პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზარალი ასეულობით მილიონი დოლარია" - რატომ დაასხა ბოინგ-777-ის ტრაგედიამ რუსეთის წისქვილზე წყალი
"ზარალი ასეულობით მილიონი დოლარია" - რატომ დაასხა ბოინგ-777-ის ტრაგედიამ რუსეთის წისქვილზე წყალი

ექს-პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, კოკო გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ბო­ინგ-777-ის ტრა­გე­დი­ის ეკო­ნო­მი­კურ ას­პექ­ტებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

"გუ­შინ დავ­ბრუნ­დი კი­ე­ვი­დან. თვითმფრი­ნა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მოფ­რი­ნავ­და 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში - არა­და წე­სით 2 სა­ა­თი და 15 წუთი საკ­მა­რი­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ძვე­ლი მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც სტავ­რო­პო­ლის მხა­რი­სა და აზო­ვის ზღვის გარ­და ნა­წი­ლობ­რივ დო­ნეც­კის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ზო­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში გა­დი­ო­და, ცალ­სა­ხად შე­იც­ვა­ლა, რა­მაც გა­ზარ­და ფრე­ნის დრო და მან­ძი­ლი, ეს კი ბიზ­ნე­სუ­რად პრობ­ლე­მას ქმნის ნე­ბის­მი­ე­რი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის­თვის. (საწ­ვა­ვი, დრო, შე­სა­ბა­მი­სად ფა­სე­ბის ზრდა)

ამის შემ­დეგ ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბი გახ­და მა­ლა­ი­ზი­უ­რი ბო­ინ­გის ჩა­მოგ­დე­ბის კი­დევ ერთი ას­პექ­ტი: ფაქ­ტობ­რი­ვად და­ი­ხუ­რა უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე, რაც წამ­გე­ბი­ა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საც და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვი­საც: ზა­რა­ლი ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ დო­ლა­რით გა­ნი­ზო­მე­ბა.

ისიც გა­სა­გე­ბია, რომ მე­ფის რუ­სე­თი­სა და სსრკ-ს ეპო­ქებ­ში დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკში ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ZEK-ების შთა­მო­მავ­ლებს, რუ­სე­თის­გან მძი­მე და სა­ზე­ნი­ტო სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კით უხ­ვად მო­მა­რა­გე­ბუ­ლებს, შე­საძ­ლოა უბ­რა­ლოდ აე­რი­ათ უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტი თვითმფრი­ნა­ვი ილ-76 და­ღუ­პულ სამ­გზავ­რო ბო­ინ­გში.

რო­დე­საც შენს ტე­რი­ტო­რი­ას ვერ აკონ­ტრო­ლებ და მას­ზე თვითმფრი­ნავ­საც ვერ გა­და­უფ­რე­ნია, ზა­რა­ლი ად­გე­ბა შენს პრეს­ტიჟ­საც. ის კი, ვინც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­გა­ყე­ნა, "არ-შემ­დგარ სა­ხელ­მწი­ფო­ო­ბას" გი­კი­ჟი­ნებს ყველ­გან. ეს კი­დევ ერთი პა­სუ­ხია კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ და­ას­ხა ამ ტრა­გე­დი­ამ რუ­სე­თის წის­ქვილ­ზეც წყა­ლი.

თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ რუ­სე­თის პრეს­ტიჟ­მაც დიდი ზა­რა­ლი ნახა. მაგ­რამ ნახა უკ­რა­ი­ნა­მაც. ლო­გი­კა აქ ასე­თია: უკ­რა­ი­ნის ზა­რა­ლი რუ­სე­თის პლუ­სია", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

17 ივ­ლისს, დო­ნეც­კის ოლ­ქში, რუ­სე­თის სა­ზღვრი­დან 50 კმ-ში, ავი­ა­კომ­პა­ნია Malaysia Airlines-ის კუთ­ვნი­ლი Boeing 777-200ER ჩა­მო­აგ­დეს. თვითმფრი­ნა­ვი ამ­სტერ­და­მი­დან კუ­ა­ლა-ლუმ­პურ­ში მიფ­რი­ნავ­და. ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ბორტზე 280 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 15 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა. ინ­ცინ­დენ­ტი თბი­ლი­სის დრო­ით 17:20-ზე მოხ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ზარალი ასეულობით მილიონი დოლარია" - რატომ დაასხა ბოინგ-777-ის ტრაგედიამ რუსეთის წისქვილზე წყალი

"ზარალი ასეულობით მილიონი დოლარია" - რატომ დაასხა ბოინგ-777-ის ტრაგედიამ რუსეთის წისქვილზე წყალი

ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბოინგ-777-ის ტრაგედიის ეკონომიკურ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას.

"გუშინ დავბრუნდი კიევიდან. თვითმფრინავი საქართველოსკენ მოფრინავდა 3 საათის განმავლობაში - არადა წესით 2 საათი და 15 წუთი საკმარისი უნდა ყოფილიყო. ძველი მარშრუტი, რომელიც სტავროპოლის მხარისა და აზოვის ზღვის გარდა ნაწილობრივ დონეცკის ოკუპირებული ზონის საჰაერო სივრცეში გადიოდა, ცალსახად შეიცვალა, რამაც გაზარდა ფრენის დრო და მანძილი, ეს კი ბიზნესურად პრობლემას ქმნის ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის. (საწვავი, დრო, შესაბამისად ფასების ზრდა)

ამის შემდეგ ჩემთვის სრულიად გასაგები გახდა მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების კიდევ ერთი ასპექტი: ფაქტობრივად დაიხურა უკრაინის საჰაერო სივრცე, რაც წამგებიანია სახელმწიფოსთვისაც და ავიაკომპანიებისთვისაც: ზარალი ასეულობით მილიონ დოლარით განიზომება.

ისიც გასაგებია, რომ მეფის რუსეთისა და სსრკ-ს ეპოქებში დონეცკსა და ლუგანსკში ჩასახლებული ZEK-ების შთამომავლებს, რუსეთისგან მძიმე და საზენიტო სამხედრო ტექნიკით უხვად მომარაგებულებს, შესაძლოა უბრალოდ აერიათ უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტი თვითმფრინავი ილ-76 დაღუპულ სამგზავრო ბოინგში.

როდესაც შენს ტერიტორიას ვერ აკონტროლებ და მასზე თვითმფრინავსაც ვერ გადაუფრენია, ზარალი ადგება შენს პრესტიჟსაც. ის კი, ვინც ამ მდგომარეობაში ჩაგაყენა, "არ-შემდგარ სახელმწიფოობას" გიკიჟინებს ყველგან. ეს კიდევ ერთი პასუხია კითხვაზე, თუ რატომ დაასხა ამ ტრაგედიამ რუსეთის წისქვილზეც წყალი.

თავისთავად ცხადია, რომ რუსეთის პრესტიჟმაც დიდი ზარალი ნახა. მაგრამ ნახა უკრაინამაც. ლოგიკა აქ ასეთია: უკრაინის ზარალი რუსეთის პლუსია", - წერს გამსახურდია.

17 ივლისს, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვრიდან 50 კმ-ში, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი Boeing 777-200ER ჩამოაგდეს. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ავიალაინერის ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ინცინდენტი თბილისის დროით 17:20-ზე მოხდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს