კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეც ერთ-ერთი ვარ მის მრავალრიცხოვან მსხვერპლთაგან" - კოკო გამსახურდია შევარდნაძეზე
"მეც ერთ-ერთი ვარ მის მრავალრიცხოვან მსხვერპლთაგან" - კოკო გამსახურდია შევარდნაძეზე

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, კოკო გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ექ­სპრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რო­დე­საც თვა­ლი გა­და­ვავ­ლე გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე, ჩემ­თვის ერთი რამ გახ­და თვალ­ში­სა­ცე­მი:

ერ­თნი, გა­ნად­გუ­რე­ბულ­ნი და რეპ­რე­სი­რე­ბულ­ნი, ვის თავ­ზეც წის­ქვი­ლის ქვა­ღა დარ­ჩა და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი, სას­ტი­კად გმო­ბენ და აძა­გე­ბენ მას სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლო­ბე­ბის გამო. გი­ფიქ­რი­ათ, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი და ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და მათ­თან შე­და­ვე­ბა?

მე­ო­რე­ნი სა­უბ­რო­ბენ მის პო­ლი­ტი­კურ ფორ­მატ­ზე, მის სა­გა­რეო - თუ სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კურ მიღ­წე­ვებ­ზე. ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტე­ბის ფონ­ზე რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლე­ბი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი სა­ერ­თოდ არ გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან, რო­გორც ფაქ­ტო­რი.

ჩემი ცხოვ­რე­ბის 42 წე­ლი­წა­დის მან­ძილ­ზე ე. შე­ვარ­დნა­ძე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სა­ზღვრავ­და ჩემი, ჩემი თა­ო­ბი­სა და ჩემი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ბედს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მძი­მე გა­მოდ­გა. მი­მაჩ­ნია, რომ მეც ერთ-ერთი ვარ მის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან მსხვერ­პლთა­გან, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რად, პო­ლი­ტი­კუ­რად, სა­მარ­თლებ­რი­ვად, სო­ცი­ა­ლუ­რად. და რა უნდა ვთქვა?

დიდსუ­ლოვ­ნე­ბის თა­მაშს ნამ­დვი­ლად ვერ და­ვი­წყებ, ვერც ვეც­დე­ბი ამ წუთს გავ­ხდე ასე­თი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა აქეთ­კენ მოგ­ვი­წო­დებს. ამის უფ­ლე­ბას თუნ­დაც ჩემი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რე­ბის და ახ­ლობ­ლე­ბის აჩ­რდი­ლე­ბი არ მომ­ცე­მენ, მა­მა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვა - ის ხომ სა­ქარ­თვე­ლოს და­ნა­კარ­გია და არა­მარ­ტო ჩემი ოჯა­ხის. ვცდი­ლობ და ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბი არა­ვინ მძულ­დეს, და არც და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად მიყ­ვარ­დეს ვინ­მე.

ყო­ველ­თვის მწამ­და სამ­ყა­რო­ში ზნე­ობ­რი­ვი წეს­რი­გის არ­სე­ბო­ბა, სა­დაც ყვე­ლა სა­ბო­ლო­ოდ იმას მო­იმ­კის, რა­საც დას­თესს", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 7 ივ­ლისს 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე: მე ვერ მე­ცო­დე­ბა შე­ვარ­დნა­ძე და მომ­კა­ლით, თუ გინ­დათ! - "მკვდარ­ზე ნათ­ქვა­მი ცუდი", ანუ გამ­წა­რე­ბუ­ლი თა­ო­ბე­ბის სათ­ქმე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"მეც ერთ-ერთი ვარ მის მრავალრიცხოვან მსხვერპლთაგან" - კოკო გამსახურდია შევარდნაძეზე

"მეც ერთ-ერთი ვარ მის მრავალრიცხოვან მსხვერპლთაგან" - კოკო გამსახურდია შევარდნაძეზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას ეხმაურება.

"როდესაც თვალი გადავავლე გამოხმაურებებს ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებაზე, ჩემთვის ერთი რამ გახდა თვალშისაცემი:

ერთნი, განადგურებულნი და რეპრესირებულნი, ვის თავზეც წისქვილის ქვაღა დარჩა დასაბრუნებელი, სასტიკად გმობენ და აძაგებენ მას სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაულობების გამო. გიფიქრიათ, რამდენად სამართლიანი და ობიექტური იქნებოდა მათთან შედავება?

მეორენი საუბრობენ მის პოლიტიკურ ფორმატზე, მის საგარეო - თუ საშინაო პოლიტიკურ მიღწევებზე. ამ გრანდიოზული პოლიტიკური პროექტების ფონზე რეპრესირებულები, განადგურებულები საერთოდ არ განიხილებიან, როგორც ფაქტორი.

ჩემი ცხოვრების 42 წელიწადის მანძილზე ე. შევარდნაძე მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ჩემი, ჩემი თაობისა და ჩემი თანამოქალაქეების ბედს, რომელიც საკმაოდ მძიმე გამოდგა. მიმაჩნია, რომ მეც ერთ-ერთი ვარ მის მრავალრიცხოვან მსხვერპლთაგან, დაზარალებული ადამიანურად, პოლიტიკურად, სამართლებრივად, სოციალურად. და რა უნდა ვთქვა?

დიდსულოვნების თამაშს ნამდვილად ვერ დავიწყებ, ვერც ვეცდები ამ წუთს გავხდე ასეთი, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა აქეთკენ მოგვიწოდებს. ამის უფლებას თუნდაც ჩემი განადგურებული მეგობრების და ახლობლების აჩრდილები არ მომცემენ, მამაზე რომ არაფერი ვთქვა - ის ხომ საქართველოს დანაკარგია და არამარტო ჩემი ოჯახის. ვცდილობ და ყოველთვის ვეცდები არავინ მძულდეს, და არც დაუმსახურებლად მიყვარდეს ვინმე.

ყოველთვის მწამდა სამყაროში ზნეობრივი წესრიგის არსებობა, სადაც ყველა საბოლოოდ იმას მოიმკის, რასაც დასთესს", - წერს გამსახურდია.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: მე ვერ მეცოდება შევარდნაძე და მომკალით, თუ გინდათ! - "მკვდარზე ნათქვამი ცუდი", ანუ გამწარებული თაობების სათქმელი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს