მსოფლიო
საზოგადოება

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომაკვდინებელი გართობა: რას ყიდიან ქართულ კლუბებში "ექსტაზის" ნაცვლად?
მომაკვდინებელი გართობა: რას ყიდიან ქართულ კლუბებში "ექსტაზის" ნაცვლად?

პა­რას­კევს ან შა­ბათ სა­ღა­მოს უნდა მიბ­რძან­დეთ "არა­მი­ან­ცის" სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ნა­ხავთ, რი­გე­ბი არ წყდე­ბა. მე­გო­ბა­რი გაგ­ვიხ­და ცუ­დად, კა­ზი­ნო­ში სასმლით მო­ი­წამ­ლა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­ქა­ნეთ. 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ 60 კაცი მო­იყ­ვა­ნეს. ყვე­ლას ერთი და იგი­ვე პრობ­ლე­მა ჰქონ­და - ბიო"ან სასმლით ინ­ტოქ­სი­კა­ცია".

კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლის ნა­ამ­ბო­ბი­დან, ამ­ბე­ბი.გე 2014 წ. 3 მარ­ტი

"მტკი­ცე­ბუ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, უნდა იმოქ­მე­დოს რო­გორც იუ­რის­ტებ­ზე, ისე ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე. პირ­ვე­ლად და­დას­ტურ­და, რომ "ექ­სტა­ზი" მა­ინც სა­ში­შია ადა­მი­ა­ნის­თვის, მე­ტიც, სხვა ნარ­კო­ტი­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით მისი მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­უმ­ჩნევ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი სტა­ბი­ლუ­რი მოხ­მა­რე­ბი­დან უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში იჩენს თავს".

ჟო­ზეფ ბარ­დი, ავ­სტრა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი

"თბი­ლის­ში ათამ­დე ცნო­ბი­ლი ღა­მის კლუ­ბია, მათი სტუმ­რე­ბი მეტ­წი­ლად 18-25 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ღა­მის კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კებ­ზე მო­თხოვ­ნა მა­ღა­ლია".

ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვი­დან, 2012 წ.

"ორი­ო­დე კვი­რის წინ შვე­ი­ცა­რი­ი­დან სტუმ­რე­ბი მყავ­და. გა­დავ­წყვი­ტე, სამ დღე­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო დაგ­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, ბოლო გა­ჩე­რე­ბა"ბა­თუ­მი და შავი ზღვა უნდა ყო­ფი­ლი­ყო... მოგ­ზა­უ­რო­ბი­თა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დაღ­ლი­ლე­ბი ბა­თუმ­ში ღა­მის კლუბ­საც ვეწ­ვი­ეთ. შე­ზარ­ხო­შე­ბულს მო­მინ­და, ჩემი "პრად­ვი­ნუ­ტო­ბა" კი­დევ ერთხელ და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა და სტუმ­რე­ბის­თვის "პოლ­ნი რე­ლაქ­სი" მი­მე­ცა. გა­დავ­წყვი­ტე, "ექ­სტა­ზი" მე­ჩა­ლი­ჩა. ამის გამო ბარ­მენ­თან სა­ეჭ­ვოდ მოტ­რი­ა­ლე ორ უც­ნა­ურ ტი­პთა­ნაც მო­მიხ­და სა­უ­ბა­რი... მოკ­ლედ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ ერთი მათ­გა­ნი მრავ­ლისმთქმე­ლი ღი­მი­ლით და 4 სირ­ჩა ალ­კოჰო­ლით მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, რაც ნიშ­ნავ­და, რომ სა­სურ­ვე­ლი "ექ­სტა­ზი" უკვე გვქონ­და (ალ­კოჰოლ­ში იყო გახ­სნი­ლი), დავ­ლი­ეთ და ცეკ­ვის იშ­ტა­ზე მოს­ვლის მო­ლო­დინ­ში გავ­ყუჩ­დი... მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოვ­დუნ­დი, ფე­რე­ბი ამე­რია, თით­ქოს დავმძიმ­დი, გან­ძრე­ვის თავი არ მქონ­და. სტუმ­რებს გა­დავ­ხე­დე. ისი­ნიც ჩემს დღე­ში იყ­ვნენ. მდგო­მა­რე­ო­ბი­დან რომ გა­მო­ვე­დით, ვერ ვიხ­სე­ნებ­დით, რა მოხ­და. ვი­ყა­ვით კი ღა­მის კლუბ­ში? მერე მი­თხრეს, ეს "ექ­სტა­ზი" კი არა, სხვა რამე იყო და მად­ლო­ბა უთხა­რი უფალს, რომ ძლივს გა­და­ურ­ჩი სიკ­ვდილ­სო, რო­მელ­შიც რო­გორც ვა­ტყობ, ფუ­ლიც გა­და­მიხ­დია - 150 დო­ლა­რი."

პა­ცი­ენ­ტის ნა­ამ­ბო­ბი­დან

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა ღა­მის კლუ­ბე­ბის სტუმ­რე­ბი, გარ­კვე­უ­ლი აბე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას და მეხ­სი­ე­რე­ბის და­კარ­გვას უჩი­ვი­ან. ცხა­დი ხდე­ბა, რომ ესაა არა ტრა­დი­ცი­უ­ლი "ექ­სტა­ზი","არა­მედ სხვა ნარ­კო­ტი­კი, რო­მელ­საც ღა­მის კლუ­ბებ­ში "ექ­სტა­ზის" სა­ხე­ლით ყი­დი­ან. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, საქ­მე უნდა გვქონ­დეს ევ­რო­პე­ლი ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლის­თვის უკვე კარ­გად ცნო­ბილ გჰბ-სთან (გამა ჰიდ­რო-ოქ­სი­ბი­ტუ­რა­ტი), რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში "პა­ემ­ნის ნარ­კო­ტი­კად" იც­ნო­ბენ. უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ამ ნარ­კო­ტიკს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, აშშ-შიც მო­ძა­ლა­დე­ე­ბი ერ­თგვარ ია­რა­ღად იყე­ნე­ბენ - ურე­ვენ მსხვერ­პლს კოქ­ტე­ილ­ში, რაც თით­ქმის ადამ­ბლა­ვებს მას და სა­ერ­თოდ არ ახ­სოვს, რა მოხ­და. გჰბ სა­ში­ში იმით არის, რომ ზე­დო­ზი­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა კომა და სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს, გან­სა­კუთ­რე­ბით ალ­კოჰოლ­თან ერ­თად მი­ღე­ბის დროს. ჯერ­ჯე­რო­ბით "პა­ემ­ნის ნარ­კო­ტი­კის" გა­მო­ყე­ნე­ბის ერთ შემ­თხვე­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი და ნარ­კო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბის­თვის არა­ვის მი­უ­მარ­თავს...

ბოლო 10 წე­ლია, ქარ­თუ­ლი ღა­მის კლუ­ბე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ ფაქ­ტო­რად არა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დი­ჯე­ე­ბი, არა­მედ ნარ­კო­ტი­კებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა იქცა. 2003-2005 წლებ­ში ევ­რო­პუ­ლი "ექ­სტა­ზის" შე­სა­ხებ ცო­ტამ თუ იცო­და, ამი­ტომ ღა­მის კლუ­ბებ­ში ძი­რი­თა­დად ე.წ. ტრა­დი­ცი­უ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის შოვ­ნა შე­იძ­ლე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით 8 წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი კლუ­ბუ­რი სკან­და­ლის მოწ­მე გახ­და: მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იმ­ხა­ნად ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რეს­პექ­ტა­ბე­ლურ ღა­მის კლუბ­ში შე­იჭრ­ნენ და იქი­დან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის სუ­ბუ­ტექ­სი ამო­ი­ღეს (ამ ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს კლუ­ბებ­ში აღარც შე­უ­ხე­დავთ). ამ ფაქ­ტმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ღა­მის კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა მხო­ლოდ ჭორი არ იყო... ცოტა ხან­ში ღა­მის კლუ­ბებ­ში სა­ცეკ­ვაო ნარ­კო­ტი­კად ცნო­ბი­ლი "ექ­სტა­ზი" (მდმა) გა­მოჩ­ნდა და კარ­გა დიდ­ხანს კლუ­ბურ ბა­ზარ­ზე შე­უც­ვლე­ლი ნარ­კო­ტი­კი იყო. "ექ­სტა­ზის" პო­პუ­ლა­რო­ბას ახალ­გაზ­რდებ­ში ისიც გა­ნა­პი­რო­ბებ­და, რომ არა­სო­დეს ასო­ცირ­დე­ბო­და მძი­მე ნარ­კო­ტი­კებ­თან, მე­ტიც, ვი­ნა­ი­დან მისი ყიდ­ვა კლუ­ბებ­ში თით­ქმის ლე­გა­ლუ­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი დღემ­დე ფიქ­რობს, რომ ის ნარ­კო­ტი­კი არ არის(?!).…

"ექ­სტა­ზი" 1912 წელს შე­იქ­მნა და 1995 წლამ­დე ფსი­ქი­ატ­რი­ა­ში სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. 1995 წლი­დან ის ნარ­კო­ტი­კად აღი­ა­რეს. "ექ­სტა­ზის" ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სწო­რედ ფსი­ქი­ატ­რე­ბი­დან და­ი­წყო და ძა­ლი­ან მალე დის­კო­თე­კე­ბის და ღა­მის კლუ­ბე­ბის ერ­თგვარ ატ­რი­ბუ­ტად იქცა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­იჩ­ნე­ო­და, რომ "ექ­სტა­ზი" არ იყო სა­ზი­ა­ნო ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, თუმ­ცა, ბოლო დრო­ის გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მისი"ხში­რი მოხ­მა­რე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა პარ­კინ­სო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ხე­ლის­შემ­წყობ ფაქ­ტო­რად იქ­ცეს, გარ­და ამი­სა, უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ "ექ­სტაზს" პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვს ჭკუ­ა­სუს­ტო­ბა­სა და მეხ­სი­ე­რე­ბის და­კარ­გვას­თან. სამ­წუ­ხა­როდ, მეხ­სი­ე­რე­ბის აღ­დგე­ნა "ექ­სტა­ზის" მოხ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დე­გაც არ ხერ­ხდე­ბა..

ვი­ნა­ი­დან ღა­მის კლუ­ბებ­ში ახალ­გაზ­რდებს არა­ვინ ეუბ­ნე­ბო­და, რომ "ექ­სტა­ზის" ალ­კოჰოლ­თან ერ­თად მოხ­მა­რე­ბას შე­იძ­ლე­ბა მძი­მე შე­დე­გი მოჰ­ყო­ლო­და, ხში­რად მო­ზარ­დე­ბი ღა­მის კლუ­ბე­ბი­დან პირ­და­პირ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რი­ლან.

იმი­ჯის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, ქარ­თუ­ლი ღა­მის კლუ­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის კამ­პა­ნი­ებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯერ კი­დევ ახ­სოვს, რომ ასე­თი აქ­ცი­ის დროს, რო­მელ­საც ქო­ბუ­ლეთ­ში ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი კლუ­ბი ატა­რებ­და, რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს "ექ­სტა­ზის" ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბის გამო(?!)

2011-2012 წლებ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. "კრა­კა­დი­ლის" მოხ­მა­რე­ბის მას­შტა­ბებ­მა პიკს მი­აღ­წია, "მკვლელ" აფ­თი­ა­ქებს არც ზო­გი­ერ­თი ღა­მის კლუ­ბი ჩა­მორ­ჩა და კლუ­ბებ­ში ერთჯე­რად შპ­რი­ცებ­ში გამ­ზა­დე­ბუ­ლი "ნი­ან­გის" გა­ყიდ­ვა და­ი­წყეს. ერთ დღეს, როცა ნარ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ შპ­რი­ცებ­ში, რომ­ლე­ბიც კლუბ­ში მო­ამ­ზა­დეს, დე­ზო­მორ­ფი­ნი კი არა, უბ­რა­ლო ბენ­ზი­ნი იყო(?!).

ბოლო ორი წე­ლია ქარ­თულ ღა­მის კლუ­ბებ­ში "ექ­სტა­ზი" აღარ გვხვდე­ბა, თუმ­ცა, მისი სა­ხე­ლით ზო­გი­ერ­თიI ბარ­მე­ნი ან დი­ჯეი ძა­ლი­ან მძი­მე და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­შიშ პრე­პა­რატს ყი­დის. 2012 წლის ზა­ფხულ­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით მი­ხე­ი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სამი ახალ­გაზ­რდა გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­დნენ, მათი ცუ­დად გახ­დო­მის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა კლუბ­ში მოხ­მა­რე­ბუ­ლი "ექ­სტა­ზი" ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს "ექ­სტა­ზის" ნაც­ვლად ძლი­ე­რი ნე­ი­რო­ლეპ­ტი­კი - აზა­ლეპ­ტი­ნი ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ღა­მის კლუბ­ში ბარ­მენ­მა "ექ­სტა­ზად" მიჰ­ყი­და.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, კლუ­ბებ­ში "ექ­სტა­ზის" ნაც­ვლად ნე­ი­რო­ლეპ­ტი­კე­ბის გა­ყიდ­ვა არა­ხა­ლი იყო, რი­თაც მა­ვან­ნი ძა­ლი­ან ბევრ ფულს შო­უ­ლობ­დნენ. ვი­ნა­ი­დან "ექ­სტა­ზის" მოხ­მა­რე­ბის მას­შტა­ბე­ბის გამო ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა ზო­მე­ბი მი­ი­ღეს, მისი ჩა­მო­ტა­ნა ჰო­ლან­დი­ი­დან და ის­რა­ე­ლი­დან ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო და ძვი­რი იყო. უსი­ა­მოვ­ნე­ბის თაAვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად იოლ გზას მი­აგ­ნეს: კლუ­ბებ­ში და­ი­წყეს "ექ­სტა­ზის" სა­ხე­ლით ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ნე­ი­რო­ლეპ­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია. სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში სავ­სე­ბით ლე­გა­ლუ­რად, ხში­რად 5-7 ლა­რად, ყი­დუ­ლობ­დნენ ნე­ი­რო­ლეპ­ტი­კებს და ყიდ­დნენ 30-40 ლა­რად. კლუ­ბუ­რი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლნი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ის ახალ­გაზ­რდე­ბი ხდე­ბოდ­ნენ, ვი­საც თა­ვად "ექ­სტა­ზი" გა­სინ­ჯუ­ლი არ ჰქონ­და. რა თქმა უნდა, მო­ზარ­დებს ამ­ჯე­რა­დაც არა­ვინ აფრ­თხი­ლებ­და, რომ ალ­კოჰოლ­თან ერ­თად ნე­ი­რო­ლეპ­ტი­კის მი­ღე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სუნ­თქვის დათ­რგუნ­ვა, კომა და სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში კი ფსი­ქო­ზუ­რი აშ­ლი­ლო­ბა..

თუმ­ცა ყვე­ლა­ზე დიდი სკან­და­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას წინ ელო­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მომაკვდინებელი გართობა: რას ყიდიან ქართულ კლუბებში "ექსტაზის" ნაცვლად?

მომაკვდინებელი გართობა: რას ყიდიან ქართულ კლუბებში "ექსტაზის" ნაცვლად?

პარასკევს ან შაბათ საღამოს უნდა მიბრძანდეთ "არამიანცის" საავადმყოფოში და ნახავთ, რიგები არ წყდება. მეგობარი გაგვიხდა ცუდად, კაზინოში სასმლით მოიწამლა. საავადმყოფოში გავაქანეთ. 4 საათის განმავლობაში იქ 60 კაცი მოიყვანეს. ყველას ერთი და იგივე პრობლემა ჰქონდა - ბიო"ან სასმლით ინტოქსიკაცია".

კლუბური ცხოვრების მოყვარულის ნაამბობიდან, ამბები.გე 2014 წ. 3 მარტი

"მტკიცებულებამ, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, უნდა იმოქმედოს როგორც იურისტებზე, ისე ნარკომომხმარებლებზე. პირველად დადასტურდა, რომ "ექსტაზი" მაინც საშიშია ადამიანისთვის, მეტიც, სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით მისი მავნე ზემოქმედება შეუმჩნევლად მიმდინარეობს და ტვინის დაზიანების შეუქცევადი პროცესები სტაბილური მოხმარებიდან უკვე რამდენიმე წელიწადში იჩენს თავს".

ჟოზეფ ბარდი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი

"თბილისში ათამდე ცნობილი ღამის კლუბია, მათი სტუმრები მეტწილად 18-25 წლის ახალგაზრდები არიან. გამოკითხულთა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ღამის კლუბებში ნარკოტიკებზე მოთხოვნა მაღალია".

ილიას უნივერსიტეტის კვლევიდან, 2012 წ.

"ორიოდე კვირის წინ შვეიცარიიდან სტუმრები მყავდა. გადავწყვიტე, სამ დღეში მთელი საქართველო დაგვეთვალიერებინა, ბოლო გაჩერება"ბათუმი და შავი ზღვა უნდა ყოფილიყო... მოგზაურობითა და შთაბეჭდილებებით დაღლილები ბათუმში ღამის კლუბსაც ვეწვიეთ. შეზარხოშებულს მომინდა, ჩემი "პრადვინუტობა" კიდევ ერთხელ დამემტკიცებინა და სტუმრებისთვის "პოლნი რელაქსი" მიმეცა. გადავწყვიტე, "ექსტაზი" მეჩალიჩა. ამის გამო ბარმენთან საეჭვოდ მოტრიალე ორ უცნაურ ტიპთანაც მომიხდა საუბარი... მოკლედ, ნახევარი საათის შემდეგ ერთი მათგანი მრავლისმთქმელი ღიმილით და 4 სირჩა ალკოჰოლით მოგვიახლოვდა, რაც ნიშნავდა, რომ სასურველი "ექსტაზი" უკვე გვქონდა (ალკოჰოლში იყო გახსნილი), დავლიეთ და ცეკვის იშტაზე მოსვლის მოლოდინში გავყუჩდი... მოულოდნელად მოვდუნდი, ფერები ამერია, თითქოს დავმძიმდი, განძრევის თავი არ მქონდა. სტუმრებს გადავხედე. ისინიც ჩემს დღეში იყვნენ. მდგომარეობიდან რომ გამოვედით, ვერ ვიხსენებდით, რა მოხდა. ვიყავით კი ღამის კლუბში? მერე მითხრეს, ეს "ექსტაზი" კი არა, სხვა რამე იყო და მადლობა უთხარი უფალს, რომ ძლივს გადაურჩი სიკვდილსო, რომელშიც როგორც ვატყობ, ფულიც გადამიხდია - 150 დოლარი."

პაციენტის ნაამბობიდან

სამწუხაროდ, ბოლო დროს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ღამის კლუბების სტუმრები, გარკვეული აბების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესებას და მეხსიერების დაკარგვას უჩივიან. ცხადი ხდება, რომ ესაა არა ტრადიციული "ექსტაზი","არამედ სხვა ნარკოტიკი, რომელსაც ღამის კლუბებში "ექსტაზის" სახელით ყიდიან. როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, საქმე უნდა გვქონდეს ევროპელი ნარკომომხმარებლისთვის უკვე კარგად ცნობილ გჰბ-სთან (გამა ჰიდრო-ოქსიბიტურატი), რომელსაც მსოფლიოში "პაემნის ნარკოტიკად" იცნობენ. უკვე დადასტურებულია, რომ ამ ნარკოტიკს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-შიც მოძალადეები ერთგვარ იარაღად იყენებენ - ურევენ მსხვერპლს კოქტეილში, რაც თითქმის ადამბლავებს მას და საერთოდ არ ახსოვს, რა მოხდა. გჰბ საშიში იმით არის, რომ ზედოზირებამ შეიძლება კომა და სიკვდილი გამოიწვიოს, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს. ჯერჯერობით "პაემნის ნარკოტიკის" გამოყენების ერთ შემთხვევაზეა ლაპარაკი და ნარკოლოგიური კლინიკებისთვის არავის მიუმართავს...

ბოლო 10 წელია, ქართული ღამის კლუბების პოპულარობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად არა გემოვნებიანი მუსიკა და პროფესიონალი დიჯეები, არამედ ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობა იქცა. 2003-2005 წლებში ევროპული "ექსტაზის" შესახებ ცოტამ თუ იცოდა, ამიტომ ღამის კლუბებში ძირითადად ე.წ. ტრადიციული ნარკოტიკების შოვნა შეიძლებოდა. დაახლოებით 8 წლის წინ საზოგადოება დიდი კლუბური სკანდალის მოწმე გახდა: მოულოდნელად სამართალდამცავები იმხანად ერთ-ერთ ყველაზე რესპექტაბელურ ღამის კლუბში შეიჭრნენ და იქიდან დიდი რაოდენობის სუბუტექსი ამოიღეს (ამ ერთადერთი შემთხვევის შემდეგ სამართალდამცავებს კლუბებში აღარც შეუხედავთ). ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ ღამის კლუბებში ნარკოტიკებით ვაჭრობა მხოლოდ ჭორი არ იყო... ცოტა ხანში ღამის კლუბებში საცეკვაო ნარკოტიკად ცნობილი "ექსტაზი" (მდმა) გამოჩნდა და კარგა დიდხანს კლუბურ ბაზარზე შეუცვლელი ნარკოტიკი იყო. "ექსტაზის" პოპულარობას ახალგაზრდებში ისიც განაპირობებდა, რომ არასოდეს ასოცირდებოდა მძიმე ნარკოტიკებთან, მეტიც, ვინაიდან მისი ყიდვა კლუბებში თითქმის ლეგალურად არის შესაძლებელი, საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ ის ნარკოტიკი არ არის(?!).…

"ექსტაზი" 1912 წელს შეიქმნა და 1995 წლამდე ფსიქიატრიაში სამკურნალო საშუალებად გამოიყენებოდა. 1995 წლიდან ის ნარკოტიკად აღიარეს. "ექსტაზის" ფართო გავრცელება საზოგადოებაში სწორედ ფსიქიატრებიდან დაიწყო და ძალიან მალე დისკოთეკების და ღამის კლუბების ერთგვარ ატრიბუტად იქცა. წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ "ექსტაზი" არ იყო საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა, ბოლო დროის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მისი"ხშირი მოხმარება დროთა განმავლობაში შეიძლება პარკინსონის განვითარების ხელისშემწყობ ფაქტორად იქცეს, გარდა ამისა, უკვე დადასტურებულია, რომ "ექსტაზს" პირდაპირი კავშირი აქვს ჭკუასუსტობასა და მეხსიერების დაკარგვასთან. სამწუხაროდ, მეხსიერების აღდგენა "ექსტაზის" მოხმარების შეწყვეტის შემდეგაც არ ხერხდება..

ვინაიდან ღამის კლუბებში ახალგაზრდებს არავინ ეუბნებოდა, რომ "ექსტაზის" ალკოჰოლთან ერთად მოხმარებას შეიძლება მძიმე შედეგი მოჰყოლოდა, ხშირად მოზარდები ღამის კლუბებიდან პირდაპირ საავადმყოფოში მოხვედრილან.

იმიჯის გამოსასწორებლად, ქართული ღამის კლუბები ხელისუფლების მიერ ჩატარებულ ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიებშიც მონაწილეობდნენ. საზოგადოებას ჯერ კიდევ ახსოვს, რომ ასეთი აქციის დროს, რომელსაც ქობულეთში ერთ-ერთი ცნობილი კლუბი ატარებდა, რამდენიმე ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს "ექსტაზის" ჭარბი მოხმარების გამო(?!)

2011-2012 წლებში, როდესაც საქართველოში ე.წ. "კრაკადილის" მოხმარების მასშტაბებმა პიკს მიაღწია, "მკვლელ" აფთიაქებს არც ზოგიერთი ღამის კლუბი ჩამორჩა და კლუბებში ერთჯერად შპრიცებში გამზადებული "ნიანგის" გაყიდვა დაიწყეს. ერთ დღეს, როცა ნარკოლოგიურ კლინიკაში რამდენიმე ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ შპრიცებში, რომლებიც კლუბში მოამზადეს, დეზომორფინი კი არა, უბრალო ბენზინი იყო(?!).

ბოლო ორი წელია ქართულ ღამის კლუბებში "ექსტაზი" აღარ გვხვდება, თუმცა, მისი სახელით ზოგიერთიI ბარმენი ან დიჯეი ძალიან მძიმე და ჯანმრთელობისთვის საშიშ პრეპარატს ყიდის. 2012 წლის ზაფხულში სასწრაფო დახმარების მანქანით მიხეილის საავადმყოფოში სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს. როგორც თავად ამბობდნენ, მათი ცუდად გახდომის მიზეზი შეიძლება კლუბში მოხმარებული "ექსტაზი" ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დაზარალებულებს "ექსტაზის" ნაცვლად ძლიერი ნეიროლეპტიკი - აზალეპტინი ჰქონდათ მიღებული, რომელიც ღამის კლუბში ბარმენმა "ექსტაზად" მიჰყიდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კლუბებში "ექსტაზის" ნაცვლად ნეიროლეპტიკების გაყიდვა არახალი იყო, რითაც მავანნი ძალიან ბევრ ფულს შოულობდნენ. ვინაიდან "ექსტაზის" მოხმარების მასშტაბების გამო ევროპის ქვეყნებმა ზომები მიიღეს, მისი ჩამოტანა ჰოლანდიიდან და ისრაელიდან ძალიან სახიფათო და ძვირი იყო. უსიამოვნების თაAვიდან ასაცილებლად და ფულის საშოვნელად იოლ გზას მიაგნეს: კლუბებში დაიწყეს "ექსტაზის" სახელით იაფფასიანი ნეიროლეპტიკების რეალიზაცია. სააფთიაქო ქსელებში სავსებით ლეგალურად, ხშირად 5-7 ლარად, ყიდულობდნენ ნეიროლეპტიკებს და ყიდდნენ 30-40 ლარად. კლუბური თაღლითობის მსხვერპლნი ხშირ შემთხვევაში ის ახალგაზრდები ხდებოდნენ, ვისაც თავად "ექსტაზი" გასინჯული არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, მოზარდებს ამჯერადაც არავინ აფრთხილებდა, რომ ალკოჰოლთან ერთად ნეიროლეპტიკის მიღებამ შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი გამოიწვიოს, უკეთეს შემთხვევაში კი ფსიქოზური აშლილობა..

თუმცა ყველაზე დიდი სკანდალი საზოგადოებას წინ ელოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია