სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვის პასუხად, შსს განცხადებას ავრცელებს
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვის პასუხად, შსს განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უწყე­ბი­სად­მი პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც შსს-ის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ზე მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცვე­ლი არ არის, რის გა­მოც სა­კი­თხში სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ იკ­ვე­თე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გვსურს, გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თოთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თით­ქოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით, გა­ა­სა­ჯა­რო­ვა სა­ი­დუმ­ლო მი­მო­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შო­რის. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბის ანა­ლი­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ცალ­სა­ხაა, რომ მი­თი­თე­ბა იმა­ზე, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან მოხ­და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს და არის უსა­ფუძ­ვლო შემ­დეგ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო: "სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 33-ე მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ახორ­ცი­ე­ლებს მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას პრე­სა­ში და მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში დად­გე­ნი­ლია, რომ მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ შე­ი­ცავს სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ამ­სახ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც დო­კუ­მენ­ტის სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბად მიჩ­ნე­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გახ­მა­უ­რე­ბის ფაქტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, რაც დას­ტურ­დე­ბა შსს-ს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დას­კვნით. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღა­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე შსს-ს რე­ა­გი­რე­ბას, გვინ­და გან­ვმარ­ტოთ, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხი არ შე­ი­ცავს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, ხოლო ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა არ შე­დის შსს-ს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში", - ნათ­ქვა­მია შსს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ზე, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას შო­რის სა­ი­დუმ­ლო მი­მო­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­საც მი­მარ­თა და მო­უ­წო­და, რომ რო­გორც პრე­სა­სა და მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე ორ­გა­ნოს, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან მი­მარ­თე­ბა­ში კა­ნო­ნით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

"გა­მოვ­თქვამთ შეშ­ფო­თე­ბას იმის გამო, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ, სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით, გა­ა­სა­ჯა­რო­ვა სა­ი­დუმ­ლო მი­მო­წე­რა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შო­რის. სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, "პრე­სა­ში და მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო". შე­სა­ბა­მი­სად, მივ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უზ­რუნ­ველ­ყოს ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. და­მა­ტე­ბით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ამა­ვე კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­სა და სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, რო­მე­ლიც და­არ­ღვევს სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, და­ე­კის­რე­ბა კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა", - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

სა­უ­ბა­რია პრო­კუ­რა­ტუ­რის იმ გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის მა­სა­ლებ­ზე გრფით "სა­ი­დუმ­ლოს" მოხ­სნა სთხო­ვა და მა­სა­ლებს გი­რიფ "სა­ი­დუმ­ლო" მო­ეხ­სნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის კრი­ტი­კას წუ­ხელ­ვე უპა­სუ­ხა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ. რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნი­შუ­ლი, პრე­ზი­დენ­ტი შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი, რად­გან მათ არა­ნა­ი­რი სა­ი­დუმ­ლო მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტი არ გა­უ­სა­ჯა­რო­ე­ბი­ათ. "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გვსურს გა­ვა­კე­თოთ მცი­რე გან­მარ­ტე­ბა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, წუ­ხი­ლი გვინ­და გა­მოვ­თქვათ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი შეც­დო­მა­ში არის შეყ­ვა­ნი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს­და პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ახ­დი­ნა სა­ი­დუმ­ლო მი­მო­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, რაც აშ­კა­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს", - გან­მარ­ტე­ბუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვის პასუხად, შსს განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვის პასუხად, შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებისადმი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე მთავარი პროკურატურის მხრიდან გამჟღავნებული ინფორმაცია საიდუმლოების შემცველი არ არის, რის გამოც საკითხში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს, განმარტება გავაკეთოთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საქართველოს პროკურატურამ თითქოს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. საქართველოს პრეზიდენტის განცხადების ანალიზიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ მითითება იმაზე, რომ პროკურატურის მხრიდან მოხდა საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება არ შეესაბამება სინამდვილეს და არის უსაფუძვლო შემდეგ გარემოებათა გამო: "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მეთვალყურეობას პრესაში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული მონაცემები თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველ ინფორმაციას, რაც დოკუმენტის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნით. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას პროკურატურის მხრიდან საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღანების შედეგებზე შსს-ს რეაგირებას, გვინდა განვმარტოთ, რომ ხსენებული საკითხი არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ხოლო ფაქტზე რეაგირება არ შედის შსს-ს კომპეტენციაში", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პროკურატურას შორის საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროების გამო შეშფოთება გამოთქვა. გიორგი მარგველაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა და მოუწოდა, რომ როგორც პრესასა და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურე ორგანოს, პროკურატურასთან მიმართებაში კანონით ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა.

"გამოვთქვამთ შეშფოთებას იმის გამო, რომ პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, "პრესაში და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებებში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შედეგებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო". შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ამავე კანონის მიხედვით, თანამდებობის პირსა და საჯარო მოხელეს, რომელიც დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას, დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც ქვეყნის პირველი პირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საუბარია პროკურატურის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მასალებზე გრფით "საიდუმლოს" მოხსნა სთხოვა და მასალებს გირიფ "საიდუმლო" მოეხსნა.

საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას წუხელვე უპასუხა მთავარმა პროკურატურამ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშული, პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი, რადგან მათ არანაირი საიდუმლო მიმოწერის ამსახველი დოკუმენტი არ გაუსაჯაროებიათ. "საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით გვსურს გავაკეთოთ მცირე განმარტება. უპირველეს ყოვლისა, წუხილი გვინდა გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაში არის შეყვანილი პროკურატურის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოსდა პროკურატურამ მოახდინა საიდუმლო მიმოწერის ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროება, რაც აშკარად არ შეესაბამება სინამდვილეს", - განმარტებულია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა