სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ისეთი მეცენატობა ჩავიდინე, ლამის კენჭი ვიყარე...''
''ისეთი მეცენატობა ჩავიდინე, ლამის კენჭი ვიყარე...''

მსა­ხი­ო­ბი პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი "კო­მე­დი არხზე"ახალ გა­და­ცე­მას უძღვე­ბა სა­ხა­ლი­სო სა­ხე­ლით - "პური ჭამა პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად". ცოტა ინ­ტრი­გა, ბევ­რი იუ­მო­რი, იოლი რე­ცეპ­ტე­ბი, ესაა გა­და­ცე­მის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი. მსა­ხი­ობს "რუს­თა­ვი 2"-ში სწო­რედ მა­შინ ვეს­ტუმ­რეთ, როცა ამ გა­და­ცე­მას წერ­დნენ და სა­უ­ბა­რიც ამ თე­მა­ზე და­ვი­წყეთ.

- პა­ა­ტა, კუ­ლი­ნა­რი­ით რო­დის და­ინ­ტე­რეს­დი?

- არ არის ეს გა­და­ცე­მა მხო­ლოდ კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე. მა­ყუ­რე­ბელს რთულ რე­ცეპ­ტებს არ ვთა­ვა­ზობთ. მოგ­ვი­ხარ­შავს სო­სი­სი, ჩაი აგ­ვი­დუ­ღე­ბია სტუ­მარ­თან ერ­თად, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი მა­ინც იუ­მორ­ზეა გა­კე­თე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან "კო­მე­დი არხზე"გავ­დი­ვართ. ამ გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი და ჩემი თა-ნა­წამ­ყვა­ნი არის ნიკა რა­მიშ­ვი­ლი, იგი­ვე დრუ­პი, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა­ში იძ­ლე­ვა შე­ნიშ­ვნებს, რო­გორ დავ­ჭრა ხახ­ვი, რო­გორ წა­ვიყ­ვა­ნო გა­და­ცე­მა და შემ­დეგ ჩვენ მიერ მომ­ზა­დე­ბულ კერ­ძებს აგე­მოვ­ნებს. პირ­ვე­ლად ქარ­თულ, და არა მარ­ტო ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში, ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ნამ­ცხვა­რი ჩვე­ნი ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის­თვის, ძაღ­ლე­ბის­თვის. გა­და­ცე­მა­ში გვყავ­და მოყ­ვა­ნი­ლი ძაღ­ლი, რო­მელ­მაც შემ­დეგ ეს ნამ­ცხვა­რი და­ა­გე­მოვ­ნა.

- ტკბი­ლი რომ არ შე­იძ­ლე­ბა ძაღ­ლის­თვის, ისი­ნი ინ­სუ­ლინს ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ...

- მთლად "ჩი­ტის რძე"არ მოგ­ვიმ­ზა­დე­ბია, ისე­თი ნამ­ცხვა­რი მო­ვუმ­ზა­დეთ, რო­მე­ლიც არ არის მავ­ნე­ბე­ლი მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის... ერთი სი­ტყვით, ვერ­თო­ბით, როცა ხელ­ფა­სი იგ­ვი­ა­ნებს, ვჭამთ (იცი­ნის).

- სახ­ლშიც აკე­თებ გემ­რი­ელ კერ­ძებს?

- არა, მაგ­რამ ვიცი კარ­გი საჭ­მე­ლე­ბის გა­კე­თე­ბა, უფრო ხორ­ცი­ან კერ­ძებს ვამ­ზა­დებ, რაც მა­მა­კაცს ხე­ლე­წი­ფე­ბა. როცა ბი­ჭე­ბი მივ­დი­ვართ სად­მე, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვამ­ზა­დებ მწვადს, ჩა­ქა­ფულს. ჩემ­თვის სულ არ ტე­ხავს, კაც­მა გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლე­ბის კე­თე­ბა რომ იცის, სა­ერ­თოდ, კა­ცე­ბი უფრო კარ­გი კუ­ლი­ნა­რე­ბი არი­ან.

- მე­უღ­ლე­საც უხა­რია ალ­ბათ ეს ამ­ბა­ვი.

- არა, მე­უღ­ლე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არ მიშ­ვებს, ყვე­ლა­ფერს აქეთ-იქით ვყრი და მერე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და­სა­ლა­გე­ბე­ლია ხოლ­მე სამ­ზა­რე­უ­ლო. გა­და­ცე­მა­ში 4-5 კაცი გვეხ­მა­რე­ბა, გვი­რე­ცხა­ვენ, გვი­სუფ­თა­ვე­ბენ.

- პა­ა­ტა, გა­და­ცე­მა­ში "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე"ხუთი ათა­სი ლარი მო­ი­გე. "რუს­თა­ვი 2"-მა თა­ვად მი­გიწ­ვია სტუმ­რად?

- ამ გა­და­ცე­მა­ში ორ­ჯერ მი­მიწ­ვი­ეს, ორ­ჯერ­ვე უარი ვთქი. სი­მარ­თა­ლე გი­თხრათ, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მა­ყუ­რე­ბე­ლი იუ­მო­რის კუ­თხით მიც­ნობს, ვფიქ­რობ­დი, რომ ვერ გა­ვა­ცი­ნო ესე­ნი, ხომ და­მენგრე­ვა მთე­ლი კა­რი­ე­რა-მეთ­ქი (იღი­მე­ბა). ბო­ლოს, "რუს­თა­ვი 2"ოცი წლის რომ გახ­და, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მიგ­ვიწ­ვი­ეს გა­და­ცე­მა­ში, თან არ­ხის დი­რექ­ტო­რი იჯდა ჟი­უ­რი­ში, ვე­ღარ ვთქვი უარი. ჩემ­გან ყვე­ლა ანეკ­დოტს ელო­დე­ბო­და ან ამ­ბავს, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად გა­დამ­ხდა თავს, ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ში ამას მთხო­ვენ ხოლ­მე. ამი­ტომ აქ შე­ვე­ცა­დე, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მო­ვი­ფიქ­რე იდი­ო­ტუ­რი, არარ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და "რუს­თა­ვი 2"-ის მოს­მე­ნებ­სა და ინ­ტრი­გებ­თან და მოვ­ყე­ვი. მოვ­ყე­ვი რა, ვინ მო­მა­ყო­ლა. პირ­ვე­ლი­ვე წი­ნა­და­დე­ბა­ზე კვდე­ბოდ­ნენ სი­ცი­ლით.

- ახლა მა­ინც მოგ­ვი­ყე­ვი?

- მო­სა­ყო­ლი არა­ფე­რია, ხომ გი­თხა­რი, არარ­სე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია, გზა­დაგ­ზა ვი­გო­ნებ­დი. თა­ვი­დან ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მე­ტყო­ბო­და კი­დეც. მე­ში­ნო­და, ზედ­მე­ტი არ მომ­სვლო­და, არ გა­და­მემ­ლა­შე­ბი­ნა. მერე რომ ვნა­ხე, ამ იდი­ო­ტო­ბა­ზე იცი­ნოდ­ნენ, გავ­თა­მამ­დი. ერთი წუთი არ იყო გა­სუ­ლი, ათა­სი ლარი რომ მო­ვი­გე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

''ისეთი მეცენატობა ჩავიდინე, ლამის კენჭი ვიყარე...''

''ისეთი მეცენატობა ჩავიდინე, ლამის კენჭი ვიყარე...''

მსახიობი პაატა გულიაშვილი ''კომედი არხზე''ახალ გადაცემას უძღვება სახალისო სახელით - ''პური ჭამა პაატა გულიაშვილთან ერთად''. ცოტა ინტრიგა, ბევრი იუმორი, იოლი რეცეპტები, ესაა გადაცემის მთავარი პრინციპი. მსახიობს ''რუსთავი 2''-ში სწორედ მაშინ ვესტუმრეთ, როცა ამ გადაცემას წერდნენ და საუბარიც ამ თემაზე დავიწყეთ.

- პაატა, კულინარიით როდის დაინტერესდი?

- არ არის ეს გადაცემა მხოლოდ კულინარიაზე. მაყურებელს რთულ რეცეპტებს არ ვთავაზობთ. მოგვიხარშავს სოსისი, ჩაი აგვიდუღებია სტუმართან ერთად, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც იუმორზეა გაკეთებული, ვინაიდან ''კომედი არხზე''გავდივართ. ამ გადაცემის პროდიუსერი და ჩემი თა-ნაწამყვანი არის ნიკა რამიშვილი, იგივე დრუპი, რომელიც გადაცემაში იძლევა შენიშვნებს, როგორ დავჭრა ხახვი, როგორ წავიყვანო გადაცემა და შემდეგ ჩვენ მიერ მომზადებულ კერძებს აგემოვნებს. პირველად ქართულ, და არა მარტო ქართულ ტელესივრცეში, ჩვენ გავაკეთეთ ნამცხვარი ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის, ძაღლებისთვის. გადაცემაში გვყავდა მოყვანილი ძაღლი, რომელმაც შემდეგ ეს ნამცხვარი დააგემოვნა.

- ტკბილი რომ არ შეიძლება ძაღლისთვის, ისინი ინსულინს ვერ გამოიმუშავებენ...

- მთლად ''ჩიტის რძე''არ მოგვიმზადებია, ისეთი ნამცხვარი მოვუმზადეთ, რომელიც არ არის მავნებელი მისი ჯანმრთელობისთვის... ერთი სიტყვით, ვერთობით, როცა ხელფასი იგვიანებს, ვჭამთ (იცინის).

- სახლშიც აკეთებ გემრიელ კერძებს?

- არა, მაგრამ ვიცი კარგი საჭმელების გაკეთება, უფრო ხორციან კერძებს ვამზადებ, რაც მამაკაცს ხელეწიფება. როცა ბიჭები მივდივართ სადმე, სიამოვნებით ვამზადებ მწვადს, ჩაქაფულს. ჩემთვის სულ არ ტეხავს, კაცმა გემრიელი საჭმელების კეთება რომ იცის, საერთოდ, კაცები უფრო კარგი კულინარები არიან.

- მეუღლესაც უხარია ალბათ ეს ამბავი.

- არა, მეუღლე სამზარეულოში არ მიშვებს, ყველაფერს აქეთ-იქით ვყრი და მერე თავიდან ბოლომდე დასალაგებელია ხოლმე სამზარეულო. გადაცემაში 4-5 კაცი გვეხმარება, გვირეცხავენ, გვისუფთავებენ.

- პაატა, გადაცემაში ''გააცინე და მოიგე''ხუთი ათასი ლარი მოიგე. ''რუსთავი 2''-მა თავად მიგიწვია სტუმრად?

- ამ გადაცემაში ორჯერ მიმიწვიეს, ორჯერვე უარი ვთქი. სიმართალე გითხრათ, ვნერვიულობდი, მაყურებელი იუმორის კუთხით მიცნობს, ვფიქრობდი, რომ ვერ გავაცინო ესენი, ხომ დამენგრევა მთელი კარიერა-მეთქი (იღიმება). ბოლოს, ''რუსთავი 2''ოცი წლის რომ გახდა, თანამშრომლები მიგვიწვიეს გადაცემაში, თან არხის დირექტორი იჯდა ჟიურიში, ვეღარ ვთქვი უარი. ჩემგან ყველა ანეკდოტს ელოდებოდა ან ამბავს, რომელიც რეალურად გადამხდა თავს, ყველა გადაცემაში ამას მთხოვენ ხოლმე. ამიტომ აქ შევეცადე, განსხვავებული ვყოფილიყავი. მოვიფიქრე იდიოტური, არარსებული ისტორია, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ''რუსთავი 2''-ის მოსმენებსა და ინტრიგებთან და მოვყევი. მოვყევი რა, ვინ მომაყოლა. პირველივე წინადადებაზე კვდებოდნენ სიცილით.

- ახლა მაინც მოგვიყევი?

- მოსაყოლი არაფერია, ხომ გითხარი, არარსებული ამბავია, გზადაგზა ვიგონებდი. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მეტყობოდა კიდეც. მეშინოდა, ზედმეტი არ მომსვლოდა, არ გადამემლაშებინა. მერე რომ ვნახე, ამ იდიოტობაზე იცინოდნენ, გავთამამდი. ერთი წუთი არ იყო გასული, ათასი ლარი რომ მოვიგე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება