საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა ნებიერიძე: "მომწონს ჯანმრთელი, ლამაზი სხეული"
ნანა ნებიერიძე: "მომწონს ჯანმრთელი, ლამაზი სხეული"

ცურ­ვა არის სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­საც უარ­ყო­ფი­თი მხა­რე არ აქვს. სა­სარ­გებ­ლოა არა მარ­ტო სხე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, არა­მედ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, იმუ­ნი­ტე­ტის­თვის და რაც ადრე მი­ვიყ­ვანთ ბავ­შვს სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ზე, უკე­თე­სია. ეს ბევ­რმა მშო­ბელ­მა იცის და ამი­ტო­მაა, რომ ცურ­ვა­ზე ბავ­შვის ტა­რე­ბა მო­დუ­რიც კი გახ­და, რაც კარ­გი ტენ­დენ­ცი­აა. ამ სა­კით­ზე სა­სუბ­როდ, რჩე­ვე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად, ცნო­ბილ მო­ცუ­რა­ვეს, ჩემ­პი­ონს და ცნო­ბილ სა­ხეს ნანა ნე­ბი­ე­რი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- და­ახ­ლო­ე­ბით რა ასა­კი­დან ჯო­ბია ბავ­შვის ცურ­ვა­ზე მიყ­ვა­ნა?

- ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. არი­ან რთუ­ლი ბავ­შვე­ბი, მაგ­რამ ასე­ვე არ­სე­ბო­ბენ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც მალე ით­ვი­სე­ბენ ყვე­ლა­ფერს. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ჯო­ბია, ბავ­შვი შეჩ­ვე­უ­ლი იყოს წყალ­თან კონ­ტაქტს, წყლის შიში სწო­რედ ბავ­შვო­ბი­დან მო­დის, ამი­ტომ რაც ადრე მი­იყ­ვანთ ბავ­შვს სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ზე, უკე­თე­სია. ჩემი აზ­რით, 3 წლი­დან ბავ­შვის ცურ­ვა­ზე მიყ­ვა­ნა ძა­ლი­ან კარ­გია. ამ პე­რი­ოდ­ში სკო­ლა­ში არ და­დის, დატ­ვირ­თუ­ლი არაა და ეს გა­სარ­თო­ბია მის­თვის. ცურ­ვა კარ­გია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, იმუ­ნი­ტე­ტის­თვის. მე ძა­ლი­ან სუს­ტი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, სამი წლის რომ გავ­ხდი, ორ­მხრი­ვი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და­მე­მარ­თა. რო­გორც კი და­ვი­წყე სპორტზე - წყალ­ში ხტო­მა­ზე სი­ა­რუ­ლი და წყალ­თან და­ვამ­ყა­რე კონ­ტაქ­ტი, გა­მო­მი­მუ­შავ­და ისე­თი იმუ­ნი­ტე­ტი, რომ დღემ­დე გა­ცი­ე­ბა სე­რი­ო­ზულ ფა­ზა­ში არ გა­დამ­დის, უბ­რა­ლოდ ვცივ­დე­ბი, ესაა და ეს, თო­რემ გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ მოჰ­ყვე­ბა. ცურ­ვა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო, სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- პრობ­ლე­მუ­რი ბავ­შვე­ბი რო­გორ მი­ვაჩ­ვი­ოთ წყალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას?

- მშო­ბელ­მა ბავ­შვი უნდა მი­იყ­ვა­ნოს ცურ­ვა­ზე და და­ნარ­ჩე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლია მწვრთნელ­ზე, მან უნდა შე­აყ­ვა­როს ეს სპორ­ტი თა­ვი­სი სწო­რი მიდ­გო­მით.

- თქვენს შვილს თა­ვად ას­წავ­ლეთ ცურ­ვა?

- კი, თუმ­ცა ორი წელი ლა­გუ­ნა ვე­რე­ზე და­დი­ო­და.

- ხში­რად ამ­ბო­ბენ, მო­ცუ­რა­ვე­ებს მა­მა­კა­ცუ­რი მკლა­ვე­ბი და მხრე­ბი უვი­თარ­დე­ბა­თო...

- ხში­რად მეს­მის, ქა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ცხოვ­რე­ბა­ში არ გვი­ვარ­ჯი­შია და ასე­თი ლა­მა­ზე­ბი ვარ­თო, მაგ­რამ ამას ვერ ვხვდე­ბი. პი­რა­დად მე, დღემ­დე ვვარ­ჯი­შობ, ვცუ­რავ და ვცხოვ­რობ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით. ბავ­შვო­ბი­დან, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვვარ­ჯი­შობ და მომ­წონს ჯან­მრთე­ლი, ლა­მა­ზი სხე­უ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მკლა­ვებ­სა და მხრებს, რო­გორც მძლე­ო­სანს უნდა ჰქონ­დეს ძლი­ე­რი ფე­ხე­ბი, ასე­ვე მო­ცუ­რა­ვეს უნდა ჰქონ­დეს ძლი­ე­რი მკლა­ვი.

- გარ­და ლა­მა­ზი სხე­უ­ლი­სა და იმუ­ნი­ტე­ტი­სა, კი­დევ რა და­დე­ბი­თი აქვს ცურ­ვას?

- რო­დე­საც მი­დი­ხართ სად­მე და­სას­ვე­ნებ­ლად, ხტე­ბით ლა­მა­ზად აუზ­ში, ეს ხომ კი­დევ უფრო გმა­ტებთ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას? ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­მენ­ტია, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნე­ბის­თვის. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი იყო, ყვე­ლა­ფერს უნდა ფლობ­დე ცო­ტა­თი, მაგ­რამ კარ­გად.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ნანა ნებიერიძე: "მომწონს ჯანმრთელი, ლამაზი სხეული"

ნანა ნებიერიძე: "მომწონს ჯანმრთელი, ლამაზი სხეული"

ცურვა არის სპორტის სახეობა, რომელსაც უარყოფითი მხარე არ აქვს. სასარგებლოა არა მარტო სხეულის განვითარებისათვის, არამედ ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის და რაც ადრე მივიყვანთ ბავშვს სპორტის ამ სახეობაზე, უკეთესია. ეს ბევრმა მშობელმა იცის და ამიტომაა, რომ ცურვაზე ბავშვის ტარება მოდურიც კი გახდა, რაც კარგი ტენდენციაა. ამ საკითზე სასუბროდ, რჩევებისა და გამოცდილების გასაზიარებლად, ცნობილ მოცურავეს, ჩემპიონს და ცნობილ სახეს ნანა ნებიერიძეს დავუკავშირდით.

- დაახლოებით რა ასაკიდან ჯობია ბავშვის ცურვაზე მიყვანა?

- ეს ინდივიდუალურია. არიან რთული ბავშვები, მაგრამ ასევე არსებობენ ბავშვები, რომლებიც მალე ითვისებენ ყველაფერს. ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია, ბავშვი შეჩვეული იყოს წყალთან კონტაქტს, წყლის შიში სწორედ ბავშვობიდან მოდის, ამიტომ რაც ადრე მიიყვანთ ბავშვს სპორტის ამ სახეობაზე, უკეთესია. ჩემი აზრით, 3 წლიდან ბავშვის ცურვაზე მიყვანა ძალიან კარგია. ამ პერიოდში სკოლაში არ დადის, დატვირთული არაა და ეს გასართობია მისთვის. ცურვა კარგია ჯანმრთელობისთვის, იმუნიტეტისთვის. მე ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი, სამი წლის რომ გავხდი, ორმხრივი ფილტვების ანთება დამემართა. როგორც კი დავიწყე სპორტზე - წყალში ხტომაზე სიარული და წყალთან დავამყარე კონტაქტი, გამომიმუშავდა ისეთი იმუნიტეტი, რომ დღემდე გაციება სერიოზულ ფაზაში არ გადამდის, უბრალოდ ვცივდები, ესაა და ეს, თორემ გართულებები არ მოჰყვება. ცურვა ძალიან სასარგებლო, საჭირო და აუცილებელია.

- პრობლემური ბავშვები როგორ მივაჩვიოთ წყალთან ურთიერთობას?

- მშობელმა ბავშვი უნდა მიიყვანოს ცურვაზე და დანარჩენი დამოკიდებულია მწვრთნელზე, მან უნდა შეაყვაროს ეს სპორტი თავისი სწორი მიდგომით.

- თქვენს შვილს თავად ასწავლეთ ცურვა?

- კი, თუმცა ორი წელი ლაგუნა ვერეზე დადიოდა.

- ხშირად ამბობენ, მოცურავეებს მამაკაცური მკლავები და მხრები უვითარდებათო...

- ხშირად მესმის, ქალები ამბობენ, ცხოვრებაში არ გვივარჯიშია და ასეთი ლამაზები ვართო, მაგრამ ამას ვერ ვხვდები. პირადად მე, დღემდე ვვარჯიშობ, ვცურავ და ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ბავშვობიდან, მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ და მომწონს ჯანმრთელი, ლამაზი სხეული. რაც შეეხება მკლავებსა და მხრებს, როგორც მძლეოსანს უნდა ჰქონდეს ძლიერი ფეხები, ასევე მოცურავეს უნდა ჰქონდეს ძლიერი მკლავი.

- გარდა ლამაზი სხეულისა და იმუნიტეტისა, კიდევ რა დადებითი აქვს ცურვას?

- როდესაც მიდიხართ სადმე დასასვენებლად, ხტებით ლამაზად აუზში, ეს ხომ კიდევ უფრო გმატებთ თავდაჯერებულობას? ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია, განსაკუთრებით გოგონებისთვის. არ არის აუცილებელი, ოლიმპიური ჩემპიონი იყო, ყველაფერს უნდა ფლობდე ცოტათი, მაგრამ კარგად.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"