სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თინა, რა გინდა?" - დავით დარჩიაშვილი ხიდაშელს
"თინა, რა გინდა?" - დავით დარჩიაშვილი ხიდაშელს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, თინა ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან პლან­ტა­ცი­ა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ პრე­მი­ე­რის რეპ­ლი­კის პა­სუ­ხად გა­ა­კე­თა.

"კონ­ტექ­სტის იგ­ნო­რი­რე­ბა ყო­ველ­თვის გიყ­ვარ­და თინა. ძა­ლით პლან­ტა­ცი­ებ­ში ვი­საც ამუ­შა­ვებ­დნენ, იცი; ჰა­კი­მი­დე­ბის ზო­გა­დი გან­წყო­ბე­ბიც იცი; რი­გი­თი ამომ­რჩე­ვე­ლი რო­გორც გა­ი­გებ­და, ისიც იცი და უცხო­ე­ლე­ბი რას იფიქ­რე­ბენ ისიც უნდა გეს­მო­დეს. ხოდა რა გინ­და?", - წერს დარ­ჩი­აშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა თინა ხი­და­შელ­მა პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ასე­ვე ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი "უნდა და­ვაგ­რო­ვოთ და ვა­მუ­შა­ოთ პლან­ტა­ცი­ებ­ში".

"სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში დღე­საც არის, მა­გა­ლი­თად, ყა­ვის პლან­ტა­ცი­ე­ბი, სა­დაც ხალ­ხი მუ­შა­ობს და რა­ტომ არის ეხლა ეს ესე­თი სა­მარ­ცხვი­ნო ფრა­ზა, ნამ­დვი­ლად არ მეს­მის. იძუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა არ არის, პლან­ტა­ცი­ებ­ში მუ­შა­ობს ხალ­ხი დღე­საც მსოფ­ლი­ოს ბევრ სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში, იღებს ამა­ში ხელ­ფასს და ეს არის ძა­ლი­ან ადეკ­ვა­ტუ­რი, ნორ­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო, ზუს­ტად ისე­თი, რო­გო­რიც არის პრე­ზი­დენ­ტის სა­მუ­შაო. პრე­მი­ე­რი რას გუ­ლის­ხმობ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვინ რა იგუ­ლის­ხმა, ეს არის თქვე­ნი, ჩემი და პრე­მი­ე­რის პი­რა­დი გე­მოვ­ნე­ბის ამ­ბა­ვი, რო­მელ­ზეც ახლა იმე­დი მაქვს, რომ არ ვი­სა­უბ­რებთ", - აღ­ნიშ­ნა თინა ხი­და­შელ­მა.

"თინა, რა გინდა?" - დავით დარჩიაშვილი ხიდაშელს

"თინა, რა გინდა?" - დავით დარჩიაშვილი ხიდაშელს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან პლანტაციაში სააკაშვილის დასაქმების შესახებ პრემიერის რეპლიკის პასუხად გააკეთა.

"კონტექსტის იგნორირება ყოველთვის გიყვარდა თინა. ძალით პლანტაციებში ვისაც ამუშავებდნენ, იცი; ჰაკიმიდების ზოგადი განწყობებიც იცი; რიგითი ამომრჩეველი როგორც გაიგებდა, ისიც იცი და უცხოელები რას იფიქრებენ ისიც უნდა გესმოდეს. ხოდა რა გინდა?", - წერს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა. ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე ნაციონალები "უნდა დავაგროვოთ და ვამუშაოთ პლანტაციებში".

"სამხრეთ ამერიკაში დღესაც არის, მაგალითად, ყავის პლანტაციები, სადაც ხალხი მუშაობს და რატომ არის ეხლა ეს ესეთი სამარცხვინო ფრაზა, ნამდვილად არ მესმის. იძულებით მუშაობა არ არის, პლანტაციებში მუშაობს ხალხი დღესაც მსოფლიოს ბევრ სხვადასხვა წერტილში, იღებს ამაში ხელფასს და ეს არის ძალიან ადეკვატური, ნორმალური სამუშაო, ზუსტად ისეთი, როგორიც არის პრეზიდენტის სამუშაო. პრემიერი რას გულისხმობდა, სავარაუდოდ, ვინ რა იგულისხმა, ეს არის თქვენი, ჩემი და პრემიერის პირადი გემოვნების ამბავი, რომელზეც ახლა იმედი მაქვს, რომ არ ვისაუბრებთ", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს