სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მანქანები ჰყავთ თბილისის მერობის კანდიდატებს? - პრეტენდენტების ავტოგემოვნება
რა მანქანები ჰყავთ თბილისის მერობის კანდიდატებს? - პრეტენდენტების ავტოგემოვნება

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, Ambebi.ge თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე - ჰი­უნ­დაი

დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს 2002 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი Hyundai Terracan ჰყავს (ტურ­ბო­დი­ზე­ლი, 2.9-ლიტ­რი­ა­ნი ძრა­ვით). მა­ნამ­დე ჰყავ­და Volkswagen Jetta. კო­რე­უ­ლი ქრო­სო­ვე­რი კი 5 თვის წინ შე­ი­ძი­ნა.

ას­მათ ტყაბ­ლა­ძე - ლენდ კრუ­ი­ზე­რი

ას­მათ ტყაბ­ლა­ძეს მან­ქა­ნის მარ­თვის 34-წლი­ა­ნი სტა­ჟი აქვს. რო­გორც ამ­ბობს, ის, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი და ქე­თე­ვან კიკ­ნა­ძე პირ­ვე­ლი ქა­ლე­ბი იყ­ვნენ თბი­ლის­ში, ვი­საც სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა ჰყავ­და. მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ავა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა, ამი­ტომ ფრთხი­ლი მძღო­ლია. ამ­ჯე­რად ჰყავს "ტო­ი­ო­ტას" ყველ­გან­მა­ვა­ლი "ლენდ ლრუ­ი­ზე­რი", რო­მე­ლიც 4 წლის წინ, "ტო­ი­ო­ტას" ცენ­ტრში გან­ვა­დე­ბით შე­ი­ძი­ნა. ეს მისი მე­ხუ­თე ავ­ტო­მო­ბი­ლია, "ლენდ კრუ­ი­ზე­რამ­დე" კი სხვა­დას­ხვა სე­და­ნე­ბი ჰყავ­და.

ას­მათ ტყაბ­ლა­ძეს პატ­რულ­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს. ერთხელ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ალ­კო­ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბა მოს­თხო­ვეს, რის გა­მოც პატ­რულს ეჩხუ­ბა, მაგ­რამ პო­პუ­ლა­რო­ბამ უშ­ვე­ლა. ყვე­ლა­ზე ხში­რად სა­ჭეს­თან ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დის არ­შეკ­ვრის გამო აჯა­რი­მე­ბენ.

კახა კუ­კა­ვა - მერ­სე­დე­სი

კახა კუ­კა­ვას ჰყავს Mercedes "C-კლა­სი" (320). რო­გორც ჩანს, მას მან­ქა­ნის ნო­მე­რი პი­რა­დად აქვს შერ­ჩე­უ­ლი - მისი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ნომ­რე ნი­შა­ნია KHK-983. "სითი პარ­კის" ვებ-გვერ­დზე ამ ნომ­რით რე­გის­ტრი­რე­ბულ "C-კლას­ზე" 14 გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მა ფიქ­სირ­დე­ბა - რო­გორც ჩანს, კახა კუ­კა­ვა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად არ იხ­დის "სითი პარ­კის" ჯა­რი­მებს.

და­ვით ნარ­მა­ნია - მერ­სე­დე­სი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატს და­ვით ნარ­მა­ნი­ა­საც Mercedes "C-კლა­სი" ჰყავს - 2002 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი C 180, ნომ­რით CCC-555. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნარ­მა­ნი­ას "მერ­სე­დესს" გა­და­ცე­მა­თა მე­ქა­ნი­კუ­რი კო­ლო­ფი აქვს - უყ­ვარს, როცა მან­ქა­ნას სრუ­ლად თვი­თონ მარ­თავს. "სითი პარ­კის" ვებ-გვერ­დზე ამ სა­ნომ­რე ნიშ­ნით რე­გის­ტრი­რე­ბულ "მერ­სე­დეს­ზე" სულ 7 ჯა­რი­მაა ნაჩ­ვე­ნე­ბი და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შვი­დი­ვე ჯა­რი­მა გა­დახ­დი­ლია. ამ შვი­დი­დან, ორ შემ­თხვე­ვა­ში ნარ­მა­ნი­ას ავ­ტო­მო­ბი­ლი ევა­კუ­ა­ტო­რით გა­და­იყ­ვა­ნეს - დარ­ღვე­ვა ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ნიშ­ნის "გა­ჩე­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია" მო­თხოვ­ნის და­უც­ვე­ლო­ბა გახ­ლდათ.

ნიკა მე­ლია - მერ­სე­დე­სი

ნიკა მე­ლი­ას ახლა სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მან­ქა­ნა ემ­სა­ხუ­რე­ბა, ხოლო რო­გორც მისი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მე­რო­ბის კან­დი­დატ­საც "მერ­სე­დე­სი" ჰყავს, რო­მე­ლიც 2006 წელს არის გა­მოშ­ვე­ბუ­ლი. მე­ლი­ას მან­ქა­ნის ნო­მე­რია FOX 010...

ამ ნომ­რით რე­გის­ტრი­რე­ბულ "ბენცზე" "სითი პარ­კის" მხო­ლოდ 4 ჯა­რი­მაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. აქე­დან ერთი (2010 წლის 18 თე­ბერ­ვა­ლი) გა­და­უხ­დე­ლია. მე­ლი­ას "მერ­სე­დე­სი" "სითი პარ­კის" ევა­კუ­ა­ტორ­მა მხო­ლოდ ერთხელ (2010 წლის 14 სექ­ტემ­ბერს) გა­და­იყ­ვა­ნა - მი­ზე­ზი გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე პარ­კი­რე­ბა, ანუ, ნიშ­ნის "გა­ჩე­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია" მო­თხოვ­ნის და­უც­ვე­ლო­ბა გახ­ლდათ. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ 2010 წლის 14 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ ნო­მე­რი FOX 010 არ­ცერ­თხელ აღარ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლა...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა მანქანები ჰყავთ თბილისის მერობის კანდიდატებს? - პრეტენდენტების ავტოგემოვნება

რა მანქანები ჰყავთ თბილისის მერობის კანდიდატებს? - პრეტენდენტების ავტოგემოვნება

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, Ambebi.ge თბილისის მერობის კანდიდატების ავტომობილებით დაინტერესდა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე - ჰიუნდაი

დიმიტრი ლორთქიფანიძეს 2002 წელს გამოშვებული Hyundai Terracan ჰყავს (ტურბოდიზელი, 2.9-ლიტრიანი ძრავით). მანამდე ჰყავდა Volkswagen Jetta. კორეული ქროსოვერი კი 5 თვის წინ შეიძინა.

ასმათ ტყაბლაძე - ლენდ კრუიზერი

ასმათ ტყაბლაძეს მანქანის მართვის 34-წლიანი სტაჟი აქვს. როგორც ამბობს, ის, სოფიკო ჭიაურელი და ქეთევან კიკნაძე პირველი ქალები იყვნენ თბილისში, ვისაც საკუთარი მანქანა ჰყავდა. მისი შეყვარებული ავარიაში დაიღუპა, ამიტომ ფრთხილი მძღოლია. ამჯერად ჰყავს "ტოიოტას" ყველგანმავალი "ლენდ ლრუიზერი", რომელიც 4 წლის წინ, "ტოიოტას" ცენტრში განვადებით შეიძინა. ეს მისი მეხუთე ავტომობილია, "ლენდ კრუიზერამდე" კი სხვადასხვა სედანები ჰყავდა.

ასმათ ტყაბლაძეს პატრულთან კარგი დამოკიდებულება არ აქვს. ერთხელ სამართალდამცავებმა ალკოტესტის ჩაბარება მოსთხოვეს, რის გამოც პატრულს ეჩხუბა, მაგრამ პოპულარობამ უშველა. ყველაზე ხშირად საჭესთან ტელეფონზე ლაპარაკისა და უსაფრთხოების ღვედის არშეკვრის გამო აჯარიმებენ.

კახა კუკავა - მერსედესი

კახა კუკავას ჰყავს Mercedes "C-კლასი" (320). როგორც ჩანს, მას მანქანის ნომერი პირადად აქვს შერჩეული - მისი ავტომობილის სანომრე ნიშანია KHK-983. "სითი პარკის" ვებ-გვერდზე ამ ნომრით რეგისტრირებულ "C-კლასზე" 14 გადაუხდელი ჯარიმა ფიქსირდება - როგორც ჩანს, კახა კუკავა პროტესტის ნიშნად არ იხდის "სითი პარკის" ჯარიმებს.

დავით ნარმანია - მერსედესი

"ქართული ოცნების" კანდიდატს დავით ნარმანიასაც Mercedes "C-კლასი" ჰყავს - 2002 წელს გამოშვებული C 180, ნომრით CCC-555. აღსანიშნავია, რომ ნარმანიას "მერსედესს" გადაცემათა მექანიკური კოლოფი აქვს - უყვარს, როცა მანქანას სრულად თვითონ მართავს. "სითი პარკის" ვებ-გვერდზე ამ სანომრე ნიშნით რეგისტრირებულ "მერსედესზე" სულ 7 ჯარიმაა ნაჩვენები და აღსანიშნავია, რომ შვიდივე ჯარიმა გადახდილია. ამ შვიდიდან, ორ შემთხვევაში ნარმანიას ავტომობილი ევაკუატორით გადაიყვანეს - დარღვევა ორივე შემთხვევაში ნიშნის "გაჩერება აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა გახლდათ.

ნიკა მელია - მერსედესი

ნიკა მელიას ახლა სამსახურეობრივი მანქანა ემსახურება, ხოლო როგორც მისი დეკლარაციიდან ირკვევა, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატსაც "მერსედესი" ჰყავს, რომელიც 2006 წელს არის გამოშვებული. მელიას მანქანის ნომერია FOX 010...

ამ ნომრით რეგისტრირებულ "ბენცზე" "სითი პარკის" მხოლოდ 4 ჯარიმაა რეგისტრირებული. აქედან ერთი (2010 წლის 18 თებერვალი) გადაუხდელია. მელიას "მერსედესი" "სითი პარკის" ევაკუატორმა მხოლოდ ერთხელ (2010 წლის 14 სექტემბერს) გადაიყვანა - მიზეზი გზის სავალ ნაწილზე პარკირება, ანუ, ნიშნის "გაჩერება აკრძალულია" მოთხოვნის დაუცველობა გახლდათ. საინტერესოა ისიც, რომ 2010 წლის 14 სექტემბრის შემდეგ ნომერი FOX 010 არცერთხელ აღარ დაჯარიმებულა...

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა