მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საერთო აქვთ თამთა გოდუაძესა და სამორი ბალდეს
რა საერთო აქვთ თამთა გოდუაძესა და სამორი ბალდეს

დრე­დე­ბი და აფ­რი­კუ­ლი ნაწ­ნა­ვე­ბი ბოლო დროს ქარ­თვე­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის, და არა მხო­ლოდ მათ­თვის, მო­დურ გა­სარ­თო­ბად იქცა. სა­მო­რი­სა და თამ­თა გო­დუ­ა­ძეს ამ კუ­თხით პი­არ­ში ჯილ­დო ეკუთ­ვნით და თა­ვი­სე­ბურ მო­დის კა­ნონ­მდებ­ლე­ბა­დაც იქ­ცნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც მათი ვარ­ცხნი­ლო­ბა უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა აი­ტა­ცა და აქ­ტუ­ა­ლუ­რად იქცა. სხვა­თა შო­რის, ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ამ კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად "იყე­ნე­ბენ", ამ მხრივ ყვე­ლა­ზე კარ­გად სა­კუ­თარ თავს თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი "ყი­დის", სხვა­დას­ხვა ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ხში­რად აც­მევს მას ახალ სა­მოსს გა­სა­რეკ­ლა­მებ­ლად. ასე­ვე თი­კომ გა­ი­კე­თა პირ­ველ­მა მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა და ხელ­ზე ტატუ ხნით, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ აი­ტა­ცა.

ცნო­ბი­ლი სა­რეკ­ლა­მო ფან­დია, რო­დე­საც სხვა­დას­ხვა პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღერ­ლის კლიპ­ში ახა­ლი ტრენ­დე­ბი შე­მო­დის და შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­შიც აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლად ცნო­ბილ სა­ხე­ებს შო­რის ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა გა­ი­კე­თა ფრან­გუ­ლი მა­ნი­კი­უ­რი, რო­მე­ლიც შემ­დეგ ქალ­ბა­ტო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ აი­ტა­ცა, რი­ა­ნამ გრძე­ლი და მო­ხა­ტუ­ლი ფრჩხი­ლე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა მო­და­ში, მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის თმის ვარ­ცხნი­ლო­ბა და სიგ­რძეც იმის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა, რო­მე­ლი ჰო­ლი­ვუ­დე­ლი ვარ­სკვლა­ვი რო­მელ თმის ფერ­სა თუ სიგ­რძეს ამ­ჯო­ბი­ნებს.

სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი არ­სე­ბობს, რომ ვარ­სკვლა­ვე­ბი თა­ვი­ან­თი იმი­ჯის ამ­ბებს თა­ვად არას­დროს წყვე­ტენ და ახა­ლი ტრენ­დის წარ­დგე­ნის­თვის დიდ ფულ­საც იჯი­ბა­ვენ.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამა­ში სა­მო­რის ფული არ აუ­ღია, რად­გან თა­ვი­დან­ვე დრე­დე­ბით და­დი­ო­და, მაგ­რამ ორი წლის წინ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მისი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ დრე­დე­ბი თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა აი­ტა­ცეს, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი­დან ვე­რა­ვინ გა­ბე­და ამ რის­კზე წას­ვლა. თამ­თა გო­დუ­ა­ძის შემ­თხვე­ვა­ში კი პი­რი­ქით მოხ­და, აფ­რი­კუ­ლი ნაწ­ნა­ვე­ბი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გა­ი­კე­თეს ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ, მის­მა შვილ­მა, ყო­ფილ­მა დე­დამ­თილ­მა, ასე­ვე ნინა სუბ­ლატ­მა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გაჩ­ნდა დრე­დე­ბი­ა­ნი ქარ­თვე­ლე­ბი­სა და აფ­რი­კულ­ნაწ­ნა­ვი­ა­ნი გო­გო­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დე­ბიც. თუმ­ცა, დრე­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნაწ­ნა­ვებს, გარ­და ვი­ზუ­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თვი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლე­გენ­და არ აქვს.

მა­გა­ლი­თად, რას­ტა­მა­ნე­ბის სექ­ტის წევ­რე­ბის­თვის დრედს ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე მეტი დატ­ვირ­თვა აქვს. მათ სწამთ, რომ სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ მათი ღმერ­თი ჰა­ი­ლე სე­ლა­სი, ეთი­ო­პი­ის იმ­პე­რა­ტო­რი, დრედ­ზე მოჰ­კი­დებს ხელს და ისე წა­იყ­ვანს სა­ი­ქი­ო­ში.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

რა საერთო აქვთ თამთა გოდუაძესა და სამორი ბალდეს

რა საერთო აქვთ თამთა გოდუაძესა და სამორი ბალდეს

დრედები და აფრიკული ნაწნავები ბოლო დროს ქართველი თინეიჯერებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, მოდურ გასართობად იქცა. სამორისა და თამთა გოდუაძეს ამ კუთხით პიარში ჯილდო ეკუთვნით და თავისებურ მოდის კანონმდებლებადაც იქცნენ საქართველოში, როდესაც მათი ვარცხნილობა უამრავმა ადამიანმა აიტაცა და აქტუალურად იქცა. სხვათა შორის, ცნობილ ადამიანებს ამ კუთხით საქართველოში ნაკლებად "იყენებენ", ამ მხრივ ყველაზე კარგად საკუთარ თავს თიკო სადუნიშვილი "ყიდის", სხვადასხვა ქართველი დიზაინერი ხშირად აცმევს მას ახალ სამოსს გასარეკლამებლად. ასევე თიკომ გაიკეთა პირველმა მოკლე ვარცხნილობა და ხელზე ტატუ ხნით, რომელიც მოგვიანებით, მთელმა საქართველომ აიტაცა.

ცნობილი სარეკლამო ფანდია, როდესაც სხვადასხვა პოპულარული მომღერლის კლიპში ახალი ტრენდები შემოდის და შემდეგ მსოფლიოშიც აქტუალური ხდება. მაგალითად, პირველად ცნობილ სახეებს შორის ჯენიფერ ლოპესმა გაიკეთა ფრანგული მანიკიური, რომელიც შემდეგ ქალბატონების უმრავლესობამ აიტაცა, რიანამ გრძელი და მოხატული ფრჩხილები შემოიტანა მოდაში, მსოფლიო მოსახლეობის თმის ვარცხნილობა და სიგრძეც იმის მიხედვით იცვლება, რომელი ჰოლივუდელი ვარსკვლავი რომელ თმის ფერსა თუ სიგრძეს ამჯობინებს.

საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ვარსკვლავები თავიანთი იმიჯის ამბებს თავად არასდროს წყვეტენ და ახალი ტრენდის წარდგენისთვის დიდ ფულსაც იჯიბავენ.

რასაკვირველია, ამაში სამორის ფული არ აუღია, რადგან თავიდანვე დრედებით დადიოდა, მაგრამ ორი წლის წინ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მისი გამოჩენის შემდეგ დრედები თინეიჯერებმა აიტაცეს, თუმცა ცნობილი სახეებიდან ვერავინ გაბედა ამ რისკზე წასვლა. თამთა გოდუაძის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა, აფრიკული ნაწნავები ერთიმეორის მიყოლებით გაიკეთეს ნანიკო ხაზარაძემ, მისმა შვილმა, ყოფილმა დედამთილმა, ასევე ნინა სუბლატმა.

სოციალურ ქსელში გაჩნდა დრედებიანი ქართველებისა და აფრიკულნაწნავიანი გოგონების სპეციალური გვერდებიც. თუმცა, დრედებისგან განსხვავებით, ნაწნავებს, გარდა ვიზუალური დატვირთვისა, განსაკუთრებული ლეგენდა არ აქვს.

მაგალითად, რასტამანების სექტის წევრებისთვის დრედს ვარცხნილობაზე მეტი დატვირთვა აქვს. მათ სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ მათი ღმერთი ჰაილე სელასი, ეთიოპიის იმპერატორი, დრედზე მოჰკიდებს ხელს და ისე წაიყვანს საიქიოში.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება