მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი კომპოზიტორი, რომლის სიმღერამაც "ევროვიზიაზე" მეორე ადგილი აიღო - კომპოზიტორი პატრისია კაასთან შეხვედრას იხსენებს
ქართველი კომპოზიტორი, რომლის სიმღერამაც "ევროვიზიაზე" მეორე ადგილი აიღო - კომპოზიტორი პატრისია კაასთან შეხვედრას იხსენებს

ცნო­ბი­ლი ფრან­გი მომ­ღე­რა­ლი, პატ­რი­სია კა­ა­სი 31 მა­ისს თბი­ლისს სტუმ­რობ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო ვარ­სკვლავს პი­რა­დად ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ შეხ­ვედ­რია. თი­ნა­თინ ჯა­ფა­რი­ძე, ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, რო­მე­ლიც აშშ-ში მოღ­ვა­წე­ობს, პატ­რი­სი­ას­თან შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე წლის წინ შეხ­ვდნენ. თი­ნა­თი­ნი ცნო­ბილ ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად მოღ­ვა­წე­ობს: სე­ლინ დი­ო­ნი, ბარ­ბა­რა სტრე­ი­ზან­დი...

- პატ­რი­სი­ამ და მე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2009 წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე მოს­კოვ­ში მი­ვი­ღეთ. ჩემ­მა სიმ­ღე­რამ, რო­მე­ლიც ის­ლან­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა (იო­ა­ნა გვუდ­რუნ იო­უნსდო­ტი­რი - სიმ­ღე­რა "ეს სი­მარ­თლეა?") შე­ას­რუ­ლა, მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ეს აღი­ა­რეს, რო­გორც ევ­რო­ვი­ზი­ის იტო­რი­ა­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა. ამ ფაქ­ტმა ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. პატ­რი­სია ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ჩან­და, რად­გა­ნაც მის­მა სიმ­ღე­რამ მხო­ლოდ მეშ­ვი­დე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. რო­დე­საც გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ სიმ­ღე­რა მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე ვერ გა­ვი­დო­და, კონ­კურ­სი მი­ა­ტო­ვა და საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბრწყინ­ვა­ლე კომ­პო­ზი­ცია შე­ას­რუ­ლა, მაგ­რამ არ იყო ევ­რო­ვი­ზი­ის სტი­ლის.

- თქვენ­ზე პატ­რი­სი­ამ რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა?

- მისი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ დიდ პა­ტივს ვცემ. შე­უძ­ლე­ბე­ლია, მას პა­ტივს არ სცემ­დე.

- მას ვარ­სკვლა­ვუ­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს?

- შე­საძ­ლოა, სურ­და მეგა წარ­მა­ტე­ბა და რო­დე­საც ვერ გა­ი­მარ­ჯვა, შერ­ცხვა. რთუ­ლად ურ­თი­ერ­თობს ვინ­მეს­თან. პატ­რი­სია მუ­დამ დაც­ვი­თაა გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი.

- რას გვე­ტყვით მსმე­ნელ­ზე?

- იმას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ კონ­კურ­სი მოს­კოვ­ში ჩა­ტარ­და, ეს პატ­რი­სი­ას­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი იყო; რუ­სეთ­ში ის ძა­ლი­ან უყ­ვართ. მოს­კოვ­ში სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­თაა სავ­სე.

- პატ­რი­სი­ას სი­ლა­მა­ზით ყვე­ლა მო­ხიბ­ლუ­ლია.

- მას ყო­ველ­თვის მი­ვიჩ­ნევ­დი, რო­გორც ელე­გან­ტურ ქალ­ბა­ტონს, მაგ­რამ რო­დე­საც პი­რა­დად შევ­ხვდი, გა­ვოც­დი, რად­გან რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით ლა­მა­ზი ყო­ფი­ლა. იმი­ტომ გა­მიკ­ვირ­და, რომ ხში­რად მსა­ხი­ო­ბე­ბი, ვარ­სკვლა­ვე­ბი ფო­ტო­ებ­სა, თუ ტე­ლე­ეკ­რან­ზე უფრო მე­ტად ლა­მა­ზე­ბი ჩა­ნან, ვიდ­რე რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში არი­ან. ის ბრწყი­ნავ­და არა მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზით, არა­მედ სა­მო­სი­თა და სტი­ლით. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პატ­რი­სია კა­ა­სი 2009 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სის ყვე­ლა­ზე ელე­გან­ტუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია georgianews.ge-ს მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ სტა­ტია ინ­გლი­სურ ენა­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქართველი კომპოზიტორი, რომლის სიმღერამაც "ევროვიზიაზე" მეორე ადგილი აიღო - კომპოზიტორი პატრისია კაასთან შეხვედრას იხსენებს

ქართველი კომპოზიტორი, რომლის სიმღერამაც "ევროვიზიაზე" მეორე ადგილი აიღო - კომპოზიტორი პატრისია კაასთან შეხვედრას იხსენებს

ცნობილი ფრანგი მომღერალი, პატრისია კაასი 31 მაისს თბილისს სტუმრობდა. საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავს პირადად ცოტა ადამიანი თუ შეხვედრია. თინათინ ჯაფარიძე, ქართველი კომპოზიტორი, რომელიც აშშ-ში მოღვაწეობს, პატრისიასთან შეხვედრას იხსენებს. ისინი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ შეხვდნენ. თინათინი ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად მოღვაწეობს: სელინ დიონი, ბარბარა სტრეიზანდი...

- პატრისიამ და მე მონაწილეობა 2009 წელს "ევროვიზიის" კონკურსზე მოსკოვში მივიღეთ. ჩემმა სიმღერამ, რომელიც ისლანდიის წარმომადგენელმა (იოანა გვუდრუნ იოუნსდოტირი - სიმღერა "ეს სიმართლეა?") შეასრულა, მეორე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით, ეს აღიარეს, როგორც ევროვიზიის იტორიაში ნომერ პირველი სიმღერა. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა. პატრისია ძალიან იმედგაცრუებული ჩანდა, რადგანაც მისმა სიმღერამ მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა. როდესაც გააცნობიერა, რომ სიმღერა მოწინავე პოზიციაზე ვერ გავიდოდა, კონკურსი მიატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა. რასაკვირველია, ბრწყინვალე კომპოზიცია შეასრულა, მაგრამ არ იყო ევროვიზიის სტილის.

- თქვენზე პატრისიამ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

- მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ დიდ პატივს ვცემ. შეუძლებელია, მას პატივს არ სცემდე.

- მას ვარსკვლავური პრეტენზიები აქვს?

- შესაძლოა, სურდა მეგა წარმატება და როდესაც ვერ გაიმარჯვა, შერცხვა. რთულად ურთიერთობს ვინმესთან. პატრისია მუდამ დაცვითაა გარშემორტყმული.

- რას გვეტყვით მსმენელზე?

- იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ კონკურსი მოსკოვში ჩატარდა, ეს პატრისიასთვის მომგებიანი იყო; რუსეთში ის ძალიან უყვართ. მოსკოვში საკონცერტო დარბაზები მისი გულშემატკივრებითაა სავსე.

- პატრისიას სილამაზით ყველა მოხიბლულია.

- მას ყოველთვის მივიჩნევდი, როგორც ელეგანტურ ქალბატონს, მაგრამ როდესაც პირადად შევხვდი, გავოცდი, რადგან რეალურ ცხოვრებაში გაცილებით ლამაზი ყოფილა. იმიტომ გამიკვირდა, რომ ხშირად მსახიობები, ვარსკვლავები ფოტოებსა, თუ ტელეეკრანზე უფრო მეტად ლამაზები ჩანან, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში არიან. ის ბრწყინავდა არა მხოლოდ სილამაზით, არამედ სამოსითა და სტილით. შემიძლია ვთქვა, რომ პატრისია კაასი 2009 წლის "ევროვიზიის" კონკურსის ყველაზე ელეგანტური პიროვნება იყო.

მომზადებულია georgianews.ge-ს მიხედვით.

იხილეთ სტატია ინგლისურ ენაზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება