სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემუქრება თუ არა ისლამური ექსტრემიზმი საქართველოს
ემუქრება თუ არა ისლამური ექსტრემიზმი საქართველოს

ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "ერა­ყი­სა და სი­რი­ის ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­წი­ფომ" (ისის) მიკ­რობ­ლოგ ტვი­ტერ­ში ახა­ლი რუკა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­ზე­დაც მსოფ­ლი­ოს ის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბია მო­ნიშ­ნუ­ლი, სა­დაც ის შა­რი­ა­თის კა­ნონ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნას გეგ­მავს. ახალ ის­ლა­მურ რუ­კა­ზე მთე­ლი კავ­კა­სია და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოც მოხ­ვდა.

ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ლა­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა აშ­კა­რაა და ეს, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც დიდი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­ლა­მის­ტე­ბის მხრი­დან რა­ი­მე საფრ­თხე­ზე სა­უ­ბარს ირო­ნი­უ­ლად უყუ­რებს.

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი: "ამ ყვე­ლა­ფერს პირ­და­პი­რი კუ­თხით არ უნდა შევ­ხე­დოთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პი­რი ფორ­მით არ უნდა გა­ვი­გოთ. წმინ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, იდე­ო­ლო­გი­უ­რი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს და მსგავ­სი ტი­პის რუ­კე­ბი და წარ­მოდ­გე­ნე­ბი ად­რეც არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ეს არის სტრა­ტე­გი­უ­ლი მიდ­გო­მა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნონ. მე მგო­ნი, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ეს რომ არა­რე­ა­ლის­ტუ­რია, ამას ყვე­ლა ხვდე­ბა.

"ქვე­ყა­ნას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს შე­სა­ბა­მი­სი ხედ­ვა, მოქ­მე­დე­ბის გეგ­მე­ბი და კონ­ტრზო­მე­ბი. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა ამა­ზე მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს. სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი შიში მეს­მის იმა­ზე, რომ იქ რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრე­მიზ­მის საფრ­თხეა, იქ სე­პა­რა­ტიზ­მი თუ რე­ლი­გი­უ­რი რის­კე­ბია. მინ­და ჩემი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ვამ­შვი­დო - ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ვიდ­რე აქამ­დე ყო­ფი­ლა. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვფლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას და შე­სა­ბა­მის ზო­მებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. ამა­ზე ღიად ვერ ვი­სა­უბ­რებთ. გთხოვთ, ამ თე­მებს ფრთხი­ლად მო­ე­კი­დოთ. პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის," - ამ­ბობს სე­სი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის, ისის-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რუ­კა­ზე, სა­დაც შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბი უნდა და­წეს­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, შე­სუ­ლია კავ­კა­სია მთლი­ა­ნად, რო­გორც ჩრდი­ლო­ე­თი, ასე­ვე სამ­ხრეთ კავ­კა­სია, ასე­ვე მთე­ლი წინა და შუა აზია, მათ შო­რის თურ­ქე­თი, ასე­ვე ჩრდი­ლო­ეთ და ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კა, ბალ­კა­ნე­თი, ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი, ეს­პა­ნე­თი და პორ­ტუ­გა­ლია.

ასეთ გეგ­მებს ისის-ის პო­ლი­ტი­კუ­რი და იდე­ო­ლო­გი­უ­რი კონ­კუ­რენ­ტი, ალ-ყა­ი­და ჯერ კი­დევ 1990-ია­ნე­ბი­დან ამუ­შა­ვებ­და, თუმ­ცა, ტე­რო­რიზ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში დიდი წარ­მა­ტე­ბით ვერ და­იკ­ვეხ­ნი­და. ისის-მა კი, გარ­და იმი­სა, რომ სი­რი­ის და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მე­დი აიღო, ამას ერა­ყის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მი­ა­ყო­ლა და სას­ტი­კი მარ­ცხი აწ­ვნია ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ და აღ­ჭურ­ვილ ერა­ყის არ­მი­ას.

ისის-მა ერაყ­სა და სი­რი­ა­ში, კერ­ძოდ კი მის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე გა­მო­ა­ცხა­და ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტი და მთა­ვარ ხა­ლი­ფად აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დი და­ნიშ­ნა, რო­მელ­მაც ტი­ტუ­ლი "ხა­ლი­ფა იბ­რა­ჰი­მი" მი­ი­ღო. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნია ერაყ­ში შა­რი­ათ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­შიც სი­რი­ის ნა­წი­ლიც უნდა შე­ვი­დეს.

ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ერა­ყი­სა და ლე­ვან­ტის ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო", რო­მე­ლიც აჯან­ყე­ბუ­ლი ერა­ყე­ლი სუ­ნი­ტე­ბის მთა­ვა­რი თავ­შე­სა­ფე­რია, 2006 წელს შე­იქ­მნა, რო­გორც ერაყ­სა და სი­რი­ა­ში ალ-ყა­ი­დას ერ­თგვა­რი ფი­ლი­ა­ლი. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სი­რი­უ­ლი ფრთის სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რია პან­კი­სე­ლი ქის­ტი თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი, იგი­ვე აბუ ომარ ალ-ში­შა­ნი. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჯ­გუ­ფე­ბა­ში 10-იდან 15 ათა­სამ­დე კარ­გად გაწ­ვრთი­ნი­ლი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რია. მათი მთა­ვა­რი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­როდ სპარ­სე­თის ყუ­რის არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ით­ვლე­ბა, მათ შო­რის სა­უ­დის არა­ბე­თი, ქუ­ვე­ი­თი და ასე­ვე მსხვილ მე­ნავ­თო­ბე­თა ჯგუ­ფე­ბი.

ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ ერაყ­ში აჯან­ყე­ბა ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში და­ი­წყო და რამ­დე­ნი­მე უმ­სხვი­ლე­სი ქა­ლა­ქი აიღო, მათ შო­რის 2-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სუ­ლი. მათი სა­ბო­ლოო სა­მიზ­ნე ბაღ­და­დია. ისი­ნი ერა­ყის დე­და­ქა­ლაქს და­სავ­ლე­თი­დან 30, ჩრდი­ლო­ეთ­დან კი 50-60 კი­ლო­მეტ­რით მი­უ­ახ­ლოვ­დნენ.

მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას სა­ბო­ლო­ოდ არ მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა ფორ­მით ებ­რძო­ლოს ახალ ის­მა­ურ საფრ­თხეს. სა­უ­ბა­რია იმა­ზეა, რომ აშშ-მ ერა­ყის მთავ­რო­ბას სა­ჰა­ე­რო წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბით აღ­მო­უ­ჩი­ნოს დახ­მა­რე­ბა.

სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ის­ლა­მუ­რი ექ­სტრე­მიზ­მის საფრ­თხე არ­სე­ბობს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­შიც და ამის ნა­თელ მა­გა­ლითს ჩვენ იგი­ვე ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ვხე­დავთ.

"შე­საძ­ლოა, ის­ლა­მის­ტუ­რი საფრ­თხე გა­ფარ­თოვ­დეს. სი­რი­ა­სა და ერაყ­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ავ­ღა­ნეთ­ში. და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არაფ­რის­გან არ არის. სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო დოქ­ტრი­ნა­ში ის­ლა­მის­ტუ­რი ექ­სტრე­მიზ­მის საფრ­თხე პრი­ო­რი­ტე­ტი არ არის და ასე და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არც არის, თუმ­ცა ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხე აღ­ნიშ­ნუ­ლია. ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ხვდე­ბა, რომ ტე­რო­რიზ­მი 21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი სა­შიშ­რო­ე­ბაა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ასე თუ ისე ებ­რძვი­ან ტე­რო­რიზმს, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია ეს ბრძო­ლა, ეს სხვა სა­კი­თხია," - აცხა­დებს ალა­დაშ­ვი­ლი.

მისი თქმით, "სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ისის-ის უკან სა­უ­დის არა­ბე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი დგა­ნან, რად­გან სა­უ­დის არა­ბეთს და მის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს არა­ნა­ი­რად არ აძ­ლევს ხელს, ერაყ­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა გა­ი­ზარ­დოს. ეს ფასს და­წევს და ისის-ის დახ­მა­რე­ბაც მათ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში პან­კი­სე­ლი ქის­ტე­ბიც არი­ან, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მათი მხრი­დან არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ და­უდ­გე­ბა, თუკი სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი კარ­გად იმუ­შა­ვე­ბენ, მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ი­პო­ვე­ბენ, ანა­ლიზს გა­უ­კე­თე­ბენ და სხვა მე­გო­ბარ ქვეყ­ნებ­თან ერ­თად ეც­დე­ბი­ან, ის­ლა­მიზ­მის საფრ­თხე აი­ცი­ლონ თა­ვი­დან მა­ნამ, სა­ნამ რა­ი­მე სე­ი­ო­ზუ­ლი მოხ­დე­ბა.

"ახლა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რა მოხ­დე­ბა ერაყ­ში. ისის-ი ჯერ სი­რი­ა­ში იბ­რძო­და, ახლა ერაყ­ში გა­აქ­ტი­ურ­დნენ და მთა­ვა­რია, ბაღ­დადს აი­ღე­ბენ თუ არა. სა­ო­ცა­რი რამ ხდე­ბა, მათ წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თი­ან­დე­ბა აშშ და ირა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი. ასე­ვე სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, თურ­ქე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი. ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებს კი დიდი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი აქვთ და თუ მო­ინ­დო­მე­ბენ, შე­უძ­ლი­ათ ადრე თუ გვი­ან ეს მოძ­რა­ო­ბა გა­ა­ნად­გუ­რონ," - დას­ძენს ალა­დაშ­ვი­ლი.

სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის კავ­კა­სი­უ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მა­მუ­კა არე­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, 90-იან წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა პირ­ვე­ლი რუკა, რო­მე­ლიც ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის იდე­ას ქა­და­გებ­და. ეს იყო არა­ბუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნა­აზ­რე­ვი და ამ რუ­კა­ზე მა­ში­ნაც იყო სა­ქარ­თვე­ლო და კავ­კა­სია, ამი­ტო­მაც საფრ­თხე არ­სე­ბობს.

"მას შემ­დეგ, რაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ავ­ღა­ნე­თი­დან გა­მო­ვი­და, ეს გან­წყო­ბა მა­შინ გაჩ­ნდა და ამ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ გეგ­მის რე­ა­ლი­ზა­ცია მი­დის. ამ ომმა და­ტო­ვა დაშ­ლი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და, მე­ო­რე მხრივ, კარ­გად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მო­ჯა­ჰე­დე­ბის უზარ­მა­ზა­რი არ­მია, რო­მელ­თაც მი­მარ­თუ­ლე­ბა და პატ­რო­ნი სჭირ­დე­ბო­დათ. ასე­თი პატ­რო­ნი გა­მოჩ­ნდა ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტი და სა­უ­დის არა­ბე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი. ლი­დე­რე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ, რო­გო­რიც იყო ალ-ქა­ი­დას ლი­დე­რი ბინ ლა­დე­ნი, მისი მო­ად­გი­ლე აი­მან ალ ზა­ვა­ჰი­რი და სხვა. 90-იან წლებ­ში და­ი­წყო პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ლა­მის გავ­რცე­ლე­ბა კავ­კა­სი­ა­ში და პირ­ვე­ლი, ვინც ად­გი­ლობ­რი­ვი ის­ლა­მის­ტუ­რი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის ჩა­მო­ვი­და, სწო­რედ ალ-ზა­ვა­ჰი­რი იყო. ის გა­ნათ­ლე­ბით ექი­მია და ექი­მის სა­ფარ­ქვეშ ჩა­მო­ვი­და. მათი იდე­ო­ლო­გია ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის შექ­მნა­ზე და პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, იმ სა­ნავ­თო­ბო ცენ­ტრე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ სივ­რცე­შია", - ამ­ბობს არე­ში­ძე.

მი­სი­ვე თქმით, თუ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ჩანს, რომ ამ იდე­ის ავ­ტო­რე­ბი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა­კენ მი­დი­ოდ­ნენ: კავ­კა­სი­ა­ში ვა­ჰა­ბიზ­მის გავ­რცე­ლე­ბა; მოვ­ლე­ნე­ბი ერაყ­ში, სი­რი­ა­ში და ზო­გი­ერთ სხვა ად­გი­ლას; ის, რომ თურ­ქე­თის ერ­თი­ა­ნო­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნა; ის, რომ გაძ­ლი­ერ­და არა­ბუ­ლი გავ­ლე­ნა წინა აზი­ა­ში, ირა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად მარ­ტოა არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­შე, რომ­ლის ია­რა­ღია პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ლა­მი.

"ყვე­ლა­ფერ ამ ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­საც ემუქ­რე­ბა გარ­კვე­უ­ლი ხი­ფა­თი და სა­ქარ­თვე­ლო ჩარ­თუ­ლი უნდა იყოს არა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­ში, არა­მედ ბრძო­ლა­ში, რა­საც პო­ლი­ტი­კურ ის­ლამ­თან ბრძო­ლა ჰქვია. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უგუ­ნუ­რო­ბა იმა­შია, რომ მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძა­ლი­ან გაძ­ლი­ე­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ის­ლამს კი არ ებ­რძვის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნას. პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ლა­მი არა მარ­ტო ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, არა­მედ გან­სა­კუთ­რე­ბით თა­თარ­სტან­შია გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და სი­რი­ა­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი ყა­ზა­ნე­ლი თა­თა­რი ომობს," - აღ­ნიშ­ნავს არე­ში­ძე.

აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ ის­ლამს, ვა­ჰა­ბიზმს პან­კის­თან ერ­თად ქვე­მო ქარ­თლიც შე­ე­მა­ტა.

მა­მუ­კა არე­ში­ძე: "ქვე­მო ქარ­თლში ში­იზმს, სუ­ნიზმსა და ვა­ჰა­ბიზმს შო­რის ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ უკან კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი დგა­ნან. რო­გორც კი ერთ-ერთი გა­ი­მარ­ჯვებს, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შავი დღე და­ი­წყე­ბა. ჩვე­ნი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ამას­თან მი­მარ­თე­ბა­ში რას აკე­თე­ბენ, ვერ გე­ტყვით. ისი­ნი ამ პრობ­ლე­მის და­კონ­სერ­ვე­ბა­ზე და არა ამო­ძირ­კვა­ზე მუ­შა­ო­ბენ. მომ­დის ხმე­ბი, რომ ზო­გი­ერ­თი სპეც­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კო­რუფ­ცი­ა­შია ჩარ­თუ­ლი და ამ ის­ლა­მის­ტე­ბი­სათ­ვის უცხო­ე­თი­დან შე­მოგ­ზავ­ნილ ფულს მათ­თან ერ­თად ინა­წი­ლე­ბენ. პან­კი­სის ახალ­გაზ­რდო­ბის 90% ვა­ჰა­ბი­ტია. მათ ახლა ქვე­მო ქარ­თლიც და­ე­მა­ტა. პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ლა­მი თბი­ლის­შიც კი არის, ფო­ნი­ჭა­ლა­ში უზარ­მა­ზარ მე­ჩეთს სწო­რედ ისი­ნი აშე­ნებ­დნენ. შე­იძ­ლე­ბა 200 კაცი არ არის, მაგ­რამ საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბაა იმის­თვის, რომ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნას. გან­გა­შის ზარს ისევ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ში­ი­ტე­ბი ქმნი­ან, ისი­ნი დარ­ბი­ან და გვე­უბ­ნე­ბი­ან, ამ ამ­ბავს მი­ხე­დე­თო, მაგ­რამ მი­ხედ­ვას იმ ფორ­მით ვერ ვხე­დავ, რო­გორც საქ­მის­თივ­საა სა­ჭი­რო. იორ­მუ­ღა­ლო­ში კაცი რომ მოკ­ლეს ქორ­წილ­ში, ვა­ჰა­ბი­ტებ­სა და ში­ი­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას მოჰ­ყვა ეს. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მე­ბია და მო­სახ­ლე­ო­ბას სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ აწ­ვდი­ან. ფუ­ლის ნა­კა­დე­ბი უნდა შე­წყდეს და იმ ის­ლა­მის­ტუ­რი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მუ­შა­ო­ბა უნდა აღიკ­ვე­თოს ისე, რო­გორც ამას ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი აკე­თებ­და. აჭა­რა­შიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ლა­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. და­კა­ე­ვის და­კა­ვე­ბა ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ. 10 კა­ცამ­დე ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლი იბ­რძვის სი­რი­ა­ში, ერთი მათ­გა­ნი შარ­შან ჩა­მო­ას­ვე­ნეს. ისიც ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ ისის-ის, ის­ლა­მუ­რი ხა­ლი­ფა­ტის სამ­ხედ­რო მარ­თვა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქემ, პან­კი­სელ­მა აიღო ხელ­ში".

არე­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ კავ­კა­სი­ა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად ფეხს იკი­დებს პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ლა­მი, "კავ­კა­სი­ის იმა­რა­ტის" მთე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ვა­ჰა­ბიტ­მა და­ღეს­ტნე­ლებ­მა ჩა­იგ­დეს ხელ­ში და ამი­ტო­მაც ამ პრო­ცესს სე­რი­ო­ზუ­ლი ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებ­თან არის ერთი მხრივ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სია და მე­ო­რე მხრივ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და აზერ­ბა­ი­ჯან­ში სწო­რედ კა­ხი­სა და ზა­ქა­თა­ლას რა­ი­ო­ნებ­ში არი­ან ვა­ჰა­ბი­ტე­ბი მომ­რავ­ლე­ბულ­ნი. თურ­ქეთ­შიც არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ის­ლა­მი, მაგ­რამ იქ ამას პო­ლი­ტი­კუ­რი ფორ­მა არ მი­უ­ღია, მათ სხვა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ ქურ­თის­ტან­თან და­კავ­ში­რე­ბით... თუ ჩვენ გარ­კვე­ულ ძა­ლებ­თან კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლე­ბი არ ვიქ­ნე­ბით, პო­ლი­ტი­კურ ის­ლამ­თან დავ­მარ­ცხდე­ბით. თუმ­ცა ჩვე­ნამ­დე სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სე­ბია გა­სავ­ლე­ლი. პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ლა­მის მეშ­ვე­ო­ბით გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის საფრ­თხეა და ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­ტა­ნას ნიშ­ნავს," - დას­ძენს არე­ში­ძე.

ეკა­ტე­რი­ნე ბა­სი­ლა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ემუქრება თუ არა ისლამური ექსტრემიზმი საქართველოს

ემუქრება თუ არა ისლამური ექსტრემიზმი საქართველოს

ტერორისტულმა დაჯგუფება "ერაყისა და სირიის ისლამურმა სახელწიფომ" (ისის) მიკრობლოგ ტვიტერში ახალი რუკა გამოაქვეყნა, რომელზედაც მსოფლიოს ის სახელმწიფოებია მონიშნული, სადაც ის შარიათის კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნას გეგმავს. ახალ ისლამურ რუკაზე მთელი კავკასია და მათ შორის საქართველოც მოხვდა.

ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ პოლიტიკური ისლამის გაძლიერება აშკარაა და ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც დიდი საფრთხის შემცველია. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი საქართველოში ისლამისტების მხრიდან რაიმე საფრთხეზე საუბარს ირონიულად უყურებს.

ირაკლი სესიაშვილი: "ამ ყველაფერს პირდაპირი კუთხით არ უნდა შევხედოთ. ეს ყველაფერი პირდაპირი ფორმით არ უნდა გავიგოთ. წმინდა ფსიქოლოგიური, იდეოლოგიური ომი მიმდინარეობს და მსგავსი ტიპის რუკები და წარმოდგენები ადრეც არაერთხელ გავრცელებულა. ეს არის სტრატეგიული მიდგომა, რომ მოსახლეობაზე ზემოქმედება მოახდინონ. მე მგონი, 21-ე საუკუნეში ეს რომ არარეალისტურია, ამას ყველა ხვდება.

"ქვეყანას ყველა მიმართულებით აქვს შესაბამისი ხედვა, მოქმედების გეგმები და კონტრზომები. სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა ამაზე მუდმივად მუშაობს. სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობის გარკვეული შიში მესმის იმაზე, რომ იქ რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხეა, იქ სეპარატიზმი თუ რელიგიური რისკებია. მინდა ჩემი მოსახლეობა დავამშვიდო - ჩვენი უსაფრთხოების სისტემა ყველაზე კარგად არის მომზადებული, ვიდრე აქამდე ყოფილა. ყველა მიმართულებით ვფლობთ ინფორმაციას და შესაბამის ზომებს ვახორციელებთ. ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებთ. გთხოვთ, ამ თემებს ფრთხილად მოეკიდოთ. პანიკის საფუძველი არ არის," - ამბობს სესიაშვილი.

ცნობისათვის, ისის-ის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე, სადაც შარიათის კანონები უნდა დაწესდეს, საქართველოს გარდა, შესულია კავკასია მთლიანად, როგორც ჩრდილოეთი, ასევე სამხრეთ კავკასია, ასევე მთელი წინა და შუა აზია, მათ შორის თურქეთი, ასევე ჩრდილოეთ და ცენტრალური აფრიკა, ბალკანეთი, ყირიმის ნახევარკუნძული, ესპანეთი და პორტუგალია.

ასეთ გეგმებს ისის-ის პოლიტიკური და იდეოლოგიური კონკურენტი, ალ-ყაიდა ჯერ კიდევ 1990-იანებიდან ამუშავებდა, თუმცა, ტერორიზმისგან განსხვავებით, საბრძოლო მოქმედებებში დიდი წარმატებით ვერ დაიკვეხნიდა. ისის-მა კი, გარდა იმისა, რომ სირიის დაახლოებით მესამედი აიღო, ამას ერაყის მნიშვნელოვანი ნაწილი მიაყოლა და სასტიკი მარცხი აწვნია ამერიკელების მიერ მომზადებულ და აღჭურვილ ერაყის არმიას.

ისის-მა ერაყსა და სირიაში, კერძოდ კი მის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გამოაცხადა ისლამური ხალიფატი და მთავარ ხალიფად აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დანიშნა, რომელმაც ტიტული "ხალიფა იბრაჰიმი" მიიღო. ორგანიზაციის მიზანია ერაყში შარიათზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა, რომლის ტერიტორიაშიც სირიის ნაწილიც უნდა შევიდეს.

ტერორისტული ორგანიზაცია "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო", რომელიც აჯანყებული ერაყელი სუნიტების მთავარი თავშესაფერია, 2006 წელს შეიქმნა, როგორც ერაყსა და სირიაში ალ-ყაიდას ერთგვარი ფილიალი. ამ ორგანიზაციის სირიული ფრთის სამხედრო მეთაურია პანკისელი ქისტი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი. არაოფიციალური ინფორმაციით, დაჯგუფებაში 10-იდან 15 ათასამდე კარგად გაწვრთინილი და შეიარაღებული პირია. მათი მთავარი დაფინანსების წყაროდ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ითვლება, მათ შორის საუდის არაბეთი, ქუვეითი და ასევე მსხვილ მენავთობეთა ჯგუფები.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ ერაყში აჯანყება ივნისის დასაწყისში დაიწყო და რამდენიმე უმსხვილესი ქალაქი აიღო, მათ შორის 2-მილიონიანი მოსული. მათი საბოლოო სამიზნე ბაღდადია. ისინი ერაყის დედაქალაქს დასავლეთიდან 30, ჩრდილოეთდან კი 50-60 კილომეტრით მიუახლოვდნენ.

მსოფლიო თანამეგობრობას საბოლოოდ არ მიუღია გადაწყვეტილება, რა ფორმით ებრძოლოს ახალ ისმაურ საფრთხეს. საუბარია იმაზეა, რომ აშშ-მ ერაყის მთავრობას საჰაერო წერტილოვანი დარტყმებით აღმოუჩინოს დახმარება.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ისლამური ექსტრემიზმის საფრთხე არსებობს არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც და ამის ნათელ მაგალითს ჩვენ იგივე ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ.

"შესაძლოა, ისლამისტური საფრთხე გაფართოვდეს. სირიასა და ერაყში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, იგივე შეიძლება მოხდეს ავღანეთში. დაზღვეული არავინ არაფრისგან არ არის. საქართველოს სამხედრო დოქტრინაში ისლამისტური ექსტრემიზმის საფრთხე პრიორიტეტი არ არის და ასე დაკონკრეტებული არც არის, თუმცა ტერორიზმის საფრთხე აღნიშნულია. ყველა სახელმწიფო ხვდება, რომ ტერორიზმი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საშიშროებაა. საერთაშორისო ორგანიზაციები ასე თუ ისე ებრძვიან ტერორიზმს, რამდენად წარმატებულია ეს ბრძოლა, ეს სხვა საკითხია," - აცხადებს ალადაშვილი.

მისი თქმით, "საუბარია იმაზე, რომ ისის-ის უკან საუდის არაბეთის სპეცსამსახურები დგანან, რადგან საუდის არაბეთს და მის მეზობელ ქვეყნებს არანაირად არ აძლევს ხელს, ერაყში ნავთობის მოპოვება გაიზარდოს. ეს ფასს დაწევს და ისის-ის დახმარებაც მათ ინტერესებში შედის. ამ ორგანიზაციაში პანკისელი ქისტებიც არიან, თუმცა საქართველოს მათი მხრიდან არანაირი საფრთხე არ დაუდგება, თუკი საქართველოს სპეცსამსახურები კარგად იმუშავებენ, მეტ ინფორმაციას მოიპოვებენ, ანალიზს გაუკეთებენ და სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად ეცდებიან, ისლამიზმის საფრთხე აიცილონ თავიდან მანამ, სანამ რაიმე სეიოზული მოხდება.

"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ერაყში. ისის-ი ჯერ სირიაში იბრძოდა, ახლა ერაყში გააქტიურდნენ და მთავარია, ბაღდადს აიღებენ თუ არა. საოცარი რამ ხდება, მათ წინააღმდეგ ერთიანდება აშშ და ირანის ინტერესები. ასევე სირიის ხელისუფლების, თურქეთის ინტერესები. ამ სახელმწიფოებს კი დიდი სამხედრო ძალები აქვთ და თუ მოინდომებენ, შეუძლიათ ადრე თუ გვიან ეს მოძრაობა გაანადგურონ," - დასძენს ალადაშვილი.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის განცხადებით, 90-იან წლებში გამოქვეყნდა პირველი რუკა, რომელიც ისლამური ხალიფატის იდეას ქადაგებდა. ეს იყო არაბული სპეცსამსახურების და ექსტრემისტული ორგანიზაციების ნააზრევი და ამ რუკაზე მაშინაც იყო საქართველო და კავკასია, ამიტომაც საფრთხე არსებობს.

"მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი ავღანეთიდან გამოვიდა, ეს განწყობა მაშინ გაჩნდა და ამ ბოლო წლების განმავლობაში ამ გეგმის რეალიზაცია მიდის. ამ ომმა დატოვა დაშლილი საბჭოთა კავშირი და, მეორე მხრივ, კარგად შეიარაღებული და ორგანიზებული მოჯაჰედების უზარმაზარი არმია, რომელთაც მიმართულება და პატრონი სჭირდებოდათ. ასეთი პატრონი გამოჩნდა ისლამური ხალიფატი და საუდის არაბეთის სპეცსამსახურები. ლიდერებიც გამოჩნდნენ, როგორიც იყო ალ-ქაიდას ლიდერი ბინ ლადენი, მისი მოადგილე აიმან ალ ზავაჰირი და სხვა. 90-იან წლებში დაიწყო პოლიტიკური ისლამის გავრცელება კავკასიაში და პირველი, ვინც ადგილობრივი ისლამისტური ძალების მობილიზაციისათვის ჩამოვიდა, სწორედ ალ-ზავაჰირი იყო. ის განათლებით ექიმია და ექიმის საფარქვეშ ჩამოვიდა. მათი იდეოლოგია ორიენტირებული იყო ისლამური ხალიფატის შექმნაზე და პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, იმ სანავთობო ცენტრების კონტროლირება, რომელიც ამ სივრცეშია", - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, თუ მოვლენების განვითარებას დავაკვირდებით, ჩანს, რომ ამ იდეის ავტორები ნაბიჯ-ნაბიჯ მისი განხორციელებისაკენ მიდიოდნენ: კავკასიაში ვაჰაბიზმის გავრცელება; მოვლენები ერაყში, სირიაში და ზოგიერთ სხვა ადგილას; ის, რომ თურქეთის ერთიანობას საფრთხე შეექმნა; ის, რომ გაძლიერდა არაბული გავლენა წინა აზიაში, ირანი პრაქტიკულად მარტოა არაბული სამყაროს წინაშე, რომლის იარაღია პოლიტიკური ისლამი.

"ყველაფერ ამ ფონზე საქართველოსაც ემუქრება გარკვეული ხიფათი და საქართველო ჩართული უნდა იყოს არა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, არამედ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკურ ისლამთან ბრძოლა ჰქვია. რუსეთის ხელისუფლების უგუნურობა იმაშია, რომ მის ტერიტორიაზე ძალიან გაძლიერებულ პოლიტიკურ ისლამს კი არ ებრძვის, არამედ საქართველოს და უკრაინას. პოლიტიკური ისლამი არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ განსაკუთრებით თათარსტანშია გაძლიერებული და სირიაშიც ძალიან ბევრი ყაზანელი თათარი ომობს," - აღნიშნავს არეშიძე.

აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ისლამს, ვაჰაბიზმს პანკისთან ერთად ქვემო ქართლიც შეემატა.

მამუკა არეშიძე: "ქვემო ქართლში შიიზმს, სუნიზმსა და ვაჰაბიზმს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მათ უკან კონკრეტული ქვეყნები და პოლიტიკური ძალები დგანან. როგორც კი ერთ-ერთი გაიმარჯვებს, მაშინ საქართველოსთვის შავი დღე დაიწყება. ჩვენი სპეცსამსახურები ამასთან მიმართებაში რას აკეთებენ, ვერ გეტყვით. ისინი ამ პრობლემის დაკონსერვებაზე და არა ამოძირკვაზე მუშაობენ. მომდის ხმები, რომ ზოგიერთი სპეცსამსახურის წარმომადგენელი კორუფციაშია ჩართული და ამ ისლამისტებისათვის უცხოეთიდან შემოგზავნილ ფულს მათთან ერთად ინაწილებენ. პანკისის ახალგაზრდობის 90% ვაჰაბიტია. მათ ახლა ქვემო ქართლიც დაემატა. პოლიტიკური ისლამი თბილისშიც კი არის, ფონიჭალაში უზარმაზარ მეჩეთს სწორედ ისინი აშენებდნენ. შეიძლება 200 კაცი არ არის, მაგრამ საკმაო რაოდენობაა იმისთვის, რომ პრობლემები შექმნას. განგაშის ზარს ისევ აზერბაიჯანელი შიიტები ქმნიან, ისინი დარბიან და გვეუბნებიან, ამ ამბავს მიხედეთო, მაგრამ მიხედვას იმ ფორმით ვერ ვხედავ, როგორც საქმისთივსაა საჭირო. იორმუღალოში კაცი რომ მოკლეს ქორწილში, ვაჰაბიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა ეს. ეს სერიოზული თემებია და მოსახლეობას სწორ ინფორმაციას არ აწვდიან. ფულის ნაკადები უნდა შეწყდეს და იმ ისლამისტური ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობა უნდა აღიკვეთოს ისე, როგორც ამას ჰეიდარ ალიევი აკეთებდა. აჭარაშიც შეინიშნება პოლიტიკური ისლამის გააქტიურება. დაკაევის დაკავება ნუ დაგავიწყდებათ. 10 კაცამდე ეთნიკური ქართველი იბრძვის სირიაში, ერთი მათგანი შარშან ჩამოასვენეს. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისის-ის, ისლამური ხალიფატის სამხედრო მართვა ჩვენმა მოქალაქემ, პანკისელმა აიღო ხელში".

არეშიძე მიიჩნევს, რომ კავკასიაში სერიოზულად ფეხს იკიდებს პოლიტიკური ისლამი, "კავკასიის იმარატის" მთელი ხელმძღვანელობა ვაჰაბიტმა დაღესტნელებმა ჩაიგდეს ხელში და ამიტომაც ამ პროცესს სერიოზული ანალიზი სჭირდება.

"საქართველოს საზღვრებთან არის ერთი მხრივ ჩრდილოეთ კავკასია და მეორე მხრივ აზერბაიჯანი და აზერბაიჯანში სწორედ კახისა და ზაქათალას რაიონებში არიან ვაჰაბიტები მომრავლებულნი. თურქეთშიც არის ფუნდამენტური ისლამი, მაგრამ იქ ამას პოლიტიკური ფორმა არ მიუღია, მათ სხვა პრობლემები აქვთ ქურთისტანთან დაკავშირებით... თუ ჩვენ გარკვეულ ძალებთან კონსოლიდირებულები არ ვიქნებით, პოლიტიკურ ისლამთან დავმარცხდებით. თუმცა ჩვენამდე სერიოზული პროცესებია გასავლელი. პოლიტიკური ისლამის მეშვეობით გეოპოლიტიკური ცვლილებების საფრთხეა და ეს საქართველოში ახალი პრობლემების მოტანას ნიშნავს," - დასძენს არეშიძე.

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

"რურუასაც გაუშვებენ... სახელმწიფომ დიდი ამნისტია უნდა გააკეთოს" - მეუფე იაკობი უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე

რა ფერებში განათდება დღეს ანძა? - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

"სააკაშვილმა რომ დამიჭირა, ჩემი გადამლაშებების შედეგიც იყო" - ირაკლი ოქრუაშვილი