კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკო გამსახურდია მამისა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტებს შორის პარალელებს ავლებს
კოკო გამსახურდია მამისა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტებს შორის პარალელებს ავლებს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი­სა და მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტებს შო­რის პა­რა­ლელს ავ­ლებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სია მის­თვი­საც სა­ეჭ­ვოა.

"ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ცხედ­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ და­ი­წე­რა, რომ მას ქონ­და "სტანც-მარ­კა", ანუ ლუ­ლის ანა­ბეჭ­დი შე­სა­ბა­მი­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით. კრი­მი­ნა­ლის­ტი­კა­ში ისეა, რომ "სტანც-მარ­კა" მიბ­ჯე­ნით სრო­ლა­ზე მი­უ­თი­თებს, ისე­ვე რო­გორც შე­მა­ვა­ლი ჯვა­რე­დი­ნი ნა­ხეთ­ქი ჭრი­ლო­ბა.

რო­გორც დრო­ე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე 2009-2011 წლებ­ში ვი­ტყო­დი, რომ თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვი­სი ხე­ლი­თაც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ეს გას­რო­ლა. აქ მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვი ია­რა­ღის დახ­რი­ლო­ბის კუ­თხეს, ასე­ვე ძა­ლა­დო­ბის კვალს სხე­ულ­ზე. გა­მო­საკ­ვლე­ვია იყო თუ არა გარ­დაც­ვლი­ლის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი მკვლე­ლო­ბის თუ თვით­მკვლე­ლო­ბის ია­რაღ­ზე. თა­ვის ქალა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის: ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ცხე­დარს, თუკი ვიმ­სჯე­ლებთ ძი­რი­თა­დი მოწ­მე­ე­ბის გად­მო­ცე­მე­ბით, არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და არც სტანც-მარ­კა, არც ჯვა­რე­დი­ნი ნა­ხეთ­ქი ჭრი­ლო­ბა, თუმ­ცა სრო­ლა ახლო მან­ძი­ლი­დან უნდა ყო­ფი­ლი­ყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ტყვი­ის მიერ გაკ­ვა­ლუ­ლი გზა (ანუ შე­მა­ვა­ლი ხვრე­ლი­დან გა­მო­მა­ვა­ლის­კენ) იყო ზე­მო­დან ქვე­მოთ და რამ­დე­ნად­მე წი­ნი­დან უკან. და­ნა­შა­უ­ლის ყვე­ლა კვა­ლი და ნივთმტკი­ცე­ბა და­კარ­გუ­ლია ან შეგ­ნე­ბუ­ლა­დაა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი 1994 წლის იან­ვარ­ში­ვე.

ასე­ვე წმინ­დად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კუ­თხი­დან უც­ნა­უ­რია, რა­ტომ უნდა მო­იკ­ლას თავი ადა­მი­ან­მა, თუკი მას კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი გა­აჩ­ნია და მათ­ზე სა­ჯა­როდ სა­უბ­რობს", -წერს გამ­სა­ხურ­დია.

"რუს­თა­ვი 2"- ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი გუ­შინ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

იქვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია მისი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით (პი­როვ­ნე­ბის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა) მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

კოკო გამსახურდია მამისა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტებს შორის პარალელებს ავლებს

კოკო გამსახურდია მამისა და ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტებს შორის პარალელებს ავლებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია ეროსი კიწმარიშვილისა და მამის გარდაცვალების ფაქტებს შორის პარალელს ავლებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ თვითმკვლელობის ვერსია მისთვისაც საეჭვოა.

"ეროსი კიწმარიშვილის ცხედრის დათვალიერების შემდეგ დაიწერა, რომ მას ქონდა "სტანც-მარკა", ანუ ლულის ანაბეჭდი შესაბამისი დაზიანებებით. კრიმინალისტიკაში ისეა, რომ "სტანც-მარკა" მიბჯენით სროლაზე მიუთითებს, ისევე როგორც შემავალი ჯვარედინი ნახეთქი ჭრილობა.

როგორც დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე 2009-2011 წლებში ვიტყოდი, რომ თეორიულად შესაძლებელია სხვისი ხელითაც განხორციელებულიყო ეს გასროლა. აქ მნიშვნელობა ექნება სიკვდილის გამომწვევი იარაღის დახრილობის კუთხეს, ასევე ძალადობის კვალს სხეულზე. გამოსაკვლევია იყო თუ არა გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები მკვლელობის თუ თვითმკვლელობის იარაღზე. თავის ქალა ნებისმიერ შემთხვევაში დაზიანებული იქნება.

ცნობისთვის: ზვიად გამსახურდიას ცხედარს, თუკი ვიმსჯელებთ ძირითადი მოწმეების გადმოცემებით, არ აღენიშნებოდა არც სტანც-მარკა, არც ჯვარედინი ნახეთქი ჭრილობა, თუმცა სროლა ახლო მანძილიდან უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ტყვიის მიერ გაკვალული გზა (ანუ შემავალი ხვრელიდან გამომავალისკენ) იყო ზემოდან ქვემოთ და რამდენადმე წინიდან უკან. დანაშაულის ყველა კვალი და ნივთმტკიცება დაკარგულია ან შეგნებულადაა განადგურებული 1994 წლის იანვარშივე.

ასევე წმინდად ფსიქოლოგიური კუთხიდან უცნაურია, რატომ უნდა მოიკლას თავი ადამიანმა, თუკი მას კონკრეტული გეგმები გააჩნია და მათზე საჯაროდ საუბრობს", -წერს გამსახურდია.

"რუსთავი 2"- ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი გუშინ სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს