მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად დაბლოკა ლაშა ჩხარტიშვილი რობერტ სტურუამ
სად დაბლოკა ლაშა ჩხარტიშვილი რობერტ სტურუამ

ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი თე­ატრმ­ცოდ­ნეა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, 2001 წლი­დან სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დულ გა­მო­ცე­მა­ში ხში­რად ნა­ხავთ მის რე­ცენ­ზი­ებს და აქვს თა­ვი­სი ბლო­გიც.

თე­ატ­რა­ლუ­რი სე­ზო­ნის მი­წუ­რულს ლა­შას შევ­ხვდით და პირ­ვე­ლი, რაც ვკი­თხეთ, ის იყო, არ­სე­ბობს თუ არა რამე სა­ერ­თო ტენ­დენ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რე­ჟი­სო­რე­ბი და­სად­გმელ პი­ე­სებს ირ­ჩე­ვენ...

- შე­მიძ­ლია, რე­ჟი­სო­რე­ბი სამ კა­ტე­გო­რი­ად დავ­ყო. პირ­ვე­ლი - რე­ჟი­სო­რი პი­ე­სას იმის გამო ირ­ჩევს, რომ მას­ში დას­მუ­ლი პრობ­ლე­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ან არ დად­გმუ­ლა ქარ­თულ სცე­ნა­ზე და ასე­თი რე­ჟი­სო­რი ძა­ლი­ან ცოტა გვყავს. მე­ო­რე­ნი ირ­ჩე­ვენ პი­ე­სას მა­ყუ­რებ­ლის გე­მოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ანუ იცი­ან, რომ ხალ­ხს სჭირ­დე­ბა ხარ­ხა­რი, ტაშ-ფან­დუ­რი, გარ­თო­ბა და სხვა არაფ­რით აწუ­ხე­ბენ მა­ყუ­რე­ბელს. თუ მას ავ­ყე­ვით, მი­ვი­ღებთ ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის უფრო და­ბალ დო­ნეს და გო­ნე­ბა­ჩ­ლუნგ მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც ტვინს არ ამუ­შა­ვებს, არ აა­ნა­ლი­ზებს, რა ნახა თე­ატ­რში. გარ­თო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა თე­ატ­რის მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვლაა და ასეთ დროს რე­ჟი­სორ­თა ძი­რი­თა­დი არ­ჩე­ვა­ნი კეთ­დე­ბა კო­მე­დი­ა­ზე ან მე­ლოდ­რა­მა­ზე. ზოგ­ჯერ ეს სპექ­ტაკ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე წელი რჩე­ბა რე­პერ­ტუ­არ­ში, გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი რე­ჟი­სო­რი დგამს.

და არის მე­სა­მე კა­ტე­გო­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს შო­რის, როცა ვერც თა­ვად რე­ჟი­სო­რი და ვერც მა­ყუ­რე­ბე­ლი ვერ ხსნის, რა პრინ­ცი­პით შე­არ­ჩია პი­ე­სა, რა პრობ­ლე­მის გა­მოკ­ვე­თა სურ­და რე­ჟი­სორს. ასე­თი რე­ჟი­სო­რე­ბის სპექ­ტაკ­ლე­ბი არც სათ­ქმე­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა და არც ფორ­მის ორი­გი­ნა­ლო­ბით.

- შენი აზ­რით, რა­ტომ "ბედ­ნი­ერ­დე­ბა" მა­ყუ­რე­ბე­ლი, როცა სცე­ნი­დან უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბი ეს­მის?

- ასე ვთქვათ, ში­ნა­უ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­რო ხვდე­ბა. ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას, და ასე­თია მა­ყუ­რებ­ლის 60%, სცე­ნი­დან ეს­მის მშობ­ლი­უ­რი ფრა­ზე­ბი, სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას­თან იდენ­ტუ­რო­ბის გან­ცდა იწ­ვევს მათ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას. ხში­რად რე­ჟი­სო­რე­ბი უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით გან­ზრახ "კმა­ზა­ვენ" სპექ­ტაკლს, რათა მა­ყუ­რებ­ლის გული მო­ი­გონ და არ ფიქ­რო­ბენ, სჭირ­დე­ბა თუ არა ის წარ­მოდ­გე­ნას, ამი­ტო­მაც უცენ-ზურო სი­ტყვე­ბი სპექ­ტაკ­ლის ლო­გი­კუ­რი ნა­წი­ლი აღარ არის და ხე­ლოვ­ნუ­რად, ნა­ძა­ლა­დე­ვად ჟღერს, რაც უხერ­ხუ­ლო­ბის გან­ცდას იწ­ვევს.

სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში გი­ორ­გი თა­ვა­ძის სპექ­ტაკლში "ნუგ­ზა­რი და მე­ფის­ტო­ფე­ლი" ნუგ­ზა­რი - ნიკა თა­ვა­ძის პერ­სო­ნა­ჟი, აგი­ნებ­და მე­ფის­ტო­ფელს, რაც იყო სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რი და მა­ყუ­რებ­ლის რე­აქ­ცი­აც ადეკ­ვა­ტუ­რი გახ­ლდათ. კი არ იცი­ნო­და, არა­მედ ტრა­გი­კუ­ლად აღიქ­ვამ­და და პერ­სო­ნა­ჟი­სად­მი თა­ნაგ­რძნო­ბით იმსჭვა­ლე­ბო­და...

ბევ­რი რამ რე­ჟი­სორ­თან ერ­თად მსა­ხი­ობ­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არ ხარ­ხა­რებ­და მა­ყუ­რე­ბე­ლი ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გმულ სპე­ტაკლზე "მერე რა, რომ სვე­ლია, სვე­ლი ია­სა­მა­ნი", როცა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დიდი სცე­ნი­დან ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი ამ­ბობ­და: "არ­ტემ, შე ბოზო!", იმი­ტომ, რომ ეს ფრა­ზა იყო ნათ­ქვა­მი დიდი ტკი­ვი­ლი­თა და ტრა­გე­დი­ით, მე­ტა­ფო­რუ­ლად, რო­მე­ლიც ამ სპექ­ტაკ­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბის და სა­ერ­თოდ, იმ ეპო­ქის გან­წყო­ბას გა­მო­ხა­ტავ­და.

- თუმ­ცა, იმ "ეპო­ქა­შიც" იყო აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა თე­მა­ზე, უნდა ის­მო­დეს თუ არა უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბი რუს­თა­ვე­ლის და სა­ერ­თოდ, თე­ატ­რის სცე­ნი­დან...…

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ის­მო­დეს. თუკი ჩვენ ვთან­ხმდე­ბით იმა­ზე, რომ თე­ატ­რი არის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის სარ­კე და ცხოვ­რე­ბის მხატ­ვრუ­ლად ასახ­ვაა, მა­შინ ნუ გა­ვურ­ბი­ვართ რე­ა­ლო­ბას. ჩვენ ხომ გვყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც წამ­და­უ­წუმ იგი­ნე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი აი­სა­ხე­ბა სცე­ნა­ზე. არ მიკ­ვირს, რომ სცე­ნი­დან უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბი ის­მის, ჩვენ მათ ხომ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ვი­ყე­ნებთ სქე­სის გა­ნურ­ჩევ­ლად და რა­ტომ უნდა შე­ვა­ლა­მა­ზოთ ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა სცე­ნა­ზე?! პი­რი­ქით, უფრო რე­ა­ლის­ტუ­რად უნდა დავ­ხა­ტოთ სუ­რა­თი, რათა ჩა­ვი­ხე­დოთ სარ­კე­ში და და­ვი­ნა­ხოთ, რა დღე­ში ვართ! თე­ატრმა უნდა ამ­ხი­ლოს პო­ლი­ტი­კო­სიც, ეკ­ლე­სი­აც, პრო­ფე­სო­რიც და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქეც!

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

სად დაბლოკა ლაშა ჩხარტიშვილი რობერტ სტურუამ

სად დაბლოკა ლაშა ჩხარტიშვილი რობერტ სტურუამ

ლაშა ჩხარტიშვილი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თეატრმცოდნეა ჩვენს რეალობაში, 2001 წლიდან სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში ხშირად ნახავთ მის რეცენზიებს და აქვს თავისი ბლოგიც.

თეატრალური სეზონის მიწურულს ლაშას შევხვდით და პირველი, რაც ვკითხეთ, ის იყო, არსებობს თუ არა რამე საერთო ტენდენცია საქართველოში, რომლის მიხედვითაც რეჟისორები დასადგმელ პიესებს ირჩევენ...

- შემიძლია, რეჟისორები სამ კატეგორიად დავყო. პირველი - რეჟისორი პიესას იმის გამო ირჩევს, რომ მასში დასმული პრობლემა აქტუალური და მნიშვნელოვანია, ან არ დადგმულა ქართულ სცენაზე და ასეთი რეჟისორი ძალიან ცოტა გვყავს. მეორენი ირჩევენ პიესას მაყურებლის გემოვნების გათვალისწინებით, ანუ იციან, რომ ხალხს სჭირდება ხარხარი, ტაშ-ფანდური, გართობა და სხვა არაფრით აწუხებენ მაყურებელს. თუ მას ავყევით, მივიღებთ ქართული თეატრის უფრო დაბალ დონეს და გონებაჩლუნგ მაყურებელს, რომელიც ტვინს არ ამუშავებს, არ აანალიზებს, რა ნახა თეატრში. გართობაზე ორიენტირება თეატრის მარკეტინგული გათვლაა და ასეთ დროს რეჟისორთა ძირითადი არჩევანი კეთდება კომედიაზე ან მელოდრამაზე. ზოგჯერ ეს სპექტაკლები რამდენიმე წელი რჩება რეპერტუარში, გააჩნია, რომელი რეჟისორი დგამს.

და არის მესამე კატეგორია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, როცა ვერც თავად რეჟისორი და ვერც მაყურებელი ვერ ხსნის, რა პრინციპით შეარჩია პიესა, რა პრობლემის გამოკვეთა სურდა რეჟისორს. ასეთი რეჟისორების სპექტაკლები არც სათქმელით გამოირჩევა და არც ფორმის ორიგინალობით.

- შენი აზრით, რატომ ''ბედნიერდება'' მაყურებელი, როცა სცენიდან უცენზურო სიტყვები ესმის?

- ასე ვთქვათ, შინაურული ატმოსფერო ხვდება. ახალგაზრდა თაობას, და ასეთია მაყურებლის 60%, სცენიდან ესმის მშობლიური ფრაზები, საკუთარ ცხოვრებასთან იდენტურობის განცდა იწვევს მათ აღფრთოვანებას. ხშირად რეჟისორები უცენზურო სიტყვებით განზრახ ''კმაზავენ'' სპექტაკლს, რათა მაყურებლის გული მოიგონ და არ ფიქრობენ, სჭირდება თუ არა ის წარმოდგენას, ამიტომაც უცენ-ზურო სიტყვები სპექტაკლის ლოგიკური ნაწილი აღარ არის და ხელოვნურად, ნაძალადევად ჟღერს, რაც უხერხულობის განცდას იწვევს.

სამეფო უბნის თეატრში გიორგი თავაძის სპექტაკლში ''ნუგზარი და მეფისტოფელი'' ნუგზარი - ნიკა თავაძის პერსონაჟი, აგინებდა მეფისტოფელს, რაც იყო სრულიად ლოგიკური და მაყურებლის რეაქციაც ადეკვატური გახლდათ. კი არ იცინოდა, არამედ ტრაგიკულად აღიქვამდა და პერსონაჟისადმი თანაგრძნობით იმსჭვალებოდა...

ბევრი რამ რეჟისორთან ერთად მსახიობზეცაა დამოკიდებული. არ ხარხარებდა მაყურებელი ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპეტაკლზე ''მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი'', როცა რუსთაველის თეატრის დიდი სცენიდან ზაზა პაპუაშვილი ამბობდა: ''არტემ, შე ბოზო!'', იმიტომ, რომ ეს ფრაზა იყო ნათქვამი დიდი ტკივილითა და ტრაგედიით, მეტაფორულად, რომელიც ამ სპექტაკლის პერსონაჟების და საერთოდ, იმ ეპოქის განწყობას გამოხატავდა.

- თუმცა, იმ ''ეპოქაშიც'' იყო აზრთა სხვადასხვაობა თემაზე, უნდა ისმოდეს თუ არა უცენზურო სიტყვები რუსთაველის და საერთოდ, თეატრის სცენიდან...…

- აუცილებლად უნდა ისმოდეს. თუკი ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ თეატრი არის ჩვენი ცხოვრების სარკე და ცხოვრების მხატვრულად ასახვაა, მაშინ ნუ გავურბივართ რეალობას. ჩვენ ხომ გვყავს საზოგადოება, რომელიც წამდაუწუმ იგინება და ეს ყველაფერი აისახება სცენაზე. არ მიკვირს, რომ სცენიდან უცენზურო სიტყვები ისმის, ჩვენ მათ ხომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ სქესის განურჩევლად და რატომ უნდა შევალამაზოთ ჩვენი რეალობა სცენაზე?! პირიქით, უფრო რეალისტურად უნდა დავხატოთ სურათი, რათა ჩავიხედოთ სარკეში და დავინახოთ, რა დღეში ვართ! თეატრმა უნდა ამხილოს პოლიტიკოსიც, ეკლესიაც, პროფესორიც და რიგითი მოქალაქეც!

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება