სეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანის რაიონის სამი სოფელი დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, სოფელ გურჯაანში , ჭანდარსა და ვეჯინში სტიქიამ ატმის მოსავალი და ვენახები დააზიანა.
ადგილობრივების თქმით, ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც ვენახების 50 პროცენტი გაანადგურა. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.