მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყიდა შპს "სასტუმრო გურია" მილიონ ლარად
ვინ იყიდა შპს "სასტუმრო გურია" მილიონ ლარად

ოზურ­გე­თის ცენ­ტრში მდე­ბა­რე შპს "სას­ტუმ­რო გუ­რი­ა­ზე", მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ აუქ­ცი­ო­ნი 11 ივ­ნისს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 4 დღით ადრე გა­მარ­თა. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო "კა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ღვი­ნის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და ფი­ზი­კურ­მა პირ­მა მი­ხე­ილ კო­ბა­ლა­ძემ.

ამ უკა­ნას­კნელ­მა აუქ­ცი­ონ­ზე ბი­უ­ჯეტ­ში შე­სა­ტა­ნად და სას­ტუმ­როს შე­სა­ძე­ნად უმაღ­ლე­სი ფასი, მი­ლი­ო­ნი ლარი და­ა­სა­ხე­ლა. აუქ­ცი­ო­ნი შედ­გა, თუმ­ცა, "გუ­რია ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­უქ­მე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­დეს, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს რე­ა­ლუ­რად არ შე­ას­რუ­ლებს და ამ ყვე­ლა­ფერს ფორ­მა­ლუ­რი სახე ჰქონ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შპს "სას­ტუმ­რო გუ­რია" მდე­ბა­რე­ობს 2 900 კვ.მ-ზე, შე­ნო­ბის ფარ­თი წარ­მო­ად­გენს 3887 კვ.მ-ს. აუქ­ცი­ონ­ზე გა­სა­ტა­ნი სა­წყი­სი ფა­სია 10 000 ლარი, "ბე" - 3000 ლარი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე რი­ცხუ­ლი კრე­დი­ტო­რუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 92492,74 ლა­რია.

"გუ­რია ნი­უ­სი" და­უ­კავ­შირ­და "კა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ღვი­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბელს, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძეს:

"ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი ეს­წრე­ბო­და აუქ­ცი­ონს, ის ჯერ არ მო­სუ­ლა სამ­სა­ხურ­ში. მე არ მაქვს ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი, რაც შედ­გა, მაგ­რამ სი­ტყვი­ე­რად რაც ვიცი გე­ტყვით, რომ ერ­თმა პი­როვ­ნე­ბამ გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, ამ სას­ტუმ­როს მი­ლი­ონ ლა­რად შე­ძე­ნის. თუ ის ამას გა­ა­კე­თებს და გა­ა­მარ­თლებს პი­რო­ბას, ეს ოზურ­გეთს და ჩვენს მხა­რეს წა­ად­გე­ბა. მე მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბი, მაგ­რამ თუ სხვა რამ დგას ამის უკან, მე ამა­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, რო­გორც ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, თქვენ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კონ­კუ­რენტს უთხრა, რომ აუქ­ცი­ო­ნის ჩა­საშ­ლე­ლად იყო მი­სუ­ლი...

-ამა­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, არ ვიცი, ეს ჰკი­თხეთ მათ, ვინც აუქ­ცი­ონს ეს­წრე­ბო­და.

- რამ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თქვენ­თვის ეს ფაქ­ტი?

- ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს აუქ­ცი­ონ­ში, მთა­ვა­რი ის არის, რომ ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც მას­ზე იქ­ნე­ბა და­კის­რე­ბუ­ლი, შე­ას­რუ­ლოს, მო­უ­ლოდ­ნე­ლი დღეს არა­ფე­რი არ არის. კარ­გი ინ­ვეს­ტო­რი, ოზურ­გე­თის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, მე მი­ვე­სალ­მე­ბი ამას. მჯობნზე მჯო­ბი არ და­ი­ლე­ვა.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები

ვინ იყიდა შპს "სასტუმრო გურია" მილიონ ლარად

ვინ იყიდა შპს "სასტუმრო გურია" მილიონ ლარად

ოზურგეთის ცენტრში მდებარე შპს "სასტუმრო გურიაზე", მუნიციპალიტეტის გამგეობამ აუქციონი 11 ივნისს, არჩევნებამდე 4 დღით ადრე გამართა. მასში მონაწილეობა მიიღო "კახური ტრადიციული ღვინის" დამფუძნებლის, ზურაბ ჩხაიძის წარმომადგენელმა და ფიზიკურმა პირმა მიხეილ კობალაძემ.

ამ უკანასკნელმა აუქციონზე ბიუჯეტში შესატანად და სასტუმროს შესაძენად უმაღლესი ფასი, მილიონი ლარი დაასახელა. აუქციონი შედგა, თუმცა, "გურია ნიუსის" ინფორმაციით, შეიძლება, რამდენიმე დღეში გაუქმებულად გამოცხადდეს, რადგან აღნიშნული პიროვნება თავის ვალდებულებებს რეალურად არ შეასრულებს და ამ ყველაფერს ფორმალური სახე ჰქონდა.

ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, შპს "სასტუმრო გურია" მდებარეობს 2 900 კვ.მ-ზე, შენობის ფართი წარმოადგენს 3887 კვ.მ-ს. აუქციონზე გასატანი საწყისი ფასია 10 000 ლარი, "ბე" - 3000 ლარი.

საზოგადოებაზე რიცხული კრედიტორული დავალიანება 92492,74 ლარია.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა "კახური ტრადიციული ღვინის” დამფუძნებელს, ზურაბ ჩხაიძეს:

"ჩემი თანამშრომელი ესწრებოდა აუქციონს, ის ჯერ არ მოსულა სამსახურში. მე არ მაქვს ჯერ ოფიციალური დოკუმენტი, რაც შედგა, მაგრამ სიტყვიერად რაც ვიცი გეტყვით, რომ ერთმა პიროვნებამ გამოთქვა სურვილი, ამ სასტუმროს მილიონ ლარად შეძენის. თუ ის ამას გააკეთებს და გაამართლებს პირობას, ეს ოზურგეთს და ჩვენს მხარეს წაადგება. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები, მაგრამ თუ სხვა რამ დგას ამის უკან, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- ბატონო ზურაბ, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თქვენმა წარმომადგენელმა კონკურენტს უთხრა, რომ აუქციონის ჩასაშლელად იყო მისული...

-ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ ვიცი, ეს ჰკითხეთ მათ, ვინც აუქციონს ესწრებოდა.

- რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს ფაქტი?

- ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს აუქციონში, მთავარი ის არის, რომ ის ვალდებულებები, რაც მასზე იქნება დაკისრებული, შეასრულოს, მოულოდნელი დღეს არაფერი არ არის. კარგი ინვესტორი, ოზურგეთის გულშემატკივარი, მე მივესალმები ამას. მჯობნზე მჯობი არ დაილევა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა