი­ღეთ. ხომ ვამ­ბობ, ასეთ დროს, ბევ­რი წა­მო­წყე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჩაკ­ვდეს.

გა­მო­ვა, გა­მო­ვა, არა­და, ვის რაში ეკი­თხე­ბა, სხვის საქ­მე­ში რომ ჰყოფს ცხვირს?! პი­რი­ქით, არ ჯო­ბია, მეტი სიყ­ვა­რუ­ლით მო­ე­კი­დოს ნე­ბის­მი­ერ წა­მო­წყე­ბას? რა უფ­ლე­ბა მაქვს, ახლა მე ვინ­მე გან­ვსა­ჯო?

- მოკ­ლედ, სტი­მუ­ლი არ დაგ­კარ­გვია, ხომ?

- საქ­მის კე­თე­ბის სურ­ვი­ლი რო­გორ და­მე­კარ­გე­ბა?! პი­რი­ქით, ამ ყვე­ლაფ­რის მერე მეტი სტი­მუ­ლი მო­მე­ცა. ჩვენს ნა­მუ­შე­ვარს ნა­ხავს რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე უცხო­ელ პრო­დი­უ­სე­რიც. ამ პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა 2 წე­ლი­წადს მო­ი­ცავს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იკ­რას, და­მუ­შავ­დეს, ინ­ვეს­ტი­ცია იქ­ნას მო­ძი­ე­ბუ­ლი...

- რო­გორ ფიქ­რობ, ინ­ვეს­ტი­ცი­ას ჩა­დე­ბენ?

- ვფიქ­რობ, რომ ჩა­ი­დე­ბა. კარ­გი იდე­აა, მა­გა­რი ნა­წარ­მო­ე­ბია, ჩვენს პრო­ექ­ტშიც ბევ­რი ჟან­რის სინ­თე­ზი იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი, რაც მას კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს. მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ და ყვე­ლას­თან სა­თა­ნამ­შრომ­ლოდ მზად ვართ.

- ისე, ამ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით შენი კომ­პე­ტენ­ცი­აც ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნეს...

- ცხოვ­რე­ბა­ში ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის­თვის არას­დროს სა­ხელ­მწი­ფო თან­ხა არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია და არც არა­ვი­სი. მე და ჩემი სა­მე­გობ­რო ვწვა­ლობთ, ვა­კე­თებთ, რა­ღაც გა­მო­დის, რა­ღაც - არა, რა­ღა­ცას ვა­ჩე­რებთ, რა­ღა­ცას ბო­ლომ­დე "ვაწ­ვე­ბით", რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი შევ­კრათ და გა­ვა­კე­თოთ. ადა­მი­ა­ნებს ამ ქვე­ყა­ნა­ში სხვე­ბის აზ­რით უყ­ვართ ცხოვ­რე­ბა, - ის რას იფიქ­რებს, ეს რას იფიქ­რებს, იმან რა თქვა, ამან რა თქვა - შენ შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლი გა­ა­კე­თე, იმან რა თქვა და რას აკე­თებს, რაში გა­ინ­ტე­რე­სებს? ნუ ერე­ვი, მაგ­რამ იმას არ ვგუ­ლის­ხმობ, რომ შენი აზრი არ გქონ­დეს და არ გა­მო­ხა­ტო. ამის გა­კე­თე­ბა და­ცინ­ვი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა, - ამით მეტი სტი­მუ­ლი მის­ცენ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა სურს. ამ კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი და ყვე­ლას თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს. მაგ­რამ ვინც რა­ღა­ცას და­წერს, იმ სი­ტყვებ­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ამი­ტომ, და­ფიქ­რდეს, სა­ნამ რა­მეს და­წერს, თო­რემ მის­მა აზ­რმა შე­იძ­ლე­ბა კონ­ფლიქ­ტუ­რი და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს და ადა­მი­ა­ნის­თვის და­უ­გეგ­მა­ვი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნოს. ასე რომ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, - სად წე­რენ, რას წე­რენ, ვის წე­რენ... ადა­მი­ა­ნებს მეტი სიყ­ვა­რუ­ლით მო­ე­კი­დონ, სხვე­ბის შრო­მას პა­ტი­ვი სცენ. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც არ მოგ­წონ­დეს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვინ­მეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნო, თუ მას­ზე უკე­თე­სი არა­ფე­რი გა­გი­კე­თე­ბია. ჩვენ კი რაც უფრო ვი­მუ­შა­ვებთ, მე­ტად განვვი­თარ­დე­ბით.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"რაც მოგვწონს იმას ვაკეთებთ, ჩვენ ჩვენი გაგება გვაქვს" - "ვეფხისტყაოსნის" რეჟისორის პირველი კომენტარი მწვავე კრიტიკაზე

"რაც მოგვწონს იმას ვაკეთებთ, ჩვენ ჩვენი გაგება გვაქვს" - "ვეფხისტყაოსნის" რეჟისორის პირველი კომენტარი მწვავე კრიტიკაზე

მას მერე, რაც "ვეფხისტყაოსნის" რეჟისორთან, ნიკოლოზ ხომასურიძესთან ინტერვიუ გამოვაქვეყნეთ, ნიკოლოზის და ზოგადად ამ პროექტის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები გაჩნდა. ამიტომ მას ისევ დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, საზოგადოების უარყოფით შეფასებებზე რას ფიქრობს.

- შენი პროექტი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა დადებითად ვერ მიიღო. სხვადასხვა არგუმენტი სახელდება: ვიღაცას არჩეული მსახიობები არ მოსწონს, ვიღაცას კიდევ პერსონაჟების სამოსი (განსაკუთრებულად ტარიელის). ზოგი ამბობს, რომ ცეკვით გადაწყვეტილი "ვეფხისტყაოსანი" მისთვის გაუგებარია და აინტერესებთ - რატომ მუზიკლი? მოკლედ, ჯერ არ შექმნილი პროდუქტის მიმართ ასეთი შენიშვნები  გაჩნდა.

- ამა თუ იმ საკითხზე ცხადია, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ჩემი სურვილი იქნება, ადამიანებს ნებისმიერ საქმეში მეტი სიყვარული და ნაკლები აგრესია ჰქონდეთ. გაუგებარი და უცნაურია სხვისი საქმის მიმართ გამოვლენილი ამდენი ნეგატივი. მით უმეტეს, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც რაღაც გადაწყვიტეს და მას მიზანმიმართულად მიჰყვებიან...

თუ ვინმეს კოსტიუმი არ მოეწონა, ან თუ რატომ მოხდა მიუზიკლის ჟანრში ამ ნამუშევრის გადაწყვეტა და კიდევ სხვა რამ, ვიმეორებ, ყველას თავის გაგება აქვს, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ჩვენი გაგება გვაქვს. ასე რომ, რაც მოგვწონს და ჩავიფიქრეთ, იმას ვაკეთებთ. ჯერ ერთი, ახლა პილოტზე ვმუშაობთ, რაც საცდელ გადაღებას ნიშნავს, ის არ არის დასრულებული ვერსია. წესით, ფოტოსურათით საბოლოო დასკვნის გაკეთება, წინასწარი მსჯელობა, თუ როგორი იქნება ნამუშევარი და მით უმეტეს, საპრეზენტაციოდ მომზადებული ვიდეომასალა, შეუძლებელია.

ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ კომენტარების 99% ძალიან არაკომპეტენტურია. ამასთან, ისინი სიძულვილით არის გაკეთებული და ეს სიძულვილი დღესდეღეობით გამეფებულია ჩვენს საზოგადოებაშიც. დიახ, ერთმანეთის უპატივცემულობა, აგრესია, შური, ბოღმა, - რაც გინდათ, ის დაარქვით, რასაც ვერ მივესალმები და ვერც არაკომპეტენტურ შენიშვნებს გავიზიარებ.

- რატომ?

- არავისთან ვალდებულები არ ვართ, რადგანაც ჩვენ საქმეს ვაკეთებთ! ვცდილობთ, საკუთარი ხედვით შევქმნათ ეს პროექტი. სხვას როგორც უნდა და შეუძლია, ისე გააკეთოს. რაც მეტი იქნება "ვეფხისტყაოსანი" ეკრანიზებული, სცენაზე დადგმული, უკეთესი და გასახარელია. პირქით, ყველა უნდა ცდილობდეს, რომ ამ ნამუშევარზე მეტი საინტერესო პროექტი შეიქმნას, მაგრამ ამ მიმართულებით არავინ არაფერს ცდილობს...

მსოფლიოში შექსპირის ყველა ნამუშევარი ზეპირად იციან, რადგანაც გადაღებულია ფილმებიც და დადგმულია სპექტაკლებიც. ასევეა ალექსანდრე დიუმა, ყველამ იცის "სამი მუშკეტერი". "ვეფხისტყაოსანი" კი ადამიანების მცირე ჯგუფის გარდა არავინ, რადგანაც სათანადოდ არ ხდება მისი პოპულარიზაცია.

- ელოდებოდი ასეთ შემოტევას?

- ველოდებოდი, მაგრამ თუ ამდენი ღვარძლი და აგრესია იყო ხალხში დაგროვებული, არ მეგონა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ქვეყანას მაგრად უჭირს და ასეთი საზოგადოების განვითარება რთულია. ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკის ბარალია, რადგანაც ძალიან დათრგუნვილია საზოგადოება იმისგან, რაც ქვეყანაში ხდება და ამის გამოა ასეთი დაძაბულობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა.

ქვეყანამ კულტურაზე უნდა გააკეთოს აქცენტი და უძველესი ცივილიზაციის კერას უნდა მიენიჭოს დანიშნულება. ჩვენი მოწოდება კი ინტელექტუალური, კულტურული პროდუქტების შექმნაა. რაც ძალიან კარგად გამოგვდიოდა აქამდე და მომავალშიც გამოგვივა. მაგრამ თუ ვიღაცის წამოწყებას ასეთ და ამხელა აგრესიას დაახვედრებენ, ის შეიძლება გაჩერდეს, დაკომპლექსდეს, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, რადგანაც საქმე გვაქვს! გეგმას მიზანმიმართულად მივყვებით, მიუხედავად იმსა, რომ წახალისებისა და კეთილი სურვილების ნაცვლად, ამხელა უარყოფითი და უსამართლო შეფასებები მივიღეთ. ხომ ვამბობ, ასეთ დროს, ბევრი წამოწყება შეიძლება ჩაკვდეს.

გამოვა, გამოვა, არადა, ვის რაში ეკითხება, სხვის საქმეში რომ ჰყოფს ცხვირს?! პირიქით, არ ჯობია, მეტი სიყვარულით მოეკიდოს ნებისმიერ წამოწყებას? რა უფლება მაქვს, ახლა მე ვინმე განვსაჯო?

- მოკლედ, სტიმული არ დაგკარგვია, ხომ?

- საქმის კეთების სურვილი როგორ დამეკარგება?! პირიქით, ამ ყველაფრის მერე მეტი სტიმული მომეცა. ჩვენს ნამუშევარს ნახავს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე რამდენიმე უცხოელ პროდიუსერიც. ამ პროექტის განვითარება 2 წელიწადს მოიცავს, რომ ეს ყველაფერი შეიკრას, დამუშავდეს, ინვესტიცია იქნას მოძიებული...

- როგორ ფიქრობ, ინვესტიციას ჩადებენ?

- ვფიქრობ, რომ ჩაიდება. კარგი იდეაა, მაგარი ნაწარმოებია, ჩვენს პროექტშიც ბევრი ჟანრის სინთეზი იქნება თავმოყრილი, რაც მას კარგად წარმოაჩენს. მაგ მიმართულებით მივდივართ და ყველასთან სათანამშრომლოდ მზად ვართ.

- ისე, ამ პროექტთან დაკავშირებით შენი კომპეტენციაც ეჭვქვეშ დააყენეს...

- ცხოვრებაში ჩვენი პროექტებისთვის არასდროს სახელმწიფო თანხა არ გამომიყენებია და არც არავისი. მე და ჩემი სამეგობრო ვწვალობთ, ვაკეთებთ, რაღაც გამოდის, რაღაც - არა, რაღაცას ვაჩერებთ, რაღაცას ბოლომდე "ვაწვებით", რომ საქართველოს ეროვნული პროექტები შევკრათ და გავაკეთოთ. ადამიანებს ამ ქვეყანაში სხვების აზრით უყვართ ცხოვრება, - ის რას იფიქრებს, ეს რას იფიქრებს, იმან რა თქვა, ამან რა თქვა - შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე, იმან რა თქვა და რას აკეთებს, რაში გაინტერესებს? ნუ ერევი, მაგრამ იმას არ ვგულისხმობ, რომ შენი აზრი არ გქონდეს და არ გამოხატო. ამის გაკეთება დაცინვისა და შეურაცხყოფის გარეშეც შეიძლება, - ამით მეტი სტიმული მისცენ ადამიანებს, ვისაც რაღაცის გაკეთება სურს. ამ კომენტარების გაკეთებაში ბევრი ადამიანია ჩართული და ყველას თავისი შეხედულება აქვს. მაგრამ ვინც რაღაცას დაწერს, იმ სიტყვებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ, დაფიქრდეს, სანამ რამეს დაწერს, თორემ მისმა აზრმა შეიძლება კონფლიქტური და არაადეკვატური სიტუაცია გამოიწვიოს და ადამიანისთვის დაუგეგმავი შედეგები მოიტანოს. ასე რომ, გაითვალისწინონ, - სად წერენ, რას წერენ, ვის წერენ... ადამიანებს მეტი სიყვარულით მოეკიდონ, სხვების შრომას პატივი სცენ. შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენო, თუ მასზე უკეთესი არაფერი გაგიკეთებია. ჩვენ კი რაც უფრო ვიმუშავებთ, მეტად განვვითარდებით.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია